მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი 2017
„მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი 2017“
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით მიმდინარე „მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი 2017“-ის ფარგლებში 2017 წლის 28 სექტემბერს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში ჩატარდა საჯარო ლექციები ქ. თბილისის 31-ე საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებისათვის.
შეხვედრა შესავალი სიტყვით გახსნა აკადემიის პრეზიდენტმა, აკად. გურამ ალექსიძემ. მან ხაზგასმით აღნიშნა ამ შეხვედრის მნიშვნელობა და მოსწავლეებს განათლებისა და მეცნიერებისკენ მიმავალ გზებზე ესაუბრა, განსაკუთრებით აღინიშნა აგრარული მეცნიერების როლი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და სტაბილიზაციის მიმართულებით.
საჯარო ლექციების დაწყების წინ აკად. გურამ ალექსიძემ და 31-ე სკოლის დირექტორმა, ქალბატონმა მარინე ნიჟარაძემ ხელი მოაწერეს აკადემიასა და სკოლას შორის თანამშრომლობის მემორანდუმს, სადაც ერთხელ კიდევ ხაზი გაესვა გამოჩენილი მეცნიერებისა და მოსწავლე ახალგაზრდობას შორის აღმზრდელობით, საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი კავშირების მნიშვნელობას.
შეხვედრაზე მოსმენილი იქნა საჯარო ლექციები თემებზე:
- “მზის სისტემა, გეოგრაფია, ბიომრავალფეროვნება და ადამიანის როლი ბუნების შენარჩუნებაში”, მომხსენებელი აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების სწავლული მდივანი, დოქტ. რევაზ ლოლიშვილი;
- „გლობალური - ეკოლოგიური პრობლემები და ზოგადსაკაცობრიო ბუნების ფილოსოფია ვაჟა ფშაველას შემოქმედებაში“, მომხსენებელი აკადემიის თანამშრომელი, დოქტ. ირინა ბახტაძე.
ლექციებმა მსმენელებში დიდი ინტერესი გამოიწვია - მოსწავლეების მხრიდან იყო მრავალი შეკითხვები, აზრის გაზიარება, გამოსვლები და ლექციების თემატიკის ირგვლივ შეფასებები.
შეხვედრას ესწრებოდნენ აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკად. გ. ჯაფარიძე, აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, აკად. ე. შაფაქიძე, პრეზიდენტის მოადგილე დოქტ. ა. გიორგაძე, სამეცნიერო განყოფილებების სწავლული მდივანი, დოქტ. მ. ბარვენაშვილი, პრეზიდენტის თანაშემწე თ. ეპიტაშვილი, აკადემიის აპარატის თანამშრომელები.
შეხვედრის დასასრულს აკადემიის პრეზიდენტმა, აკად. გ. ალექსიძემ მოსწავლეებს საჩუქრად გადასცა აკადემიის მეცნიერების მიერ დამუშავებული მონოგრაფიები და წიგნები, ხოლო საჯარო ლექციების ავტორებმა დოქტ. რ.ლოლიშვილმა და დოქტ. ი. ბახტაძემ კი მოსწავლეებს გადასცეს წაკითხული საჯარო ლექციის დაბეჭდილი ნაშრომები..

თანამშრომლობის მემორანდუმზე ხელს აწერენ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, აკად. გურამ ალექსიძე და ქ. თბილისის 31-ე საჯარო სკოლის დირექტორი, ქალბატონი მარინე ნიჟარაძე.

მოსწავლეები აკადემიის საგამოფენო დარბაზში. მათ ესაუბრება აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, დოქტ. ა. გიორგაძე.
ლექციების დაბეჭდილი ნაშრომები იხილეთ ბმულებზე:
- - “მზის სისტემა, გეოგრაფია, ბიომრავალფეროვნება და ადამიანის როლი ბუნების შენარჩუნებაში”;
- „გლობალური - ეკოლოგიური პრობლემები და ზოგადსაკაცობრიო ბუნების ფილოსოფია ვაჟა ფშაველას შემოქმედებაში“.




საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიამ ფესტივალზე წარმოადგინა აკადემიის ნამდვილი წევრების და წევრ-კორესპონდენტების მონოგრაფიები, სახელმძღვანელოები და აგრარული მიმართულებების პრაქტიკული ხასიათის ოთხმოცამდე რეკომენდაცია, რომელიც შექმნილია 2013 წლიდან დღემდე. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო აგრეთვე აკადემიის 2012-2016 წლების ანგარიშები, აკადემიაში 2013-2016 წლებში ჩატარებული საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის შრომათა კრებულები, მარცვლეული კულტურების, მევენახეობა-მეღვინეობის, მეაბრეშუმეობის და მეცხოველეობის დარგის ექსპონატები, ფესტივალის და აკადემიის ბანერები.


ჩინეთის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი ვუ კონგ მინგი მიესალმა ორ აკადემიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებას და აღნიშნა, რომ მემორანდუმი იქნება საფუძველი, რათა საქართველო გაერთიანდეს გაეროს მიერ განხორციელებულ “სამხრეთის სარტყელის” პროგრამებში, რომელსაც ამჟამად ჩინეთი ხელმძღვანელობს. აღინიშნა აგრეთვე, რომ “სამხრეთის სარტყელის” პროგრამების განხორციელებაში საქართველოს შეუძლია მნიშვნელოვანი ადგილის დაკავება აგრარული მიმართულებების სამეცნიერო პოტენციალის მდიდარი გამოცდილების გამო.






მიმართულებით მისაბაძია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის თანამშრომლობა აკადემიასთან და ის დიდი მონდომება, რომელსაც ფაკულტეტის დეკანი პროფ. გ. ქვარცხავა და დეპარტამენტის უფროსი პროფ. კ. ყრუაშვილი იჩენენ. 

კორეის დელეგაცია - დოქტ. ჰონგ ჯე პარკი (კორეის
რომლის მიზანი და ამოცანაა მცენარეთა გენეტიკური რესურსების გაცვლის, მართვისა და კვლევის ორმხრივი თანამშრომლობის სისტემის განხილვა. საქართველოს მხრიდან