საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღე

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ მეცნიერ ქალთა და

გოგონათა საერთაშორისო დღე აღნიშნა

 

   11111111 5   11 თებერვალს, სასტუმრო “პარაგრაფის” საკონფერენციო დარბაზში საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით ჩატარდა მეცნიერ ქალთა და გოგონათა დაჯილდოების ღონისძიება.

     საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ დამსწრე საზოგადოებას მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღე მიულოცა და მეცნიერების სფეროს განვითარებაში ქალთა ფასდაუდებელ წვლილზე ისაუბრა.

       წარმატებულ ქალ მეცნიერებს გადაეცათ ჯილდოები.11111111111113 2

     ,,ეს ჯილდო არის ჩვენი მადლიერების, აღიარებისა და პატივისცემის ერთგვარი გამოხატულება ქალ მეცნიერთა დაუღალავი შრომის მიმართ, რომელიც ქვეყნის პროგრესსა და უკეთეს მომავალს ემსახურება. ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საზრუნავია მეცნიერებისა და განათლების სფეროში ქალებისთვის კიდევ უფრო მეტი მხარდამჭერი ინიციატივის განხორციელება. ამას ადასტურებს ისიც, რომ ბოლო წლებში შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის კონკურსებში ბოლო 5 წლის განმავლობაში ქალ მეცნიერთა 2 700-მდე პროექტი დაფინანსდა. მათი მიღწევები და ინოვაციური ხედვა აძლიერებს სამეცნიერო სფეროს, ქმნის ახალ შესაძლებლობებს და უკეთესობისკენ ცვლის ჩვენი ქვეყნის მომავალს, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

       მინისტრთან ერთად მეცნიერებს საპატიო ჯილდო შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა თეიმურაზ დოჭვირმა გადასცა.

     მეცნიერებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოვდნენ: ნინო კობაური, მარეხ მაზანაშვილი, თინათინ ტყემალაძე, მარიკა თედორაძე, ია მოსაშვილი, ელზა ჯინჭარაძე, ნინო წულაია, ნინო ბერიძე და ნათელა ბაღათრიშვილი.

   1111114 1  ღონისძიების ფარგლებში შეკრებილებს სიტყვით ასევე მიმართეს საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხმა და თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თინათინ ნიბლოშვილმა.

     ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიიდან ღონისძიებაში მონაწილება მიიღო აკადემიის მთავარმა აკადემიკოს-მდივანმა, აკადემიკოსმა ალესანდრე დიდებულიძემ.

     მეცნიერ ქალთა და გოგონათა დაჯილდოების ღონისძიება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით ჩატარდა.    

სამუშაო შეხვედრა

სამუშაო შეხვედრა UNESCO -ს მიერ აღიარებული „ქართული ხორბლის კულტურა:

ტრადიციები და რიტუალები“ შემდგომი განვითარების სამოქმედო გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებით

      

5     მიმდინარე წლის 5 თებერვალს საქართველოს პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტის ორგანიზებით გაიმართა სამუშაო შეხვედრა UNESCO -ს მიერ აღიარებული „ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები“ შემდგომი განვითარების სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით.

     შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით გახსნა საქართველოს პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარემ ბატონმა გელა სამხარაულმა.

   „იუნესკო-ს მიერ ქართული ხორბლის კულტურის კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეტანის შემდეგ ამ აღიარებას არა მხოლოდ შენარჩუნება, არამედ მეტი განვითარება სჭირდება. დღევანდელ სამუშაო შეხვედრაზე წინა მოსამზადებელ პროცესებში ჩართული მონაწილეები შევიკრიბეთ და სამომავლო გეგმებზე ერთობლივად ვიმსჯელეთ. ჩვენი მიზანია, ქართული ხორბლის კულტურის საერთაშორისო აღიარება სამომავლოდ ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობისთვის გამოვიყენოთ. ქართული ხორბალი და ის ენდემური ჯიშები, რომელიც გვაქვს, უნიკალურია და საერთაშორისო საზოგადოებისთვის მისი გაცნობა დადებითი შედეგის მომტანია როგორც ეკონომიკური თვალსაზრისით, ასევე ტურიზმის განვითარების კუთხითაც“, - განაცხადა გელა სამხარაულმა.4

     საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, საპატრიარქოსა და ფერმერთა ასოციაციების წარმომადგენლებმა და დარგის ექსპერტებმა ისაუბრეს იმ ღონისძიებებზე, რომელიც ქართული ხორბლის დაცვასა და პოპულარიზაციას შეეხება.

     საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიიდან შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო აკადემიის პრეზიდენტის მოადგილემ, აკადემიკოსმა ანატოლი გიორგაძემ, რომელმაც გამოხატა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მზადყოფნა ქართული ხორბლის ენდემური ჯიშების შენარჩუნებისა და პოპულარიზაციის მეცნიერულ უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. მან დამსწრე საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია აკადემიის მიერ შემუშავებული მარცვლეული მეურნეობის მდგრადი და უსაფრთხო განვითარებისათვის სახელმწიფოებრივი პროგრამული რეკომენდაციების „მარცვლის“ შესახებ.

       სამუშაო შეხვედრაზე გამოთქმული მოსაზრებების შეჯერების შემდეგ მომზადდება სამოქმედო გეგმა, რომელიც ხელს შეუწყობს ქართული ხორბლის კულტურის შემდგომ განვითარებას.

შეხვედრა ტყის კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით

     

    1 6   ეროვნული სატყეო პროგრამის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში სახელმწიფო უწყებების, აკადემიური წრეების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების მონაწილეობით ტყის კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით საჯარო განხილვა გაიმართა.

       საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიიდან შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივნამა, აკადემიკოსმა ლაშა დოლიძემ.

        შეხვედრაზე აღინიშნა, რომ უმთავრესი  პრიორიტეტი   დეგრადირებული ტყეების აღდგენა და ტყის ფიზიკური დაცვაა. შესაბამისად, კოდექსში შესატანი ცვლილებები ითვალისწინებს მონიტორინგისა და კონტროლის გაუმჯობესებას და ტყის დაცვის გაძლიერების მექანიზმებს; ასევე იგეგმება ბიზნესპროცესების გამარტივება და ხარჯების ოპტიმიზაცია.

     ტყის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები მიზნად ისახავს ტყის რესურსისა და მასივების დაცულობის გაძლიერებას თანამედროვე ტექნოლოგიებითა და ტექნიკური აღჭურვილობით; ასევე, მეტყევეებისა და ტყის მცველების რაოდენობისა და კვალიფიკაციის ზრდას. აღსანიშნავია, რომ რეფორმის ფარგლებში 2026 წლის 1 იანვრიდან, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, მნიშვნელოვნად გაიზარდა ამ სფეროში დასაქმებულთა ხელფასები.  პარალელურად   იგეგმება კომერციული სექტორის უფრო აქტიური ჩართულობა, საქმიანობის გამჭვირვალობის გაძლიერება და ხარჯების ოპტიმიზაცია, რათა ჩამოყალიბდეს კონკურენტული ბაზარი და ტყის რესურსი ხელმისაწვდომი გახდეს მეწარმეებისთვის, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ზურაბ ეზუგბაიამ.

     კანონპროექტით ტყის ფიზიკური დაცვის ფუნქცია უბრუნდება ეროვნულ სატყეო სააგენტოს. გათვალისწინებულია 401 ტყის მცველის დამატება, რის შედეგადაც თითო მცველზე დასაცავი ტერიტორია 10 - 15 ათასი ჰექტრიდან, საშუალოდ, 2 000 ჰექტრამდე შემცირდება. ასევე, ტყის დაცვისა და მონიტორინგის ეფექტიანობის გასაზრდელად, გათვალისწინებულია ეროვნული სატყეო სააგენტოს ტექნიკური გადაიარაღება თანამედროვე ტექნოლოგიური საშუალებებით.

მილოცვა

აკადემიკოსი ზურაბ ცქიტიშვილი - 85
         

 28 cqitishv ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორს, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის წევრს, სურსათის უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანს, აკადემიკოს ზურაბ ცქიტიშვილს მიმდინარე წლის 31 იანვარს დაბადებიდან 85 და სამეცნიერო-პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობის 60 წელი შეუსრულდა.
   ზურაბ ცქიტიშვილი დაიბადა 1941 წლის 31 იანვარს ქალაქ თბილისში, მოსამსახურის ოჯახში. 1959 წელს ქ. თბილისის 18 საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა გააგრძელა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ქიმიისა და კვების ტექნოლოგიის ფაკულტეტზე, სასურსათო პროდუქტების ტექნოლოგიის სპეციალობით. რომელიც წარმატებით დაამთავრა 1965 წელს და განაწილებით დაიწყო მუშაობა ქ. თბილისის რძის კომბინატში მიმღები საამქროს უფროსად. 1972 წელს მუშაობა გააგრძელა გარდაბნის ყველ-კარაქის ქარხნის წარმოების უფროსად, ხოლო 1973 წელს - იმავე ქარხნის დირექტორად. 1976-1991 წლებში ბატონი ზურაბ ცქიტიშვილი იყო საქართველოს
რძის გაერთიანების მთავარი ინჟინერი; 1991-1993 წლებში - თბილისის რძის კომბინატის გენერალური დირექტორი, ხოლო 1993 წლიდან ს/ს „ამალთეა“-ს პრეზიდენტი. მას დიდი ღვაწლი მიუძღვის ქვეყანაში რძის გადამამუშავებელ მრეწველობის განვითარებაში. 

      1995-2007 წლებში ბატონი ზურაბი არჩეული იყო საქართველოს პარლამენტის სამი მოწვევის დეპუტატად. 1995-2002 წლებში იგი გახლდათ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე. აღსანიშნავია, რომ 1995 - 2006 წლების სადეპუტატო უფლება-მოვალეობის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მისი ინიციატივით მიიღეს საქართველოსათვის რამდენიმე მნიშვნელოვანი კანონი, მათ შორის: „ეროვნული დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“, „სურსათის ხარისხისა და უვნებლობის შესახებ“, „სავაჭრო პალატის შესახებ“ და სხვა.

     მეცნიერული მოღვაწეობა ზურაბ ცქიტიშვილმა დაიწყო ქალაქ მოსკოვის რძის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში ასპირანტურის დაუსწრებელ განყოფილებაში სწავლისას. 1979 წელს იქვე დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და მიენიჭა ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი, 1991 წელს ქალაქ მოსკოვის ხორცის მრეწველობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და მიენიჭა ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. 1994 წელს ბატონი ზურაბი
არჩეული იქნა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად, ხოლო 1997 წელს აკადემიის ნამდვილ წევრად (აკადემიკოსად). 

    2013 წლიდან ბატონი ზურაბი ბრძანდებოდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მეცხოველეობის, ვეტერინარიის, საკვებწარმოების და მეცხოველეობის პროდუქტების გადამუშავების სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, 2015 წლის სექტემბრიდან აკადემიის სურსათის უვნებლობის სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს–მდივანი, ხოლო 2018 წლიდან დღემდე იგი გახლავთ სურსათის უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი და აკადემიის დარგობრივი კოორდინატორი სურსათის უვნებლობის მიმართულებით. 

    2014 წელს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ახლად ჩამოყალიბებულ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევით ცენტრში შეიქმნა სურსათის უვნებლობის სფეროში რისკის შეფასების სამსახური, რომელსაც ბატონი ზურაბ ცქიტიშვილი ჩაუდგა სათავეში. ამავე ცენტრში იგი იყო არჩეული სამეცნიერო - საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარედ. 

   ყველასათვის ცნობილია ბატონი ზურაბ ცქიტიშვილის დამსახურება საქართველოში რისკის შეფასების სისტემის შექმნასა და ჩამოყალიბების საკითხებში. მნიშვნელოვანია ის, რომ მის მიერ ორგანიზებული შეფასების საფუძველზე , საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი იქნა სურსათში გენოტოქსიკური თვისებების მქონე ტრანსიზომერული ცხიმების ზღვრული სიდიდეები და რაც მთავარია განხორციელდა სახელმწიფო კონტროლი. ასევე საყურადღებოა 2020 წელს მის მიერ მომზადებული „პოსტ პანდემიური პერიოდის რისკის შეფასების კონცეფციის“ დამტკიცება და მისი ავტორობით შემუშავებული რისკის შეფასების პროცესის სისტემური მიდგომის განმაპირობებელი „რისკის შეფასებისთვის ინიცირების პროცედურების“ დოკუმენტი. 

       ბატონი ზურაბი მრავალი წლის განმავლობაში მონაწილეობდა საქართველოს სურსათის უვნებლობის სისტემის განვითარებაში, როგორც სამეცნიერო ექსპერტი, კოორდინატორი და სტრატეგიული დოკუმენტების ავტორი. მისი საქმიანობა ემყარება მეცნიერებაზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებს, რისკზე ორიენტირებულ მიდგომებს და საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაციას. იგი, როგორც დარგის კოორდინატორი, რომლის საქმიანობა მოიცავს: რისკის შეფასების ინიცირების პროცედურების განვითარებას, პრიორიტეტული საფრთხეების იდენტიფიკაციასა და რანჟირებას, ერთიანი ჯანმრთელობის (One Health) კონცეფციის სისტემურ ინტეგრაციას, მრავალდისციპლინური სამუშაო ჯგუფებისა და საკოორდინაციო პლატფორმების ჩამოყალიბებას, ასრულებს დამაკავშირებელ ფუნქციას: მეცნიერებასა და პოლიტიკის შემმუშავებელ სტრუქტურებს შორის, რისკის შეფასებასა და რისკის მართვას შორის, ეროვნულ სისტემასა და საერთაშორისო ორგანიზაციებს (FAO, WHO, Codex Alimentarius ) შორის.

      აკადემიკოს ზურაბ ცქიტიშვილის ხელმძღვანელობით განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა, მათ შორის: რისკის შეფასებისა და მართვის SOP-ების განვითარება; გარემოს, ცხოველისა და ადამიანის ჯანმრთელობის ინტეგრირებული ანალიზის კონცეპტუალური ჩარჩოების ჩამოყალიბება; მეცნიერებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები; გამჭვირვალე კომუნიკაცია საზოგადოებასთან; პრევენცია, როგორც სისტემური ინსტრუმენტი. მისი საქმიანობა მიზნად ისახავს სურსათის უვნებლობის ეროვნული სისტემის მდგრად გაძლიერებას, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის გაუმჯობესებას და საქართველოს საერთაშორისო პრაქტიკებთან თანხვედრაში განვითარებას.
    აკადემიკოსი ზურაბ ცქიტიშვილი ამჟამადაც აგრძელებს ნაყოფიერ სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში. მან ერთმანეთს შეუხამა რძის გადამმუშავებელ მრეწველობის ურთულესი ტექნოლოგიური და სამეცნიერო ამოცანების გადაწყვეტა, საფუძველი ჩაუყარა რისკის შეფასების სისტემას. გამოქვეყნებული აქვს 90 - მდე სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 2 წიგნი, ბრძანდება 17 გამოგონების და 1 პატენტის ავტორი. იგი აქტიურად მონაწილეობს, როგორც
ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო კონფერენციებში, კონგრესებსა და სიმპოზიუმებში. დაჯილდოებულია „ღირსების ორდენით“. 

     ბატონ ზურაბ ცქიტიშვილს ჰყავს ორი შვილი, სამი შვილიშვილი და ერთი შვილთაშვილი. 

  ბატონო ზურაბ, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სახელით გილოცავთ ღირშესანიშნავ თარიღებს, გისურვებთ ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს, ნაყოფიერ შემოქმედებით სამეცნიერო და საზოგადოებრივ საქმიანობას ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ.

 

 

 

 

 

EU Menu მეთოდოლოგიის სამუშაო შეხვედრები

          

 IMG 8655 1    27-28 იანვარს, თბილისში გაიმართა EU Menu მეთოდოლოგიის სამუშაო შეხვედრები, რომლებიც მიზნად ისახავდა ეროვნულ დონეზე მოსახლეობის „ფაქტიური კვების“ კვლევის მხარდაჭერასა და სურსათის უვნებლობის სფეროში რისკების შეფასების შესაძლებლობების გაძლიერებას. ღონისძიება განხორციელდა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, Capacity4Nutrition ინიციატივისა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ორგანიზებით.

შეხვედრებს ესწრებოდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, შესაბამისი სახელმწიფო უწყებების, აკადემიური წრეების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დარგის სხვა დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლები. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიიდან ღონისძიებაში მონაწილეობდა აკადემიის სურსათის უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ზურაბ ცქიტიშვილი.IMG 8587

შეხვედრების ფარგლებში განხილული იყო EU Menu კვლევის დანერგვის პროცესში ძირითადი დაინტერესებული მხარეების როლები და პასუხისმგებლობები, კვლევის მიზნები, მეთოდოლოგიური მიდგომები, საჭირო რესურსები და განხორციელების ეტაპები, ასევე ევროკავშირსა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებში განხორციელებული კვლევების საუკეთესო პრაქტიკა და მიღებული გამოცდილება.

EU Menu მეთოდოლოგიის გამოყენება უზრუნველყოფს მოსახლეობის „ფაქტიური კვების“ შესახებ სანდო, შედარებადი და მაღალი ხარისხის მონაცემების მიღებას, რაც მნიშვნელოვან საფუძველს ქმნის სურსათის უვნებლობის რისკების შეფასებისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის, კვებისა და ნუტრიციის პოლიტიკის ეფექტიანი დაგეგმვისთვის.

ეროვნული პრემიის კონკურსი

ეროვნული პრემიის კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოება

 

   2 2    პრეზიდენტის სასახლეში ეროვნული პრემიის კონკურსის გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო.

       მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას ეროვნული პრემიის კონკურსის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ქვეყნის განვითარებაში მეცნიერების გამორჩეულ როლზე გაამახვილა ყურადღება.

       გივი მიქანაძემ გამარჯვებულებს მიღწეული წარმატება მიულოცა და მადლობა გადაუხადა მათ მეცნიერების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.

     „მადლობას გიხდით თითოეულ მეცნიერს, რომელიც ამ ქვეყნისთვის გამორჩეულად მნიშვნელოვან საქმეს ემსახურებით. იყო მეცნიერი დიდი პასუხისმგებლობა გახლავთ თქვენ ქვეყანას სძენთ ისეთ მონაპოვარს, რომელიც ერისა და ქვეყნის საკუთრება ხდება და ჩვენი დიდი სიამაყეა ეს საქმე კი უდიდეს ცოდნასა და პროფესიონალიზმს მოითხოვს.1 5

     განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი ინიციატივების განხორციელება, როგორიც გახლავთ ეროვნული პრემია. მეცნიერთა დაჯილდოება და მათი აღიარება გადამწყვეტ როლს თამაშობს სამეცნიერო მოღვაწეობის წახალისებაში, ხაზს უსვამს მეცნიერთა ღვაწლს და ამაღლებს მათ ავტორიტეტს, ამასთან, ახალგაზრდა მეცნიერების მოტივაციას უწყობს ხელს, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

       ეროვნული პრემიის გამარჯვებულებს საქართველოს ეროვნული პრემიის ლაურეატის დიპლომები, სამკერდე ნიშნები და შესაბამისი ფულადი გასაცემელი საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა გადასცა.

     პრეზიდენტმა გამარჯვებულებს მადლობა გადაუხადა იმ ღირსეული წვლილისთვის, რომელიც არამხოლოდ ქართული, არამედ მსოფლიოს სამეცნიერო საქმიანობის გამდიდრებაში შეაქვთ.

    3 2 საქართველოს ეროვნული პრემიის კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, პრეზიდენტის განკარგულებით საქართველოს ეროვნული პრემია მიენიჭათ:

ლევან ჯაფარიძეს - სამეცნიერო ნაშრომთა ციკლისათვის: მიწისქვეშა ნაგებობების მექანიკა, მიწისქვეშა ნაგებობათა სამაგრის გაანგარიშება ზღვრულ მდგომარეობებზე, მიწისქვეშა ნაგებობების ზღვრული საექსპლუატაციო მდგომარეობები;

     ავტორთა ჯგუფს: როინ მეტრეველს, ვახტანგ გურულს, ლელა მიქიაშვილს, ვალერიან ვაშაკიძეს, გიორგი ჭეიშვილს, ოთარ ჯანელიძეს, ჯონი კვიციანსა და ალექსანდრე დაუშვილს - სამეცნიერო მონოგრაფიული ნაშრომისათვის კავკასიის ისტორია (ორტომეული).

     ეროვნული პრემიის კომისიის შემადგენლობაში იყვნენ:

   კომისიის თავმჯდომარე - სამართლის დოქტორი, პროფესორი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია

კომისიის წევრები:

     ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, სსიპ - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი ჯაბა სამუშია;

     ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი, პროფესორი, სსიპ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, სსიპ - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი დავით გურგენიძე;

     ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, სსიპ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი-მდივანი ვლადიმერ პაპავა;6

     ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, აკადემიკოსი, სსიპ - საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი გივი ჯაფარიძე;

    4 1   ფიზიკის მეცნიერებათა დოქტორი, სსიპ - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, სსიპ - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე;

     მედიცინის დოქტორი, პროფესორი, სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი ირაკლი ნატროშვილი;

       ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, სსიპ - გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი მზია ქუთათელაძე;

       ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, თსუ- არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორი ნანა მაჭავარიანი.

     პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ცერემონიას ეროვნული პრემიის კომისიის თავმჯდომარე ზვიად გაბისონია, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი და განათლების, მეცნიერებისა და კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე ესწრებოდნენ.

 

 

ინოვაციების კომისიის სხდომა

 

bdab1983 c237 45f1 8387 1cbade77c01aმიმდინარე წლის 21 იანვარს შედგა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული აგრარული ინოვაციების კომისიის სხდომა, რომელზეც მოხსენებით თემაზე: ,,ქარსაფარი ზოლების მოწყობა და მართვა“  გამოვიდა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის აგროსატყეო კულტურების კვლევის სამსახურის უფროსი, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, სოფლის მეურნეობის დოქტორი ნანი გოგინაშვილი.

მომხსენებელმა აღნიშნა, რომ საქართველოში ძლიერი ქარების მოქმედებით ხშირია სასოფლო-სამურნეო ფართობებზე ნიადაგების გამოშრობა და ჰუმუსიანი ფენის გადახვეტა, რის გამოც იღუპება ნათესები. ასეთ ქარების გავლენით ხეხილის ბაღებში ზიანდება ხის ვარჯი, ფოთოლი, ყვავილი, ნაყოფი, რაც იწვევს მოსავლიანობის მნიშვნელოვნად შემცირებას. რაც შეეხება ერთწლიანი კულტურებს, ისინი ნიადაგის გაფანტვისა და გამოშრობის შედეგად ნადგურება.

ქვეყნის რეგიონები გაბატონებული ქარების სიძლიერის გათვალისწინებით იყოფა 3 კატეგორიად: ძლირი ქარების, ზომიერად ძლიერი ქარებისა და შედარებით სუსტი ქარების მუნიციპალიტეტებად.

ქარსაფარ ზოლებს აშენებენ ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლების, სასოფლო-სამეურნეო კულტურების უხვი და მყარი მოსავლიანობის უზრუნველყოფისა და ბუნების სტიქიური მოვლენებისაგან მათი დაცვის მიზნით. სავეგეტაციო პერიოდში ქარის სიჩქარის შემცირებით ქარსაფარი ზოლები ხელს უწყობენ ნიადაგის ეროზიის შემცირებას, ტენის შენარჩუნებას მომიჯნავე მინდვრებზე, ხოლო ზამთარში - თოვლის საფარის შეკავებას და ამით ნიადაგის ტენიანობის ზრდას, რაც საბოლოოდ ემსახურება მოსავლიანობის ამაღლებას.

ქალბატონმა ნანიმ თავის მოხსენებაში ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ მნიშვნელოვანია ფერმერებმა და საკითხით დაინტერესებულბა პირებმა, იცოდნენ საქართველოს კონკრეტულ რეგიონში ნიადაგურ-კლიმატური პირობების გათვალისწინებით, შესაბამისი მცენარეთა სახეობების შერჩევით და ქარის სიძლიერის გათვალისწინებით ქარსაფარი ზოლების დაგეგმვა-გაშენება, მოვლა, მრავალფუნქციური გამოყენება და მართვა.

მომხსენებელმა დამსწრე საზოგადიებას აუწყა, რომ მათ მიერ შესწავლილი და განხილულია ქარსაფარი ზოლების სტრუქტურა, დიზაინი და ფუნქციები; შეფასებულია ქარით გამოწვეული ეროზიები და სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოყვანის პროცესში ქარსაფრის უპირატესობები; დახასიათებულია იმ მცენარეთა ძირითადი სახეობები, რომლებიც გამოიყენება საქართველოში ქარსაფარი ზოლების გასაშენებლად; ქარსაფარი ზოლების გაშენებისას რეკომენდებულია ნიადაგურ-კლიმატური პირობების გათვალისწინება და სხვ.

ზემოაღნიშნულის გარდა ქალბატონმა ნანიმ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ქარსაფარი ზოლების გაშენება-მოვლასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია საკანონმდებლო რეგულაციების დაცვა.

მოხსენების შემდეგ გაიმართა დისკუსია, შეკითხვები დაუსვეს და აზრი გამოთქვეს აკადემიკოსებმა: ლ. დოლიძემ და ალ. დიდებულიძემ, პროფესორებმა: ც. სამადაშვილმა, ნ. ებანოიძემ და თ. ბიჭიაშვილმა, დოქტორებმა: გ. ცოფურაშვილმა, ე. კაციტაძემ, ზ.ლოლაძემ, ნ.ძიძიკაშვილმა, მეწარმე ლ.ქათამაძემ. ყველა შეკითხვაზე მომხსენებელმა გასცა ამომწურავი პასუხი. სხდომის შემდეგ გარკვეული შენიშვნების გათვალისწინებით ერთხმად იქნა მიღებული დადგენილების პროექტი.

მილოცვა

images 1  საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი,

ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, ქართული ინჟინერ-ტექნოლოგთა სკოლის თვალსაჩინო წარმომადგენელი,

ბატონი გურამ პაპუნიძე 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის 2025 წლის

26 დეკემბრის N 212 ბრძანებით 

დაჯილდოვდა ტბელ აბუსერიძის III ხარისხის ორდენით.

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია გულითადად ულოცავს ბატონ გურამს ამ დიდ ჯილდოს, უსურვებს წელთა სიმრავლეს, ბედნიერებას და წარმატებას სამეცნიერო და საზოგადოებრივ საქმიანობაში  ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ!

 

 

 

 

 

შეხვედრა

აკადემიის პრეზიდენტის შეხვედრა თანამშრომლებთან

 

3536d080 1251 4d78 8971 3b58566680ab  მიმდინარე წლის 25 დეკემბერს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საკონფერენციო დარბაზში აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე შეხვდა თანამშრომლებს.

მოკლე მისალმების შემდეგ, ბატონმა გივიმ შეაჯამა აკადემიის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობა. აღინიშნა, რომ როგორც წინა წლები, მიმდინარე წელიც მეტად დატვირთული და ნაყოფიერი იყო. აკადემიაში ჩატარდა არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება, მ.შ. კონფერენციები, მრგვალი მაგიდები თუ თემატური სხდომები. გამოცხადებული იქნა კონკურსი გამოჩენილ მეცნიერთა სახელობითი აკადემიური პრემიების მოსაპოვებლად. გამარჯვებულ ავტორებს მიენიჭათ ლაურეატის წოდება და დაჯილდოვდნენ ფულადი პრემიებით. აკადემიის პრეზიდიუმი ჩვეული რიტმით აგრძელებდა მუშაობას, განხილული საკითხები გამოირჩეოდნენ თავისი აქტუალობით და შინაარსობრივი დატვირთვით. საინტერესო სხდომები იქნა ჩატარებული აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული აგრარული ინოვაციების კომისიის და ახალგაზრდა მეცნიერთა და სპეციალისტთა საბჭოს მიერ. აქტიურად მუშაობდა აკადემიის ექვსივე მეცნიერებთა განყოფილება. გარდა იმისა, რომ მათ მიერ განხილული იქნა უშუალოდ თავიანთ დარგებთან დაკავშირებული პრობლემატური საკითხები, მათი ძალისხმევით და მონაწილეობით საზეიმოდ იქნა აღნიშნული აგრარულ დარგში გაეროს მიერ დაწესებული მსოფლიო და საერთაშორისო დღეები.

ბატონმა პრეზიდენტმა იმასაც გაუსვა ხაზი, რომ აკადემიის ნამდვილ წევრთა რიცხვს დაემატა ორი ახალი წევრი და თითოეულ განყოფილებას ერთი წევრ-კორესპონდენტი, რაც მომავალში მეცნიერებათა განყოფილებებს საშუალებას მისცემს უფრო მეტად გააფართოვონ თავიანთი აქტივობები. 46df7a3d a0f8 4985 895c cc76529555bf

განსაკუთრებული ყურადღება ბატონმა გივიმ დაუთმო იუნესკოს მიერ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში „ქართული ხორბლის კულტურა - ტრადიციები და რიტუალები“ შეტანას, რაშიც აკადემიას დიდი წვლილი მიუძღვის.

თავისი სიტყვის ბოლოს ბატონმა გივიმ ყველას მიულოცა დამდეგი შობა-ახალი წელი, უსურვა ჯანმრთელობა და წარმატებები თავიანთ საქმიანობაში. ახალი წლის მილოცვას შეუერთდნენ აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი გურამ ალექსიძე; პრეზიდენტის მოადგილე, აკადემიკოსი ანატოლი გიორგაძე; მთავარი აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ალექსანდრე დიდებულიძე; აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, აკადემიკოსი მარინე ბარვენაშვილი; გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ლაშა დოლიძე.

შეხვედრის დასასრულს აკადემიის პროფკავშირების ორგანიზებით თანამშრომლებს დაურიგდათ საახალწლო საჩუქრები.

კონფერენცია “პური ჩვენი არსობისა”

კონფერენცია “პური ჩვენი არსობისა” ქართული ხორბლის კულტურა, ტრადიცია და იდენტობა

 

  605680172 1524228236375605 4184419561471570760 n   2025 წელის 26 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის შოთა რუსთაველის სახელობის დარბაზში გაიმართა კონფერენცია “პური ჩვენი არსობისა” ქართული ხორბლის კულტურა, ტრადიცია და იდენტობა. ღონისძიების მოდერატორი გახლდათ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი. კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, საქართველოს პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარემ გელა სამხარაულმა, საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი გაბუნიამ, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა, საქართველოს საპატრიარქოს სოფლის მეურნეობის განვითარების ცენტრის თავმჯდომარემ, მიტროპოლიტმა, მეუფემ დავით აბბა ალავერდელმა.

   ღონისძიებას საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიიდან ესწრებოდნენ: აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი გურამ ალექსიძე; აკადემიის მთავარი აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ალექსანდრე დიდებულიძე; აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, აკადემიკოსი ანატოლი გიორგაძე; აკადემიის აკადემკიური დეპარტამენტის უფროსი, აკადემიკოსი მარინე ბარვენაშვილი; აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ლაშა დოლიძე.

     გაიმართა პანელური დისკუსია „ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციიდან 605640348 1524227943042301 4004908174767701572 n

მეცნიერებამდე და სამართლებრივ დაცვამდე“. მოდერატორი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი.

     მოსმენილი იქნა მოხსენებები:

  • ქართული ხორბლის უნიკალურობა, ენდემური ჯიშები და სამეცნიერო მნიშვნელობა - ლევან უჯმაჯურიძე
  • ეთნოგრაფიული ასპექტი - რიტუალები, ტრადიციები და კულტურული მეხსიერება - როზეტა გუჯეჯიანი
  • ფერმერების როლი და ქართული ხორბლის პრაქტიკული გადარჩენა - ლალი მესხი
  • UNESCO-ს ნომინაციის პროცესი და არამატერიალური მემკვიდრეობის დაცვა,

 

605702036 1524227869708975 4367254691426791948 nეროვნულ დონეზე აღიარებული არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა - სალომე ჯამბურია

  • ცოცხალი ტრადიცია - ქართული ხორბალი მინდვრიდან სუფრამდე - შოთა ლაგაზიძე
  • გეოგრაფიული დასახელებები და ადგილწარმოშობა - ქართული ხორბლისა და

მისგან ნაწარმოები პროდუქტების სამართლებრივი დაცვის პერსპექტივა - სოსო გიორგაძე

       მოხდა ვიდეო რგოლის ჩვენება - “ნომინაციის მისაღებად გაწეული სამუშაოს მცირე ნაწილი”. პანელური დისკუსია გაგრძელდა კითხვა-პასუხის ფორმატში. ღონისძიება შეაჯამა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა.605634626 1524228876375541 8122475229722110386 n

    

     შეხვედრის ბოლოს საქართველოს პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარემ გელა სამხარაულმა მადლობის სიგელები გადასცა UNESCO-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში „ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები“ შეტანის მოსამზადებელ ღონისძიებებში მონაწილე მეცნიერ-მკვლევარებს და სპეციალისტებს. მათ შორის მადლობის სიგელით დაჯილდოვდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, აკადემიკოსი ანატოლი გიორგაძე.

       შეხვედრა დასრულდა საქართველოს პარლამენტის თამარ მეფის სახელობის დარბაზში UNESCO-ს ნომინაციაზე წარდგენილი ფილმის ჩვენებით, ქართული ხორბლის ნაწარმის გამოფენა/დეგუსტაციით და ანსამბლ „მჭელის“ ფოლკლორული სანახაობით.

 

 

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ხელმძღვანელობის შეხვედრა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებულ ახალგაზრდა მეცნიერთა და სპეციალისტთა საბჭოს წევრებთან

 

  a61e089a 4c9e 4e58 9527 509d9c94ca57          მიმდინარე წლის 25 დეკემბერს აკადემიის ხელმძღვანელობა, პრეზიდენტის, აკადემიკოს გივი ჯაფარიძის ინიციატივით შეხვდა ახალგაზრდა მეცნიერთა და სპეციალისტთა საბჭოს წევრებს. სხდომა გახსნა საბჭოს თავმჯდომარემ, აკადემიის წევრ-კორესპონდენტმა გიორგი ქავთარაძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ საბჭოს შემადგენლობა გაფართოვდა, მის მუშაობაში ახალგაზრდა მეცნიერები რეგიონებიდანაც ჩაებნენ, რაც მისასალმებელია. საბჭოს წევრები რეგიონებიდან სხდომას ონ-ლაინ ჩაერთვნენ.

            სხდომის მონაწილეებს მიესალმა აკადემიის პრეზიდენტი აკადემიკოსი გ. ჯაფარიძე, რის შემდეგ ისაუბრა აკადემიის საქმიანობაზე, სიახლეებზე, აკადემიაში მოქმედ მეცნიერებათა განყოფილებებზე, აგრარული ინოვაციების კომისიაზე. ყურადღება გაამახვილა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმებზე, რომელიც აკადემიას დადებული აქვს სხვადასხვა ინსტიტუციებთან, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. აღნიშნა, რომ სწორედ ახალგაზრდა მეცნიერები არიან პასუხისმგებლები ქვეყნის აგრარული სექტორის შემდგომ განვითარებაზე, ამიტომ მათ განსაკუთრებული ძალისხმევა უნდა იხმარონ, რათა ქვეყანაში დანერგილი იქნას თანამედროვე, ინოვაციური ტექნოლოგიები, რომლებიც უპასუხებენ სოფლის მეურნეობაში არსებულ არც თუ მარტივ გამოწვევებს.6ddabbf9 7435 4415 9921 9b66750fa17f

            სხდომაზე ახალგაზრდა მეცნიერთა საბჭოს თითოეულმა წევრმა ისაუბრა თავის საქმიანობაზე, პროექტებზე, სამომავლო გეგმებზე.

           ახალგაზრდა მეცნიერთა და სპეციალისტთა საბჭოს სხდომის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს ასევე აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გურამ ალექსიძემ, პრეზიდენტის მოადილემ, აკადემიკოსმა ანატოლი გიორგაძემ, აკადემიური დეპარტამენტის უფროსმა, აკადემიკოსმა მარინე ბარვენაშვილმა, ახალგაზრდა მეცნიერთა და სპეციალისტთა საბჭოს კურატორმა, გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა, აკადემიკოსმა ლაშა დოლიძემ. მათ მოუწოდეს ახალგაზრდა მეცნიერებს მეტი აქტიურობისაკენ, აკადემიის მეცნიერებათა განყოფილებების მუშაობაში ჩართულობისაკენ, აკადემიაში გამართულ მრგვალ მაგიდებსა და კონფერენციებში მონაწილეობის მიღებისაკენ. ასევე მეცნიერებს, ვინც სამეცნიერო საქმიანობის პარალელურად ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობასაც ურჩიეს, რომ აკადემიაში გამართულ სხვადასხვა ღონისძიებებზე სტუდენტებიც მოეწვიათ, რათა ხელი შეეწყოს ახალგაზრდების თვალსაწიერის გაფართოებას აგრარული მეცნიერების მიმართულებით.

სხდომის დასასრულს ახალგაზრდა მეცნიერთა და სპეციალისტთა საბჭოს თავმჯდომარემ, აკადემიის წევრ-კორესპონდენტმა გ. ქავთარაძემ საბჭოს ახლადარჩეულ წევრებს აკადემიის სახელით მილოცვის ფურცელი გადასცა.

           

 

საზეიმო ღონისძიება საქართველოს ეროვნულ სასახლეში

     UNESCO-მ „ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები“ კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეიტანა. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნული სასახლის სარკეებიან დარბაზში საზეიმო სხდომა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანი, თბილისის მერი კახა კალაძე, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები და საპატრიარქოს წარმომადგენლები. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიიდან ღონისძიებას ესწრებოდნენ აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, აკადემიკოსი ანატოლი გიორგაძე და აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, აკადემიკოსი მარინე ბარვენაშვილი.

    1 4    იუნესკოს მთავრობათაშორისმა კომიტეტმა მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება, ქართული ხორბლის კულტურა, ტრადიციები და რიტუალები კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეიტანა, ეს არის მსოფლიო დონის აღიარება იმ ჭეშმარიტებისა, რომელიც ჩვენს გენეტიკაშია კოდირებული, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სიტყვით გამოსვლისას.

       პრემიერის თქმით, ხორბალი ათასწლეულების განმავლობაში იყო ქართული იდენტობის, სულიერებისა და ყოფის განუყოფელი ნაწილი.3 1

       „საქართველო ხორბლის წარმოშობის ერთ-ერთი უძველესი კერაა. მსოფლიოში ცნობილი ხორბლის 20 სახეობიდან 15 სწორედ ჩვენს მიწაზე ხარობს, ხოლო 5 მათგანი ენდემურია და მხოლოდ ქართულ მიწაზე მოდის. ეს ბიომრავალფეროვნება ცოცხალი საგანძურია, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა შემოგვინახეს. საუკუნეთა განმავლობაში ქართველი ხალხი დაუღალავად შრომობდა, აცხობდა პურს და მისდევდა იმ ტრადიციებს, რომლებიც ოჯახების სიმტკიცეს იცავდა. სწორედ ამ შრომის შედეგია ის უნიკალური მრავალფეროვნება, რომელიც ჩვენს კუთხეებს ამშვენებს და რაც, საბოლოოდ, ჩვენი ერთიანი, მდიდარი ეროვნული კულტურის საფუძველს ქმნის“, - განაცხადა პრემიერმა.

     2 1 ირაკლი კობახიძის შეფასებით, იუნესკოს ეს გადაწყვეტილება ხაზს უსვამს კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს ასპექტს - ხორბალი და პურის გატეხვის ტრადიცია არის მშვიდობისა და სოციალური ერთიანობის სიმბოლო.

     “დღეს, როდესაც მსოფლიოს ასე სჭირდება თანხმობა, ქართული სუფრა და პური სწორედ სტუმართმოყვარეობისა და ადამიანთა დაახლოების იდეას ემსახურება. ეს აღიარება არის გზავნილი მომავლისთვისაც. ენდემური ჯიშების დაცვა და განვითარება ჩვენი აგრარული სექტორის, აგროტურიზმისა და მწვანე ეკონომიკის უდიდესი პოტენციალია. ჩვენი მიზანია, ეს ტრადიცია იყოს ცოცხალი, განვითარებადი პროცესი, რომელიც დოვლათს მოუტანს ჩვენს ფერმერებს და ქვეყანას”, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

         მთავრობის მეთაურმა მეცნიერებს, მკვლევრებს, სამინისტროებს, საქართველოს საპატრიარქოს და ნომინაციის მომზადების პროცესში ჩართულ ყველა ადამიანს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს გამარჯვება არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ საქართველო, თავისი უნიკალური კულტურით, მსოფლიო ცივილიზაციის გამორჩეული ნაწილია.

       იუნესკოს მთავრობათაშორისი კომიტეტის ისტორიული გადაწყვეტილების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა.

      

  1. UNESCO-მ „ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები“ კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეიტანა
  2. ეროვნული სამუშაო შეხვედრა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში
  3. გამოჩენილ მეცნიერთა სახელობითი აკადემიური პრემიები
  4. საზეიმო სხდომა
  5. მეცნიერების საერთაშორისო დღე საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში
  6. მეცნიერების საერთაშორისო დღე
  7. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საერთო კრება
  8. სტუმრად ი. გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში
  9. მეტყევის დღე
  10. მ ი ლ ო ც ვ ა

ქვეკატეგორიები

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : info.gaas.georgia@gmail.com