საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

კონფერენცია

8 მაისი - ღვინის ეროვნული დღე

 

  kkkk         მიმდინარე წლის 8 მაისს ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში გაიმართა კონფერენცია, რომელზეც განხილულ იქნა პროგრამის — „ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის სამეცნიერო კვლევა“ — მიმდინარეობა და სამომავლო გეგმები. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, 2017 წელს, საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებამ საქართველო ღვინის სამშობლოდ აღიარა. კონფერენციაზე ასევე იმსჯელეს მსოფლიო ღვინის სექტორის მიმდინარე მდგომარეობის, არსებული გამოწვევებისა და ბაზრების სპეციფიკის შესახებ.kkk111

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ საქართველოს ღვინის ინდუსტრიის წარმომადგენლები, მეცნიერები, ქართველი და უცხოელი ღვინის პროფესიონალები, მათ შორის: ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) გენერალური დირექტორი ჯონ ბარკერი; „ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევის სამეცნიერო პროექტის“ ხელმძღვანელი, პროფესორი დავით მაღრაძე; საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი, აკადემიკოსი დავით ლორთქიფანიძე; ტორონტოს უნივერსიტეტის პროფესორი სტივენ ბატიუკი; მილანის უნივერსიტეტის პროფესორი გაბრიელე კოლა; გეიზენჰაიმის უნივერსიტეტის პროფესორი გერგელი სოლნოკი; ღვინის მაგისტრები დებრა მეიბურგი, ლისა პეროტი და კონსტანტინ ბაუმი; ღვინის ექსპერტი და მწერალი რობერტ ჯოზეფი და სხვები.

e052991d 8aa5 4bb4 97b4 24d8be5efa91საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიიდან კონფერენციას ესწრებოდნენ აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი გურამ ალექსიძე და აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, აკადემიკოსი მარინე ბარვენაშვილი.

კონფერენცია გახსნა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა.4545454545

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა და ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) გენერალურმა დირექტორმა ჯონ ბარკერმა.

იმავე დღეს, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართა ღვინის ეროვნული დღისადმი მიძღვნილი საზეიმო საღამო, რომელშიც მონაწილეობდნენ საბალეტო და საოპერო ხელოვნების ცნობილი წარმომადგენლები, ქორეოგრაფიული დასები და სხვადასხვა შემოქმედებითი კოლექტივები. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიიდან ღონისძიებას ესწრებოდა აკადემიკოსი ლაშა დოლიძე.

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : info.gaas.georgia@gmail.com