საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია
  • info.gaas.georgia@gmail.com
Gaas
  • ჩვენს შესახებ
    • აკადემიის მოკლე ისტორია
    • აკადემიის პრეზიდენტები
      • მიხეილ საბაშვილი
      • ვალერიან მეტრეველი
      • ნაპოლეონ ქარქაშაძე
      • შოთა ჭალაგანიძე
      • გურამ ალექსიძე
      • გივი ჯაფარიძე
    • მიზნები და ამოცანები
    • ფინანსური საფუძვლები
    • რეგულაციები
    • ძირითადი მიდგომები
    • საინოვაციო პროექტები
    • სამეცნიერო - ტექნიკური პროგრამები
    • კავშირები ორგანიზაციებთან
  • შემადგენლობა
    • აპარატი
    • სტრუქტურა
    • პრეზიდიუმი
      • დადგენილებები
        • დადგენილებები 2021 წელი
        • დადგენილებები 2020 წელი
        • დადგენილებები 2019 წელი
        • დადგენილებები 2018წელი
        • დადგენილებები 2017 წელი
        • დადგენილებები 2016 წელი
        • დადგენილებები 2015 წელი
        • დადგენილებები 2014 წელი
        • დადგენილებები 2013 წელი
      • დებულებები
    • დეპარტამენტები
    • მეცნიერებათა განყოფილებები
      • აგრონომიის მეცნიერებათა განყოფილება
      • მეცხოველეობის და ვეტერინარიის მეცნიერებათა განყოფილება
      • აგროინჟინერიის მეცნიერებათა განყოფილება
      • გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილება
      • სურსათის უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიის მეცნიერებათა განყოფილება
      • ეკონომიკის მეცნიერებათა განყოფილება
    • სასწავლო ცენტრი
    • გარემოს დაცვისა და აგრობიომრავალფეროვნების საკოორდინაციო ცენტრი
    • გამომცემლობა "აგრო"
    • აჭარის სამეცნიერო-საკოორდინაციო ცენტრი
    • აკადემიის შემადგენლობა
  • განცხადებები
  • სიახლეები
  • ინტელექტუალური რესურსები
    • გამოცემები
      • აკადემიის "მოამბე"
      • აკადემიის "მაცნე"
      • აკადემიის წლიური ანგარიშები
      • რეკომენდაციები
      • მონოგრაფიები და სახელმძღვანელოები
      • აგრარულ-ეკონომიკური მეცნიერება და ტექნოლოგიები
    • მემორანდუმები
      • აკადემიის მემორანდუმები
    • პუბლიკაციები
    • კონფერენციის მასალები
    • კონფერენცია "ქართული ხორბალი" მასალები
    • სარეკომენდაციო წინადადებები
      • რეკომენდაციები 2013
      • ადრინდელი რეკომენდაციები
      • აქტუალური რეკომენდაციები
    • საინოვაციო ბანკი
    • პროექტები
    • არქივი
      • არქივი 2015
      • არქივი 2014
      • არქივი 2013
    • საიტის რუკა
  • გალერეა
    • ფოტოგალერეა
    • ვიდეოგალერეა
  • კონტაქტი

სიახლეები

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი სტუმრად აკადემიაში

სიახლეები

         2022 წლის 21 ნოემბერს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში სტუმრად იმყოფებოდა აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი, ბატონი ზაზა შავაძე. სტუმარს მასპინძლობა გაუწია აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გურამ ალექსიძემ და აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გივი ჯაფარიძემ.

       შეხვედრას ესწრებოდნენ აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, აკადემიკოსი ანატოლი გიორგაძე და აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, აკადემიკოსი ელგუჯა შაფაქიძე.

         unnamed 1 3 

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აკადემიასა და სამინისტროს შორის გაფორმებულია ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, სადაც მკაფიოდ არის ასახული ყველა ის ერთობლივი ღონისძიება, რაშიც მონაწილეობას იღებს სამინისტრო და აკადემია. აკადემიკოსმა გურამ ალექსიძემ მადლობა გადაუხადა სტუმარს იმ დახმარებისათვის, რომელსაც იგი უწევს აკადემიის აჭარის სამეცნიერო-საკონსულტაციო ცენტრს (ცენტრის ხელმძღვანელი, აკადემიკოსი ზაურ ფუტკარაძე) და აფინანსებს ცენტრის სამეცნიერო თემატიკას, რომელშიც აქტიურად არიან ჩართული როგორც აკადემიის ნამდვილი წევრები (აკადემიკოსები), ისე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აგრარული მიმართულების დამსახურებული მეცნიერები.

           აკადემიკოსმა გურამ ალექსიძემ სტუმარს გააცნო აკადემიის სტრუქტურა, დაათვალიერებინა აკადემიის მუდმივმოქმედი გამოფენა და აკადემიის კაბინეტ-ლაბორატორიები, გააცნო აკადემიის 2023 წლის სამეცნიერო თემატიკა და აკადემიის სამომავლო ამოცანები.  unnamed 5

            აკადემიკოსმა გურამ ალექსიძემ სტუმარს გადასცა აკადემიაში გამომცემლობა „აგროს“ მიერ აჭარის შესახებ გამოცემული დ დააბეჭდილი  ლიტერატურა, სამეცნიერო კონფერენციების მასალები და აკადემიაში გამოცემული და დაბეჭდილი ის პრაქტიკული ხასიათის რეკომენდაციები, რომელთა ავტორები ბრძანდებიან აჭარაში მოღვაწე აკადემიის ნამდვილი წევრები.

          

შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ სამინისტროსა და აკადემიის თანამშრომლობა აგრარული მეცნიერების განვითარების ერთ-ერთი ძირითადი ხელშემწყობი და მასტიმულირებელი ღონისძიებაა და მისასალმებელია, რომ აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო უკვე ათეული წელია მჭიდროდ და საქმიან ფორმებში თანამშრომლობს აკადემიასთან, რასაც ადასტურებს აკადემიაში მინისტრის, ბატონ ზაზა შავაძის ვიზიტიც.

გასვლითი ლექცია

სიახლეები

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ინიციატივა

(გასვლითი ლექცია-პრაქტიკულები მარიამჯვრის დაცული ტერიტორიის სამონადირეო მეურნეობებში)

 

    315453149 485506176724548 8519861024492732838 n    მიმდინარე წლის 14 ნოემბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის სატყეო საქმის ბაკალავრიატის სტუდენტები საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოს ანატოლი გიორგაძის ხელმძღვანელობით იმყოფებოდნენ ყორუღისა და იორის აღკვეთილებში არსებულ სამონადირეო მეურნეობებში: „იორის ჭალები“ და „იორის რესურსები“. სადაც მათ ჩაუტარდათ ლექცია-პრაქტიკულები. ისინი გაეცვნენ ზემოაღნიშნული სამონადირეო მეურნეობების საქმიანობას. 315321010 842844360235986 7954298539828850832 n

 

    დაათვალიერეს გარეული ფრინველების (ხოხობი, კაკაბი) სანაშენე ვოლიერები და სამონადირეო სავარგულები. მათ მასპინძლობას უწევდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სტიპენდიატი, მარიამჯვრის ნაკრძალის დირექტორი, დოქტორი ზვიად ტიგინაშვილი. 

      

აღსანიშნავია, რომ ყორუღის აღკვეთილი მდებარეობს საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, იგი დაარსდა 1958 წელს; მისი ფართობი შეადგენს 2068 ჰექტარს. მდებარეობს მდინარე იორის სანაპიროზე ჭალის ტყეში. მცენარეებიდან აქ გავრცელებულია ვერხვი, კუნელი, ბროწეული, ძეძვი, ჭალის მუხა და სხვა. ცხოველებიდან კი გვხვდება გარეული ღორი, კურდღელი, მგელი, ტურა, ლელიანის კატა, წავი, ხოხობი, მწყერი, ბეგობის არწივი, მცირე მყივანი არწივი, ქედანი და სხვა.

    

ივრის აღკვეთილი მდებარეობსსიღნაღის მუნიციპალიტეტში. დაარსდა 1965 წელს. მისი ფართობი შეადგენს 1336 ჰექტარს. ივრის აღკვეთილში დაცულია მდინარეიორისპირას მდებარე ჭალის ტყე. გავრცელებულიაქართული ზამბახი, ეიხლერის ტიტა, კოწახური, იალღუნი, ბერწყენა, საკმლის ხე, ღვია, წალის მუხა, ჯაგრცხილა, ძეძვიდა სხვ. 

ძუძუმწოვრებიდანაქ გვხვდებაგარეული ღორი, მგელი, წავი, ლელიანის კატადა სხვა. ფინველებიდან — ხოხობი, დურაჯი, კაკაბი, ფასკუნჯი, ორბი, ტყის ბუ, ჩეულებრივი კირკიტა. ქვეწარმავლებიდან — ხმელთაშუაზღვისპირული კუ,  გიურზა.   

პრეზენტაცია

სიახლეები

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზენტაცია

საქართველოში მეაბრეშუმეობის აღდგენა-განვითარების შესახებ

2022 წლის  04  ნოემბერს საქართველოს  მეცნიერებათა  ეროვნული  აკადემიის  ინოვაციებისა  და მაღალი  ტექნოლოგიების  ცენტრის   სხდომაზე   მოსმენილ იქნა   საქართველოს   სოფლის  მეურნეობის  მეცნიერებათა აკადემიის  აკადემიკოსისა  და   აკადემიური  დეპარტამენტის  უფროსის,  ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორ, პროფესორ ელგუჯა  შაფაქიძის  მოხსენება:  „საქართველოს  მეაბრეშუმეო­ბისათვის  ინოვაციური  ტექნოლოგიების  დამუშავება“.IMG 9455555555555555515

მომხსენებელმა აღნიშნა, რომ   საქართველოს დღევანდელი მეაბრეშუმეობის აღდგენა-განვითარების პროცესი სიძნელეებს განიცდის, რაც გამოწვეულია ამ დარგში ინოვაციური ტექნოლოგიებისა და ტექნიკური საშუალებების მხრივ ჩამორჩენით, ეს ძირითადად განპირობებულია იმ მანქანებისა და მექანიზმების შექმნის სირთულით, რომლებიც საჭიროა თუთის აბრეშუმხვევიას გამოკვებისათვის.

მექანიზაციის ტექნიკური საშუალებების სიმცირის გამო აბრეშუმის პარკის წარმოება მეტად შრომატევადი პროცესია, მაგალითად, 100 კგ აბრეშუმის პარკის მისაღებად საჭიროა 700-მდე კაც-საათი. ამ დანახარჯებიდან დაახლოებით 15% მოდის საკვების დამზადებასა და ტრანსპორტირებაზე, 20%-მდე – საკვების მომზადებაზე (ღეროებიდან ფოთლების გაცლა, დაჭრა და დაქუცმაცება), 60%-მდე – თუთის აბრეშუმხვევიას გამოკვებაზე და დაახლოებით 10% –  პარკის ჩამოკრეფაზე, დახარისხებასა და გაწმენდაზე. როგორც სტატისტიკური მონაცემებიდან ჩანს, საკვების დამზადებასა და მომზადებაზე, განსაკუთრებით თუთის აბრეშუმხვევიის გამოკვებაზე, საკმარისად დიდი დანახარჯებია და ამდენად, ამ ტექნოლოგიური პროცესების მექანიზაციის საკითხები მეტად აქტუალურია.

IMG 9412 1024x683

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მეცნიერთა მიერ ჩატარებულია სამუშაოები, რომელთა შედეგები დაცულია საავტორო მოწმობებით  და საქართველოს პატენტებით გამოგონებებზე, დამზადებულია თუთის აბრეშუმხვევიას გამოსაკვები დანადგარების, მ.შ. დოზატორის, საკვების დარიგებისა და ნაძირის გამოცვლის, ასევე  აბრეშუმის პარკის ნაპერტყულისაგან გამწმენდი და ძაფის ამოსახვევი მოწყობილობების ექსპერიმენტული ნიმუშები.

IMG 9433 1024x683

    მოხსენებამ  დამსწრეთა  დიდი   ინტერესი გამოიწვია. დისკუსიაში  მონაწილეობა მიიღეს  აკადემიკოსებმა:   გიორგი  კვესიტაძემ,   როინ   მეტრეველმა,   რამაზ   ხუროძემ,   ვლადიმერ ციციშვილმა  და  რამაზ   ხეცურიანმა,   საქართველოს სოფლის  მეურნეობის მეცნიერებათა   აკადემიის  ვიცე-პრეზიდენტმა  გივი  ჯაფარიძემ,  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის  მრჩეველმა  ომარ კაჭარავამ,  საპატრიარქოს  პროფესიული  სწავლების  ცენტრის   წარმომადგენელმა   კახაბერ  ვარდუკაძემ,  პროფესორმა  ნუგზარ  ებანოიძემ,  დოქტორებმა  ნარგიზ  ბარამიძემ,  ირაკლი  გუჯაბიძემ  და პეტრე ბერაიამ,  რომლებმაც  დადებითად  შეაფასეს  მომხსენებლისა  და მისი ჯგუფის  მიერ ჩატარებული კვლევები და გაწეული მუშაობა,  ხაზი გაუსვეს საქართველოში  მეაბრეშუმეობის განვითარებასთან დაკავშირებული პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და ტექნოლოგიური, აგრეთვე  ეკოლოგიური, ეთიკისა და დემოგრაფიული   ფაქტორების   კომპლექსური   მეცნიერული   ანალიზის ჩატარების   აუცილებლობას,  რომლის   შედეგები   აისახება  საქართველოს  მთავრობისადმი  გაგზავნილ  წინადადებებში.

  


ახალგაზრდა მეცნიერთა და სპეციალისტთა საბჭოს დამფუძნებელი სხდომა

სიახლეები

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ახალგაზრდა მეცნიერთა და სპეციალისტთა საბჭოს დამფუძნებელი სხდომა

314707035 1766704250377183 369848314569604476 n 2022 წლის 11 ნოემბერს ჩატარდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ახალგაზრდა მეცნიერთა და სპეციალისტთა საბჭოს დამფუძნებელი სხდომა. სხდომას ესწრებოდნენ აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე, პრეზიდენტის მოადგილე აკადემიკოსი ანატოლი გიორგაძე, აკადემიური დეპარტამენტის უფროსი აკადემიკოსი ელგუჯა შაფაქიძე, აკადემიკოსი ლაშა დოლიძე, სწავლული მდივანი დოქტ. მარინე ბარვენაშვილი, აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის თანამშრომლები, ახალგაზრდა მეცნიერთა და სპეციალისტთა საბჭოს თავმჯდომარის მ/შ გიორგი ქავთრაძე და საბჭოს წევრობის კანდიდატები.

სხდომას მისასალმებელი სიტყვით მიმართა და საბჭოს დაფუძნების შესახებ აკადემიის პრეზიდიუმის გადაწყვეტილებაზე ისაუბრა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა აკადემიკოსმა გივი ჯაფარიძემ. ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ აკადემია დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საბჭოს შექმნას, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდა მეცნიერების და სპეციალისტების მხარდაჭერას, მათი ინტეგრაციის ხელშეწყობას აკადემიურ სივრცეში და ხაზი გაუსვა აკადემიის მზაობას მაქსიმალური მხარდაჭერა გაუწიოს საბჭოს საქმიანობაში.

შემდეგ ახალგაზრდა მეცნიერთა და სპეციალისტთა საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ქავთრაძემ, საბჭოს გააცნო ახალგაზრდა მეცნიერთა და სპეციალისტთა საბჭოს წესდებით გათვალისწინებული საკითხები, რომლის შემდგომ წარადგინა საბჭოს წევრობის კანდიდატები.

საბჭოს დაფუძნებას მიესალმნენ და საქმიანობაში წარმატებები უსურვეს აკადემიკოსებმა ელგუჯა შაფაქიძემ, ანატოლი გიორგაძემ, ლაშა დოლიძემ და დოქტორმა მარინე ბარვენაშვილმა. ხაზი გაესვა საბჭოს მჭიდრო თანამშრომლობის აუციელებლობას აკადემიის სამეცნიერო განყოფილებებთან.


314931701 813079233243690 925708173603370088 n

 

315107808 1093605621352443 2722347297602039790 n

 

 

 

 

 

პრეზიდიუმის სხდომა

სიახლეები

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის

პრეზიდიუმის სხდომა

2022 წლის 28 ოქტომბერს ჩატარდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის სხდომა.

სხდომას ხელმძღვანელობდა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი აკად. გივი ჯაფარძე.

 

სხდომის დღის წესრიგი:

 

1. საქართველოში სოფლად მდგრადი განვითარების სივრცით-ტერიტორიული ასპექტების შესახებ.

მომხსენებელი: აკადემიკოსი ალექსანდრე დიდებულიძე (აკად. ა. დიდებულიძის მოხსენება იხილეთ ბმულზე).

2. მიმდინარე საკითხები.

 313042637 509829897444398 5535271938015024599 n

გახსენება

სიახლეები

ვეტერინარიის დარგში

პირველი ქართველი აკადემიკოსის გუგული გოდერძიშვილის გახსენება

მიმდინარე წლის 24 ოქტომბერს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საკონფერენციო დარბაზში, აკადემიის მეცხოველეობის და ვეტერინარიის მეცნიერებათა განყოფილების ორგანიზებით ჩატარდა საზეიმო სხდომა მიძღვნილი ვეტერინარიის დარგში პირველი ქართველი აკადემიკოსის გუგული გოდერძიშვილის დაბადებიდან 95 წლისთავის აღსანიშნავად. სხდომას ესწრებოდნენ: აკადემიის მეცხოველეობის და ვეტერინარიის მეცნიერებათა განყოფილების წევრები: განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ჯემალ გუგუშვილი, აკადემიკოსი თენგიზ ყურაშვილი, აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების სწავლული მდივნები: აკადემიკოსი ლაშა დოლიძე, და სოფლის მეურნეობის დოქტორი მარინე ბარვენაშვილი, ასევე მოწვეული სტუმრები, რომელთა შორის იყვნენ როგორც ვეტერინარიის დარგის მეცნიერები და პროფესორ-მასწავლებლები, ასევე პრაქტიკოსი ვეტერინარები. 313097928 849700176065470 5795185707491360528 n

საზეიმო სხდომა გახსნა აკადემიის მეცხოველეობის და ვეტერინარიის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა, აკადემიკოსმა ჯემალ გუგუშვილმა. მოკლე მისალმების შემდეგ მან დამსწრე საზოგადოებას გააცნო სხდომის დღის წესრიგი, რის შემდეგ სიტყვა გადასცა აკადემიკოს თენგიზ ყურაშვილს. ბატონმა თენგიზმა მსმენელებს გააცნო აკადემიკოს გუგული გოდერძიშვილის ბიოგრაფია, ხაზი გაუსვა მის ღვაწლს ქართული ვეტერინარული მეცნიერების განვითარებისა და პოპულარიზაციის საქმეში. აკადემიკოს თენგიზ ყურაშვილის შემდეგ სიტყვით გამოვიდნენ: პროფესორები: ლევან მაკარაძე და მერაბ ნათიძე, ვეტერინარიის დოქტორი ნინო მილაშვილი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ვასილ ბასილაძე, საქართველოში FAO-ს წარმომადგენელი მიხეილ სოხაძე, საქართველოს ვეტერინარ ექიმთა გაერთიანებული ასოციაციის პრეზიდენტი ლალი ვაშაკიძე, აკადემიკოსი ჯემალ გუგუშვილი, ზოოტექნიკურ-სავეტერინარო უნივერსიტეტის ყოფილი თანამშრომელი, ბატონი ვლადიმერ გვარჯელაძე. მომხსენებლებმა გაიხსენეს აკადემიკოს გუგული გოდერძიშვილთან გატარებული მუშაობის წლები, ყურადღება გაამახვილეს მის ღვაწლზე ახალგაზრდა ვეტერინარი-ექიმების აღზრდაში, აღნიშნეს მისი   განსაკუთრებული დამოკიდებულება მომავალი მეცნიერ-პარაზიტოლოგების მიმართ და სხვა.

313037591 799583314596188 7615785555042543836 nგუგული გოდერძიშვილის დაბადებიდან 95 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო სხდომას ესწრებოდნენ ასევე მისი ოჯახის წევრები. აღსანიშნავია, რომ მისი ერთ-ერთი შვილი ვეტერინარულ მეცნიერებათა დოქტორი დავით გოდერძიშვილი მამის პროფესიას გაყვა. ამჟამად იგი მუშაობს სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ. ბატონმა დავითმა სხდომის ორგანიზატორებს და მობრძანებულ სტუმრებს დიდი მადლობა გადაუხადა   ბატონი გუგული გოდერძიშვილის ხსოვნის მიმართ პატივის მიგებისა და მამის მიერ ქართული ვეტერინარიის დარგში გაწეული ღვაწლის დაფასებისათვის.

საზეიმო სხდომა დახურა აკადემიის მეცხოველეობის და ვეტერინარიის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა, აკადემიკოსმა ჯემალ გუგუშვილმა, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას მადლობა გადაუხადა მობრძანებისა და ქართული ვეტერინარიის საამაყო შვილის, ბატონი გუგული გოდერძიშვილის გახსენებისათვის.

განყოფილების სხდომა

სიახლეები

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის

მეცხოველეობის და ვეტერინარიის მეცნიერებათა

განყოფილების სხდომა

 

2022 წლის 20 ოქტომბერს ჩატარდა   საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისმეცხოველეობის და ვეტერინარიის მეცნიერებათა განყოფილების სხდომა შემდეგი დღის წესრიგით:

1.საქართველოში მებოცვრეობის განვითარების პერსპექტივების შესახებ.

მომხსენებელი: აკადემიკოსი ჯემალ გუგუშვილი (აკად. ჯ. გუგუშვილის მოხსენება იხილეთ ბმულზე).

2. მიმდინარე საკითხები.

აგროინჟინერიის მეცნიერებათა განყოფილების სხდომა

სიახლეები

     საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის

აგროინჟინერიის მეცნიერებათა განყოფილების სხდომა

 

312832528 1767450816957406 8160799882554868927 n 2022 წლის 27 ოქტომბერს ჩატარდა აკადემიის აგროინჟინერიის მენიერებათა განყოფილების სხდომა. სხდომას ეწრებოდნენ განყოფილების წევრები აკადემიკოსები რ, მახაობლიძე, ე. შაფაქიძე, ჯ. კაციტაძე, ა. დიდებულიძე, აკადემიის სტიპენდიატი დოქტ. გ. ქუთელია, მოწვეული სტუმრები პროფ. ზ. მახარობლიძე, სტუმრები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან - პროფ. გ. ჯავახიშვილი, პროფ. ე. კუხალაშვილი, დოქტორები შ. კუპრეიშვილი და თ.სუპატაშვილი. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრიდან დოქტორები მ. ნადირაშვილი და მ. ცარციძე, განყოფილების სწავლული მდივანი დოქტ. მ. ბარვენაშვილი.

დღის წესრიგი:

1. ინფორმაცია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის „სოფლის მეურნეობის მექანიზაცია და ტექნოლოგიები ევროპაში და პერსპექტივები“ შედეგების შესახებ.

მომხსენებელი: სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, აკადემიის აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ელგუჯა შაფაქიძე (მოხსენება იხილეთ ბმულზე);

2. ბუნებრივი ანომალიების რისკების მართვის და გარემოს დაცვის ინოვაციური სტრატეგიის შესახებ.

მომხსენებელი: ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფ. ედუარდ კუხალაშვილი (მოხსენება იხილეთ ბმულზე);

3. მიმდინარე საკითხები.

სემინარი აკადემიის აგრონომიულ მეცნიერებთა განყოფილებაში

სიახლეები

311493189 630734775156491 2010741327323293914 nმიმდინარე წლის 18 ოქტომბერს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საკონფერენციო დარბაზში აგრონომიულ მეცნიერებათა განყოფილების ორგანიზებით ჩატარდა სემინარი თემაზე: „თრიალეთის ქედის ნიადაგების ორგანული ნახშირბადის მარაგები და მდგრადი მართვა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ფარგლებში.“ სემინარს ესწრებოდნენ აგრონომიულ მეცნიერებათა განყოფილების წევრები: განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი გოგოლა მარგველაშვილი, აკადემიკოსები: ნოდარ ჩხარტიშვილი, ზაურ ჩანქსელიანი, აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, სამეცნიერო განყოფილებების კოორდინატორი, აკადემიკოსი ანატოლი გიორგაძე, აკადემიის სტიპენდიატი, ქიმიის დოქტორი გიგა ქვარცხავა, აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების სწავლული მდივნები: სოფლის მეურნეობის დოქტორი მარინე ბარვენაშვილი და აკადემიკოსი ლაშა დოლიძე და მოწვეული სტუმარი სოფლის მეურნეობის დოქტორი გიორგი ღამბაშიძე.

სხდომა გახსნა და დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა აკადემიის აგრონომიულ მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა, აკადემიკოსმა გოგოლა მარგველაშვილმა. მისალმების შემდეგ ქალბატონმა გოგოლა მარგველაშვილმა ისაუბრა საქართველოს ნიადაგების მდგომარეობის შესახებ, ამ მიმართულებით არსებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის ღონისძიებებზე. აღინიშნა, რომ აგრარული სექტორის წარმატების უდიდესი წილი ნიადაგებზეა დამოკიდებული, ამიტომ საჭიროა განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს ნიადაგების ამჟამინდელ მგომარეობას, რათა სწორად დაიგეგმოს მათი ექსპლუატაციისა და გაუმჯობესების გზები.

აკადემიის აგრონომიულ მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა, აკადემიკოსმა გოგოლა მარგველაშვილმა შემდეგ სიტყვა გადასცა აკადემიკოს ზაურ ჩანქსელიანსა და სოფლის მეურნეობის დოქტორს გიორგი ღამბაშიძეს, რომლებმაც დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს მოხსენება თემაზე „თრიალეთის ქედის ნიადაგების ორგანული ნახშირბადის მარაგები და მდგრადი მართვა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ფარგლებში.“ მომხსენებლებმა აღნიშნეს, რომ დღეისათვის, არ არსებობს ერთიანი მონაცემთა ბაზა ნიადაგის შესახებ, რომლის შექმნა აუცილებელია როგორც ნიადაგზე მონიტორინგის დაწესების, ისე არსებული რესურსების შეფასების მხრივ. მათ მიერ ჩატარებულ კვლევასთან დაკავშირებით ხაზი გაუსვეს იმას, რომ ნიადაგის ორგანული ნახშირბადის მარაგის შეფასება მოხდა NASA-ს და FAO-ს მეთოდოლოგიით. პროექტის ფარგლებში ციფრულ კარტოგრაფირებასთან ერთად, რომელიც განხორციელდა ნიადაგის მსოფლიო საინფორმაციო სისტემის GLOSIS მოთხოვნების და FAO-ს მიერ შემუშავებული თემატური მიმართულების მეთოდური სახელმძღვანელოების შესაბამისად, ადგილზე მოხდა ნიადაგის მაღალნაყოფიერი ფენის შესწავლა ნიმუშების აღების საშუალებით (2კმx2კმ) წერტილების განმსაზღვრელი ბადის მეშვეობით. კვლევის შედეგები დიდ დახმარებას გაუწევს, როგორც ფერმერებს, ისე სახელწიფო და კერძო ორგანიზაციებს სივრცითი დაგეგმარების, ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად, ასევე სოფლის მეურნეობის სფეროში ინვესტიციების მოსაზიდად.

მოხსენება მოწონებული იქნა მსმენელების მიერ. აღინიშნა, რომ შესრულებულია დიდი მოცულობის მნიშვნელოვანი სამუშაოები, რაც წინ გადადგმული ნაბიჯია ნიადაგების შესწავლის მიმართულებით.

სემინარი შეაჯამა აკადემიის აგრონომიულ მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა, აკადემიკოსმა გოგოლა მარგველაშვილმა, რომელმაც მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას მობრძანებისა და სემინარის მუშაობაში მონაწილეობის მიღებისათვის.

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია კიევის ბიორესურსებისა და ბუნებათსარგებლობის ეროვნულ უნივერსიტეტში

სიახლეები

     312153662 1122739568416396 5019125070851944486 n   მიმდინარე წლის 21 ოქტომბერს კიევის ბიორესურსებისა და ბუნებათსარგებლობის უნივერსიტეტში გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ გოლოსიივსკის მეფუტკრეობის სამეცნიერო-კვლევითი საწარმო - მეფუტკრეობის განვითარების კერა“, რომელიც მიეძღვნა აღნიშნული სამეცნიერო-კვლევითი საწარმოს დაარსებიდან 100 წლის იუბილეს. კონფერენციის მუშაობა გახსნა უნივერსიტეტის პრორექტორმა სამეცნიერო და ინოვაციების ნაწილში, პროფესორმა ვადიმ კონდრატიუკმა, მისასალმებელი სიყვით დამსწრე საზოგადოებას მიმართა მეცხოველეობისა და წყლის ბიორესურსების ფაკულტეტის დეკანმა რუსლან კონონენკომ.

       კონფერენციის მუშაობაში ონლაინ რეჟიმში მონაწილება მიიღო და მისასალმებელი სიტყვით მონაწილეებს მიმართა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის მოადგილემ, აკადემიკოსმა ანატოლი გიორგაძემ (საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის წევრი). პლენარულ სხდომაზე მოხსენებით „ახალი მიმართულებები საქართველოს ფერმერულ მეფუტკრეობაში“ გამოვიდა აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების სწავლული მდივანი, სოფლის მეურნეობის დოქტორი მარინე ბარვენაშვილი. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ მეცნიერები სლოვაკეთიდან, ჩეხეთიდან, პოლონეთიდან, ახალი ზელანდიიდან, უზბეკეთიდან, საქართველოდან და უკრაინიდან. სულ კონფერენციაზე მოსმენილი იქნა 17 მოხსენება, რომლებიც ეხებოდა ფუტკრის სელექცია-გენეტიკისა და მეფუტკრეობის პროდუქტების წარმოებისა და გადამუშავების ტექნოლოგიის სხვადსხვა საკითხებს. კონფერენციის მუშაობა შეაჯამა კიევის ბიორესურსებისა და ბუნებათსარგებლობის უნივერსიტეტის მეფუტკრეობის კათედრის გამგემ, პროფესორმა ნიკოლოზ პოვოზნიკოვმა.

  1. მეჩაიეთა კონფრენცია ანასეულში
  2. აგროინოვაციების კომისიის სხდომა
  3. სემინარი საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში
  4. საიუბილეო სხდომა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში
  5. პრეზიდიუმი
  6. აგროინოვაციების კომისიის სხდომა
  7. სხდომები
  8. მრგვალი მაგიდა სურსათის უვნებლობისა და ვეტერინარიის საკითხებზე
  9. აკადემიკოსი ედიშერ კვესიტაძე - 60
  10. აკადემიკოსი ელგუჯა შაფაქიძე - 80

გვერდი 27 სულ 60

  • 22
  • 23
  • 24
  • 25
  • 26
  • 27
  • 28
  • 29
  • 30
  • 31

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ. (+995 32) 292 13 21; 294 02 14;

ელ-ფოსტა: info.gaas.georgia@gmail.com

©2016- 2026 საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია. ვებდამუშავება და დიზაინი GT-Studio
  • ჩვენს შესახებ
    • აკადემიის მოკლე ისტორია
    • აკადემიის პრეზიდენტები
      • მიხეილ საბაშვილი
      • ვალერიან მეტრეველი
      • ნაპოლეონ ქარქაშაძე
      • შოთა ჭალაგანიძე
      • გურამ ალექსიძე
      • გივი ჯაფარიძე
    • მიზნები და ამოცანები
    • ფინანსური საფუძვლები
    • რეგულაციები
    • ძირითადი მიდგომები
    • საინოვაციო პროექტები
    • სამეცნიერო - ტექნიკური პროგრამები
    • კავშირები ორგანიზაციებთან
  • შემადგენლობა
    • აპარატი
    • სტრუქტურა
    • პრეზიდიუმი
      • დადგენილებები
        • დადგენილებები 2021 წელი
        • დადგენილებები 2020 წელი
        • დადგენილებები 2019 წელი
        • დადგენილებები 2018წელი
        • დადგენილებები 2017 წელი
        • დადგენილებები 2016 წელი
        • დადგენილებები 2015 წელი
        • დადგენილებები 2014 წელი
        • დადგენილებები 2013 წელი
      • დებულებები
    • დეპარტამენტები
    • მეცნიერებათა განყოფილებები
      • აგრონომიის მეცნიერებათა განყოფილება
      • მეცხოველეობის და ვეტერინარიის მეცნიერებათა განყოფილება
      • აგროინჟინერიის მეცნიერებათა განყოფილება
      • გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილება
      • სურსათის უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიის მეცნიერებათა განყოფილება
      • ეკონომიკის მეცნიერებათა განყოფილება
    • სასწავლო ცენტრი
    • გარემოს დაცვისა და აგრობიომრავალფეროვნების საკოორდინაციო ცენტრი
    • გამომცემლობა "აგრო"
    • აჭარის სამეცნიერო-საკოორდინაციო ცენტრი
    • აკადემიის შემადგენლობა
  • განცხადებები
  • სიახლეები
  • ინტელექტუალური რესურსები
    • გამოცემები
      • აკადემიის "მოამბე"
      • აკადემიის "მაცნე"
      • აკადემიის წლიური ანგარიშები
      • რეკომენდაციები
      • მონოგრაფიები და სახელმძღვანელოები
      • აგრარულ-ეკონომიკური მეცნიერება და ტექნოლოგიები
    • მემორანდუმები
      • აკადემიის მემორანდუმები
    • პუბლიკაციები
    • კონფერენციის მასალები
    • კონფერენცია "ქართული ხორბალი" მასალები
    • სარეკომენდაციო წინადადებები
      • რეკომენდაციები 2013
      • ადრინდელი რეკომენდაციები
      • აქტუალური რეკომენდაციები
    • საინოვაციო ბანკი
    • პროექტები
    • არქივი
      • არქივი 2015
      • არქივი 2014
      • არქივი 2013
    • საიტის რუკა
  • გალერეა
    • ფოტოგალერეა
    • ვიდეოგალერეა
  • კონტაქტი
  • info.gaas.georgia@gmail.com