საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

აკადემიკოსი ლევან ყანჩაველი - 125

                                                       

   55      საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის და საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი ლევან ყანჩაველი დაიბადა 1900 წლის 21 აგვისტოს სოფელ ალავერდში ზესტაფონის რაიონი.

         1927 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი ბოტანიკის განხრით.

   1931-1976 წწ. იგი იყო თბილისის ბოტანიკური ბაღის მიკოლოგიისა და ფიტოპათოლოგიის ლაბორატორიის ბაზაზე დაარსებული მცენარეთა დაცვის ინსტიტუტის დირექტორი.

     1976 წლიდან ამავე ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. მისი მეცნიერული კვლევის უმთავრესი პრობლემები შეეხება საქართველოს მიკოფლორის პარაზიტულ წარმომადგენლებს. მანვე შეისწავლა საქართველოს მთიანი ზონის მარცვლეული კულტურების დაავადებანი და გავრცელების პირობები. გამოიკვლია ტყის ჯიშებისა და კულტურების სოკოვანი დაავადებანი და სხვ.

    აკადემიკოსი ლევან ყანჩაველი გახლდათ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ერთ-ერთი დამფუძნებელი და პირველი ვიცე-პრეზიდენტი (1957წ).

  მას 1962 წელს მიენიჭა საქართველოს მეცნიერების დანსახურებული მოღვაწის სახელი. დაჯილდოებულია საპატიო ნიშნის, ხალხთა მეგობრობის, შრომის წითელი დროშის და ლენინის (2) ორდენებით. იგი ავტორია ისეთი მნიშვნელოვანი სახელმძღაველოებისა როგორიცაა: სასოფლო-სამეურნეო ფიტოპათოლოგია. სახელმძღვანელო უმაღლესი სასწავლებლების ბიოლოგიის სპეციალობის სტუდენტებისათვის - თბილისი, განათლება, 1987. - 599გვ; ლიმონის ხმელა (მალსეკო) და მასთან ბრძოლა - თბილისი, საქ. სსრ მეცნიერებათა აკადადემიის გამომცემლობა, 1949. - 48გვ; სასოფლო-სამეურნეო კულტურების ავადმყოფობანი და მათთან ბრძოლა ნაწილი 2: ვაზი, ხეხილი, სუბტროპიკული და ბოსტნეული კულტურები, ტყის ჯიშები. - თბილისი, ტექნიკა და შრომა, 1945. - 353გვ; სასოფლო-სამეურნეო კულტურების ავადმყოფობანი და მათთან ბრძოლა. ნაწილი 1: მინდვრისა და ტექნიკური კულტურები. - თბილისი, სახელგამი, 1942. - 356გვ.; ფიტოპათოლოგია : მოკლე კურსი - ტფილისი, სახელგამის გამოცემა, 1931. – 305გვ.

აკადემიკოსი ლევან ყანჩაველი გარდაიცვალა 1987 წელს.

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : info.gaas.georgia@gmail.com