საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

ღონისძიება საქართველოს პარლამენტში

საქართველოს პარლამენტში, მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება თემაზექალებიბიოტექნოლოგიებში: მეცნიერება და ინოვაციაგაიმართა.

2215
 ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა

მეცნიერება, აზრის განვითარება, კვლევა, სიახლის შეცნობა არის ის, რაც სამყაროს ამოძრავებს. ისტორიის განმავლობაში პროგრესის თანამონაწილე არაერთი გამორჩეული ქალი მეცნიერი იყო. ქართველი ქალი მეცნიერები გამოირჩეოდნენ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეშიც. სკოლის ასაკიდანვე უნდა შეეწყოს ხელი სიახლისკენ სწრაფვასა და აღმოჩენების სურვილს. ამ მხრივ, სასკოლო განათლება მთავარია, რომელმაც მოსწავლეებს საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენის საშუალება უნდა მისცეს. ამას ბუნებრივად მოსდევს უმაღლესი განათლების საფეხური. განათლების რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება მიზნად ისახავს, რომ უნივერსიტეტებში მეცნიერება დაბრუნდეს,  აკადემიური საქმიანობა თავის თავშიმოიაზრებდესაქტიურ სამეცნიერო მუშაობას და ეს არ იყოს დამატებითი, მეორეხარისხოვანი საქმიანობა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა2225

მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა.

ქალთა მონაწილეობა მეცნიერებაში არ არის მხოლოდ თანასწორობის საკითხი, ეს არის კვლევის ხარისხის, ინტელექტუალური მრავალფეროვნების და ინოვაციური განვითარების საფუძველიბიოტექნოლოგიები, რაც დღევანდელი დღის განსაკუთრებული აქცენტია, არის სტრატეგიული მნიშვნელობის სფერო, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ჯანმრთელობასბიოუსაფრთხოებასდა ქვეყნის ტექნოლოგიურ პროგრესს. ბიოტექნოლოგია არის სივრცე, სადაც ცოდნა პირდაპირ გარდაიქმნება საზოგადოებრივ სიკეთედ, იქნება ეს მედიცინა, ფარმაცია, სოფლის მეურნეობა თუ ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში ქალები არა მხოლოდ მონაწილეობენ, არამედ ხშირად არიან შემქმნელები იმ მიღწევების, რომლითაც ქართული სამეცნიერო სკოლა ამაყობს“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

მეცნიერებაში ქალების როლსა და სახელმწიფოს პასუხისმგებლობაზე ისაუბრა ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა.

2210ამბობენ, მეცნიერებას სქესი არ აქვსო. ფორმულას, აღმოჩენას, კვლევის შედეგს ნამდვილად არ აქვს სქესი, მაგრამ იმ ადამიანს, ვინც ამ აღმოჩენის უკან დგას, აქვს ისტორია. ქალი მეცნიერის ისტორია ხშირად მოიცავს დამატებით გამოწვევებს: ოჯახისა და კარიერის შეთავსებას დასტერეოტიპებთანბრძოლას.  სწორედ ამიტომ, ყოველი მიღწევა ორმაგად ღირებულია და სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა, არა მხოლოდ თანასწორობა აღიაროს, არამედ რეალური პირობები შექმნას. ჩვენი საქმეა, რომ თითოეულმა გოგონამ, რომელსაც ლაბორატორია, ტელესკოპი თუ მათემატიკური ფორმულა აინტერესებს, იცოდეს - ქვეყანა შენს გვერდითაა, არა მხოლოდ 11 თებერვალს, არამედ წლის ყოველ დღეს“, - განაცხადა მარიამ ლაშხმა.

მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს და ქალ მეცნიერებს პროფესიული დღე მიულოცეს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივიმიქანაძემდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა თეიმურაზ დოჭვირმა.229

ღონისძიების ფარგლებში განიხილეს საკითხიბიოტექნოლოგიებისაქართველოში სად ვართ დღეს? ქალთა გამოცდილებაბიოტექნოლოგიებში“, სადაც მონაწილეებმა ისაუბრეს დარგის განვითარების მდგომარეობაზე, სამეცნიეროპოტენციალსადა ქალთა ჩართულობის მნიშვნელობაზე

ქვეყნის ბიოტექნოლოგიების სამეცნიერო და საგანმანათლებლო სფეროში გამორჩეული ღვაწლისთვისთინათინ სადუნიშვილს, ასევე, აგრარულ სამეცნიერო და საგანმანათლებლო სფეროში გამორჩეული ღვაწლისთვისმარინებარვენაშვილსმადლობის სიგელები გადაეცათ.

ღონისძიებას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები და სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : info.gaas.georgia@gmail.com