მიმდინარე წლის 17 აპრილს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას საქმიანი ვიზიტით სტუმრობდა აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი დენის სალუქვაძე. შეხვედრის დაწყებამდე იგი გაეცნო აკადემიის ინფრასტრუქტურას: საგამოფენო სივრცეს, მცენარეთა გენეტიკური რესურსების საცავს, აკადემიის საინფორმაციო ცენტრს და სხვა.
სხდომა წარიმართა შემდეგი დღის წესრიგით: 
- შეხვედრის გახსნა სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე.
- მისასალმებელი სიტყვა - აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი, დენის სალუქვაძე.
- მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე -
სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიმდინარე საქმიანობისა და მიღწევების მიმოხილვა; მომავალი სტრატეგიული გეგმები.
- სოფლის მეურნეობის მინისტრი, დენის სალუქვაძე - სამინისტროსა და აკადემიას შორის თანამშრომლობის გაღრმავება; ერთობლივი პროგრამები და პროექტები; აგრარული სექტორის ინოვაციური განვითარება
- დისკუსია.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ: აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი გურამ ალექსიძე; აკადემიის მთავარი აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ალექსანდრე დიდებულიძე, აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, აკადემიკოსი ანატოლი გიორგაძე, აკადემიის პრეზიდიუმის მრჩეველი აკადემიკოსი ნოდარ ჭითანავა, აგროინჟინერიის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი რევაზ მახარობლიძე, გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ლაშა დოლიძე, აკადემიის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამეცნიერო-საკოორდინაციო ცენტრის დირექტორი, აკადემიკოსი ზაურ ფუტკარაძე, აკადემიკოსი ჯემალ კაციტაძე, აკადემიკოსი ჯემალ გუგუშვილი.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ: მინისტრის მოადგილე ირმა აფხაზავა, აგრარული განვითარების დეპარტამენტის უფროსი ლევან ბოლქვაძე.
შეხვედრის ბოლოს ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიასა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის.

