საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

ეროვნული პრემიის კონკურსი

ეროვნული პრემიის კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოება

 

   2 2    პრეზიდენტის სასახლეში ეროვნული პრემიის კონკურსის გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო.

       მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას ეროვნული პრემიის კონკურსის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ქვეყნის განვითარებაში მეცნიერების გამორჩეულ როლზე გაამახვილა ყურადღება.

       გივი მიქანაძემ გამარჯვებულებს მიღწეული წარმატება მიულოცა და მადლობა გადაუხადა მათ მეცნიერების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.

     „მადლობას გიხდით თითოეულ მეცნიერს, რომელიც ამ ქვეყნისთვის გამორჩეულად მნიშვნელოვან საქმეს ემსახურებით. იყო მეცნიერი დიდი პასუხისმგებლობა გახლავთ თქვენ ქვეყანას სძენთ ისეთ მონაპოვარს, რომელიც ერისა და ქვეყნის საკუთრება ხდება და ჩვენი დიდი სიამაყეა ეს საქმე კი უდიდეს ცოდნასა და პროფესიონალიზმს მოითხოვს.1 5

     განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი ინიციატივების განხორციელება, როგორიც გახლავთ ეროვნული პრემია. მეცნიერთა დაჯილდოება და მათი აღიარება გადამწყვეტ როლს თამაშობს სამეცნიერო მოღვაწეობის წახალისებაში, ხაზს უსვამს მეცნიერთა ღვაწლს და ამაღლებს მათ ავტორიტეტს, ამასთან, ახალგაზრდა მეცნიერების მოტივაციას უწყობს ხელს, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

       ეროვნული პრემიის გამარჯვებულებს საქართველოს ეროვნული პრემიის ლაურეატის დიპლომები, სამკერდე ნიშნები და შესაბამისი ფულადი გასაცემელი საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა გადასცა.

     პრეზიდენტმა გამარჯვებულებს მადლობა გადაუხადა იმ ღირსეული წვლილისთვის, რომელიც არამხოლოდ ქართული, არამედ მსოფლიოს სამეცნიერო საქმიანობის გამდიდრებაში შეაქვთ.

    3 2 საქართველოს ეროვნული პრემიის კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, პრეზიდენტის განკარგულებით საქართველოს ეროვნული პრემია მიენიჭათ:

ლევან ჯაფარიძეს - სამეცნიერო ნაშრომთა ციკლისათვის: მიწისქვეშა ნაგებობების მექანიკა, მიწისქვეშა ნაგებობათა სამაგრის გაანგარიშება ზღვრულ მდგომარეობებზე, მიწისქვეშა ნაგებობების ზღვრული საექსპლუატაციო მდგომარეობები;

     ავტორთა ჯგუფს: როინ მეტრეველს, ვახტანგ გურულს, ლელა მიქიაშვილს, ვალერიან ვაშაკიძეს, გიორგი ჭეიშვილს, ოთარ ჯანელიძეს, ჯონი კვიციანსა და ალექსანდრე დაუშვილს - სამეცნიერო მონოგრაფიული ნაშრომისათვის კავკასიის ისტორია (ორტომეული).

     ეროვნული პრემიის კომისიის შემადგენლობაში იყვნენ:

   კომისიის თავმჯდომარე - სამართლის დოქტორი, პროფესორი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია

კომისიის წევრები:

     ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, სსიპ - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი ჯაბა სამუშია;

     ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი, პროფესორი, სსიპ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, სსიპ - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი დავით გურგენიძე;

     ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, სსიპ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი-მდივანი ვლადიმერ პაპავა;6

     ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, აკადემიკოსი, სსიპ - საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი გივი ჯაფარიძე;

    4 1   ფიზიკის მეცნიერებათა დოქტორი, სსიპ - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, სსიპ - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე;

     მედიცინის დოქტორი, პროფესორი, სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი ირაკლი ნატროშვილი;

       ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, სსიპ - გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი მზია ქუთათელაძე;

       ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, თსუ- არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორი ნანა მაჭავარიანი.

     პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ცერემონიას ეროვნული პრემიის კომისიის თავმჯდომარე ზვიად გაბისონია, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი და განათლების, მეცნიერებისა და კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე ესწრებოდნენ.

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : info.gaas.georgia@gmail.com