საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული აგრარული ინოვაციების კომისიის
2026 წლის 10 ივნისის სხდომის
თბილისი დღის წესრიგი დასაწყისი 14 საათზე
1. ხარისხის ინფრასტრუქტურა: გამოწვევები ვაჭრობაში (სოფლის მეურნეობაზე აქცენტით)
მომხსენებელი: სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორის მოადგილე, ტექნიკის დოქტორი ნოდარ ხატიაშვილი
2. მიმდინარე საკითხები
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში 2026 წლის
5 ივნისს 13 საათზე გაიმართება გარემოს დაცვის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი თემატური სხდომა:
„მთის ეკოსისტემები“
მომხსენებელი: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურენობის ინსტიტუტის ირიგაციისა და დრენაჟის განყოფილების ხელმძღვანელი, ტექნიკის დოქტორი შორენა კუპრეიშვილი
ორგანიზატორი: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილება (აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ლაშა დოლიძე)
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის
გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების
2026 წლის 5 ივნისის სხდომის
თბილისი დღის წესრიგი დასაწყისი 12 საათზე
1. აღმოსავლეთ საქართველოს ტყის შემქმნელი ძირითადი მერქნიან მცენარეთა სახეობების კლიმატის ცვლილების შერბილებისა და მასთან ადაპტაციის პოტენციალის შესახებ.
მომხსენებელი: აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, ვ. გულისაშვილის სატყეო ინსტიტუტის დირექტორის მ/შ, სატყეო საქმის დოქტორი გიორგი ქავთარაძე.
2. მიდინარე საკითხები
