საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საერთო კრება

165450349 811375892791696 7048350055624818515 n2021 წლის 26 მარტს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა აკადემიის საერთო კრება, სადაც მოსმენილი იქნა აკადემიის პრეზიდენტის, აკად. გურამ ალექსიძის მოხსენება და აკადემიის ვიცე-პრეზიდენტის აკად. გივი ჯაფარიძის თანამოხსენება 2020 წელს აკადემიის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ. მოხსენებებში აღნიშნული იყო ყველა ის საკითხები და ღონისძიებები, რომლებიც განხილული და ჩატარებული იქნა 2020 წელს. აღინიშნა აკადემიის წევრების აქტივობის შესახებ, რომლებიც მათ გამოიჩინეს კოვიდ-19 პანდემიისა და მის შემდგომ პერიოდში საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების პერსპექტივების შესახებ წამოყენებული წინადადებებისა და რეკომენდაციების სახით. ამ მიზნით შეიქმნა დოკუმენტი, რომელიც გადაეგზავნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებს. აღინიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მყისე რეაგირება ამ საკითხებზე და სამინისტროში ჩატარებული შეხვედრა აკადემიის მეცნიერებთან, იქ მიღებული წინადადებები და გადაწყვეტილებები. აღინიშნა 2020 წელს აკადემიაში ჩატარებული სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციების, სემინარების, მრგვალი მაგიდების, მემორანდუმების, აკადემიაში გამოცემული ლიტერატურის და სხვა ღონისძიებების შესახებ, აგრეთვე დაისახა აკადემიის სამომავლო მიზნები  და ამოცანები . 165407915 778616592860239 7184303525403255215 n

აკადემიის 2020 წლის საქმიანობის ანგარიშის განხილვაში მონაწილეობა მიიღეს აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების აკადემიკოს-მდივნებმა, აკადემიკოსებმა გ. მარგველაშვილმა, ჯ. გუგუშვილმა, რ. მახარობლიძემ, გ. გაგოშიძემ, აჭარის სამეცნიერო-საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელმა, აკად. ზ. ფუტკარაძემ და აკადემიის აგრარული ინოვაციევის კომისიის თავმჯდომარემ, აკად. ა. დიდებულიძემ.

         აკადემიის საერთო კრებაზე სიტყვით გამოვიდა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე, რომელიც შეეხო აკადემიის ზოგიერთი წევრის წინადადებას საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასთან შეერთების შესახებ (საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტის, აკად. გივი ჯაფარიძის საერთო კრებაზე გამოსვლის ტექსტი იხილეთ ბმულზე).

საერთო კრების დღის წესრიგით გათვალისწინებული აკადემიის ტიპენდიატების კონკურსის შესახებ კრებას ინფორმაცია მიაწოდა აკადემიის საექსპერტო-საკონკურსო კომისიის თავმჯდომარემ, აკად. ნ. ჭითანავამ. აღინიშნა, რომ კონკურსში მონაწილეობას ღებულობენ გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილებაში (1 ადგილი) დოქტ. ზვიად ტიგინაშვილი და აგროინჟინერიის სამეცნიერო განყოფილებაში (1 ადგილი) დოქტ. შორენა კუპრეიშვილი და დოქტ. მამუკა ბენაშვილი.

165226150 5182429101832300 6756718054867483025 nსტიპენდიატობის კონკურსანტების მოხსენებების (ინფორმაციები სტიპენდიატების სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის შესახებ) შემდეგ ჩატარდა ფარული კენჭისყრა, რომლის შედეგებით საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სტიპენდიატებად არჩეული არიან დოქტ. ზვიად ტიგინაშვილი (გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილებაში) და მამუკა ბენაშვილი (აგროინჟინერიის სამეცნიერო განყოფილებაში).165302537 250746076767159 5605014333231861910 n

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : conference.gaas@yahoo.com; gaasgeorgia@gmail.com