საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

სტუმარი უკრაინის აგრარულ მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიიდან

            2021 წლის 02 აპრილს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას სტუმრად ეწვია უკრაინის აგრარულ მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი მაქსიმ მელნიჩუკი. საპატიო სტუმარს მასპინძლობა გაუწია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, აკად. გურამ ალექსიძემ. უკრაინელ სტუმართან ერთად აკადემიას სტუმრობდნენ აგრეთვე დოქტ. ოლეგ კონდრაშოვი (ბელარუსია) და პროფ. თემურ ვეკუა - კომპანიის „მევენახეობა ხარება“ მრჩეველი (საქართველო).

            აკადემიის პრეზიდენტმა სტუმრებს გააცნო აკადემიის სამეცნიერო-კვლევითი და საგამომცემლო საქმიანობა, აკადემიის სტრუქტურა და მასში შემავალ სტრუქტურულ ერთეულებში მიმდინარე სამეცნიერო სამუშაოები. სტუმრებმა დაათვალიერეს აკადემიის კვალიფიკაციის ამაღლების კურსების სივრცე, მინი სასტუმრო, საგამოფენო სტენდები და საგამოფენო დარბაზი.

ukraina

აკადემიის სტუმარი უკრაინიდან, მარცხნიდან პროფ. თ. ვეკუა, აკად. მ. მელნიჩუკი,

დოქტ. ო. კონდრაშოვი და აკად. გ. ალექსიძე.

სტუმარმა აკადემიის პრეზიდენტს გააცნო უკრაინის ვინიცის ეროვნული აგრარული უნივერსიტეტის რექტორის პროფ. ვიქტორ მაზურის და უკრაინის სამეცნიერო-საგანმანათლებლო კონსორციუმის პრეზიდენტის, აკად. გრიგორი კალეტნიკის წერილები, სადაც გამოხატული იყო მათი სურვილი საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიასთან ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმების გაფორმების შესახებ, რაზედაც აკად. გ. ალექსიძის თანხმობა მიიღო.

აკად. მ. მელნიჩუკს გადაეცა მემორანდუმების პროექტები (მემორანდუმები ქართულ-უკრაინულ და ინგლისურ- უკრაინულ ენებზე) აკად. გ. ალექსიძის ხელმოწერით, ხოლო უკრაინის მხრიდან მემორანდუმებზე ხელის მოწერის ორგანიზაციასა და მათი გადმოგზავნაზე საქართველოში პასუხისმგებლობა იკისრა აკად. მ. მელნიჩუკმა.

           unn 1

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი აკად. გურამ ალექსიძე და

უკრაინის აგრარულ მეცნიერებაა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი მაქსიმ მელნიჩუკი.

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : conference.gaas@yahoo.com; gaasgeorgia@gmail.com