აგროინჟინერიის სამეცნიერო განყოფილების სხდომა
ინფორმაცია
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის
აგროინჟინერიის სამეცნიერო განყოფილების
სხდომის შესახებ.
2020 წლის 23 აპრილს, 12 საათზე, დისტანციურად, ონლაინ რეჟიმში ჩატარდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აგროინჟინერიის სამეცნიერო განყოფილების სხდომა. სხდომის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს სამეცნიერო განყოფილების წევრებმა, როგორც თბილისიდან, ისე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკიდან - ქ. ბათუმიდან (აკად. ზ. ფუტკარაძე).
დღის წესრიგი:
1. აკადემიკოს ალექსანდრე დიდებულიძის ანგარიში 2019 წელს და 2020 წლის პირველ კვარტალში ჩატარებული სამეცნიერო, პედაგოგიური და საზოგადოებრივი საქმიანობის შესახებ (აკად. ა. დიდებულიძის მოკლე ანგარიში იხილეთ ბმულზე);
2. აკადემიკოს ჯემალ კაციტაძის ანგარიში 2019 წელს და 2020 წლის პირველ კვარტალში ჩატარებული სამეცნიერო, პედაგოგიური და საზოგადოებრივი საქმიანობის შესახებ (აკად. ჯ. კაციტაძის მოკლე ანგარიში იხილეთ ბმულზე);
3. აკადემიკოს ელგუჯა შაფაქიძის ანგარიში 2019 წელს და 2020 წლის პირველ კვარტალში ჩატარებული სამეცნიერო, პედაგოგიური და საზოგადოებრივი საქმიანობის შესახებ (აკად. ე. შაფაქიძის მოკლე ანგარიში იხილეთ ბმულზე);
4. მიმდინარე საკითხები.
აკად. ა. დიდებულიძის, აკად. ჯ. კაციტაძის და აკად. ე. შაფაქიძის ინფორმაციების მოსმენის შემდეგ გაიმართა დისკუსია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს აგოინჟინერიის სამეცნიერო განყოფილების წევრებმა - აკადემიკოსებმა ა. ვაშაკიძემ, ზ. ფუტკარაძემ, აკადემიის სტიპენდიატმა, გ. ქუთელიამ.
აგროინჟინერიის სამეცნიერო განყოფილების სხდომაზე აღინიშნა, რომ მიუხედავად მსოფლიოში არსებული კორონავირუსის პანდემიის და ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობისა, საქართველოს სოფლის მეურენეობის მეცნიერებათა აკადემია და აგროინჟინერიის სამეცნიერო განყოფილება მზად უნდა იყოს ევროპის (UEAA) სოფლის მეურნეობის, სურსათისა და ბუნებათსარგებლობის აკადემიების კავშირის მიერ 2020 წლის შემოდგომაზე დაგეგმილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის თემაზე „სოფლის მეურნეობის მექანიზაცია და ტექნოლოგიები ევროპაში და პერსპექტივები“ ჩატარებისათვის, რომლის მასპინძლობა UEAA-ს გადაწყვეტილებით დაევალა საქართველოს სოფლის მეურენეობის მეცნიერებათა აკადემიას. ამასთან დაკავშირებით აგროინჟინერიის სამეცნიერო განყოფილებამ უნდა მოიძიოს ან დაამზადებინოს თვალსაჩინო მასალები ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების მოვლა-მოყვანის, აგრეთვე სამთო მიწათმოქმედების სამანქანო ტექნოლოგიებისა და ტექნიკური საშუალებების შესახებ, შეარჩიოს მოხსენებების თემატიკა და მომხსენებელები, დაგეგმოს კონფერენციის მონაწილეებისათვის თემატური ექსკურსიების ობიექტები და ა.შ.
სამეცნიერო განყოფილების სხდომის მუშაობა შეაჯამა აკადემიკოს-მდივანმა აკად. რევაზ მახაობლიძემ, რომელმაც შეაფასა აკადემიის წევრების მიერ სხდომაზე წარმოდგენილი მოხსენებები. მანვე ჩამოაყალიბა იმ ღონისძიებების ნუსხა, რომელიც უნდა განხორციელდეს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის წარმატებით და ორგანიზებულად ჩატარებისათვის.
სამეცნიერო განყოფილების სხდომამ დაადგინა, რომ აკად. რ. მახარობლიძის მიერ წარმოდგენილი ღონისძიებების ნუსხა განხილვისათვის უნდა გადაეცეს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმს განსახილველად.