საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საერთო კრება
2026 წლის 27 მარტს ჩატარდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საერთო კრება, რომელსაც თავმჯდომარეობდა აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე. მოსმენილი იქნა შემდეგი დღის საკითხები: 1. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიერ 2025 წელს გაწეული სამეცნიერო საქმიანობისა და 2026 წლის ამოცანების შესახებ. მომხსენებლები: აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე; აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, აკადემიკოსი მარინე ბარვენაშვილი. 2. აკადემიის მეცნიერებათა განყოფილებების მიერ 2025 წელს გაწეული სამეცნიერო საქმიანობისა და 2026 წლის ამოცანების შესახებ. მომხსენებლები: აკადემიის მეცნიერებათა განყოფილებების აკადემიკოს-მდივანები: აკადემიკოსი გოგოლა მარგველაშვილი; აკადემიკოსი თენგიზ ყურაშვილი; აკადემიკოსი რევაზ მახარობლიძე; აკადემიკოსი ზურაბ ცქიტიშვილი; აკადემიკოსი ლაშა დოლიძე; აკადემიკოსი რევაზ ასათიანი. 
3. ინფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის 2025 წლის ბიუჯეტის შესრულებისა და 2026 წლის ბიუჯეტის პარამეტრების შესახებ. მომხსენებლები: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, აკადემიკოსი ანატოლი გიორგაძე, აკადემიის მთავარი ბუღალტერი ეთერი ყურაშვილი. 4. მიმდინარე საკითხები.1. აკადემიის პრეზიდიუმის შემადგენლობაში ცვლილებების შესახებ. მომხსენებელი: აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე;
აკადემიის საერთო კრების მიერ მოწონებული იქნა და დადებითად შეფასდა აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსის, აკადემიკოს მარინე ბარვენაშვილის მიერ წარმოდგენილი ანგარიში „საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიერ 2025 წელს გაწეული სამეცნიერო საქმიანობა; ასევე დადებითად შეფასდა აკადემიის მეცნიერებათა განყოფილებების მიერ მიერ 2025 წელს გაწეული სამეცნიერო საქმიანობა.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ანგარიში ინფორმაციისათვის გაეგზავნა საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტს, სოფლის მეურნეობის კომიტეტს, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას.
