სსმმ აკადემიის წინადადებები კორონავირუსის პანდემიისა და შემდგომი პერიოდისათვის
სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების შესახებ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრების წინადადებები (რეკომენდაციები) კორონავირუსის COVID-19 პანდემიისა
და შემდგომ პერიოდში
ახალ და მოულოდნელ გამოწვევას- კორონავირუს COVID-19-ის პანდემიას საზოგადოება, სახელმწიფო, მეცნიერება გონივრულად უმკლავდება და ამასთან ერთად ეროვნული ეკონომიკის სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნება-განმტკიცების ღონისძიებათა მწყობრი, მომავალზე ორიენტირებული სისტემა მოქმედებს, პანდემიის შემდგომი პერიოდის გამოწვევებიც რეალურად ჩანს.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის თითოეული წევრი გრძნობს, რომ მუდმივად მობილიზებულ რეჟიმში მოუწევს ცხოვრება და მეცნიერული მოღვაწეობა. გაცნობიერებული აქვს, რომ მეცნიერება, განსაკუთრებით აგრარული მეცნიერება მორიგი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდება.
საჭიროა ჯერ კიდევ შენარჩუნებული სამეცნიერო პოტენციალით, პანდემიის პერიოდში შეძენილი გამოცდილებით, პროგნოზირებისა და სტრატეგიული დაგეგმვის თანამედროვე მეთოდებით რეალურად განისაზღვროს ქვეყნის აგრარული მეურნეობის განვითარების პერსპექტივა. ამ მიზნით აუცილებელია სოფლისა და სოფლის მეურნეობის კომპლექსური განვითარების რთული პროცესი მიზნობრივი პროგრამებით წარიმართოს.
თუ როგორ კონცეფციასა და მექანიზმს დაეფუძნება განვითარების მომავალი სტრატეგია, აკადემიის წევრების მოსაზრებებს და რეკომენდაციებს (რომლებიც საგანგებო რეჟიმის პირობებში აკადემიის წევრების გამოკითხვის წესით დაფიქსირდა) აქვე ვაქვეყნებთ.
(სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების შესახებ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრების წინადადებები (რეკომენდაციები) კორონავირუსის COVID-19 პანდემიისა და შემდგომ პერიოდში იხილეთ ბმულზე).

სემინარის ორგანიზებაში და მუშაობაში საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მხრიდან ჩართული იყვნენ აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკად. გივი ჯაფარიძე, აკადემიის სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილების წარმომადგენლები - განყოფლების აკადემიკოს მდივნის მოადგილე, აკადემიკოსი გიორგი გაგოშიძე, აკადემიის სტიპენდიანტი, დოქტორი გიორგი ქავთარაძე და განყოფილების სწავლული მდივანი, დოქტორი ლაშა დოლიძე. ღონისძიებას მხარდაჭერა გაუწია აკადემიის აკადემიურმა დეპარტამენტმა (უფროსი, აკადემიკოსი ელგუჯა შაფაქიძე) და ადმინისტრაციულმა დეპარტამენტმა (უფროსი დოქტ. ანატოლი გიორგაძე). ხოლო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მხრიდან პროფ. ლარს დროსლერმა, დოქტ. მარი-ქეით უგრეხელიძემ, გიორგი გიგაურმა და აკაკი ჩალათაშვილმა.
სატყეო ინსტიტუტი (პროფ. გიორგი ქავთარაძე, პროფ. თეიმურაზ კანდელაკი, პროფ. ნატო კობახიძე), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (პროფ. ლარს დროსლერი, დოქტ. ჟანა ეხავია, დოქტ. გიორგი მიქელაძე, დოქტ მარი-ქეით უგრეხელიძე, ვასილ მეტრეველი), საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (პროფ. გიორგი გაგოშიძე, ასოც. პროფ. ნინო ლომიძე, დოქტ. რამაზ ტყემალაძე), სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის აგროსატყეო კულტურების კვლევის სამსახური (დოქტ. ნანი გოგინაშვილი, მარგალიტა ბაჩილავა), თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის უნივერსიტეტი (პროფ. მაგდა დავითაშვილი, მალხაზ სამადაშვილი, პროფ. თამარ ნადირაძე), ბათუმის ბოტანიკური ბაღი (დოქტ. ზურაბ მანველიძე, დოქტ. დავით ხარაზიშვილი).
ღონისძიებაზე
აუცილებლობაზე IUFRO-ს საერთაშორისო კლასიფიკატორის შესაბამისად და სატყეო კვლევების ერთიანი მონაცემთა ბაზის საჭიროებაზე, რაც იქნება ერთგვარი პლატფორმა მკვლევარებს შორის მუდმივი კოორდინაციისთვის. ამავდროულად სატყეო პოლიტიკის გამტარებელ სახელმწფო უწყებებს მისცემს საშუალებას მიმდინარე სამეცნიერო სიახლეების შესახებ ფლობდნენ ინფორმაციას, რაც მათ დაეხმარება გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.
