სსმმ აკადემიის ნამდვილი წევრის (აკადემიკოსად) ასარჩევი კონკურსიის შედეგები
საქართველოს
სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის
ახალი წევრებით შევსება
2017 წლის 28 დეკემბერს ჩატარდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საერთო კრება შემდეგი დღის წესრიგით:
1. ინფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრის (აკადემიკოსად) ასარჩევ კონკუსში (სპეციალობა - 0101 აგრონომია, სპეციალიზაცია 010103 - “აგროტექნოლოგია”; სპეციალობა - 0415 აგროინჟინერია, სპეციალიზაცია 041502 - “სოფლის მეურნეობის მექანიზაცია”; სპეციალობა 0104 - “სასურსათო ტექნოლოგია”) მონაწილე კანდიდატების შესახებ.
მომხსენებელი: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გურამ ალექსიძე.
2. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აგრონომიულ, აგროსაინჟინრო და სოფლის მეურნეობის პროდუქტების შენახვისა და გადამუშავების სამეცნიერო განყოფილებების ვაკანტურ ადგილებზე აკადემიკოსების (ნამდვილი წევრების) არჩევნების მაღალორგანიზებულ დონეზე მომზადებისა და ჩატარების მიზნით, აკადემიის პრეზიდენტის ბრძანებით (01/51 16.11.17.) შექმნილი საექსპერტო-საკონკურსო კომისიის დასკვნის შესახებ.
მომხსენებელი: საექსპერტო-საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე, აკადემიკოსი ნოდარ ჭითანავა.
3. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აგრონომიულ (სპეციალობა 0101 აგრონომია, სპეციალიზაცია 010103 “აგროტექნოლოგია), აგროსაინჟინრო (სპეციალობა 0415 აგროინჟინერია, სპეციალიზაცია 041502 “სოფლის მეურნეობის მექანიზაცია”) და სოფლის მეურნეობის პროდუქტების შენახვისა და გადამუშავების (სპეციალობა 0104 “სასურსათო ტექნოლოგია”) სამეცნიერო განყოფილებების ვაკანტურ ადგილებზე აკადემიკოსების (ნამდვილი წევრების) არჩევნები.
ფარული კენჭისყრის საფუძველზე საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საერთო კრებაზე სამეცნიერო განყოფილებების ვაკანტურ ადგილებზე აკადემიისნამდვილი წევრებად (აკადემიკოსებად) აირჩიეს:
აგრონომიულ სამეცნიერო განყოფილებაში - სპეციალობა - 0101 აგრონომია, სპეციალიზაცია 010103 “აგროტექნოლოგია”:
როლანდ კოპალიანი -
სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, ა. წერეთლის
სახელმწიფო უნოვერსიტეტის რექტორის აპარატის უფროსი, აგრარული
ფაკულტეტის სუპტროპიკული კულტურების დეპარტამენტის სრული პროფესორი.
აგროსაინჟინრო სამეცნიერო განყოფილებაში - სპეციალობა 0415 აგროინჟინერია, სპეციალიზაცია 041502 “სოფლის მეურნეობის მექანიზაცია” :
ზაურ ფუტკარაძე-
დოქტორი (ინფორმაციული ტექნოლოგიები, სოფლის მეურნეობის მექანიზაცია), ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ასოცირებული პროფესორი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აჭარის სამეცნიერო-საკონსულტაციო ცენტრის ხელმძღვანელი.
სოფლის მეურნეობის პროდუქტების შენახვისა და გადამუშავების სამეცნიერო განყოფილებაში - სპეციალობა 0104 “სასურსათო ტექნოლოგია” :
თემურ რევიშვილი-
ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, ა(აიპ) საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ჩაის, სუბტროპიკული კულტურებისა და ჩაის მრეწველობის ინსტიტუტის დირექტორი, საინჟინრო ტექნოლოგიური ლაბორატორიის ხელმძღვანელი.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიური საბჭო ულოცავს გამოჩენილ მეცნიერებს აკადემიის ნამდვილ წევრებად (აკადემიკოსებად) არჩევას.
= = = = = = = = = = = = = = = = =





აკადემიას იუბილე მიულოცეს - საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მეცნიერების სამმართველოს უფროსმა ნუგზარ ჩიტაიამ, ა. წერეთლის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფ. გიგა ღავთაძემ, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილემ ეთერ მათურელმა, აკადემიკოსმა ნოდარ ჭითანავამ, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ აკად. რევაზ ასათიანმა, თბილისის 31-ე საჯარო სკოლის დირექტორმა მარინა ნიჟარაძემ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის დეკანმა პროფ. გიგა ქვარცხავამ, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ, ევრორეგიონული სასაწავლო უნივერსიტეტის რექტორმა პროფ. ვლადიმერ სუხიშვილმა, აკად. ვაჟა კვალიაშვილმა, აკად. გურამ პაპუნიძემ, დამსახურებულმა მეღვინემ ბონდო კალანდაძემ, რომლებმაც აგრეთვე აკადემიის პრეზიდენტს გადასცეს მისასალმებელი ადრესები.
ამასგარდა


კონფერენციას მიესალმა გორის ვიცე-მერი, ქალბატონი ეკა სუხიშვილი.
8.დოქტორი ნატო კაკაბაძე (სმსკცენტრი) - თემა: “ ბოსტნეული კულტურების გენეტიკური რესურსები, დაცვა-კონსერვაცია”;

კონფერენცია მიესალმა საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გ. მარგველაშვილი.

კონფერენციის პროგრამა შემდეგი იყო:


კონფერენცია გახსნა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა აკადემიის პრეზიდენტმა, აკად. გურამ ალექსიძემ. კონფერენციას მიესალმა საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამაზ მარსაგიშვილი, საქართველოს მეცნიერების ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, აკად. გიორგი კვესიტაძე, საფრანგეთის სოფლის მეურნეობის აკადემიის პრეზიდენტი, პროფ. მიშელ ტაიბიერი, რუმინეთის სოფლის მეურნეობის ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, პროფ, გეორგ სინი, უკრაინის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოს-მდივანი, აკად. ვლადიმერ ხარება, აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრი ავთანდილ მესხიძე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის დეკანი, პროფ. გიორგი ქვარცხავა, მილანის (იტალია) უნივერსიტეტის პროფესორი ფაბიო კუაგლინო, სევილიის (ესპანეთი) უნივერსიტეტის პროფესორი 
კონფერენციის ჩატარების შედეგად გაღრმავდა კავშირები იმ ქართველ და ევროპელ მეცნიერთა შორის, რომლებიც კონფერენციის თემატიკით გათვალისწინებულ საკითხებზე მუშაობენ და რის საფუძველზეც მოხდება აგრარიკოსი მეცნიერების, ფერმერების, მეღვინეებისა და სტუდენტების გაცვლითი სამუშაო მივლინებების პრაქტიკის ჩამოყალიბება; საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაძლებლობა ექნებათ რეალიზება გაუწიონ კონფერენციაზე გამოთქმულ საზღვარგარეთის მეცნიერების პრაქტიკულ წინადადებებს ფერმერულ მეურნეობებში და ღვინის წარმოების ინდუსტრიაში, რაც გულისხმობს აკადემიაში ჩატარებული საერთაშორისო კონფერენციის შედეგების განზოგადოებას მევენახეობის და მეღვინეობის თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებებით. კონფერენციის შემდგომ, აკადემიის ეგიდით ჩატარებული სემინარების, მრგვალი მაგიდების, მინდვრის დღეების, საწარმოო ექსკურსიების და სხვა ღონისძიებების საშუალებით შესაძლებელია კონფერენციის შედეგების არა მარტო საქართველოს მასშტაბით, არამედ ევროპის ქვეყნებში საუკეთესო სააგიტაციო მუშაობის წარმართვა.




