საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

მილოცვა

სახელი, რომელიც ეპოქებს უკავშირდება –

ნოდარ ჭითანავა 90 წლისაა

 

 

d1ba4df3 213d 4d72 8239 92b40b5bd6ad   ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრს, აკადემიკოს ნოდარ ჭითანავას მიმდინარე წლის 10 მარტს დაბადებიდან 90 და სამეცნიერო, პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობის 60 წელი შეუსრულდა.

            ნოდარ ჭითანავა დაიბადა 1936 წლის 10 მარტს ზუგდიდის რაიონის სოფელ ჭკადუაშში. 1954 წელს წალენჯიხის საშუალო სკოლის ვერცხლის მედალზე დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო საქართველოს შრომის წითელი დროშის ორდენოსან პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, სპეციალობით სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობა, რომლის დამთავრების შემდეგ მიენიჭა ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაცია. 1968 წელს წარჩინებით დაამთავრა საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალურ კომიტეტთან არსებული უმაღლესი პარტიული სკოლა (შემდგომში საზოგადოებრივ მეცნიერებათა აკადემია) ფილოსოფიისა და პოლიტიკური ეკონომიის განხრით. 1970 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და მიენიჭა ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი. 1993 წელს სადოქტორო დისერტაციის დაცვის შემდეგ თემაზე: „ეკონომიკური, ორგანიზაციული და მმართველობითი ურთიერთობანი საქართველოს აგროსამრეწველო კომპლექსში საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის პერიოდში“, მიენიჭა ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. 1994 წელს აირჩიეს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად, ხოლო 1995 წელს - აკადემიის ნამდვილ წევრად - აკადემიკოსად. 2004 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის პროფესორთა საბჭოს გადაწყვეტილებით აკადემიკოს ნოდარ ჭითანავას მიენიჭა პროფესორის სამეცნიერო-პედაგოგიური წოდება (08.00.09. მაკროეკონომიკა, რეგიონული ეკონომიკა).

            მდიდარია ბატონი ნოდარ ჭითანავას შრომითი ბიოგრაფია. იგი შრომით საქმიანობას იწყებს კოლმეურნედ, სამშენებლო ბრიგადის ბრიგადირად. 1959 წლიდან მუშაობს კომკავშირულ და პარტიულ თანამდებობებზე: კომკავშირის ზუგდიდის რაიკომის ინსტრუქტორი, მეორე მდივანი, პირველი მდივანი; პარტიის ზუგდიდის რაიკომის მდივანი; ზუგდიდის სამრეწველო ზონის პარტკომის მდივნის მოადგილე; პარტიის ცენტრალური კომიტეტის სოფლის მეურნეობის განყოფილების ინსტრუქტორი; პარტიის ცხაკაიას რაიკომის პირველი მდივანი. 1973-1974 წლებში იყო საქართველოს კპ აჭარის საოლქო კომიტეტის მეორე მდივანი; 1974-1979 წლებში - საქართველოს სსრ სოფლის მეურნეობის მინისტრი, 1979-1985 წლებში - საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, 1985-1989 წლებში - საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივანი, ხოლო 1989-1990 წლებში - საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე.

საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, 1991-1992წლებში, საქართველოს რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობისა და სატყეო მეურნეობის მინისტრია; 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი.

ნოდარ ჭითანავას ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).

            აღსანიშნავია ისიც, რომ ბატონი ნოდარი არჩეული იყო საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს დეპუტატად, საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს დეპუტატად. 8 წლის (ორი მოწვევა) იყო ამავე საბჭოს მშენებლობისა და საშენ მასალათა მრეწველობის მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარე.

            ნოდარ ჭითანავა სახელმწიფოებრივ მოღვაწეობასთან ერთად წარმატებით ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას. 1993-2004 წლებში მუშაობდა საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური და რეგიონული პრობლემების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორად, ხოლო 2005 წლიდან ეწევა პედაგოგიურ და სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას.

            ფართო და მრავალფეროვანია ნოდარ ჭითანავას სამეცნიერო მოღვაწეობა. მისი კვლევები ეხება ისეთ ფუნდამენტურ საკითხებს, როგორებიცაა გლობალიზაცია და ეროვნული ეკონომიკის ტრანსფორმაცია, საქართველოს აგროსამრეწველო კომპლექსის განვითარება, რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარება, მიწის რესურსების რაციონალურად და ეფექტურად გამოყენება, საქართველოს ინტელექტუალური პოტენციალის გამოყენების თავისებურებები და სხვა.

            ნოდარ ჭითანავამ შეიმუშავა საბაზრო ურთიერთობებზე გადასვლის პერიოდში აგროსამრეწველო კომპლექსის ორგანიზაციულ-ეკონომიკური და მმართველობითი ურთიერთობების ფორმირებისა და სრულყოფის კონცეფცია. ეს და სხვა პრობლემები განხილულია მონოგრაფიებში:

- „საქართველოს სოფლის მეურნეობა: ტრანსფორმაცია, პრობლემები, პერსპექტივები“;

- „გარდამავალი პერიოდის სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები“;

- „სოციალური ეკონომიკა“ (თანაავტორობით);

- „საქართველოს ეკონომიკის მეტამორფოზები და პერსპექტივები“;

- „საქართველოს ეკონომიკის გამოწვევები და სტრატეგია“;

- „გლობალური გამოწვევები ერთპოლუსიან მსოფლიოში“ და სხვ.

            ნოდარ ჭითანავამ საკუთარ თავზე გამოსცადა ორი ეპოქის: საბჭოთა იმპერიისა და დამოუკიდებელი საქართველოს ინტერესების შეჯახების „ხილული“ და „უხილავი“ პროცესების ზემოქმედების ძალა. ორივე ეპოქაში ერთნაირი პასუხისმგებლობით, სიყვარულით და ერთგულებით ემსახურა სამშობლოს. იგი ფაქტობრივად არის „ხიდი“ წარსულსა და მომავალს შორის. შემთხვევით კი არ ეძახიან კოლეგები სახელმწიფოებრივი აზროვნების „უკანასკნელ მოჰიკანს“, „ცოცხალ არქივს“. იგი არის კარგი მაგალითი თუ როგორ შეიძლება ადამიანმა შეინარჩუნოს აკადემიური პატიოსნება და სახელმწიფოებრივი ხედვა მიუხედავად იმისა, თუ როგორია პოლიტიკური ძალების კონფიგურაცია ქვეყანაში.

            მისი მოღვაწეობის გამოკვეთილი სტილია: „ეკონომიკური პატრიოტიზმი“, რომელსაც იგი თვლის, როგორც სახელმწიფოებრივ აზროვნებას ეკონომიკაში, სადაც ბაზარი კი არ მართავს ქვეყანას, არამედ სახელმწიფო იყენებს საბაზრო ეკონომიკას მთელი საზოგადოების კეთილდღეობისათვის. მისთვის აგრარული კომპლექსი „ეკონომიკური პატრიოტიზმის“ - „გულია“ და ქვეყნის სუვერენიტეტის საფუძველი. რომ ეკონომიკა არ არის მხოლოდ ბაზრის მექანიზმების ერთობლიობა - იგი სოციალურ-სივრცითი სისტემაა, თავისი გენეტიკური კოდით.

            ნოდარ ჭითანავას სახელმწიფოებრივი და სამეცნიერო მოღვაწეობა ხასიათდება ეკონომიკური თეორიისა და პრაქტიკული გამოცდილების ერთიანობით, ეროვნული ინტერესების ორიენტაციის და ეკონომიკური განვითარების სისტემური ხედვით.

            ნოდარ ჭითანავას სახელმწიფოებრივი მოღვაწეობა უხდებოდა საქართველოს უახლესი ისტორიის გარდამტეხ პერიოდში, როცა ქვეყანა საბჭოთა იმპერიიდან გამოსვლისა და დამოუკიდებლობის გზას ადგა.

            განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა 1989-1990 წლებში ნოდარ ჭითანავას ინიციატივით საქართველოს მინისტრთა საბჭოს იმ საკვანძო დადგენილებებს, რომლებიც დემოგრაფიული მდგომარეობის გაჯანსაღებას ითვალისწინებდა. იმ დროს მეცნიერებათა აკადემიის სისტემაში შეიქმნა დემოგრაფიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი. მომავლისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობა ჰქონდა მრავალშვილიანი ოჯახების მატერიალური და მორალური მხარდაჭერის სხვადასხვა ფორმის გამოყენების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებებს.

განუზომელია ბატონი ნოდარ ჭითანავას როლი 1990 წლის 12 აპრილის საქართველოს სსრ-ის მინისტრთა საბჭოს მიერ 183-ე დადგენილების - „რელიგიის საქმეთა საკითების“ შესახებ მიღებასთან დაკავშირებით. აღნიშნული დადგენილება, რომელსაც თავად ბატონი ნოდარი აწერდა ხელს არ იყო უბრალოდ „კიდევ ერთი საბჭოთა დოკუმენტი“ — ეს იყო გაბედული პოლიტიკური ნაბიჯი, რომელმაც იურიდიულად დააკანონა ის, რაც ფაქტობრივად უკვე ხდებოდა ეროვნული მოძრაობის ფონზე, და საფუძველი ჩაუყარა ეკლესიისა და სახელმწიფოს თანამედროვე ურთიერთობებს. ეს იყო გარდამავალი პერიოდის ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება რელიგიის სფეროში.

ეს დადგენილება იყო ფუნდამენტი, რაზეც 90-იან წლებში ქართული ეკლესიის სიმტკიცე დაშენდა და ამით ეკლესიას შეექმნა ეროვნული კონსოლიდაციისათვის საჭირო რესურსი, რაც დამოუკიდებლობის მოპოვების გზაზე გადამწყვეტი ფაქტორი გახდა.

ნოდარ ჭითანავა იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც მიზანმიმართულად დაიწყო მუშაობა საქართველოს ეკონომიკური დამოუკიდებლობის პრობლემებზე. მისი ხელმძღვანელობით შექმნილმა სპეციალისტთა ჯგუფმა 1990 წელს მოამზადა ეკონომიკური დამოუკიდებლობის კონცეფცია, რომელიც დაამტკიცა საქართველოს უმაღლესმა საბჭომ.

საგანგებოდ უნდა აღინიშნოს 1990 წელს მარტში საქართველოს უმაღლესი საბჭოს (საბჭოთა ორგანო) მიერ „საქართველოს ოკუპირებულ და ანექსირებულ ქვეყნად აღიარების შესახებ“ - გადაწყვეტილების მიღებაში მაშინდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობის როლი (ნოდარ ჭითანავა მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე იყო).

საბჭომ გადადგა უპრეცენდენტო ნაბიჯი. 1921 წლის 25 თებერვალს საქართველოში წითელი არმიის შემოსვლას მისცა აგრესიის კვალიფიკაცია, საქართველო აღიარა ოკუპირებულ და ანექსირებულ ქვეყნად და გააუქმა ყველა ძირითადი საკანონმდებლო აქტი, რომელიც 1921 წლის შემდეგ იყო მიღებული.

საქართველოს ეკონომიკური სუვერენიტეტის მოპოვებისათვის ბრძოლაში ერთ-ერთ პირველ ნაბიჯად ითვლება 1990 წელს საქართველოს მინისტრთა საბჭოს ისტორიული დადგენილება საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის დაფუძნებისა და მისი სტრუქტურის განსაზღვრის შესახებ. ამ გადაწყვეტილებით საქართველომ თავისთავზე აიღო ქვეყნის აგრარულ-სამრეწველო კომპლექსის მეცნიერული მართვის ფუნქცია.

დღესაც აკადემიასთან არის დაკავშირებული ნოდარ ჭითანავას მოღვაწეობა. იგი არის პრეზიდიუმის წევრი-მრჩეველი და სამეცნიერო მიმართულებების კოორდინატორი. ენერგიულად და მიზანმიმართულად მონაწილეობს ქვეყნის აგრარული სექტორის განვითარების მეცნიერული საფუძვლების განსაზღვრაში, აკადემიის წარმმართველი როლის გაძლიერებაში. იძლევა შრომის, მაღალი პასუხისმგებლობის, კვლევაში სიახლეების გამოყენების, ქვეყნის ეკონომიკის განვითარების მასშტაბური ხედვის, ჯერ კიდევ გამოუყენებელი რესურსული პოტენციალის კომპლექსურად და დაჩქარებით ამოქმედების შესაძლებლობების ძიების მისაბაძ მაგალითს.

ნოდარ ჭითანავა პიროვნება-სახელმწიფო მოღვაწე-მეცნიერი კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორი ერთგულებით უნდა ემსახურებოდეს თანამედროვე მამულიშვილი მშობლიურ მიწა-წყალს, აცნობიერებდეს პასუხისმგებლობას, რომ სამშობლოს იდენტობისა და თვითმყოფადობის შენარჩუნება-განმტკიცება ყველა დროის ქართველის სისხლ-ხორცეული მოვალეობაა.

          საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია გულითადად ულოცავს აკადემიკოს ნოდარ ჭითანავას ამ ღირსშესანიშნავ თარიღებს -დაბადებიდან 90 და სამეცნიერო, პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობის 60 წელს, უსურვებს ჯანმრთელობას, ხანგრძლივ სიცოცხლეს, ნაყოფიერ შემოქმედებით საქმიანობას ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ.

ველური ბუნების მსოფლიო დღე

53d8a59c 1202 4a79 ac9a af793342c76aმიმდინარე წლის 6 მარტს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სხდომათა დარბაზში აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების ორგანიზებით გაიმართა ველური ბუნების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი თემატური სხდომა. სხდომას ესწრებოდნენ: აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს - მდივანი, აკადემიკოსი ლაშა დოლიძე, წევრ - კორესპონდენტი, . გულისაშვილის სატყეო ინსტიტუტი დირექტორის /, სატყეო საქმის დოქტორი გიორგი ქავთარაძე, განყოფილების სტიპენდიატი: სოფლის მეურნეობის დოქტორი ზვიად ტიგინაშვილიგულისაშვილის სატყეო  ინსტიტუტის  მეცნიერ-თანამშრომელი, ბიოლოგიის დოქტორი მედეა ბურჯანაძე,  აპარატის თანამშრომლები.

 

სხდომა გახსნა აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს - მდივანმა, აკადემიკოსმა ლაშაქ დოლიძემ. მოკლე მისალმების შემდეგ, მან სიტყვა გადაცა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტის ასოცირებულ პროფესორს, აკადემიის სტიპენდიანტს, სოფლის მეურნეობის დოქტორ ზ. ტიგინაშვილს, რომელმაც წარმოადგინა მოხსენება თემაზე: „საქართველოს ტყეების პოტენციალი და ნახშირბადით ვაჭრობის ახალი შესაძლებლობები“.

მომხსენებელმა აღნიშნა, რომ კლიმატის ცვლილება დღეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გლობალური გამოწვევაა. ტყეები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ამ პრობლემის შემცირებაში. ისინი ატმოსფეროდან შთანთქავენ ნახშირორჟანგს (CO) და ამცირებენ სათბურის გაზების რაოდენობას. საქართველოს ტყეებს მხოლოდ ეკოლოგიური მნიშვნელობა არა აქვთ. შესაძლებელია რომ ისინი მნიშვნელოვანი ეკონომიკური რესურსიც გახდნენ ნახშირბადის კრედიტების ბაზარზე.

საქართველოს ტყის ფართობი ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით 44%- შეადგენს. ტყეები ასრულებენ მრავალ ფუნქციას: ნახშირორჟანგის შთანთქმას, ბიომრავალფეროვნების დაცვას, ნიადაგის ეროზიის შემცირებას და წყლის რესურსების რეგულაციას. ფოტოსინთეზის პროცესში ტყეები ატმოსფეროდან შთანთქავენ CO- და ინახავენ მას ხე მცენარეებში, ბიომასასა და ნიადაგში. საშუალოდ, 1 ჰექტარი ტყე შეიძლება შეიცავდეს 200–400 ტონა CO-.

ნახშირბადით ვაჭრობა არის ეკონომიკური მექანიზმი, რომელიც საშუალებას იძლევა CO-ის ემისიის შემცირება გადაიქცეს ფინანსურ სარგებლად. მისი ძირითადი პრინციპი შემდეგია: 1 ტონა CO უდრის ერთ Carbon Credit-. კომპანიები ამ კრედიტებს ყიდულობენ საკუთარი ემისიების კომპენსაციისთვის. თუ საქართველო ჩაერთვება ნახშირბადით ვაჭრობაში, შესაძლებელი იქნება წლიურად დაახლოებით 150–250 მილიონი დოლარის შემოსავლის მიღება, რაც შეიძლება გახდეს ახალი ეკონომიკური სექტორი, ინვესტიციების წყარო და რეგიონული განვითარების მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი.

თუმცა ამ მიმართულებით არსებობს გარკვეული გამოწვევებიც. მათ შორისაა ტყის მონიტორინგის ეფექტური სისტემის შექმნა, ნახშირბადის მარაგების ზუსტი ინვენტარიზაცია, შესაბამისი სამართლებრივი რეგულაციების ჩამოყალიბება და არალეგალური ჭრის პრობლემის შემცირება. ამ სფეროს განვითარებისათვის აუცილებელია ეროვნული ნახშირბადის ბაზის (Carbon Registry) შექმნა, სატელიტური მონიტორინგის დანერგვა და რაც ძალზედ მნიშვნელოვნია ტყეების სერტიფიცირება საერთაშორისო დონეზე.

საბოლოოდ, საქართველოს ტყეებს აქვთ დიდი პოტენციალი არა მხოლოდ გარემოს დაცვის თვალსაზრისით, არამედ როგორც ეკონომიკურ რესურსს გლობალური ნახშირბადის ბაზარზე. ნახშირბადით ვაჭრობის განვითარება შეიძლება გახდეს ქვეყნისთვის ახალი შესაძლებლობა, რომელიც ერთდროულად შეუწყობს ხელს კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლას, ბუნებრივი რესურსების დაცვას და ეკონომიკის განვითარებას.

თემატური სხდომის დასასრულს გაიმართა გაიმართა მეტად საინტერესო დისკუსია კითხვა - პასუხის რეჟიმში. დასმულ შეკითხვებზე მომხსენებელმა ამომწურავი პასუხები გასცა.

თეატური სხდომა შეაჯამა აკადემიის, გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს - მდივანმა, აკადემიკოსმა ლაშა დოლიძემ, რომელმაც მადლობა გადაუხადა მომხსენებლებსა და დამსწრე საზოგადოებას მობრძანებისათვის და აღნიშნა, რომ მსგავსი შეხვედრები ხელს შეუწყობს მომავალში საქართველოს ტყეებთან დაკავშირებულ აქტუალური საკითხების განხილვა-გადაწყვეტას.

 

საზეიმო შეხვედრა

ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საზეიმო შეხვედრა

 

20536b4c 46f5 4176 851a e55079c8c461   საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში 2026 წლის 6 მარტს გაიმართა საზეიმო შეხვედრა, რომელიც მიეძღვნა ქალთა საერთაშორისო დღეს - 8 მარტს.

       საზეიმო შეხვედრას ესწრებოდნენ: აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე; პრეზიდენტის მოადგილე, აკადემიკოსი ანატოლი გიორგაძე; მთავარი აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ალექსანდრე დიდებულიძე; აკადემიური დეპარეტამენტის უფროსი, აკადემიკოსი მარინე ბარვენაშვილი; პრეზიდიუმის მრჩეველი აკადემიკოსი ნოდარ ჭითანავა; გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მჯეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ლაშა დოლიძე, აკადემიკოსი ჯემალ გუგუშვილი და აპარატის თანამშრომლები.

საზეიმო სხდომა გახსნა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გივი ჯაფარიძემ, რომელმაც მისალმების შემდეგ აღნიშნა, რომ ქალთა საერთაშორისო დღე - 8 მარტი მნიშვნელოვანი თარიღია. იგი გლობალური დღესასწაულია და მიზნად ისახავს ქალების დაფასებას, გაძლიერებას და მათი მიღწევების წინ წამოწევას. ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ აკადემიაში თანამშრომელთა უმრავლესობა ქალბატონებია, რომლებიც ჯეროვნად ასრულებენ თავიანთ საქმიანობას. შემდეგ ქალბატონებს მიულოცა დამდეგი დღესასწაული, უსურვა ჯანმრთელობა, კეთილდღეობა და წარმატებები სამომავლო საქმიანობაში.

ქალბატონებს 8 მარტი ასევე მიულოცეს პრეზიდიუმის მრჩეველმა, აკადემიკოსმა ნოდარ ჭითანავამ და პრეზიდენტის მოადგილემ აკადემიკოსმა ანატოლი გიორგაძემ.

საზეიმო შეხვედრის დასასრულს აკადემიური დეპარტამენტის უფროსმა, აკადემიკოსმა მარინე ბარვენაშვილმა აპარატში მომუშავე ქალბატონებს ხანგრძლივი და ნაყოფიერი შრომითი საქმიანობისათვის სიგელები გადასცა.d8787914 ae30 4601 a20e 38c2535a2bce

 

აკადემიის საპატიო სიგელით დაჯილდოვდა:

მთავარი ბუღალტერი - ეთერ ყურაშვილი.

 

მადლობის სიგელები გადაეცათ:

კადრების ინსპექტორს - ეკატერინე მიგრიაულს;

კანცელარიის უფროსს - ირმა ჭყოიძეს;

წამყვან სპეციალისტს - პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს -  b3c32779 d2c5 4e11 87a6 ee77b1a3606d

ციალა თეგეტაშვილს;

უფროსი სპეციალისტს - ლუიზა წიკლაურს;  

დამლაგებელს - ლუდმილა სულაქველიძეს;

წამყვან სპეციალისტს - მარიამ მოსაშვილს; 

წამყვან სპეციალისტს - საინფორაციო ცენტრის ხელმძღვანელს - ქეთევან ჭიპაშვილს;

დამლაგებელს - ქრისტინე სამხარაძეს.

 

 

 

 

 

 

 

 

სამუშაო შეხვედრა

საქართველოში ინკლუზიური და ეკოლოგიურად მდგრადი ტყის

არამერქნული პროდუქტების ღირებულებათა ჯაჭვების გაძლიერება

 

972c1264 25fa 475e be4c 7f37b1d98506  2026 წლის 4-5 მარტს, თბილისში სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართა სამუშაო შეხვედრა თემაზე: „საქართველოში ინკლუზიური და ეკოლოგიურად მდგრადი ტყის არამერქნული პროდუქტების ღირებულებათა ჯაჭვების გაძლიერება.

სამუშაო შეხვედრის ძირითად მიზნებს წარმოადგენდა: შესაძლებლობების გაძლიერება: გლობალურ საუკეთესო პრაქტიკასა და რეგიონულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, ტყის არამერქნული პროდუქტების ეკონომიკური, გარემოსდაცვითი და სოციალური მნიშვნელობის შესახებ ცოდნის გაღრმავება;

სტრატეგიული დაგეგმვა: საქართველოში ტყის არამერქნული პროდუქტების პრიორიტეტული ღირებულებათა ჯაჭვებისთვის ერთობლივი საგზაო რუკის შემუშავება და სამომავლო პოტენციური პროექტების ზოგადი მონახაზის იდენტიფიცირების გზით ღირებულებათა ჯაჭვების გაძლიერება.

სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ: ეროვნული სამთავრობო უწყებების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების (NGO), აკადემიური წრეებისა და კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენლები; აგრეთვე, ტექნიკური ექსპერტები, მწარმოებლები და ტყის არამერქნული პროდუქტების ღირებულებათა ჯაჭვში ჩართული სხვა დაინტერესებული მხარეები. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიიდან სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს - მდივანი, აკადემიკოსი, ლაშა დოლიძე.

ტყის არამერქნული პროდუქტები მოიცავს ტყიდან მიღებულ ყველა იმ რესურსს, რომლის შემადგენლობაში არ არის მერქანი. ასეთ რესურსებს მიეკუთვნება სოკო, სამკურნალო ნედლეულ, ტექნიკურ ნედლეულ, ბალახოვანდა ბუჩქოვან მცენარეებ და მათ პროდუქტები და სხვა. ეს პროდუქტები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ:

  • ტყეზე დამოკიდებული თემებისთვის შემოსავლის დივერსიფიკაციაში
  • ტყის მდგრადი მართვის პრაქტიკის ჩამოყალიბებაში
  • ადგილობრივი, რეგიონული და ეროვნული ეკონომიკის განვითარებაში.

ტყის არამერქნული პროდუქტები ტყის ეკოსისტემური სერვისების მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული ეკოლოგიურ და ეკონომიკურ მდგრადობასთან.

ტყის არამერქნული პროდუქტების ღირებულებათა ჯაჭვის პოტენციალის სრული ათვისებისთვის მნიშვნელოვანია:

  • ბაზარზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება: მწარმოებლების დაკავშირება მაღალღირებულების მქონე ბაზართან და მომხმარებლებთან.
  • პროდუქტის ხარისხისა და ღირებულების გაზრდა: ტყეზე დამოკიდებულ თემებში შესაძლებლობების გაძლიერება და ინვესტიციების ხელშეწყობა.
  • პროდუქტის სერტიფიცირება და მიკვლევადობა: სერტიფიცირების სქემების გამოყენებით მდგრადობის სტანდარტების დანერგვა, პროდუქტის მიმართ სანდოობის ამაღლებ და ბაზარზე წვდომის გაუმჯობესება.
  • პროდუქტის გაზრდილი მედეგობა: პროდუქციისა და ბაზრის დივერსიფიკაცია პოტენციური რისკების შესამცირებლად.
  • ინტეგრირებული გრძელვადიანი დაგეგმვა: ტყის არამერქნული პროდუქტების დაკავშირება ტყის მდგრადი მართვის ზოგად მიზნებთან გრძელვადიანი და ხელშესახები სარგებლის მიღების მიზნით.
  • ხელშემწყობი ღონისძიებები: მთავრობის მიერ სექტორის მხარდაჭერა.ef1fb3d8 3ee2 4823 89cd 54a3f3f3b751

საქართველო ახორციელებს სატყეო სექტორის რეფორმას, რომლიც მიზნად ისახავს ტყის მდგრადი მართვის სისტემის ჩამოყალიბებას. 2020 წელს მიღებულმა ტყის ახალმა კოდექსმა და მისმა კანონქვემდებარე აქტებმა სახელმწიფო და მუნიციპალური ორგანოები მიერ ტყის მერქნულ და არამერქნულ რესურსებმდგრადი პრინციპების შესაბამისად მართვის სამართლებრივი საფუძველი შექმნა. რეფორმის ფარგლებში, კავკასიის რეგიონში პირველად, ჩატარდა ტყის ეროვნული აღრიცხვა, რომლითაც დადგინდა საქართველოს ტყეების ეკოლოგიური მდგომარეობა და მომზადდა შესაბამისი პოლიტიკური რეკომენდაციები ეკოლოგიური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. რეფორმა ასევე მოიაზრებს ტყის მართვის დონის ინვენტარიზაციის დასრულებას და ტყის მართვის გეგმების დამტკიცებას, ტყის თანამედროვე ციფრული მონიტორინგის სისტემების დანერგვას, უსისტემო ჭრასთან და მერქნის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული რეგულაციების გამკაცრებას, დეგრადირებული ტყეების აღდგენასა და დაცული ტყის სტატუსის მქონე ფართობების ეტაპობრივ ზრდას. რეფორმით გათვალისწინებული სამართლებრივი და ინსტიტუციური ცვლილებები მიზნად ისახავს ტყის ეკოლოგიური და ეკონომიკური პრინციპების ჰარმონიზაციას და საქართველოს საერთაშორისო კლიმატური ვალდებულებების შესრულების ხელშეწყობას. შინამეურნეობები დამოკიდებულნი არიან საშეშე მერქანდა ტყის არამერქნულ პროდუქტებზე. ამ მიზნებისთვის, სატყეო სექტორის რეფორმა მოიცავს 2027 წლიდან ხეტყის მდგრადი დამზადება-მიწოდების სისტემაზე გადასვლას. გარდა აღნიშნულისა, რეფორმა ითვალისწინებს მრავალმიზნობრივი ტყითსარგებლობის პრინციპზე დაყრდნობით, არამერქნული პროდუქტების ეკონომიკური ღირებულებათა ჯაჭვების განვითარება და ტყეზე დამოკიდებული მოსახლეობის მხარდაჭერას. მიმდინარე სატყეო რეფორმის კონტექსტში, აღნიშნული სამუშაო შეხვედრა მიზნად ისახავდა ტყის არამერქნული პროდუქტების ღირებულებათა ჯაჭვების გაძლიერების საჭიროებებსა და შესაძლებლობებზე დისკუსიას.

სამუშაო შეხვედრისას, ყურადღება დაეთმო ტყის არამერქნული პროდუქტების ღირებულებათა ჯაჭვების (მათ შორის წარმოების, გადამუშავების, მარკეტინგისა და მმართველობის) ინტეგრირებას და ჰარმონიზაციას ტყის მდგრადი მართვის ეკოლოგიურ და ეკონომიკურ პრინციპებთან. სამუშაო შეხვედრა მოიცავდა ტექნიკურ სესიებს, ტყის არამერქნული პროდუქტების ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზს და ჯგუფურ სამუშაოებს მონაწილეთა ჩართულობით. ღონისძიება მიზნად ისახვდა არსებულ გამოწვევებზე საერთო ხედვის ჩამოყალიბებას, პრიორიტეტულ აქტივობებისა და პრაქტიკულ ნაბიჯების განსაზღვრას ტყის არამერქნული პროდუქტების ღირებულებათა ჯაჭვის სრული პოტენციალის ასათვისებლად, რაც, თავის მხრივ, ემსახურება ბიომრავალფეროვნების კონსერვაცის, საარსებო წყაროების მდგრადობისა და ტყის რესურსების გონივრულ გამოყენებ მიზნებს.

სამუშაო შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით გახსნა - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტყის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა კარლო ამირგულაშვილმა, შემდგომ გაიმართა მოხსენება - პრეზენტაციების წარდგენა. კერძოდ წარმოდგენილი იქნა შემდეგი მოხსენებები: „ტყის არამერქნული პროდუქტის ღირებულებათა ჯაჭვები – გლობალური მიმოხილვა“ - ჯულია მიური - გაეროს ტყის სამმართველო, სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია; „ტყის არამერქნული პროდუქტების ჯაჭვები თურქეთში“ - ისმაილ ბელენი - თურქეთის სოფლის მეურნეობისა და სატყეო სამინისტროს სატყეო მეურნეობის გენერალური დირექტორატის მთავარი ინსპექტორი; „ტყის არამერქნული პროდუქტები საქართველოში“ - გიორგი გუჯარაიძე, საქართველოს ტყის პროდუქტების ასოციაციის თავმჯდომარე; „ტყის არამერქნული პროდუქტის ღირებულებათა ჯაჭვების მხარდამჭერი პროექტები“ - ჯიმშერ კოშაძე, პროექტის მენეჯერი - სოფლის განვითარება, სოფლის მეურნეობა და სასურსათო უსაფრთხოება, კავკასიის ელექტრონული ქსელი (CENN); „საქართველოში მაჟალოს (ველური ვაშლის) ღირებულებათა ჯაჭვის შეფასების კვლევის წარდგენა“ - გიორგი ანდულაძე ღირებულებათა ჯაჭვის ექსპერტი; „ველურად მზარდი მცენარეული ჩაიშეგროვება, დამუშავება, წარმოება და მარკეტინგი“ - ნათია ფსუტური, კოოპერატივი არაგველები“; „ჩირის პროდუქტები“ - ილაარ ჩემა, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „თიანეთი ნობათი“; „სამკურნალო მცენარეული ნედლეულის წარმოება და რეალიზაცია“ - ელისაბედ ხმიადაშვილი კახეთის ბიო“; „თიგის სახლი - ტყის არამერქნული პროდუქტების გამოყენება არომატების, ემოციების, მოგონებების და კავშირების შესაქმნელად“ - თეონა თაბორიძე, Melaanian Vintage“; „ორგანული სერტიფიცირების პროცესი: შესაძლებლობები და გამოწვევები ტყის არამერქნული პროდუქტებისთვის საქართველოში“ - დავით ბედოშვილი „კავკასსერტი“ ; „პრობლემების ხის მეთოდოლოგია და შედეგი ტყის არამერქნული ღირებულებათა ჯაჭვების შეფასებისთვის საქართველოში’’ - დომინიკ რიბი, რეგიონალური კონსულტანტი, პაატა ტორჩინავა ეროვნული კონსულტანტი; „ტყის არამერქნული პროდუქტების კრიტერიუმები და ინდიკატორები ღირებულების ჯაჭვებისთვის და მათი პოტენციური გამოყენება ეროვნულ საგზაო რუკაში“ - დანიელ გრისვოლდი გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისია; „მეწარმეობა და მცირე/საშუალო ბიზნესის განვითარება მერქნული და არამერქნული ტყის პროდუქტების სექტორში“ - გიორგი თელიაშვილი, ეროვნული მრჩეველი ტყესთან დაკავშირებული ღირებულების ჯაჭვების საკითხებში, GIZ/ECO.Georgia ; „ფინანსური ინსტრუმენტების ანალიზი საქართველოში ტყის არამერქნული პროდუქტების განვითარებისთვის“ - რეზო გეტიაშვილი, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN) დირექტორის მოადგილე.

   მოხსენება - პრეზენტაციების ირგვლივ გაიმართა აქტიური დისკუსია კითხვა - პასუხის რეჟიმში.

სამუშაო შეხვედრის შედეგად შემუშავდა საქართველოში ტყის არამერქნული პროდუქტების ღირებულებათა ჯაჭვების სტრატეგიული ეროვნული საგზაო რუკ და სამომავლოდ, დონორებისთვის წარსადგენი საპროექტო წინადადების კონცეფცია.

მრგვალი მაგიდა,

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის

წევრ-კორესპონდენტი ლევან ლაზიშვილი -100

 

688fe13f 3161 4276 8d33 38d7089c66d2  საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სურსათის უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიის მეცნიერებათა განყოფილებაში მიმდინარე წლის 27 თებერვალს მოეწყო მრგვალი მაგიდა, რომელიც მიეძღვნა ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორის, დამსახურებული ინჟინრისა და გამომგონებლის, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტის ლევან ლაზიშვილის დაბადებიდან 100 წლისთავს.

     მრგვალ მაგიდას ესწრებოდნენ: აკადემიის სურსათის უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ზურაბ ცქიტიშვილი, განყოფილების წევრები, აკადემიკოსები: თემურ რევიშვილი, გურამ პაპუნიძე, ედიშერ კვესიტაძე, წევრ-კორესპონდენტი მალხაზ დოლიძე, აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, აკადემიკოსი მარინე ბარვენაშვილი, ასევე აკადემიის წამყვანი სპეციალისტი ლარისა ჩაიკა და საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი ქეთევან ჭიპაშვილი. აღსანიშნავია რომ მრგვალ მაგიდას სტუმრის სტატუსით ესწრებოდა საქართველოს ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტი, ბატონი თენგიზ სვანიძე.

            მრგვალი მაგიდა გახსნა და დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა სურსათის უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა, აკადემიკოსმა ზურაბ ცქიტიშვილმა. ბატონმა ზურაბმა ხაზი გაუსვა ლევან ლაზიშვილის დამსახურებას ქართული ჩაის პოპულარიზაციის მიმართულებით, მის ღვაწლს დარგის განვითარების საქმეში. შემდეგ სიტყვა გადასცა აკადემიკოს გურამ პაპუნიძეს, რომელიც ფართო მოხსენებით წარსდგა აუდიტორიის წინაშე.

აკადემიკოსმა გურამ პაპუნიძემ მსმენელებს გააცნო ლევან ლაზიშვილის ბიოგრაფიული მონაცემები. აღინიშნა, რომ ლევან ლაზიშვილი სპეციალობით გახლდათ ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების გადამუშავების ინჟინერ-ტექნოლოგი, რომელმაც ცხოვრების უდიდესი ნაწილი ჩაის მცენარის კულტურის შესწავლას დაუთმო. ამაზე ნათლად მეტყველებს მისი საკანდიდატო და სადოქტორო ნაშრომები, რომლებიც შესაბამისად დაიცვა თემებზე: ,,ლაოჩას ტექნოლოგია“ და „ჩაის მცენარის უხეში ყლორტების გამოკვლევა და მათი რაციონალური გამოყენებისა და ტექნოლოგიური პროცესების ინტენსიფიკაციის გზები“. მომხსენებელმა ასევე ყურადღება გაამახვილა ლ. ლაზიშვილის საქმიანობაზე, როგორც ხელმძღვანელ თანამდებობებზე ყოფნისას, ასევე სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებში მუშაობისას. კერძოდ, იმაზე რომ ბატონი ლევანი წლების განმავლობაში გენერალური დირექტორის რანგში წარმატებით ხელმძღვანელობდა ბათუმის ჩაის ფაბრიკების სარაიონოთშორისო საწარმოო და ქობულეთის სარაიონო საწარმოო გაერთიანებებს. იყო ბათუმის აგრარული ბიოტექნლოგიებისა და ბიზნესის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში, ამავდროულად ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობასაც.ea0e6768 7934 41e6 812d 50b38cf25787

მომხსენებელმა ხაზგასმით აღნიშნა ლ. ლაზიშვილის მიერ წარმოებული მნიშვნელოვანი კვლევები, რომლებიც ეხებოდა ჩაის უხეში ფოთლის ქიმიური თვისებები შესწავლასა და მისგან ლაო-ჩაის დამზადების ტექნოლოგია; მწვანე და შავი ჩაისათვის ახალი კომპლექსური ტექნოლოგიისა და დაბრიკეტების ახალი ხერხის შემუშავებას; მწვანე ჩაის წარმოებაში ენერგო დამზოგი მეთოდის შესამუშავებლად ჩაის ფოთლის თერმული დამუშავების მანქანათა სისტემის შექმნას და სხვ.

            მრგვალ მაგიდაზე ლ. ლაზიშვილის საქმიანობის შესახებ და მის დამსახურებაზე დარგის განვითარების მიმართულებით ასევე ისაუბრეს აკადემიკოსმა თემურ რევიშვილმა და წევრ-კორესპონდენტმა მალხაზ დოლიძემ. ლ. ლაზიშვილი განსაკუთრებული სითბოთი და სიყვარულით გაიხსენა ბატონმა თენგიზ სვანიძემ, რომელმაც ბატონ ლევანზე ისაუბრა არა მარტო როგორც ნიჭიერ და წარმატებულ მეცნიერზე, არამედ როგორც გულისხმიერ და კეთილმოსურნე ადამიანზე, რომელიც დაჯილდოებული იყო არაერთი დადებითი პიროვნული თვისებით.

            მრგვალი მაგიდის მუშაობა შეაჯამა აკადემიის სურსათის უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა, აკადემიკოსმა ზ. ცქიტიშვილმა, რომელმაც მადლობა გადაუხადა განყოფილების წევრებსა და მოწვეულ სტუმრებს მრგვალი მაგიდის მუშაობაში აქტიური მონაწილეობის მიღებისათვის.

კომისიის სხდომა

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ბუნებრივი კატასტროფების სამეცნიერო პრობლემების შემსწავლელი კომისიის სხდომა

 

17096d48 2fe2 479a a2de f0b1463f43fb 2026 წლის 26 თებერვალს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სხდომათა დარბაზში გაიმართა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ბუნებრივი კატასტროფების სამეცნიერო პრობლემების შემსწავლელი კომისიის სხდომა. წარმოდგენილი იყო თემა: „ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმისა და ბაღ-პარკის ტერიტორიის უსაფრთხოება წყალდიდობებისაგან“ - მომხსენებელი: გივი გავარდაშვილი - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ბუნებრივი კატასტროფების სამეცნიერო პრობლემების შემსწავლელი კომისიის თავმჯდომარე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი.

კომისიის სხდომას ესწრებოდნენ: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი რ. მეტრეველი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმის და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ბუნებრივი კატასტროფების სამეცნიერო პრობლემების შემსწავლელი კომისიის წევრები. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიიდან სხდომას ესწრებოდა აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს - მდივანი, აკადემიკოსი ლ. დოლიძე.da1fc48c a91b 410a a8b8 18cc3bff0b42

კომისიის სხდომა მისასალმებელი სიტყვით გახსნა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა რ. მეტრეველმა, შემდეგ მან სიტყვა გადაცა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ბუნებრივი კატასტროფების სამეცნიერო პრობლემების შემსწავლელი კომისიის თავმჯდომარეს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოს გივი გავარდაშვილს, რომელმაც პრეზენტაციაში წარმოდგინა სამტრედიის რაიონის სოფელ დიდ ჯიხაიშში მდებარე ნიკო ნიკოლაძის სახლ - მუზეუმისა და იქ განთავსებული ბაღ-პარკის ტერიტორიის წყალდიდობებისაგან დაცვის საინჟინრო-ინოვაციური მიდგომების გამოყენებით მიღებული შედეგები.

პრეზენტაციაში განხილული და შეფასებული იყო ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმის ტერიტორიის მეტეო-კლიმატური პირობები, ასევე, ჩატარებული ლაბორატორიულ-სამეცნიერო კვლევების საფუძველზე შეფასებული ნიადაგ-გრუნტის ფიზიკურ-მექანიკური თვისებები.

სახლ-მუზეუმის ტერიტორიაზე განხორციელებულია საინჟინრო-გეოლოგიური და ჰიდროგეოლოგიური კვლევები, ასევე ზედაპირული წყლებისა და გრუნტის წყლების კომპლექსური ლაბორატორიულ-სამეცნიერო კვლევები.

მუზეუმის ტერიტორიაზე წყლით დატბორილი სიღრმებიის გაანგარიშებისათვის დადგენილია ზედაპირული წყლის ნაკადების ძირითადი ჰიდროლოგიური და ჰიდრავლიკური პარამეტრები წვიმის მაქსიმალური ინტენსივობის მხედველობაში მიღებით.

ჩატარებული სამეცნიერო-კვლევითი და ლაბორატორიული კვლევების შედეგად მიღებული მონაცემების საფუძველზე ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმისა და ბაღ-პარკის ტერიტორიის უსაფრთხოების მიზნით ზედაპირული წყლების რეგულირებისათვის დაპროექტებულია წყალარინების სისტემა, ხოლო გრუნტის წყლების მოცილებისათვის კი - სადრენაჟო სისტემა, რაც ობიექტის წყალდიდობებისაგან დაცვის საშუალებას იძლევა.  

აღნიშნული საკითხის ირგვლივ გაიმართა დისკუსია.

სხდომა შეაჯამა და დამსწრე საზოგადოებას მობრძანებისათვის მადლობა გადაუხადა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა რ. მეტრეველმა.

ხსოვნა

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის

წევრ-კორესპონდენტი ლევან ლაზიშვილი -100

lllllll  ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს, დამსახურებულ ინჟინრსა და გამომგონებლს, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტ ლევან ლაზიშვილს მიმდინარე წლის 27 თებერვალს დაბადებიდან 100 წელი შეუსრულდა.

ბატონი ლევან ლაზიშვილი დაიბადა 1926 წელს ქ. ქობულეთში. იქვე 1943 წელს დაამთავრა სკოლა. ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლედ ყოფნისას იგი აქტიურად იყო ჩართული საზოგადოებრივ საქმიანობაში.

სკოლის დამთავრების შემდეგ, როდესაც ბატონი ლევანი სხვა კურსდამთავრებულ ვაჟებთან ერთად საბჭოთა არმიის რიგებში გაწვევას ელოდა, პარტიის რაიონულმა კომიტეტმა იგი სასწავლებლად საქართველოს შრომის წითელი დროშის ორდენოსან სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში გაგზავნა, რომელიც 1948 წელს დაამთავრა სპეციალობით ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების გადამუშავება და მიენიჭა ინჟინერ-ტექნოლოგის კვალიფიკაცია.

1948 წელს ლევან ლაზიშვილი განაწილებით მუშაობას იწყებს ხუცუბნის (ქობულეთის რაიონი) ჩაის ფაბრიკაში ცვლის ტექნოლოგად. ფაბრიკაში ორი წლის მუშაობის შემდეგ, 1950 წელს კონკურსის წესით ირიცხება საქართველოს სასოფლო-სამერნეო ინსტიტუტის ასპირანტურაში (თბილისში), სადაც სწავლების კურსს გადის ჩაის ტექნოლოგიის მიმართულებით სოფლის მეურნეობის პროდუქტთა ტექნოლოგიის კათედრაზე.

ასპირანტურაში სწავლისას ბატონმა ლევან ლაზიშვილმა დაამუშავა ნაშრომი ,,ლაოჩას ტექნოლოგია“, რომელიც საჯაროდ დაიცვა 1953 წელს და მიენიჭა ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი. იმავე წელს მუშაობა დაიწყო ჩაის მრეწველობის საკავშირო სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში (ოზურგეთი, ანასეული) უფროსი მეცნიერ თანამშრომლის თანამდებობაზე, სადაც 1962 წლამდე დაჰყო.

1962 წელს საქართველოს კვების მრეწველობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის პროფესორ ანდრო ნიჟარაძის წარდგენით, საქართველოს სახალხო მეურნეობის საბჭომ გადაყვანის წესით დანიშნა ამავე ინსტიტუტის ბათუმის ფილიალის დირექტორის თანამდებობაზე.

1974 წელს საქართველოს კომპარტიის აჭარის საოლქო კომიტეტის წარდგინებით იგი გადაყვანილი იქნა ბათუმის ახლადშექმნილ ჩაის ფაბრიკების სარაიონოთშორისო საწარმოო გაერთიანების გენერალური დირექტორის თანამდებობაზე, 1975 წლის ბოლოს კი მუშაობა განაგრძო იმავე თანამდებობაზე ქობულეთის სარაიონო საწარმოო გაერთიანებაში, სადაც 1981 წლამდე დაჰყო.

1977 წელს ლევან ლაზიშვილმა დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „ჩაის მცენარის უხეში ყლორტების გამოკვლევა და მათი რაციონალური გამოყენებისა და ტექნოლოგიური პროცესების ინტენსიფიკაციის გზები“ და მიენიჭა ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი.

1981 წლიდან იგი კვლავ უბრუნდება სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას და მუშაობას იწყებს ბათუმის აგრარული ბიოტექნლოგიებისა და ბიზნესის ინსტიტუტში (ყოფილი ბათუმის სუბტროპიკული ნედლეულის შენახვა-გადამუშავების სამეცნიერო-კვლევით და ექსპერიმენტულ საკონსტრუქტორო ინსტიტუტში) დირექტორის მოადგილედ სამეცნიერო დარგში, ამავდროულად ეწევა პედაგოგიურ მუშაობასაც.

1995 წლის 7 სექტემბერს ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი ლევან ლაზიშვილი არჩეული იქნა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად, ხოლო საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭოს 2002 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილებით მას მიენიჭა პროფესორის სამეცნიერო-პედაგოგიური წოდება სპეციალობით ჩაის, თამბაქოსა და სუბტროპიკული კულტურების ტექნოლოგია.

სამსახურეობრივი მივლინებით ლ. ლაზიშვილი არაერთგზის იმყოფებოდა ვიეტნამში, კუბის რესპუბლიკაში, გერმანიაში, ბულგარეთში, ინდოეთში, შრი-ლანკაში.

მანშეისწავლა ჩაის უხეში ფოთლის ქიმიური თვისებები და მისგან ლაო-ჩაის დამზადების ტექნოლოგია; შეიმუშავა სრულიად ახალი კომპლექსური ტექნოლოგია როგორც მწვანე, ისე შავი ჩაისათვის, ასევე დაბრიკეტების ახალი ხერხი, რომელიც დაპატენტებული იქნა; მწვანე ჩაის წარმოებაში ენერგო დამზოგი   მეთოდის შესამუშავებლად ლ. ლაზიშვილის მონაწილეობით შეიქმნა ჩაის ფოთლის თერმული დამუშავების მანქანათა სისტემა (ავტორთა ჯგუფზე გაიცა 5 საავტორო მოწმობა და პატენტი); დაამუშავა ჩაის თხევადი კონცენტრატის მიღების ტექნოლოგია, რომელმაც შემდეგ ფართო პრაქტიკული გამოყენება მოიპოვა. თანაავტორებთან ერთად დაამუშავა ციტრუსოვანთა წვენების წარმოების ნარჩენებისგან ვიტამინ P- პრეპარატის მიღების ტექნოლოგია, რომლის საფუძველზე აღნიშნული პრეპარატის საწარმოებლად შეიქმნა სპეციალიზებული საამქრო ბათუმის ქიმიურ-ფარმაცევტულ ქარხანაში.

პროფესორ ლ. ლაზიშვილის მიერ მომზადებული იყო სამამულო მეჩაიეობის რეაბილიტაციის კონკრეტული წინადადებები, რომლებიც ითვალისწინებდა დარგის ორგანიზაციულ-სტრუქტურული სფეროს, აგროტექნიკისა და ტექნოლოგიის სრულყოფას. მას მიაჩნდა, რომ ქართული შავი ჩაი საერთაშორისო ბაზარზე, კონკურენციას ვერ გაუწევდა ტროპიკული ქვეყნების: შრი-ლანკას (ცეილონის), ინდოეთის, ინდონეზიის, კენიის და სხვათა ჩაის, რომლებიც ძირითადად შავი ჩაის ექსპორტიორები არიან, ხოლო ქართულ მიწაზე მოყვანილი ჩაის დუყები, რომლებიც საუკეთესო ნედლეულია მწვანე ჩაისთვის კი - პირიქით.

          საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი ლევან ლაზიშვილი   170-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, 37 პატენტისა და საავტორო მოწმობის ავტორი იყო.

მისი ხელმძღვანელობით 10-ზე მეტმა მაძიებელმა დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია.  

იგი დაჯილდოებულია იყო ღირსების ორდენით, მედლებით, საქართველოსა და აჭარის უზენაესი საბჭოების საპატიო სიგელებით, გამომგონებლის ნიშნით, სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენის ვერცხლის მედალით და სხვა.

ლევან ლაზიშვილი გარდაიცვალა 82 წლის ასაკში, 2008 წელს. დაკრძალულია ქობულეთში, ფიჭვნარის სასაფლაოზე.

 

 

აგრარული ინოვაციების კომისიის სხდომა

c922b1eb d82f 4c6e a573 a4ac5786ed12  მიმდინარე წლის 18 თებერვალს შედგა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული აგრარული ინოვაციების კომისიის სხდომა, რომელზეც მოხსენებით თემაზე: ,,ფერდობებზე ნიადაგის ქარისმიერი და წყლისმიერი ეროზიის საწინააღმდეგო და ტენის შემანარჩუნებელი დამუშავების ტექნოლოგია (საგარეჯოს მუნიციპალიტეტის პირობებისთვის) აუდიტორიის წინაშე წარსდგა სოფლის განვითარების სააგენტოს კახეთის რეგიონული სამსახურის საგარეჯოს აინფორმაციო- საკონსულტაციო ცენტრის მთავარი სპეციალისტი, ტექნიკის დოქტორი ნიკოლოზ ჯავახიშვილი.

მომხენებელმა აღნიშნა, რომ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ურწყავი მიწების დიდი ნაწილი (სახნავის 40%-ზე მეტი) განლაგებულია მაღალი დახრილობის ფერდობებზე, რის გამოც მათი დამუშავება მობილური სასოფლო-სამეურონეო ტექნიკური საშუალებების გამოყენებით რამდენადმე გართულებულია, რადგან მათით სარგებლობა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც ფერდობის დახრილობა არ აღემატება 150-ს.

ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ მუნიცეპალიტეტში ყოველწლიურად ერთწლიანი კულტურებით დაკავებული ფართობების (ხორბალი, სიმინდი, და ..), ასევე ბუნებრივი სათიბების, ერთწლიანი და მრავალწლიანი ბალახების ნათესების ხარჯზე იზრდება ვენახებისა და მრავალწლიანი ნარგავების ფართობები. ეს აჩენს სერიოზულ დაბრკოლებას მეცხოველეობისათვის საკვები ბაზის მართვის საქმეში, რადგან სწორედ მათ ბაზაზე ხდება კონცეტრირებული და უხეში საკვების დამზადება.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში გეოგრაფიული, ნიადაგობრივი და კლიმატური პირობებიდან გამომდინარე სასოფლო-სამეურნეო სავარგულები განიცდიან ძლიერ ქარისმიერ და წყლის მიერ ეროზიას. კერძოდ, ივრის ზეგანი სადაც განთავსებულია მუნიციპალიტეტის სასოფლო-სამეურნეო სავარგულები განიცდი ძლიერ ქარისმიერ ეროზიას, ქარების სიჩქარე ხშირ შემთხვევაში 20 /წმ- აღემატება, ქარიან დღეთა რიცხვი 70%- შეადგენს. განსაკუთრებით ძლიერი ქარები ფიქსირდება თებერვალში, მარტსა და აპრილის თვეში. ძლიერი ქარების გამო ხდება ჰუმუსოვანი ფენის გადახვეტა, რის გამოც ახლად აღმოცენებულ საშემოდგომო ნათესებს უზიანდებათ ფესვთა სისტემა, ხდება ჯეჯილის დაკნინება და მოსავლის მთლიანი განადგურება.

მომხსენებელმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტსაც, რომ ქარისმიერი ეროზირებული ნაკვეთები ასევე განიცდიან ტენის ნაკლებობას, მიზეზი კი წელიწადის პერიოდების მიხედვით ნალექების რაოდენობის არათანაბარი განაწილებაა. ამ მოვლენების გაძლიერებას ხელ უწყობს აგრეთვე პრივატიზაციის შედეგად მოსახლეობის მიერ მიღებული ნაკვეთების დაქუცმაცება და ქარსაცავი ზოლების გაჩეხვა. რაც შეეხება ფერდობებზე განლაგებულ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს, ქარისმიერი ეროზიის გარდა, მათი წყლისმიერ ეროზია გამოწვეულია გამდნარი თოვლის, წვიმისა და თქეშის რეგულარული ჩამონადენით. გაზაფხულზე ან კოკისპირული წვიმების პერიოდში, წყლის ზედაპირული ჩადენის სიდიდე ფერდობებზე გაცილებით აღემატება მის ნიადაგში გაჟონვის სიჩქარეს, ამიტომ ჩეულებრივ წვიმების დროს ფერდობის ზედაპირზე ჩამოიტანება ნალექების 30%-მდე, ხოლო თქეშის დროს გაცილებით მეტი.

გაზრდილი წყლისმიერი ეროზიის შედეგად, არანაკლებ რთულ მდგომარეობაშია ბუნებრივი სათიბ-საძოვრები, რომლებიც ძირითადად ფერდობებზეა განლაგებული, რადგან ვერ ხერხდება მოსული ნალექების ეფექტიანად შეკავება, ირეცხება ჰუმუსოვანი ფენა, რის გამო ამ სათიბ-საძოვრების პროდუქტიულობა არ შეესაბამება მათ პოტენციურ შესაძლებლობებს.

ბატონმა ნიკოლოზმა დამსწრე საზოგადოებას მოახესნა მათი სამსახურის მიერ შემუშავებული ფერდობებზე განლაგებული სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ზოლური დამუშავების და ნიადაგის დაღარვის სამანქანო ტექნოლოგია თესლბრუნვის სრული დაცვით, რომლის გამოყენებით შესაძლებელია მოსავლიანობის გაზრდა 2-3 ჯერ და ასევე შრომითი და საექსპლოატაციო დანახარჯების შემცირება. აღნიშნულმა პროექტმა გაიმარჯვა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) და გარემოს დაცვის და განათლების ცენტრის, მწვანე კლიმატის ფონდის მიერ (GCF) მიერ გამართულ კონკურსში კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობა“.

მოხსენების შემდეგ გაიმართა დისკუსია, მომხსენებელს შეკითხვები დაუსვეს და აზრი გამოთქვეს: აკადემიკოსებმა: ა. დიდებულიძემ და ლ. დოლიძემ, აკადემიის წევრ-კორესპონდენტმა ო. თედორაძემ, პროფესორებმა: ო. ქარჩავამ და ც. სამადაშვილმა, დოქტორებმა: ე.კაციტაძემ, გ.ცოფურაშვილმა, ინჟინერმა ც. ნაცვლიშვილმა.

ყველა შეკითხვაზე დოქტორმა ნ. ჯავახიშვილმა ამომწურავი პასუხი გასცა. სხდომის შემდეგ გარკვეული შენიშვნების გათვალისწინებით ერთხმად იქნა მიღებული დადგენილების პროექტი.

საზეიმო სხდომა

აგრარიკოსი მეცნიერი ქალბატონები ქვეყნის აგრარული სექტორის სამსახურში

 

d1928a89 2897 4166 a5b6 d5b60678eed9 მიმდინარე წლის 11 თებერვალს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში ტრადიციულად გაიმართა საზეიმო სხდომა, რომელიც მიეძღვანა მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღეს. სხდომა გახსნა და მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გურამ ალექსიძემ.

2015 წლის 22 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია   რომელმაც 11 თებერვალი მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღედ გამოაცხადა. რეზოლუციის მთავარი მიზანი იყო ქალთა და გოგონების სამეცნიერო სფეროში ჩართვის პროცესში ხარისხობრივი ცვლილებების მიღწევა. საქართველოში მეცნიერების სხვადასხვა დარგში არაერთი მეცნიერი ქალბატონი მოღვაწეობს, რომელთა შორის მრავლად არიან წარმატებული მეცნიერი აგრარიკოსი-ქალბატონები. მათ მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ქვეყნის აგრარული მეცნიერების და შესაბამისად დარგის განვითარებაში. ერთ-ერთი ასეთი ქალბატონი გახლდათ ქსენია ბახტაძე პირველი ქართველი აგრარიკოსი აკადემიკოსი ქალბატონი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, სელექციონერი. იგი მუშაობდა ჩაქვის საცდელ სადგურში, სადაც ჩაის 19 ჯიში გამოიყვანა. ქვეყნის წინაშე არანაკლები დამსახურება მიუძღოდა ქალბატონ რუსუდან ხუბუტიასაც. იგი გახლდათ მცენარეთა დამცველი. ქალბატონი რუსუდანის სამეცნიერო მოღვაწეობა ეხებოდა საქართველოში სასოფლო-სამეურნეო კულტურების დასარეველიანობის პრობლემას, მათი მავნეობის, ბიოეკოლოგიის ასპექტებს. ქალბატონი რუსუდანი გახლდათ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრ/კორესპონდენტი“ - აღნიშნა გ. ალექსიძემ.64fecc55 397e 4e0c b38b bf3c59421b9d

მეცნიერი ქალბატონების ღვაწლზე და დამსახურებაზე ისაუბრა აკადემიის აგრონომიულ მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა, აკადემიკოსმა გოგოლა მარგველშვილმა. მან გაიხსენა ქართველი საზოგადო მოღვაწის დიმიტრი ყიფიანის შვილიშვილი ბარბარე ყიფიანი, რომელიც გახლდათ ქართველი ექიმი, მეცნიერი, პედაგოგი, მრავალი ფუნდამენტური ნაშრომის ავტორი და საფრანგეთის სამედიცინო აკადემიის წევრი, ევროპაში მოღვაწე პირველი ქართველი ფსიქო-ფიზიოლოგი. ხაზი გაუსვა მის ამაგს საზღვარგარეთ ქართული სულიერებისა და კულტურის პოპულარიზაციისათვის. ქალბატონმა გოგოლამ ასევე ისაუბრა მეცნიერებაში მის მიერ განვლილ გზაზე, კვლევებზე, რომელიც აწარმოა ფოსფორიანი სასუქების ეფექტურობის გამოსავლენად აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს განსხვავებული ტიპის ნიადაგებში; აღნიშნული სასუქების მოქმედებაზე სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლიანობასა და ხარისხზე, ნიადაგის ნაყოფიერებაზე, გარემო არეზე, ნიადაგში არსებული ფოსფატატების დინამიკაზე, მიგრაციაზე, ტრანსფორმაციაზე, ფიქსაციაზე და სხვ.

ქალბატონმა გოგოლამ დამსწრე საზოგადოებას მოახსენა იმ საქმიანობაზეც, რომელიც განახორციელა ახალგაზრდა კადრების მომზადების მიმართულებით, კერძოდ ის, რომ მისი ხელმძღვანელობით აღზრდილია 17 მეცნიერებათა კანდიდატი და 4 მეცნიერებათა დოქტორი. 

            საზეიმო სხდომის მიმდინარეობის პროცესში აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გ. ალექსიძემ სიტყვა გადასცა მოწვეულ სტუმრებს. სიტყვით გამომსვლელთა შორის იყვნენ: ელისო გველესიანი, მანანა კაჭახიძე, მარინა დონდუაშვილი, ინგა გაფრინდაშვილი, ნატალია ტოგონიძე. მათ ისაუბრეს თავიანთ დარგზე, საქმიანობაზე. მადლობა გადაიხადეს მოწვევისათვის.

         შემდგომ გაიმართა აგრარულ დარგში მოღვაწე მეცნიერ ქალბატონთა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო სიგელებით დაჯილდოების ცერემონიალი.

           საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო სიგელით დაჯილდოვდნენ:

-         სოფლის მეურნეობის დოქტორი - მაია ხელაძე

-         ტექნოლოგიების დოქტორი - ნანა გოგიშვილი

-         ეკონომიკის დოქტორი - ელისო გველესიანი

-         ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი - მანანა კაჭახიძე

-         აგრარულ მეცნიერებათა დოქტორი - ეთერი ტყეშელიაძე

-         სოფლის მეურნეობის დოქტორი - მარინა დონდუაშვილი

-         ვეტერინარიის   მაგისტრი - ლენა ნინიძე

-         სოფლის მეურნეობის დოქტორი - ნარგულ ასანიძე

-         სოფლის მეურნეობის დოქტორი - ლამზირა გორგილაძე

-         სოფლის მეურნეობის დოქტორი - ნარგიზა ალასანია

-         ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი - ინგა გაფრინდაშვილი

-         სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა დოქტორი - ნატალია ტოგონიძე

-         სოფლის მეურნეობის დოქტორი - თათია ხოსიტაშვილი

 325398d7 26a2 4d7d bd33 2b0f80fa1be5

         საზეიმო სხდომას ესწრებოდნენ: აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, აკადემიკოსი ანატოლი გიორგაძე, მთავარი აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ალექსანდრე დიდებულიძე, პრეზიდიუმის მრჩეველი, აკადემიკოსი ნოდარ ჭითანავა, აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, აკადემიკოსი მარინე ბარვენაშვილი; მეცხოველეობის და ვეტერინარიის მეცნირებათა განყოფილების აკადემიკო-მდივანი, აკადემიკოსი თენგიზ ყურაშვილი, გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ლაშა დოლიძე, აკადემიკოსი ჯემალ გუგუშვილი და აპარატის თანამშრომლები.

ღონისძიება საქართველოს პარლამენტში

საქართველოს პარლამენტში, მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება თემაზექალები  ბიოტექნოლოგიებში: მეცნიერება და ინოვაციაგაიმართა.

2215
 ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა

მეცნიერება, აზრის განვითარება, კვლევა, სიახლის შეცნობა არის ის, რაც სამყაროს ამოძრავებს. ისტორიის განმავლობაში პროგრესის თანამონაწილე არაერთი გამორჩეული ქალი მეცნიერი იყო. ქართველი ქალი მეცნიერები გამოირჩეოდნენ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეშიც. სკოლის ასაკიდანვე უნდა შეეწყოს ხელი სიახლისკენ სწრაფვასა და აღმოჩენების სურვილს. ამ მხრივ, სასკოლო განათლება მთავარია, რომელმაც მოსწავლეებს საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენის საშუალება უნდა მისცეს. ამას ბუნებრივად მოსდევს უმაღლესი განათლების საფეხური. განათლების რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება მიზნად ისახავს, რომ უნივერსიტეტებში მეცნიერება დაბრუნდეს,  აკადემიური საქმიანობა თავის  თავში    მოიაზრებდეს    აქტიურ  სამეცნიერო  მუშაობას  და ეს არ იყოს დამატებითი,  მეორეხარისხოვანი საქმიანობა“, -  განაცხადა შალვა პაპუაშვილმა2225

მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა.

ქალთა მონაწილეობა მეცნიერებაში არ არის მხოლოდ თანასწორობის საკითხი, ეს არის კვლევის ხარისხის, ინტელექტუალური მრავალფეროვნების და ინოვაციური განვითარების საფუძველიბიოტექნოლოგიები, რაც დღევანდელი დღის განსაკუთრებული აქცენტია, არის სტრატეგიული მნიშვნელობის სფერო, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ჯანმრთელობასბიოუსაფრთხოებას და ქვეყნის ტექნოლოგიურ პროგრესს. ბიოტექნოლოგია არის სივრცე, სადაც ცოდნა პირდაპირ გარდაიქმნება საზოგადოებრივ სიკეთედ, იქნება ეს მედიცინა, ფარმაცია, სოფლის მეურნეობა თუ ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში ქალები არა მხოლოდ მონაწილეობენ, არამედ ხშირად არიან შემქმნელები იმ მიღწევების, რომლითაც ქართული სამეცნიერო სკოლა ამაყობს“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

მეცნიერებაში ქალების როლსა და სახელმწიფოს პასუხისმგებლობაზე ისაუბრა ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა.

2210ამბობენ, მეცნიერებას სქესი არ აქვსო. ფორმულას, აღმოჩენას, კვლევის შედეგს ნამდვილად არ აქვს სქესი, მაგრამ იმ ადამიანს, ვინც ამ აღმოჩენის უკან დგას, აქვს ისტორია. ქალი მეცნიერის ისტორია ხშირად მოიცავს დამატებით გამოწვევებს: ოჯახისა და კარიერის შეთავსებას   და   სტერეოტიპებთან   ბრძოლას.  სწორედ ამიტომ, ყოველი მიღწევა ორმაგად ღირებულია და სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა, არა მხოლოდ თანასწორობა აღიაროს, არამედ რეალური პირობები შექმნას. ჩვენი საქმეა, რომ თითოეულმა გოგონამ, რომელსაც ლაბორატორია, ტელესკოპი თუ მათემატიკური ფორმულა აინტერესებს, იცოდეს - ქვეყანა შენს გვერდითაა, არა მხოლოდ 11 თებერვალს, არამედ წლის ყოველ დღეს“, - განაცხადა მარიამ ლაშხმა.

მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს და ქალ მეცნიერებს პროფესიული დღე მიულოცეს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა  გივი  მიქანაძემ და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა თეიმურაზ დოჭვირმა.229

ღონისძიების ფარგლებში განიხილეს საკითხი  „ბიოტექნოლოგიები საქართველოში სად ვართ დღეს? ქალთა გამოცდილება  ბიოტექნოლოგიებში“,  სადაც მონაწილეებმა ისაუბრეს დარგის განვითარების  მდგომარეობაზე, სამეცნიერო      პოტენციალსა    და  ქალთა   ჩართულობის  მნიშვნელობაზე

ქვეყნის ბიოტექნოლოგიების სამეცნიერო და საგანმანათლებლო სფეროში გამორჩეული  ღვაწლისთვის  თინათინ  სადუნიშვილს, ასევე, აგრარულ სამეცნიერო და საგანმანათლებლო სფეროში გამორჩეული  ღვაწლისთვის  მარინე   ბარვენაშვილს  მადლობის   სიგელები   გადაეცათ.

ღონისძიებას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები და სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

 

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი,

სოფლის მეურნეობის დოქტორი მარინე ბარვენაშვილი

2026 წლის 11 თებერვალს 

საქართველოს პარლამენტის მიერ დაჯილდოვდა მადლობის სიგელით

ქვეყნის აგრარულ სამეცნიერო და საგანმანათლებლო სფეროში გამორჩეული ღვაწლისთვის, კვლევითი საქმიანობის მაღალი სტანდარტებისა და საზოგადოების განვითარების საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია გულითადად ულოცავს ქალბატონ მარინეს ამ დიდ ჯილდოს, უსურვებს წარმატებას სამეცნიერო და საზოგადოებრივ საქმიანობაში  ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ!

 

7e5b1681 fbc9 4856 a450 dd82a47d104b

bc568b82 3023 4429 947f 91118bfe2cc8  

 

 

 

 

მეცნიერ ქალთა საერთაშორისო დღე ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

"დიალოგი და სამეცნიერო რეკომენდაციები"

 

d6537ce2 5119 46f1 b726 7f9bbe590cfc  მეცნიერ ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებათა ფარგლებში, ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკაში გაიმართა ქართველ ქალ მეცნიერებთან შეხვედრა, სადაც მოხდა პრაქტიკული რეკომენდაციების გაზიარება სამეცნიერო საქმიანობის იმ ასპექტებზე, რომლებიც კვლევის პროცესს უფრო ხელმისაწვდომს, ეფექტიანსა და ღია მეცნიერების ეკოსისტემასთან თავსებადს გახდის. შეხვედეაზე წარმოდგენილი იყო პრეზენტაციები ღია მეცნიერების ციფრულ რეპოზიტორიუმებზე, რომლებიც სამეცნიერო ცოდნას ერთ სივრცედ აერთიანებს და საერთაშორისო ღია სამეცნიერო ინფრასტრუქტურის ნაწილად აქცევს; საერთაშორისო სამეცნიერო ბაზების გამოყენების მნიშვნელობასა და შესაძლებლობებზე, მათ შორის: ღია წვდომის სტატიების გამოქვეყნებას საერთაშორისო ბაზებში; კვლევების ხილვადობის გაზრდას; ციტირების ინდექსების განსაზღვრასა და საერთაშორისო აკადემიურ მიმოქცევაში ინტეგრაციას.276a6812 7688 4736 ac13 23e4e8d07c8b რადგან ღია წვდომის პლატფორმები ნაშრომების ხილვადობას ზრდის, ინსტიტუციურ ბარიერებს ამცირებს და აკადემიურ კონკურენციაში თანასწორ პირობებს ქმნის, ღია მეცნიერება ქალ მეცნიერთათვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვან ინსტრუმენტად გვევლინება.

აღნიშნულ ღონისძიებას საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიიდან ესწრებოდა აკადემიური დეპარტამენტის საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის მთავარი სპეციალისტი, დოქტორი თინათინ ეპიტაშვილი.

აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილი ინფორმაცია მეტად მნიშვნელოვანი და სასარგებლო გამოცდილებაა, რომელიც წარმატებით იქნება გაზიარებული მეცნიერების სივრცეში.

 

ქვეკატეგორიები

გვერდი 1    57-დან

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : info.gaas.georgia@gmail.com