საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღე

730748543 1644785310155431 5857195813544847955 n     მიმდინარე წლის 25 ივნისს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით და სურსათის ეროვნული სააგენტო ორგანიზებით, სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

       ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა გახსნა და სურსათის უვნებლობის სფეროში განხორციელებულ რეფორმებსა და მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა. მინისტრის განცხადებით, სახელმწიფოს მიზანია მომხმარებელთა დაცვის მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფა, ქართული პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესება და მისი კონკურენტუნარიანობის ზრდა ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე.

     საქართველოში სურსათის უვნებლობის საკითხი ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება. სახელმწიფო თანმიმდევრულად აძლიერებს კონტროლის მექანიზმებს, ავითარებს ლაბორატორიულ შესაძლებლობებს და ნერგავს საერთაშორისო სტანდარტებს. ჩვენი მიზანია, ქართული პროდუქცია ასოცირდებოდეს მაღალ ხარისხთან, სანდოობასთან და კონკურენტუნარიანობასთან როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე. ამ მიმართულებით განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სახელმწიფოს, ბიზნესისა და საზოგადოების თანამშრომლობას, რაც მომხმარებელთა ინტერესების დაცვისა და ქართული წარმოებისადმი ნდობის განმტკიცების მნიშვნელოვანი საფუძველია, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

   ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენელმა საქართველოში რაიმუნდ იელემ. მან ხაზი გაუსვა ქვეყანაში სურსათის უვნებლობის სისტემის გაძლიერების მიმართულებით FAO-სა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის მნიშვნელობას.

   საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საპატიო სიგელებით და ორდენებით დაჯილდოვდნენ სურსათის უვნებლობის სფეროში მოღვაწე წარმატებული მეცნიერები და სპეციალისტები, მათ შორის საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სურსათის უვნებლობისა და სასურსათო ტექნოლოგიის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს მდივანი, აკადემიკოსი ზურაბ ცქიტიშვილი.

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : info.gaas.georgia@gmail.com