საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღე

2000 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 22 მაისი ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღედ გამოაცხადა.

Biomravalferovneba 1მიზანი გახლდათ - ბიომრავალფეროვნების საკითხების ცოდნის გაღრმავება და ამ მიმართულებით ადამიანთა ცნობიერების გაზრდა. ასამბლეამ მოუწოდა სახელმწიფოებს, რომლებიც არ მონაწილეობდნენ კონვენციაში, ბიოლოგიურ მრავალფეროვნებაზე დაუყოვნებლივ გამხდარიყვნენ მისი მომხრეები, ხოლო სახელმწიფოებს, რომლებიც კონვენციის მომხრეები არიან, რაც შეიძლება მალე მოეწერათ ხელი და რატიფიცირება მოეხდინათ კარტახენის ოქმისათვის ბიოუსაფრთხოების შესახებ.  

ბიომრავალფეროვნება აღწერს სიცოცხლის მრავალფეროვნებას ჩვენს პლანეტაზე. იგი მოიცავს დედამიწაზე არსებულ ცხოველთა და მცენარეთა 8 მლნ. სახეობას, მათ შორის არსებულ გენეტიკურ მრავალფეროვნებას და იმ ეკოსისტემებს,   რომლებშიც ისინი ბინადრობენ.

ბიომრავალფეროვნება რთული, ერთმანეთზე დამოკიდებული სისტემაა, რომელშიც თითოეული წევრი მნიშვნელოვან როლს თამაშობს, ქმნის და შეაქვს ზოგჯერ თვალით უხილავი წვლილი. მრავალფეროვანი საკვები, რომელსაც ჩვენ მივირთმევთ, ჰაერი, რომლითაც ჩვენ ვსუნთქავთ, წყალი, რომელსაც ჩვენ ვსვამთ, ამინდი, რომელიც ჩვენს პლანეტას სიცოცხლისათვის ვარგისს ხდის - ყველაფერი ეს ბუნების დამსახურებაა.

ბიომრავალფეროვნება ხმელეთზე და წყალში სიცოცხლის არსებობის ქვაკუთხედია. იგი ადამიანის ჯანმრთელობის ყველა ასპექტზე მოქმედებს, უზრუნველყოფს მას სუფთა ჰაერითა და წყლით, სურსათით, მეცნიერული ცოდნითა და წყაროებით მედიცინისათვის, დაავადებების მიმართ მდგრადობით და კლიმატის ცვლილებით გამოწვეული შედეგების შერბილებით. ამ ქსელიდან ერთი ელემენტის ამოვარდნა ან უბრალოდ შეცვლაც კი მნიშვნელოვნად მოქმედებს მთლიან სასიცოცხლო სისტემაზე და შესაძლებელია მიგვიყვანოს ნეგატიურ შედეგებამდე. ბუნების გარეშე დედამიწაზე სიცოცხლე შეუძლებელია.

ბიომრავალფეროვნების შესახებ ძირითადი მეცნიერული კონცეფციები ჩამოყალიბდა მხოლოდ XX საუკუნის შუა რიცხვებში და იგი პირდაპირ კავშირშია ბიოლოგიაში კვლევის რაოდენობრივი მეთოდების განვითარებასთან.

ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირი გამოყოფს შვიდ ძირითად ფაქტორს, რომელიც განაპირობებს ბიომრავალფეროვნების დაკარგვას: ბუნებრივი გარემოს დანაკარგი და ფრაგმენტაცია; კონკურენცია ინვაზიური სახეობების მხრიდან; ,გარემოს დაბინძურება გლობალური კლიმატური ცვლილებები; გაუდაბნოება; მოსახლეობის ზრდა;   ბუნებრივი რესურსების უგუნურად გამოყენება. ამ ფაქტორების დიდი ნაწილი ადამიანის საქმიანობის შედეგია.

ტყეების ჭრა ან ხანძარი და ურბანიზაცია იწვევს ბუნებრივი გარემოს ფრაგმენტაციას და მრავალი სახეობის არსებობას საფრთხეს უქმნის, რომელთაგან დიდი ნაწილი ვერ ეგუება ახალ გარემოებას და იღუპება.

გაუდაბნოება, რომლის მიზეზიც ძირითადად კლიმატური ცვლილებები და ადამიანის საქმიანობაა, ბიომრავალფეროვნების განადგურებას იწვევს. ხეები იჭრება მათი შემდგომი აღდგენის გარეშე, ინტენსიური ძოვების შედეგად ღარიბდება მინდვრების მცენარეული საფარი, რაც ნიადაგის ეკონომიკური მწარმოებლობის შემცირებას იწვევს და აიძულებს მის ბინადრებს გადაადგილდნენ სხვა ადგილას.

ბუნებრივი რესურსების გაუაზრებელი ექსპლუატაცია (ისეთი, როგორიცაა ტყის ჭრა გათბობის მიზნით ან ნიადაგის გამოყენება საძოვრებად, წყაროს გამოყენება სამეურნეო დანიშნულებით) განაპირობებს ბიოლოგიური მრავალფეროვნების დაკარგვას. საზრდოს ძიებაში ღარიბი მოსახლეობა სრულადაა დამოკიდებული გარემოზე. მოსახლეობის ზრდის კვალდაკვალ იზრდება წნეხი ეკოლოგიურ სისტემაზეც.Biomravalferovneba 2

მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, შესაძლებელი გახდა გარკვეული პროგრესის მიღწევა ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნების მიმართულებით. 1975 წელს ძალაში შევიდა კონვენცია „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით ვაჭრობის შესახებ“ (CITES), რომელიც კრძალავს   იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი ჯიშებით ვაჭრობას განსაკუთრებული შემთხვევების გარდა. გარდა ამისა 1993 წლის დეკემბერში ძალაში შევიდა და 160 ქვეყნის მიერ იქნა რატიფიცირებული კონვენცია ბიოლოგიურ მრავალფეროვნებაზე.

            ბიომრავალფეროვნების ერთ-ერთ მნიშვნელოვან სეგმენტს აგრობიომრავალფეროვნება წარმოადგენს.

ამ მხრივ მეტად მნიშვნელოვანია ის სამუშოები, რომელიც ტარდება საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში. აქ 2013 წლიდან ფუნქციონირებს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის გარემოს დაცვის, მცენარეთა გენეტიკური რესურსებისა და აგრობიომრავალფეროვნების საკოორდინაციო ცენტრი“, რომელსაც ხელმძღვანელობს აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გურამ ალექსიძე; მისი მოადგილეები: აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, დოქტორი ანატოლი გიორგაძე, დოქტორი დავით მაღრაძე და სწავლული მდივანი დოქტორი თინათინ ეპიტაშვილი.

ცენტრში გაერთიანებულებ არიან მეცნიერები, რომლებსაც დიდი გამოცდილება აქვთ ვაზის, ხეხილის, სუბტროპიკული, ბოსტნეული, პარკოსანი კულტურების, საკვები ბალახების, სასოფლო-სამეურნეო ცხოველების და ფრინველების მოშენების, დაცვისა და შესწავლის ხაზით. ცენტრის მიერ საქართველოში პირველად ოთხ ენაზე (ქართული, ლათინური, ინგლისური, რუსული) იქნა გამოცემული კატალოგი საქართველოს აგრობიომრავლფეროვნება”, რომელში მოცემულია   ცნობილი   მეცნიერების: . კეცხოველი,    . ჩოლოყაშვილი, . რამიშვილი, . ქანთარია, . რამიშვილიდა სხვათა მეცნიერული კვლევები. აღნიშნული წიგნი გაიგზავნა სამხრეთ კორეაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, იტალიაში, რუსეთში, იაპონიაში.

Biomravalferovneba 3ცენტრი აქტიურად თანამშრომლობს სამხრეთ კორეის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიასთან, კორეის სოფლის მეურნეობის განვითარების ადმინისტრირების აგრობიომრავალფეროვნების ეროვნულ ცენტრთან. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე მიმდინარეობს 5 წლიანი ერთობლივი პროექტი, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება მცენარეთა გენეტიკური რესურსების გაცვლის, მართვისა და კვლევის ორმხრივი თანამშრომლობის სისტემა. მცენარეთა გენეტიკური რესურსების შეგროვების მიზნით, ყოველწლიურად ტარდება ორმხრივი ექსპედიციები - საქართველოში და სამხრეთ კორეაში. აღსანიშნავია, რომ კორეის სოფლის მეურნეობის განვითარების ადმინისტრირების აგრობიომრავალფეროვნების ეროვნულ ცენტრის გენბანკში, ხანგრძლივი შენახვის ვადით ინახება ქართული მარცვლოვნების, ბოსტნეული კულტურების და ვაზის ნიმუშები (მთლიანობაში 2000-ზე მეტი ნიმუში). საქართველოში კი მიმდინარეობს კორეული ბოსტნეული კულტურების გამოცდა. ამავე დროს აქტიური მუშაობა წარმოებს ვაზის გენეტიკური რესურსების ურთიერთგაცვლის თვალსაზრისით. ამ მიმართულებით საქართველოდან კორეაში უკვე ინტროდუცირებულია ვაზის 120 ჯიში, რომელიც გამოიყენება სამხრეთ კორეის მევენახეობის ინსტიტუტის მიერ. გარდა ამისა საქართველოდან კორეაში მოხდა სუბტროპიკული კულტურის - ლეღვის ინტროდუციაც.

ქართული ხორბლისა და ქერის ჯიშების წარმოშობის შესწავლის საკითხებზე აქტიური ერთობლივი მუშაობა მიმდინარეობს იაპონელ და რუსეთის ვავილოვის გენეტიკური რესურსების ინსტიტუტის მეცნიერებთან. ბოსტნეული კულტურების შესწავლის მიზნით კვლევები წარმოებს დარგის ჰოლანდიელ, ჩეხ და რუს სპეციალისტებთან ერთად.

ამჟამად, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის გარემოს დაცვის, მცენარეთა გენეტიკური რესურსებისა და აგრობიომრავალფეროვნების საკოორდინაციო ცენტრის საქმიანობის ძირითად მიზანს წარმოადგენს საქართველოს გარემოს დაცვა; საქართველოში გავრცელებული კულტურული და ველურად მოზარდი მცენარეების, სასოფლოსამეურნეო და გარეული ცხოველების და ფრინველების გენეტიკური მრავალფეროვნების შესწავლა; მცენარეთა და ცხოველთა გენეტიკური რესურსების მოძიების, გაცვლის და მათი დაცვის მიმართულებით შესაბამის ადგილობრივ და საერთაშორისო გენბანკებში მასალის შენახვა; საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების დამყარება; საქართველოს აგრობიომრავალფეროვნების შესწავლის მიზნით ექსპედიციების მოწყობა; მოპოვებული მასალების დამუშავება და მეცნიერული ანალიზის გაკეთება; შესაბამისი პუბლიკაციების მომზადება და საზოგადოების ინფორმირება.

ყოველივე ზემოაღნიშნული მოკლე ჩამონათვალია იმ საქმიანობისა, რომელიც აკადემიის გარემოს დაცვის, მცენარეთა გენეტიკური რესურსებისა და აგრობიომრავალფეროვნების საკოორდინაციო ცენტრში წარმოებს.

როგროც ვხედავთ, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება ეს ის გლობალური საკითხია, რომელშიც მთელი კაცობრიობა უნდა ჩაერთოს. რაც შეეხება სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას, თავისი საქმიანობით მას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყნის ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების საქმეში.

(ინფორმაცია ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მოამზადა სსმმ აკადემიის სამეცნიერო-განყოფილებების სწავლულმა მდივანმა, ს. მ. დოქტორმა მ. ბარვენაშვილმა).

(ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სსმმ აკადემიის სტიპენდიატის, სოფლის მეუნეობის დოქტორის ა. გიორგაძის მიერ მომზადებულია სტატია, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე).

                                                                                                                  

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : info.gaas.georgia@gmail.com