მრგვალი მაგიდა ვეტერინარიის მიმართულების ეროვნულ კოორდინატორებთან
2018 წლის 8 ივნისს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში ვეტერინარიის მიმართულების ეროვნული კოორდინატორის, ვეტერინარიის მეცნიერებათა დოქტორის, აკადემიკოს თენგიზ ყურაშვილის ინიციატივით ჩატარდა მრგვალი მაგიდა, რომელზეც განხილული იყო ორი საკითხი: 1. საქართველოში ცხოველთა სადგომების მდგომარეობის შესახებ; მომხსენებელი: აკადემიკოსი თენგიზ ყურაშვილი;
2. ბაქტერიული პრეპარატის გამოყენება ნაკელის (სკორეს) სწრაფი კომპოსტირებისა და შემდგომი გაუსნებოვნებისათვის; მომხსენებელი: საწარმო BIO ELEMENTS AGRO-ს დირექტორი ელენე ბოკუჩავა.
მრგვალი მაგიდის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს აკადემიის აკდემიური დეპარტამენტის უფროსმა, აკადემიკოს-მდივნის მოვალეობის შემსრულებელმა, აკადემიკოსმა ელგუჯა შაფაქიძემ, აკადემიის პრეზიდენტის მოადგილემ, სამეცნიერო განყოფილების კოორდინატორმა, დოქტორმა ანატოლი გიორგაძემ, მეცხოველეობის და ვეტერინარიის სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა, აკადემიკოსმა ჯემალ გუგუშვილმა, სამეცნიერო განყოფილებების სწავლულმა მდივნებმა, დოქტორებმა რევაზ ლოლიშვილმა, მარინა ბარვენაშვილმა, საქართველოში საწარმო BIO ELEMENTS AGRO -ს წარმომადგენელმა დავით გავარდაშვილმა და მოწვეულმა სტუმრებმა, რომელთა შორის იყვნენ კომპანიის უცხოელი წარმომადგენლები და ვეტერინარიის და მეცხოველეობის მიმართულების საკოორდინაციო ჯგუფის მეცნიერ-სპეციალისტები, აკადემიის აპარატის თანამშრომელები.
მრგვალი მაგიდა გახსნა აკადემიკოსმა თენგიზ ყურაშვილმა, მან დამსწრეებს გააცნო დღის წესრიგი, რის შემდეგაც ფართოდ ისაუბრა საქართველოში ცხოველთა სადგომების ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ. იმ ძირითად პრობლემებზე, რასაც ქვეყნის ყველა რეგიონში ვხვდებით.
რაც შეეხება მეორე საკითხს, მსმენელთა წინაშე საინტერესო მოხსენებით წარსდგა აკადემიის სტუმარი, საწარმო BIO ELEMENTS AGRO -ს დირექტორიქალბატონი ელენე ბოკუჩავა. მან დამსწრე საზოგადოებას გააცნო მათი საწარმოს მუშაობის ძირითადი მიმართულებები, რომელიც მოიცავს ბაქტერიული პრეპარატების დამზადებას მეცხოველეობის და მემეცენარეობის მიმართულებებით. მეცხოველეობის მიმართულებით მათი პრეპარატების საშუალებით შესაძლებელი ხდება ნაკელის (სკორეს) სწრაფი კომპოსტირება და შემდგომი გაუსნებოვნება, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ცხოველთა ღრმა საფენზე შენახვის შემთხვევაში. ამ მიმართულებით დამზადებული აქვთ ბიოპრეპარატები მსხვილფეხა-რქოსანი პირუტყვისათვის, ღორისათვის, სას. სამ. ფრინველისათვის. რაც შეეხება მცენარეებს, ისინი აწარმოებენ მცენარეთა დაცვის საშუალებებს და ბიოსტიმულატორებს. განსაკუთრებით საყურადღებო იყო აზიური ფაროსანას წინააღმდეგ შემუშავებული პრეპარატი, რომლის გამოცდაც წარმატებით მიმდინარეობს აფხაზეთში. ამ საკითხთან დაკავშირებით აკადემიას განზრახული აქვს განიხილოს აღნიშნული საკითხი კომპანიასთან საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის, აკად. გურამ ალექსიძის და ქალბატონ ე. ბოკუჩავას შეხვედრის შემდეგ, რომელიც უახლოს დღეებში შედგება.
მრგვალი მაგიდის დასასრულს აკადემიკოსმა თენგიზ ყურაშვილმა მადლობა გადაუხადა სტუმრებს და დამსწრე საზოგადოებას. ქალბატონმა ელენე ბოკუჩავამ გამოთქვა მზადყოფნა, საჭიროების შემთხვევაში აკადემიაში კვლავ სტუმრობის და დარგების მიხდვით სპეციალური ინფორმაციის მიწოდების შესახებ..

* * *


მოხსენების შემდეგ ცენტრის მუშაობა შეაფასეს სამეცნიერო განყოფილებების აკადემიკოს-მდივნებმა და პრეზიდიუმის სხვა წევრებმა. ერთხმად აღინიშნა, რომ სამეცნიერო-კვლევით ცენტრს საანგარიშო პერიოდში ჰქონდა საკმაოდ კარგი შედეგები სოფლის მეურნეობის სხვადასხვა მიმართულებების სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში და გამოიკვეთა დადებითი პერსპექტივები, რომელიც ცენტრს სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით ერთ-ერთ მოწინავე ორგანიზაციად წარმოაჩენს. გამომსვლელებმა გამოთქვეს საინტერესო წინადადებები და სურვილები, რომელიც ცენტრის სამომავლო საქმიანობას შეეხებოდა. მათ შორის აკად. ნ. ჭითანავამ დადებითად შეაფასა ცენტრის მუშაობა და შესთავაზა ცენტრის ხელმძღვანელობას ერთობლივი სამეცნიერო კონფერენციის ჩატარება საქართველოს მიწის რესურსების მართვის მეტად მნიშვნელოვან საკითხებზე.


სტუმრებს დახვდნენ და მასპინძლობა გაუწიეს აკადემიის პრეზიდენტმა, აკად. გურამ ალექსიძემ, ვიცე-პრეზიდენტმა, აკად. გივი ჯაფარიძემ, აკადემიური და ადმინისტრაციული დეპარტამენტების უფროსებმა, აკად. ელგუჯა შაფაქიძემ და დოქტ. ანატოლი გიორგაძემ, აკადემიის პრეზიდიუმის მრჩეველმა, აკად. ნოდარ ჭითანავამ, სამეცნიერო განყოფილებების აკადემიკოს-მდივნებმა აკად. ჯემალ გუგუშვილმა და აკად. ომარ ქეშელაშვილმა, სამეცნიერო განყოფილებების სწავლულმა მდივნებმა დოქტორებმა მარინა ბარვენაშვილმა და რევაზ ლოლიშვილმა.
სამეცნიერო საქმიანობაში აკადემიის აქტიური მონაწილეობა, შ. რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდის მუშაობაში აკადემიის წევრების ექსპერტებად ჩაბმის საკითხები და საერთოდ აკადემიასა და სამინისტროს შორის უფრო მჭიდრო კონტაქტების გაღრმავება და გაფართოება.


სხდომაზე ფართო მოხსენებით წარსდგა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მეცხოველეობის, ვეტერინარიისა და საკვებწარმოების დეპარტამენტის უფროსი, დოქტორი რუსუდან ბარკალაია, რომელმაც დარგების მიხედვით ისაუბრა შესრულებულ სამუშაოებზე, პარალელურად პასუხი გასცა რეცენზენტების მიერ გაკეთებულ ზოგიერთ შენიშვნას, მიიღო ისინი და აღნიშნა, რომ თითოეული მათგანი გათვალისწინებული იქნება სამომავალოდ. მოხსენების დამთავრების შემდეგ სიტყვით გამოვიდნენ სხდომაზე დამსწრე რეცენზენტები: აკადემიკოსი თენგიზ ყურაშვილი, დოქტორი გიორგი ბოჭორიშვილი, დოქტორი მარინე ბარვენაშვილი, რომლებმაც ისაუბრეს შესრულებული სამუშაოების, როგორც დადებით მხარეზე, ასევე მათ ნაკლოვანებებზე და აღნიშნეს რომ აკადემია მუდამ მზადაა კონსტრუქციული რჩევები მისცეს მათ ნებისმიერი საკითხის დადებითად გადაჭრისათვის. სხდომაზე დამსწრეთა შორის გაიმართა საქმიანი საუბარი, სადაც გამოიკვეთა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, კერძოდ აკადემიკოსმა თენგიზ ყურაშვილმა აღნიშნა, რომ სასურველი იქნებოდა შეიცვალოს ანგარიშის ფორმა, რადგან არსებული სრულად ვერ გამოხატავს ინფორმაციას შესრულებული სამუშაოების ირგვლივ; აუცილებელია კვლევით ცენტრში შეიქმნას ლაბორატორია, სადაც მეცნიერებს სრულყოფილი კვლევების ჩატარების შესაძლებლობა მიეცემათ, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერავითარ შედეგს ვერ მივიღებთ; გარდა ამისა საჭიროა გაფართოვდეს მკვლევართა წრე, რადგან აღნიშნული რესურსებით წარმოუდგენელია არსებული სამუშაოების სრულფასოვნად შესრულება.
პრეზენტაციას ესწრებოდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, აკად. გ. ალექსიძე, პროექტის ძირითადი შემსრულებლები და დამხმარე პერსონალი, აკადემიის აგროინჟინერიის სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკად. რ. მახარობლიძე, ეკონომიკის სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკად. ო. ქეშელაშვილი, აკად. შ. ჭალაგანიძე, აკადემიის აკადემიური და ადმინისტრაციული დეპარტამენტების თანამშრომელები.
მეთოდიკა შეიძლება გამოყენებული იქნეს სამშენებლო წარმოებაში, საგზაო სტრუქტურების მოწყობაში და საერთოდ ყველა სფეროში, სადაც გამოყენებული ტექნიკის რაოდენობა დამოკიდებულია შესასრულებელი სამუშაოს ტექნოლოგიასა და მოცულობაზე. მეთოდიკის შესაბამისად გაანგარიშებული ტექნიკის რაოდენობა შეიძლება საფუძვლად დაედოს მთავრობის ტექნიკურ პოლიტიკას სოფლად.




მეურნეობის სამინისტროს და პირადად მინისტრის ავთანდილ მესხიძის დიდი ძალისხმევით სამინისტროს აგროსერვის ცენტრის გვარას ექსპერიმენტულ მეურნეობაში 2018 წელს ჩატარდება თუთის აბრეშუმხვევიას საცდელ - საჩვენებელი გამოკვება მცირე მექანიზაციის ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. აღნიშნული მიზეზის გამო აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეწვია და მინისტრთან საქმიანი შეხვედრა გამართა აკადემიის წარმომადგენელმა, აკადემიკოსმა ელგუჯა შაფაქიძემ. შეხვედრას ესწრებოდნენ აგროსერვის ცენტრის დირექტორი გოჩა ბერიძე, დირექტორის მოადგილე იოსებ აბულაძე, სამინისტროს და აგროსერვის ცენტრის თანამშრომელები.
მიმდინარე წელს აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგროსერვის ცენტრის გვარას ექსპერიმენტულ მეურნეობაში ჩატარდება 0,8 კოლოფი თუთის აბრეშუმხვევიას ექსპერიმენტული გამოკვება, რითაც საფუძველი უნდა ჩაეყაროს დარგის აღორძინების პირველ ნაბიჯებს აჭარაში. ამ მიზნით აგროსერვის ცენტრმა ოზურგეთის მექანიკურ ქარხანას შეუკვეთა აკადემიის მიერ რეკომენდებული გამოსაკვები დანადგარი 60 კვ.მეტრი


შეხვედრაზე კანონპროექტის ირგვლივ მნიშნელოვანი მოსაზრებებით და წინადადებებით გამოვიდა აკადემიკოსი ნოდარ ჭითანავა. თავის გამოსვლაში ბატონმა ნოდარმა მხარი დაუჭირა სასოფლო სამეურნეო მიწის ეროვნული სიმდიდრის რაციონალურად გამოყენების მიზნით პროექტში ჩამოყალიბებულ ძირითად პრინციპებს და აღნიშნა, რომ კანონის მიღება დააჩქარებს სასოფლო სამეურნეო წარმოებისა და მასთან დაკავშირებული დარგების კომპლექსური განვითარების ხელშემწყობი პირობების შექმნას. ამასთან მან წარმოადგინა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ზოგიერთი მოსაზრება, რომელთა გათვალისწინება ხელს შეუწყობს კანონპროექტით განხილული მიზნების (ამოცანების) განხორციელებას.
აკად. ნ. ჭითანავს მიზანშეწონილად არ მიიჩნია, რომ ამჟამად დადგენილი წესის მიხედვით საქართველოს მიწის ფონდში შეტანილია საქართველოს ტერიტორიული წყლების ფართობი. აღნიშნული ფართობი ცალკე უნდა გამოიყოს და დაფიქსირდეს მისი სტატუსის მიხედვით. აღნიშნული საკითხი გათვალისწინებული უნდა იქნეს განხილულ კანონპროექტში.