საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღე

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ მეცნიერ ქალთა და

გოგონათა საერთაშორისო დღე აღნიშნა

 

   11111111 5   11 თებერვალს, სასტუმრო “პარაგრაფის” საკონფერენციო დარბაზში საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით ჩატარდა მეცნიერ ქალთა და გოგონათა დაჯილდოების ღონისძიება.

     საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ დამსწრე საზოგადოებას მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღე მიულოცა და მეცნიერების სფეროს განვითარებაში ქალთა ფასდაუდებელ წვლილზე ისაუბრა.

       წარმატებულ ქალ მეცნიერებს გადაეცათ ჯილდოები.11111111111113 2

     ,,ეს ჯილდო არის ჩვენი მადლიერების, აღიარებისა და პატივისცემის ერთგვარი გამოხატულება ქალ მეცნიერთა დაუღალავი შრომის მიმართ, რომელიც ქვეყნის პროგრესსა და უკეთეს მომავალს ემსახურება. ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საზრუნავია მეცნიერებისა და განათლების სფეროში ქალებისთვის კიდევ უფრო მეტი მხარდამჭერი ინიციატივის განხორციელება. ამას ადასტურებს ისიც, რომ ბოლო წლებში შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის კონკურსებში ბოლო 5 წლის განმავლობაში ქალ მეცნიერთა 2 700-მდე პროექტი დაფინანსდა. მათი მიღწევები და ინოვაციური ხედვა აძლიერებს სამეცნიერო სფეროს, ქმნის ახალ შესაძლებლობებს და უკეთესობისკენ ცვლის ჩვენი ქვეყნის მომავალს, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

       მინისტრთან ერთად მეცნიერებს საპატიო ჯილდო შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა თეიმურაზ დოჭვირმა გადასცა.

     მეცნიერებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოვდნენ: ნინო კობაური, მარეხ მაზანაშვილი, თინათინ ტყემალაძე, მარიკა თედორაძე, ია მოსაშვილი, ელზა ჯინჭარაძე, ნინო წულაია, ნინო ბერიძე და ნათელა ბაღათრიშვილი.

   1111114 1  ღონისძიების ფარგლებში შეკრებილებს სიტყვით ასევე მიმართეს საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხმა და თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თინათინ ნიბლოშვილმა.

     ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიიდან ღონისძიებაში მონაწილება მიიღო აკადემიის მთავარმა აკადემიკოს-მდივანმა, აკადემიკოსმა ალესანდრე დიდებულიძემ.

     მეცნიერ ქალთა და გოგონათა დაჯილდოების ღონისძიება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით ჩატარდა.    

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : info.gaas.georgia@gmail.com