ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საზეიმო შეხვედრა
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში 2026 წლის 6 მარტს გაიმართა საზეიმო შეხვედრა, რომელიც მიეძღვნა ქალთა საერთაშორისო დღეს - 8 მარტს.
საზეიმო შეხვედრას ესწრებოდნენ: აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე; პრეზიდენტის მოადგილე, აკადემიკოსი ანატოლი გიორგაძე; მთავარი აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ალექსანდრე დიდებულიძე; აკადემიური დეპარეტამენტის უფროსი, აკადემიკოსი მარინე ბარვენაშვილი; პრეზიდიუმის მრჩეველი აკადემიკოსი ნოდარ ჭითანავა; გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მჯეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ლაშა დოლიძე, აკადემიკოსი ჯემალ გუგუშვილი და აპარატის თანამშრომლები.
საზეიმო სხდომა გახსნა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გივი ჯაფარიძემ, რომელმაც მისალმების შემდეგ აღნიშნა, რომ ქალთა საერთაშორისო დღე - 8 მარტი მნიშვნელოვანი თარიღია. იგი გლობალური დღესასწაულია და მიზნად ისახავს ქალების დაფასებას, გაძლიერებას და მათი მიღწევების წინ წამოწევას. ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ აკადემიაში თანამშრომელთა უმრავლესობა ქალბატონებია, რომლებიც ჯეროვნად ასრულებენ თავიანთ საქმიანობას. შემდეგ ქალბატონებს მიულოცა დამდეგი დღესასწაული, უსურვა ჯანმრთელობა, კეთილდღეობა და წარმატებები სამომავლო საქმიანობაში.
ქალბატონებს 8 მარტი ასევე მიულოცეს პრეზიდიუმის მრჩეველმა, აკადემიკოსმა ნოდარ ჭითანავამ და პრეზიდენტის მოადგილემ აკადემიკოსმა ანატოლი გიორგაძემ.
საზეიმო შეხვედრის დასასრულს აკადემიური დეპარტამენტის უფროსმა, აკადემიკოსმა მარინე ბარვენაშვილმა აპარატში მომუშავე ქალბატონებს ხანგრძლივი და ნაყოფიერი შრომითი საქმიანობისათვის სიგელები გადასცა.
აკადემიის საპატიო სიგელით დაჯილდოვდა:
მთავარი ბუღალტერი - ეთერ ყურაშვილი.
მადლობის სიგელები გადაეცათ:
კადრების ინსპექტორს - ეკატერინე მიგრიაულს;
კანცელარიის უფროსს - ირმა ჭყოიძეს;
წამყვან სპეციალისტს - პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს - 
ციალა თეგატაშვილს;
უფროსი სპეციალისტს - ლუიზა წიკლაურს;
დამლაგებელს - ლუდმილა სულაქველიძეს;
წამყვან სპეციალისტს - მარიამ მოსაშვილს;
წამყვან სპეციალისტს - საინფორაციო ცენტრის ხელმძღვანელს - ქეთევან ჭიპაშვილს;
დამლაგებელს - ქრისტინე სამხარაძეს.
