საერთაშორისო კონფერენცია ვინიცის (უკრაინა) ეროვნულ აგრარულ უნივერსიტეტში
ვინიცის (უკრაინა) ეროვნულმა აგრარულმა უნივერსიტეტმა 29-30 მარტს უმასპინძლა მე-IX საერთაშოროსო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციას “მეცხოველეობის პროდუქტების ხარისხის, უვნებლობის, წარმოებისა და გადამუშავების ამაღლების თანამედროვე პრობლემები”. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო და პლენარულ სხდომაზე მოხსენებით გამოვიდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, დოქტორი ანატოლი გიორგაძე.
კონფერენციის ძირითადი მიზანი იყო მეცხოველეობის ხარისხიანი და უვნებელი პროდუქტების წარმოებისა და გადამუშავების თანამედროვე სამეცნიერო კვლევებზე დაფუძნებული გამოცდილების განვრცობა-გაზიარება, მეცნიერულად დასაბუთებული რეკომენდაციების შემუშავება და საწარმოო და გადამამუშავებელი წარმოებების კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლი გზების ძიება. კონფერენციაზე მუშაობდა ოთხი სექცია: კლასიკური და ალტერნატიული ტექნოლოგიები მეცხოველეობაში; ინოვაციები სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა და აკვაკულტურის კვებაში; სამეცნიერო კვლევების მდგომარეობა და პერსპექტივები ცხოველთა სელექციაში, გამრავლებასა და ჰიგიენაში; ინოვაციური საკვები პროდუქტების და ნედლეულის ფორმირება, ხარისხისა და უვნებლობის კონტროლი.
კონფერენიცია გახსნა ვინიცის ეროვნული აგრარული უნივერსიტეტის პრეზიდენტმა გრიგორი კალეტნიკმა. კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს უნივერსიტეტის რექტორმა ვიქტორ მაზურმა, პრორექტორმა ალექსანდრე იარემჩუკმა.
საერთაშორისო კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ მეცნიერები მოლდოვადან, საქართველოდან, ბელორუსიდან, ასევე უკრაინის სხვადასხვა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტებიდან და უნივერსიტეტებიდან. პლენარულ სხდომაზე და ოთხ სექციაში მოსმენილი იქნა სულ 142 სამეცნიერო მოხსენება.
კონფერენციის მუშაობა შეაჯამა ვინიცის ეროვნული აგრარული უნივერსიტეტის მეცხოველეობის პროდუქტების წარმოებისა და გადამუშავების ფაკულტეტის დეკანმა ოქსანა სკორომნამ. მონაწილეებს გადაეცათ შესაბამისი სერთიფიკატები.

მარცხნიდან: გრიგორი კალეტნიკი - ვინიცის ეროვნული აგრარული უნივერსიტეტის პრეზიდენტი; ანატოლი გიორგაძე – საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე; ვიქტორ მაზური - ვინიცის ეროვნული აგრარული უნივერსიტეტის რექტორი

დღის წესრიგი:
სემინარის მონაწილეებს ტყის საერთაშორის დღე მიულოცა და მის დიდ მნიშვნელობაზე ვრცლად ისაუბრა აკადემიის ვიცე–პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გივი ჯაფარიძემ, მანვე მიმოიხილა საქართველოს ტყეების თანამედროვე მდგომარეობა, შეფასება მისცა მიმდინარე სატყეო–სამეურნეო ღონისძიებათა ეფექტურობას და ხაზი გაუსვა საქართველოს სოფლის სეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის და კონკრეტულად სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილების როლს დარგობრივ უწყებებთან და ზოგადად სამთავრობო სტრუქტურებთან თანამშრომლობით, სატყეო მეურნეობის ოპტიმიზაციის ღონისძიებების დასახვისა და რეალიზაციის საქმეში.
აკადემიკოსმა გივი ჯაფარიძემ უპირველეს და უმთავრეს ამოცანად სატყეო–სამეურნეო საქმიანობათა საკანონმდებლო ბაზით უზრუნველყოფა და „ტყის კოდექსის“ საპარლამენტო განხილვისათვის მზადების დაჩქარება მიიჩნია.
საბჭოს სხდომის დასაწყისში აკადემიის პრეზიდენტმა აკად. გურამ ალექსიძემ დამსწრე საზოგადოებას და სტუდენტებს გააცნო აკადემიის მოკლე ისტორია, სტრუქტურა, მისი სამეცნიერო მოღვაწეობის ძირითადი მიმართულებები, აკადემიის ეროვნული დარგობრივი კოორდინატორების ინსტიტუტი, აკადემიასთან არსებული ფერმერთა და სპეციალისტთა კვალიფიკაციის ამაღლების კურსების საქმიანობა, აკადემიის სამომავლო გეგმები. აღინიშნა, რომ მისასალმებელია საბჭოს სხდომაზე აგრარული მიმართულებების სტუდენტების დასწრება, რაც იმის წინა პირობაა, რომ აკადემიას განზრახული აქვს ახალგაზრდა მეცნიერთა საბჭოს ჩამოყალიბება, სადაც ახალგაზრდა მეცნიერებთან და სპეციალისტებთან ერთად მის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების წარჩინებული სტუდენტებიც.







კრების



როგორც ცნობილია გენდერული თანასწორობა, ქალებისა და გოგონების უფლებათა და შესაძლებლობათა გაფართოება საშუალებას მისცემს მათ შეიტანონ თავიანთი წვლილი როგორც გლობალურ ეკონომიკურ განვითარებაში, ასევე 2030 წლამდე პერიოდში მდგრადი განვითარების მისაღწევად.
ამ დღესთან დაკავშირებით, აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გურამ ალექსიძემ, აგრარულ მეცნიერებაში მიღწეული წარმატებებისათვის საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო სიგელებით დააჯილდოვა მეცნიერებათა დოქტორები, პროფესორები და აგრარულ სფეროშო მოღვაწე ქალბატონები: ლამარა ჯიქია, მარინე ბარვენაშვილი, ნატო კაკაბაძე, თამარ კაჭარავა, ნანული ჭანუყვაძე, ნინო ზაქარიაძე, მარიამ ხომასურიძე, ირინა დანელია, მაია მელაძე, თინათინ გოგიშვილი, მზაღო ლობჟანიძე, ირმა ინაშვილი, ქეთევან როყვა, თინათინ დარსაველიძე, ქეთევან დადიანი, მაია კერესელიძე, ლალი ტაბატაძე, მაკა მდინარაძე, ინგა ღვინერია, დიანა ძიძიგური, მზია თვალავაძე, ნელი ქისიშვილი, ირმა შიოშვილი, ნანა ჩინჩილიკაშვილი.


