ინფორმაცია კორეაში ვიზიტის შესახებ
2016 წლის 16-23 ოქტომბერს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ერთწლოვანი კულტურების კვლევის დეპარტამენტის უფროსი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ბოსტნეული კულტურების ეროვნული კოორდინატორი დოქტ. ნატო კაკაბაძე და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის თანაშემწე, საერთაშორისო ურთიერთობების კოორდინატორი თინათინ ეპიტაშვილი კორეის სოფლის მეურნეობის განვითარების ადმინისტრირების აგრობიომრავალფეროვნების ეროვნული ცენტრის მიწვევით სამუშაო ვიზიტით ვიმყოფებოდით სამხრეთ კორეაში. ვიზიტი განხორციელდა ერთობლივი პროექტის ფარგლებში, რომლის მიზანი და ამოცანა იყო მცენარეთა გენეტიკური რესურსების გაცვლის, მართვისა და კვლევის ორმხრივი თანამშრომლობის სისტემის განხილვა.
აგრობიომრავალფეროვნების ცენტრი განლაგებულია ქალაქ ჯეონჯუში. სადაც მოთავსებულია ცენტრალური მცენარეთა გენეტიკური რესურსების (გენპლაზმა) ბანკი, ხოლო დუბლიკატი ინახება სამხრეთ კორეის ქალაქ სუონში (მოვინახულეთ გენბანკის დუბლიკატი საცავიც). გენბანკში 280 ათასამდე მცენარე ინახება (მოკლევადიანი +40C და გრძელვადიანი -200C შენახვის მაცივარი, კრიოკონსერვაცია, in-vitro ლაბორატორია, დნმ-ის და მიკროორგანიზმების კონსერვაცია), მოვინახულეთ მოლეკულარული გენეტიკის ლაბორატორია, მეხილეობის კვლევითი ინსტიტუტი, სასოფლო სამეურნეო კვლევითი ცენტრი.
ვიზიტის ფარგლებში ასევე ვიმყოფებოდით კუნძულ ჯეჯუზე, სადაც განლაგებულია კლიმატის ცვლილებისა და სოფლის მეურნეობის კვლევითი ინსტიტუტი. გავეცანით სასოფლო სამეურნეო კულტურების: ბოსტნეულის, ხეხილოვანი კულტურების, ციტრუსების მოვლა-მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიებს და უშუალოდ ჯვარედინმტვერია ბოსტნეული კულტურების მეთესლეობას ორანჟერიებში. შესაბამისი დაფინანსების და ტექნიკური მხარდაჭერის შემთხვევაში შესაძლებელია ამ ტექნოლოგიების საქართველოს პირობებში ადაპტირება.
ჩვენს მიერ სათანადო დოკუმენტაციით წაღებული იქნა ბოსტნეული, ბაღჩეული, მწვანილეული, პარკოსანი კულტურების 100 ნიმუში:
1. Fhaseolus Vulgaris L- ჩვეულებრივი ლობიო 18 ნიმუში
2. Melongena - ბადრიჯანი 3 ნიმუში
3. Anethum Graveolens L –ცერეცო 1 ნიმუში
4. Lycopersicum esculentum Mill – პამიდორი 11 ნიმუში
5. Allium cepa L – თავიანი ხახვი 10 ნიმუში
6. Cucurbita Pepo L –მაგარკანიანი გოგრა 2 ნიმუში
7. Cucurbita Moschita Duch – თაფლა გოგრა 2 ნიმუში
8. Brassica Capitata Lizg(Likani) – თავიანი კომბოსტო 1 ნიმუში
9. Cucumis Sativus (Nejini) – კიტრი 12 ნიმუში
10. Anethum sp. - კამა 4 ნიმუში
11. Daucus Carota L (Nantis) – სტაფილო 3 ნიმუში
12. Beta Vulgaris L (Bordo) -- ჭარხალი 2 ნიმუში.
13. Apium graveolens - ნიახური 3 ნიმუში
14. Petroselium crispum - ოხრახუში 5 ნიმუში
15. Crocus sativus - ზაფრანა 3 ნიმუში
16. Lepidium sativum L.- წიწმატი 1 ნიმუში
17. Trigonella - უცხო სუნელი 4 ნიმუში
18. Mayz - სიმინდი საბოსტნე 5 ნიმუში
19. Pea - ბარდა 2 ნიმუში
20. Green – კანაფხალი 1 ნიმუში
21. Raphanus - ბოლოკი 1 ნიმუში
22. Cuminum cyminum - ძირა 2 ნიმუში
23. Vicia faba - ცერცვი 4 ნიმუში
სამხრეთ კორეის აგრობიომრავალფეროვნების ცენტრიდან ერთობლივი პროექტის ფარგლებში წინასწარი შეთანხმების საფუძველზე ჩამოვიტანეთ ბოსტნეული კულტურების გენპლაზმა 105 ნიმუში და ინ-ვიტრო მცენარეები: ბატატი, ქრიზანტემა, რომელიც სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ბაზაზე გამოიცდება მომდევნო წლებში. ფენოლოგიური და ბიომეტრიული დაკვირვებების საფუძველზე გამორჩეულ პერსპექტიულ ჯიშ-ნიმუშებზე მომზადდება სათანადო დოკუმენტაცია ორგანიზაცია “საქპატენტზე” გადასაცემად, რათა დარეგისტრირდეს და დაიშვას საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში გასავრცელებლად. ამით საქართველოს გენეტიკური რესურსები მრავალფეროვანი გახდება და გენპლაზმა შეინახება თესლის ბანკში.
1. Brassica juncea – kombosto 15 nimuSi;
2. Capsicum annuum L. – wiwaka 15 nimuSi;
3. Cucumis melo – nesvi 15 nimuSi;
4. Raphanus sativus L. – boloki 15 nimuSi;
5. Brassica rapa subsp. Pekinensis – Cinuri kombosto 15 nimuSi;
6. Lactuca sativa L. – laktuka (salaTa) 15 nimuSi;
7. Spinacia oleracea – ispanaxi – 15 nimuSi.
მიმდინარე წლის ივნისი-ივლისის თვეში ქართველი და კორეელი მეცნიერების მიერ მოეწყო ექსპედიცია საქართველოს რეგიონებში: აჭარა, ქართლი, მცხეთა-მთიანეთი, კახეთი, მარნეული, ბოლნისი, სადაც შერჩეული იქნა ბოსტნეულ – ბაღჩეული, პარკოსნების, მწვანილეულის სათესლე მასალა და ვაზის ნამხრევები, ჯამში 580 ნიმუში, რომლებიც ხანგრძლივი ვადით შეინახება კორეის აგრობიომრავალფეროვნების ცენტრის გენბანკში.
კორეაში გაგზავნილი კულტურები:
1. ბოსტნეული – 119 ნიმუში;
2. ბაღჩეული – 72 ნიმუში;
3. პარკოსანი – 129;
4. მწვანილეული – 157;
5. მარცვლოვანი – 7 ნიმუში;
6. ვაზი – 70 ნიმუში.

გენბანკის ლაბორატორია: პრეზიდენტის თანაშემწე, მაგისტრი თინათინ ეპიტაშვილი; დოქტორი ნატო კაკაბაძე.


oma codnaze soflis meurneobaSi; sainformacio sakomunikacio teqnologiebis platformebi sasoflo-sameurneo kvlevebisaTvisa da sakonsultacio momsaxurebisaTvis; sawyisi wertili eleqtronuli soflis meurneobis strategiis SemuSavebisas.
კონფერენცია გახსნა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, აკად. გივი ჯაფარიძემ, რომელმაც აღნიშნა განსახილველი თემატიკის და საერთოდ ნიადაგების როლის მნიშვნელობა დედამიწის კეთილდღეობისა და სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარების საქმეში.

პროექტების



კონფერენციის პირველ სამუშაო დღეს, ჰეიდარ ალიევის სახელობის ცენტრში, გაიმართა პლენარული სხდომა. დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა აზერბაიჯანის სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტის რექტორმა, აზერბაიჯანის ნაციონალური მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტმა, პროფესორმა იბრაჰიმ ჯაფაროვმა. სიტყვით გამოვიდნენ ასევე აზერბაიჯანის, რუსეთის, თურქეთის, ტაილანდის, გერმანიის სამეცნიერო წრეებისა და სამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, რომლებმაც ისაუბრეს კონფერენციის ირგვლივ და საკუთარი საქმიანობის შესახებ. საქართველოდან აუდიტორიას მიესალმა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, რომელმაც მოკლედ ისაუბრა საქართველოს სოფლის მეურნეობის პრიორიტეტების და სამომავლო გეგმების შესახებ. კონფერენციის გახსნას დაესწრო საქართველოს გენერალური კონსული აზერბაიჯანში მამუკა ბალავაძეც. პლენარული სხდომის დამთავრების შემდეგ, სექციების მუშაობა დარგების მიხედვით წარიმართა სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტის ბაზაზე. ვეტერინარულ და ზოოსაინჟინრო სექციაში თავიანთი კვლევები წარმოადგინეს ქართველმა მეცნიერებმაც. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სახელით მასპინძლებსა და კონფერენციის უცხოელ სტუმრებს მიესალმა სოფლის მეურნეობის დოქტორი მ. ბარვენაშვილი. განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურა თემამ: “საქართველოს მოსახლეობის უზრუნველყოფა ეკოლოგიურად სუფთა თაფლითა და ფუტკრის პროდუქტებით”, რომელიც წარადგინეს სოფლის მეურნეობის დოქტორებმა მ. ფეიქრიშვილმა და მ. ბარვენაშვილმა. მოცემული საკითხის ირგვლივ ქართველ, აზერბაიჯანელ და მოლდოველ მეცნიერებს შორის გაიმართა საქმიანი დისკუსია. საინტერესო და საკმაოდ აქტუალური თემები წარმოადგინეს ასევე აზერბაიჯანელმა, თურქმა, ტაილანდელმა და მოლდოველმა მეცნიერებმაც.
და მუზეუმი, მეხსეთი განჯევის მუზეუმი, ქალაქის ციხე-გალავნის ალაყაფი, ცენტრალური მოედანი და სხვა. სტუმრებმა დაათვალიერეს სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტის აუდიტორიები, ბიბილიოთეკა, სპორტდარბაზი, სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა ანატომიის მუზეუმი, თევზსაშენი აუზები, მწყრის ფერმა, კიტრისა და პომიდვრის საცდელი სათბურები და ა.შ.
4 ოქტომბერს, კონფერენციის დახურვისას, უნივერსიტეტის რექტორმა, ბატონმა იბრაჰიმ ჯაფაროვმა აღნიშნა, რომ კონფერენციამ ჩაიარა მეტად საქმიან და სამუშაო ვითარებაში და რომ წარმოდგენილი ნაშრომები თავისი აქტუალობით და მნიშვნელობით პირდაპირ პასუხობდა კონფერენციის მოთხოვნებს. მისი აზრით, ასეთი ტიპის კონფერენციები ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის შემდგომ განვითარებას და არსებული გლობალური პრობლემების გადაჭრისათვის ახალი, ინოვაციური გზების გამოყენებას. კონფერენციაში მონაწილე მეცნიერებმა დიდი მადლობა გადაუხადეს მას და სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტის მესვეურებს გულთბილი დახვედრისათვის და კონფერენციის საუკეთესო ვითარებაში წარმართვისათვის.

