საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

ფუტკრის მსოფლიო დღე

Futkari 1ფუტკარი უდიდესი სარგებლობის მომტანი მწერია, რომელიც ადამიანის საკეთილდღეოდ მრავალი ათასწლეულის განმავლობაში შრომობს. მეცნიერთა აზრით, ფუტკარი დედამიწაზე 50-80 მლნ წელზე დიდხანს ცხოვრობს. პირველად ადამიანები ველური ფუტკრის თაფლის შეგროვებით იყვნენ დაკავებულები, მოგვიანებით მათ „მოათვინიერეს“ იგი, რათა ესარგებლათ ფუტკრის მიერ წარმოებული ყველა სასარგებლო პროდუქტით: თაფლით, ცვილით, დინდგელით, ჭეოთი, ფუტკრის რძით, ფუტკრის შხამით. ადამიანის მიერ დამზადებული სკების გამოსახულება ჩვ. წ. აღ.-მდე 3000 წლით თარიღდება. ასეთი სურათები აღმოჩენილი იყო ძველი ეგვიპტისა და ისრაელის სამეფოს ტერიტორიაზე.

ფუტკარი ბუნებაში ყველაზე უფრო შრომისმოყვარე მწერია, რომელსაც უდიდესი სიკეთე მოაქვს ადამიანების, მცენარეებისა და გარე სამყაროსათვის. ყვავილების დამამტვერიანებელი ფუტკრები უზრუნველყოფენ მარცვლის, ხილის და სხვა ნაყოფების არა მარტო მაღალ მოსავალს, არამედ შეაქვთ გარკვეული წვლილი მცენარეების მრავალფეროვნებასა და ხარისხში, აგრეთვე სასურსათო უსაფრხოებასა და კვებაში. აღსანიშნავია, რომ მთელ მსოფლიოში, ხეხილისა და მეთესლეობის სასურსათო კულტურების სამი მეოთხედი საჭიროებენ დამტვერიანებას, რომელსაც შრომისმოყვარე ფუტკარი ასრულებს.

           ფუტკრის მსოფლიო დღეს (World Bee Day) მთელ პლანეტაზე   20 მაისს აღნიშნავენ. იგი დაარსდაFutkari 2 იმიტომ, რომ ადამიანთა ყურადღება მიექცია მეფუტკრეობის პრობლემებისადმი და ხაზი გაესვა ფუტკრის მნიშვნელობას მსოფლიო ეკო-ბალანსისა და პლანეტის „ჯანმრთელობის“ შენარჩუნების საქმეში. არსებობს კვლევები, რომლებიც ფუტკრის - მცენარეთა მნიშვნელოვანი დამამტვერიანებლის გადაშენების შემთხვევაში, კატასტროფულ ეკოლოგიურ შედეგებს გვიწინასწარმეტყველებენ. ეს მწერები კი ხშირად ადამიანის უგუნური ქმედებების გამო, როგორიცაა ბაღებისა და მინდორ-ველების ქიმიური საშუალებებით შეწამვლა, საშინელ მდგომარეობაში ვარდებიან.

            წინადადება ფუტკრის მსოფლიო დღის დაარსებასთან დაკავშირებით გამოითქვა სლოვენიის რესპუბლიკისა და მეფუტკრეთა ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციის („აპიმონდია“) მიერ და ერთხმად იქნა დამტკიცებული 2017 წლის 20 დეკემბერს გაეროს გენერალურ ასამბლეის რეზოლუციით (A/RES/72/211). დღე - 20 მაისი შეირჩა ცნობილი ევროპელი მეფუტკრის ანტონ იანშას (1734 – 1773) საპატივსაცემლოდ, რომელიც დაიბადა 1734 წლის 20 მაისს სლოვენიაში. მან მეფუტკრეობა თავისი ცხოვრების მთავარ საქმიანობად გაიხადა და ისიც კი მოახერხა, რომ დაწერა დამხმარე სახელმძღვანელო, რომელიც 1771 წელს გერმანულ ენაზე იქნა გამოშვებული.

Futkari 3ფუტკრის საერთაშორისო დღის დაარსებამ ადამიანებს კიდევ ერთხელ შეახსენა თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს მეთაფლე ფუტკარს მცენარეთა, მათ შორის სასოფლო-სამეურნეო კულტურების დამტვერვის პროცესში.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია ფუტკრის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით გთავაზობთ სტატიას ქართული ფუტკრის შესახებ, რომლის ავტორებია არიან დოქტ. მ. ფეიქრიშვილი და დოქტ. მ. ბარვენაშვილი.

(სტატია „ქართული ფუტკარი“ იხილეთ ბმულზე).

ინტერნეტ სამეცნიერო კონფერენცია - ვეტერინარიის საერთაშორისო დღე

მიმდინარე წლის 29 აპრილს მსოფლიომ ფართო მაშტაბით აღნიშნა ვეტერინარიის საერთაშორისო დღე და პატივი მიაგო ამ დარგის სპეციალისტებს მთელს მსოფლიოში. ამასთან დაკავშირებით, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიამ 2020 წლის 8-10 მაისს ჩაატარა ვეტრინარიის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ინტერნეტ სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: „საქართველოს ვეტერინარიის პერსპექტივები კორონავირუსის პანდემიის და მის შემდგომ პერიოდში“.

ინტერნეტ კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო ვეტერინერიის დარგის 31 მეცნიერმა, რომელთა მიერ წარმოდგენილი სამეცნიერო სტატიები ყურადღებას იმსახურებენ და საინტერესო იქნება მკითხველისათვის.

ინტერნეტ კონფერენციის ჩატარების ორგანიზატორი აკადემიის აკადემიურ დეპარტამენტთან ერთად იყო მეცხოველეობისა და ვეტერინარიის სამეცნიერო განყოფილება (აკადემიკოს-მდივანი, აკად. ჯ. გუგუშვილი, აკად. თ. ყურაშვილი).

ინტერნეტ კონფერენციის მასალები განთავსდა კონფერენციის სამეცნიერო შრომათა კრებულის ელექტრონულ ვერსიაში, რომელიც დაურიგდათ კონფერენციის მონაწილეებს. მათვე გადაეცემათ ინტერნეტ სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობის შესაბამისი სერტიფიკატები.

ელექტრონულ შრომათა კრებულში წარმოდგენილია აგრეთვე აკად. თ. ყურაშვილის და ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორ ლ. ციცქიშვილის ნაშრომი „კორონავირუსული ინფექცია ცხოველებში“ (გვ.42-69), რომელიც აგრეთვე საინტერესო იქნება მკითხველისათვის.

(ვეტრინარიის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ინტერნეტ სამეცნიერო კონფერენციის   შრომათა კრებულის ელექტრონული ვერსია იხილეთ ბმულზე).

სსმმ აკადემიის წინადადებები კორონავირუსის პანდემიისა და შემდგომი პერიოდისათვის

სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების შესახებ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრების წინადადებები (რეკომენდაციები) კორონავირუსის COVID-19 პანდემიისა

და შემდგომ პერიოდში

ახალ და მოულოდნელ გამოწვევას- კორონავირუს COVID-19-ის პანდემიას საზოგადოება, სახელმწიფო, მეცნიერება გონივრულად უმკლავდება და ამასთან ერთად ეროვნული ეკონომიკის სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნება-განმტკიცების ღონისძიებათა მწყობრი, მომავალზე ორიენტირებული სისტემა მოქმედებს, პანდემიის შემდგომი პერიოდის გამოწვევებიც რეალურად ჩანს.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის თითოეული წევრი გრძნობს, რომ მუდმივად მობილიზებულ რეჟიმში მოუწევს ცხოვრება და მეცნიერული მოღვაწეობა. გაცნობიერებული აქვს, რომ მეცნიერება, განსაკუთრებით აგრარული მეცნიერება მორიგი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდება.

საჭიროა ჯერ კიდევ შენარჩუნებული სამეცნიერო პოტენციალით, პანდემიის პერიოდში შეძენილი გამოცდილებით, პროგნოზირებისა და სტრატეგიული დაგეგმვის თანამედროვე მეთოდებით რეალურად განისაზღვროს ქვეყნის აგრარული მეურნეობის განვითარების პერსპექტივა. ამ მიზნით აუცილებელია სოფლისა და სოფლის მეურნეობის კომპლექსური განვითარების რთული პროცესი მიზნობრივი პროგრამებით წარიმართოს.

თუ როგორ კონცეფციასა და მექანიზმს დაეფუძნება განვითარების მომავალი სტრატეგია, აკადემიის წევრების მოსაზრებებს და რეკომენდაციებს (რომლებიც საგანგებო რეჟიმის პირობებში აკადემიის წევრების გამოკითხვის წესით დაფიქსირდა) აქვე ვაქვეყნებთ.

(სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების შესახებ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრების წინადადებები (რეკომენდაციები) კორონავირუსის COVID-19 პანდემიისა და შემდგომ პერიოდში იხილეთ ბმულზე).

 

 

ონლაინ სამეცნიერო სემინარი

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში -
  ონლაინ სამეცნიერო სემინარი

 

2020 წლის 04 მაისს, პირველად საქართველოში დისტანციურად, ონლაინ რეჟიმში ჩატარდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა  და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული სამეცნიერო სემინარი თემაზე: „სატყეო კვლევის პოტენციალი საქართველოში და პერსპექტივები“.

(დღის წესრიგი იხილეთ https://www.gaas.dsl.ge/images/2020_Media/PDF/Online-workshop_-Forest-research-potential-2020.pdf).

Seminari Satkeo 1სემინარის ორგანიზებაში და მუშაობაში საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მხრიდან ჩართული იყვნენ აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკად. გივი ჯაფარიძე, აკადემიის სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილების წარმომადგენლები - განყოფლების აკადემიკოს მდივნის მოადგილე, აკადემიკოსი გიორგი გაგოშიძე, აკადემიის სტიპენდიანტი, დოქტორი გიორგი ქავთარაძე და განყოფილების სწავლული მდივანი, დოქტორი ლაშა დოლიძე. ღონისძიებას მხარდაჭერა გაუწია აკადემიის აკადემიურმა დეპარტამენტმა (უფროსი, აკადემიკოსი ელგუჯა შაფაქიძე) და ადმინისტრაციულმა დეპარტამენტმა (უფროსი დოქტ. ანატოლი გიორგაძე). ხოლო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მხრიდან პროფ. ლარს დროსლერმა, დოქტ. მარი-ქეით უგრეხელიძემ, გიორგი გიგაურმა და აკაკი ჩალათაშვილმა.

სემინარის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო 50-მდე სხვადასხვა პროფილური სექტორის წარმომადგენელმა, კერძოდ:

  • სამეცნიერო და აკადემიური სექტორიდან: საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი, ვ. გულისაშვილის Seminari Satkeo 2სატყეო ინსტიტუტი (პროფ. გიორგი ქავთარაძე, პროფ. თეიმურაზ კანდელაკი, პროფ. ნატო კობახიძე), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (პროფ. ლარს დროსლერი, დოქტ. ჟანა ეხავია, დოქტ. გიორგი მიქელაძე, დოქტ მარი-ქეით უგრეხელიძე, ვასილ მეტრეველი), საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (პროფ. გიორგი გაგოშიძე, ასოც. პროფ. ნინო ლომიძე, დოქტ. რამაზ   ტყემალაძე), სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის აგროსატყეო კულტურების კვლევის სამსახური (დოქტ. ნანი გოგინაშვილი, მარგალიტა ბაჩილავა), თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის უნივერსიტეტი (პროფ. მაგდა დავითაშვილი, მალხაზ სამადაშვილი, პროფ. თამარ ნადირაძე), ბათუმის ბოტანიკური ბაღი (დოქტ. ზურაბ მანველიძე, დოქტ. დავით ხარაზიშვილი).
  • არასამთავრობო სექტორიდან: ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის ოფისი (აკაკი ჩალათაშვილი), მწვანე ალტერნატივა (დოქტ. ირაკლი მაჭარაშვილი), სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი-ნაკრესი (დოქტ. კახა ქარცივაძე, სოფიო გოგიბედაშვილი), ახალგაზრდა მეტყევეთა ასოციაცია (გრიგოლ ზურაბიანი), IUCN საქართველოს წარმომადგენლობა (მარიკა ქავთარიშვილი).
  • საერთაშორისო ორგანიზაცებიდან: გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება_GIZ (ლაშა ძაძამია, გიორგი კოლბინი, დოქტ. პაატა ტორჩინავა), Global Forest Watch (გიგია ალექსიძე).
  • სახელმწიფო უწყებებიდან: საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნების და სატყეო დეპარტამენტი (უფროსი კარლო ამირგულაშვილი, სატყეო პოლიტიკის სამმართველოს უფროსი კობა ჩიბურდანიძე, პაპუნა კაპანაძე, ზაზა ნონაშვილი), სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო (უფროსის მოადგილე ნათია იორდანიშვილი, საერთაშორისო დეპარტამენტის უფროსი ნათია ცხოვრებაძე), სსიპ აჭარის სატყეო სააგენტო (უფროსის მოადგილე ჯუმბერ აბულაძე, ტყის მონიტორინგის სამსახურის უფროსი რუსლან დავითაძე).

ღონისძიება გახსნა და სემინარის მონაწილეებს შესავალი სიტყვით მიმართა სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გივი ჯაფარიძემ, რომელმაც ხაზი გაუსვა დღევანდელ პირობებში სატყეო მიმართულებით ამ ტიპის პრაქტიკული სემინარის ჩატარების მნიშვნელობას და იქ მიღებულ გადაწყვეტილებებს.

Seminari Satkeo 3ღონისძიებაზე განხილულ იქნა ძირითადი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუციების არსებული მატერიალურ-ტექნიკური შესაძლებლობები, კვლევის მიმართულებები, ასევე ცალკეული საუკეთესო კვლევების მაგალითები. ამავდროულად სემინარის მონაწილეებმა იმსჯელეს სისუტეების/გამოწვევების შესახებ, როგორც კვლევის მიმართულებებში (შედარება მოხდა ტყის კვლევის ორგანიზაციების საერთაშორისო კავშირის (IUFRO) ტყის კვლევის მიმართულებების კლასიფიკატორთან https://www.iufro.org/science/divisions/), ასევე ადამიანური რესურსების (შესაბამისი პროფილის მკვლევარების) თვალსაზრისით.

სემინარის დასკვნით ნაწილში ინდივიდუალურად ყველა მონაწილის მიერ შევსებული იქნა სპეციალური ელექტრონული კითხვარი, სადაც მათ საშუალება მიეცათ დაეფიქსირებინათ ზეპირად მსჯელობის დროს გამოთქმული მოსაზრებები, ტყის კვლევის მიმართულებების პრიორიტეტულობასთან თუ არსებულ გამოწვევებთან და საჭიროებებთან დაკავშირებით. საბოლოოდ ღონისძიებაზე მსჯელობის და კითხვარების ანალიზის საფუძველზე განისაზღვრება ტყის კვლევის პრიორიტეტები საქართველოში მომავალი 10 წლის პერიოდისთვის, რაც იყო აღნიშნული ღონისძიების ერთ-ერთი ძირითადი მიზანი.

სემინარის მონაწილე მკვლევარები ასევე შეთანხმდნენ ქვეყანაში სამეცნიერო-კვლევითი პროცესის სისტემური მიდგომის დამკვიდრების Seminari Satkeo 4აუცილებლობაზე IUFRO-ს საერთაშორისო კლასიფიკატორის შესაბამისად და სატყეო კვლევების ერთიანი მონაცემთა ბაზის საჭიროებაზე, რაც იქნება ერთგვარი პლატფორმა მკვლევარებს შორის მუდმივი კოორდინაციისთვის. ამავდროულად სატყეო პოლიტიკის გამტარებელ სახელმწფო უწყებებს მისცემს საშუალებას მიმდინარე სამეცნიერო სიახლეების შესახებ ფლობდნენ ინფორმაციას, რაც მათ დაეხმარება გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

ონლაინ სემინარის დასასრულს აკად. გივი ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ ამ ფორმატის შეხვედრა ძალიან დროული და საჭირო იყო, რადგან ემთხვევა სექტორში მიმდინარე რეფორმირების ეტაპს, რამაც ბუნებრივად უნდა გაზარდოს კვალიფიციური სამეცნიერო მხარდაჭერის საჭიროება მომავალში, რისთვისაც აუცილებელია სამეცნიერო პოტენციალის გაძლიერება და ამ მიმართულებით სისტემური მიდგომების დამკვიდრება. აღინიშნა აგრეთვე, რომ პროცესს კოორდინაციას გაუწევს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილება.

ინფორმაცია

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრები
საინფორმაციო სივრცეში

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია აგრძელებს იმ მნიშვნელოვანი სტატიების გამოქვეყნებას, რომელიც კორონავირუსის COVID-19-ის პანდემიის მიერ ქვეყანაში და მთელ მსოფლიოში შექმნილ პრობლემებსა და სამომავლო პერსპექტივებს ეხება. დღეს ისევ გთავაზობთ აკადემიკოს ნოდარ ჭითანავას ინტერვიუს, რომელიც გამოქვეყნდა საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტოს „ივერიონი“ ვებ-გვერდზე 2020 წლის 26 აპრილს.

წარმოდგენილ ინტერვიუში აკად. ნ. ჭითანავა ეხმაურება საქართველოს მთავრობის ეკონომიკური ანტიკრიზისული გეგმის მიზნობრივ სოციალურ და ბიზნესის დახმარების ღონისძიებებს, რომელიც უნდა განხორციელდეს საქართველოში კორონავირუსის პანდემიის პირობებში და შემდგომ ეტაპებზე. ავტორი აღნიშნავს, რომ დღეს საქართველოს სამი სტრატეგიული რესურსი აქვს: მიწა და სხვა ბუნებრივი რესურსები, გეოეკონომიკური უპირატესობა, ინტელექტუალური პოტენციალი. ამ რესურსების კომპლექსურად გამოყენების გარეშე, წინსვლა წარმოუდგენელია და ამასთან დაკავშირებით მიზანშეწონილია მომავალი პროგრამის შედგენის კოორდინაცია განახორციელოს პრემიერთან არსებულმა ანტიკრიზისულმა საბჭომ, აგრეთვე პრემიერთან უნდა შეიქნას ანალიტიკური ცენტრი, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის განვითარების კომპლექსურ ანალიზს, მოამზადებს შესაბამის პროგნოზებსა და რეკომენდაციებს. აღნიშნულ ცენტრს მჭიდრო ურთიერთობები უნდა ჰქონდეს ქართველ მეცნიერებთან, რომელთაც არა ერთი საინტერესო საკითხები აქვთ მომზადებული.

(აკად. ნოდარ ჭითანავას ახალი ინტერვიუ, რომელიც გამოქვეყნებულია საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტოს - „ივერიონი“ ვებ-გვერდზე, იხილეთ ბმულზე).

 

ინფორმაცია

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის

სამეცნიერო საბჭოს სხდომის შესახებ

2020 წლის 27 აპრილს, 13 საათზე, დისტანციურად, ონლაინ რეჟიმში ჩატარდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო საბჭოს სხდომა. სხდომის მუშაობაში მონაწილეობდნენ სამეცნიერო საბჭოს წევრები - აკადემიკოსები ნ. ქარქაშაძე, გ. ტყემალაძე, ზ. ჩანქსელიანი, გ. გაგოშიძე, ჯ. კაციტაძე, ს. მ. დოქტორები - რ. კიკვიძე, მ. კერესელიძე, მ. მაწკეპლაძე, ო. ვაშაკიძე, ნ. მამუკელაშილი, ჯ. სადაღაშვილი, ი. სარჯველაძე, ვ. ქვაჭრელიშვილი, ჯ. ქიტიაშვილი, ს. ლომიძე.

დღის წესრიგი:

1.მებოცვრეობის განვითარების პერსპექტივები საქართველოში.

     მომხსენებელი: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მეცხოველეობისა და ვეტერინარიის სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს - მდივანი, აკადემიკოსი ჯემალ გუგუშვილი (მოხსენების მოკლე შინაარსი იხილეთ ბმულზე).

2. მიმდინარე საკითხები.

სამეცნიერო საბჭოს სხდომაზე მომხსენებელმა ძირითადი აქცენტი გააკეთა ქვეყანაში მიმდინარე კორონავიარუსის COVID-19 პანდემიის შემდგომ პერიოდში მებოცვრეობის დარგის განვითარების პერსპექტივებზე და ამ მიმართულებით საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მეცნიერების როლის შესახებ.

სამეცნიეrო საბჭოს სხდომაზე აღნიშნული საკითხის განხილვის შედეგად საბჭომ ყურადღება გაამახვილა იმ საკითხებაზე, რომლის გადაწყვეტა აუცილებელია აღნიშნული პანდემიის შემდგომ პეიოდში:

  1. 1.უნდა შემუშავდეს სტრატეგიული მიზანი, თუ რა მიმართულებით განვითარდეს   დარგი კორონავირუსის პანდემიის შემდგომ პერიოდში;
  2. 2.მოქმედებაში უნდა შევიდეს კანონი „სანაშენო საქმის შესახებ“, რისთვისაც ეთხოვოს პარლამენტს ამ მიმართულებით საქმიანობის დროულად წარმართვა;
  3. 3.ბოცვერი ბალახისმჭამელი ცხოველია, ამიტომ უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს ბუნებრივ საკვებ - სავარგულებს, რისთვისაც საჭიროა ამ მიმართულებით განსაკუთრებული ღონისძიებების მიღება;
  4. 4.მებოცვრეობის დარგის არსებული მდგომარეობის განვითარებისათვის ფართო გზა უნდა მიეცეს კოოპერირებას;
  5. 5.მებოცვრეობის დარგის განვითარებაში და კორონავირუსის პანდემიის შემდგომ პერიოდში გადამჭრელი სიტყვა ეკუთვნის მეცნიერებას;
  6. 6.მეცხოველეობა და ვეტერინარია განიცდის საკადრო შიმშილს, ამ მიმართულებით საჭიროა ქმედითი ღონისძიებების გატარება და რაც შეიძლება უახლოეს პერიოდში.

 

აგროინჟინერიის სამეცნიერო განყოფილების სხდომა

ინფორმაცია

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის

აგროინჟინერიის სამეცნიერო განყოფილების

სხდომის შესახებ.

 

          2020 წლის 23 აპრილს, 12 საათზე, დისტანციურად, ონლაინ რეჟიმში ჩატარდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აგროინჟინერიის სამეცნიერო განყოფილების სხდომა. სხდომის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს სამეცნიერო განყოფილების წევრებმა, როგორც თბილისიდან, ისე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკიდან - ქ. ბათუმიდან (აკად. ზ. ფუტკარაძე).

დღის წესრიგი:

1. აკადემიკოს ალექსანდრე დიდებულიძის ანგარიში 2019 წელს და 2020 წლის პირველ კვარტალში ჩატარებული სამეცნიერო, პედაგოგიური და საზოგადოებრივი საქმიანობის შესახებ (აკად. ა. დიდებულიძის მოკლე ანგარიში იხილეთ ბმულზე);

2. აკადემიკოს ჯემალ კაციტაძის ანგარიში 2019 წელს და 2020 წლის პირველ კვარტალში ჩატარებული სამეცნიერო, პედაგოგიური და საზოგადოებრივი საქმიანობის შესახე (აკად. ჯ. კაციტაძის მოკლე ანგარიში იხილეთ ბმულზე);

3. აკადემიკოს ელგუჯა შაფაქიძის ანგარიში 2019 წელს და 2020 წლის პირველ კვარტალში ჩატარებული სამეცნიერო, პედაგოგიური და საზოგადოებრივი საქმიანობის შესახებ (აკად. ე. შაფაქიძის მოკლე ანგარიში იხილეთ ბმულზე);

4. მიმდინარე საკითხები.

       აკად. ა. დიდებულიძის, აკად. ჯ. კაციტაძის და აკად. ე. შაფაქიძის ინფორმაციების მოსმენის შემდეგ გაიმართა დისკუსია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს აგოინჟინერიის სამეცნიერო განყოფილების წევრებმა - აკადემიკოსებმა ა. ვაშაკიძემ, ზ. ფუტკარაძემ, აკადემიის სტიპენდიატმა, გ. ქუთელიამ.                 

       აგროინჟინერიის სამეცნიერო განყოფილების სხდომაზე აღინიშნა, რომ მიუხედავად მსოფლიოში არსებული კორონავირუსის პანდემიის და ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობისა, საქართველოს სოფლის მეურენეობის მეცნიერებათა აკადემია და აგროინჟინერიის სამეცნიერო განყოფილება მზად უნდა იყოს ევროპის (UEAA) სოფლის მეურნეობის, სურსათისა და ბუნებათსარგებლობის აკადემიების კავშირის მიერ 2020 წლის შემოდგომაზე დაგეგმილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის თემაზე „სოფლის მეურნეობის მექანიზაცია და ტექნოლოგიები ევროპაში და პერსპექტივები“ ჩატარებისათვის, რომლის მასპინძლობა UEAA-ს გადაწყვეტილებით დაევალა საქართველოს სოფლის მეურენეობის მეცნიერებათა აკადემიას. ამასთან დაკავშირებით აგროინჟინერიის სამეცნიერო განყოფილებამ უნდა მოიძიოს ან დაამზადებინოს თვალსაჩინო მასალები ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების მოვლა-მოყვანის, აგრეთვე სამთო მიწათმოქმედების სამანქანო ტექნოლოგიებისა და ტექნიკური საშუალებების შესახებ, შეარჩიოს მოხსენებების თემატიკა და მომხსენებელები, დაგეგმოს კონფერენციის მონაწილეებისათვის თემატური ექსკურსიების ობიექტები და ა.შ.

სამეცნიერო განყოფილების სხდომის მუშაობა შეაჯამა აკადემიკოს-მდივანმა აკად. რევაზ მახაობლიძემ, რომელმაც შეაფასა აკადემიის წევრების მიერ სხდომაზე წარმოდგენილი მოხსენებები. მანვე ჩამოაყალიბა იმ ღონისძიებების ნუსხა, რომელიც უნდა განხორციელდეს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის წარმატებით და ორგანიზებულად ჩატარებისათვის.

სამეცნიერო განყოფილების სხდომამ დაადგინა, რომ აკად. რ. მახარობლიძის მიერ წარმოდგენილი ღონისძიებების ნუსხა განხილვისათვის უნდა გადაეცეს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმს განსახილველად.

ინფორმაცია

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის

სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილების

სხდომის შესახებ.

 

          2020 წლის 22 აპრილს, 12 საათზე, დისტანციურად, ონლაინ რეჟიმში ჩატარდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილების სხდომა.

სხდომის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა აკად. რ. ჩაგელიშვილმა, აკადემიკოსებმა გ. ჯაფარიძემ, გ. გაგოშიძემ, აკადემიის სტიპენდიატმა დოქტ. გ. ქავთარაძემ, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორმა ლ. დოლიძემ, სოფლის მეურნეობის დოქტორმა ზ. ტიგინაშვილმა.

 

დღის წესრიგი:

 

1. საქართველოში მინდორსაცავი ტყის ზოლების გაშენების შესახებ.

მომხსენებლები: აკად. გივი ჯაფარიძე და აკადემიკოსი გიორგი გაგოშიძე.

2. მიმდინარე საკითხები.

სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილების სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხზე მოხსენება გააკეთა სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს-მდივნის მოადგილემ, აკადემიკოსმა გიორგი გაგოშიძემ. (მოხსენების მოკლე შინაარსი იხილე ბმულზე).

მოხსენების ირგვლივ თავისი მოსაზრებები გამოთქვა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გივი ჯაფარიძემ. აღინიშნა, რომ წარმოდგენილი საკითხი მეტად აქტუალურია და განსაკუთრებით ეხლა, კონოროვირუსის პანდემიის შედეგების ფონზე, როდესაც საქართველოს მოსახლეობის სურსათით მომარაგების საკითხები ქვეყნის სოფლის მეურნეობამ უნდა უზრუნველყოს და აღარ უნდა ვიყოთ დამოკიდებული სხვა ქვეყნებიდან პროდუქტების ექსპორტზე. სასოფლო სამეურნეო სავარგულების დაცვა ქარის მექანიკური ზემოქმედებისაგან ყოველთვის იყო სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება, მაგრამ ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურმა და სოციალურმა პირობებმა ქარსაფარი ზოლების განადგურება გამოიწვია და ეხლა ყველაფერი თავიდან არის დასაწყები, რისთვისაც მეცნიერების გადამწყვეტ სიტყვას ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს.

სხდომაზე გამომსვლელებმა ჩამოაყალიბეს ის მიმართულებები, რომელიც ქვეყანაში ქარსაფარი ზოლების დაჩქარებული წესით აღდგენის ღონისძიებებს ეხება. ხაზი გაესვა სანერგე მეურნეობების აღდგენის და ქარსაფარ ზოლებში მცენარეთა ჯიშების შერჩევის საკითხებს, ძალზე მნიშვნელოვანია საორგანიზაციო მოსამზადებელი სამუშაოები, აღიშნულ საკითხებზე საკანონმდებლო ინიციატივების მომზადება და ა.შ.

სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილების წევრის, აკადემიის სტიპენდიატის, აგრარული უნივერსიტეტის . გულისაშვილის სატყეო ინსტიტუტის დირექტორის, დოქტორ გიორგი ქავთარაძის ინფორმაციაში აღინიშნა ინსტიტუტის მიერ ჩატარებული სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა ქარსაფარი ზოლების აღდგენის ორგანიზაციულ და პრაქტიკულ საქმიანობაზე, ინსტიტუტის საქმიანობა ამ მიმართულებით და სხვა.

სამეცნიერო განყოფილების სხდომის მუშაობა შეაჯამა განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა, აკად. რევაზ ჩაგელიშვილმა, რომელმაც აღნიშნა, რომ მინდორსაცავი ტყის ზოლების აღდგენის უმთავრესი წინაპირობაა არსებული ფრაგმენტების ინვენტარიზაცია, მისი შედეგების ანალიზი კი შესაძლებელს გახდის შემუშავდეს ზოლების სარეაბილიტაციო, ეფექტური სატყეო - სამელიორაციო ღონისძიებები, რომელთა პრაქტიკული რეალიზაცია, მხოლოდ მეცნიერებისა და პრაქტიკოსი პროფესიონალების პრეროგატივაა.

ინფორმაცია

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის

მეცხოველეობისა და ვეტერინარიის სამეცნიერო განყოფილების

სხდომის შესახებ.

 

        2020 წლის 21 აპრილს, 12 საათზე, დისტანციურად, ონლაინ რეჟიმში ჩატარდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მეცხოველეობისა და ვეტერინარიის სამეცნიერო განყოფილების სხდომა. სხდომის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს სამეცნიერო განყოფილების წევრებმა და დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების მომხსენებლებმა.

დღის წესრიგი:

1.   ხელოვნურად გამოზრდილი გარეული ფრინველის ინტროდუქციის საკითხებისათვის;

2 .   სტრესული სიტუაციებიდან გამოსვლის საუკეთესო საშუალების  „ორნიტოთერაპიის“ შესახებ;

3.რეკომენდაციის „თუთისძლიერმოზარდიუხვმსხმოიარეშერჩეულიჯიშების

(ჰიბრიდებისწყლისმიერეროზირებულფერდობებზეგაშენება,ნაყოფისსაკონსერვო  (ოჯახურიწარმოებაშიგამოყენება,მიზანშეწონილობადაეკონომიკური ეფექტიანობა“ განხილვა.

4. მიმდინარე საკითხები.

            დღის წესრიგის პირველ საკითხზე მოხსენება გააკეთა აკადემიის სტიპენდიატმა, სოფლის მეურნეობის დოქტორმა ანატოლი გიორგაძემ (მოხსენების მოკლე შინაარსი იხილეთ ბმულზე).

            დღის წესრიგის მეორე საკითხზე მოხსენება გააკეთა სოფლის მეურნეობის დოქტორმა მარინა ბარვენაშვილმა (მოხსენების მოკლე შინაარსი იხილეთ ბმულზე).

დღის წესრიგის მესამე საკითხზე ინფორმაცია გააკეთა რეკომენდაციის რედაქტორმა, აკადემიის მეცხოველეობისა და ვეტერინარიის სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა. აკადემიკოსმა ჯემალ გუგუშვილმა (რეკომენდაციის შინაარს გაეცნობით ბმულზე).

მომხსენებელმა აღნიშნა, რომ რეკომენდაცია „თუთისძლიერმოზარდი უხვმსხ­მო­იარეშერჩეულიჯიშების (ჰიბრიდებისწყლისმიერ როზირებულ ფერდობებზე გაშენება, ნაყოფის საკონსერვო  (ოჯახურიწარმოებაშიგამოყენება, მიზანშეწონი­ლობადა ეკონომიკური ეფექტიანობა“, რომლის ავტორებიც არიან აკადემიის წ/კ გ. ნიკოლეიშვილი, აკად. ე. შაფაქიძე და მეცნ. დოქტორი ს. ბერიძე (სსმმ აკადემიის გამომცემლობა „აგრო“, 2020 წელი),  ძალზე დიდ დახმარებას გაუწევს ფერმერებს, რომ უფრო გაზარდონ თუთის ხის მნიშვნელობა, რათა იგი გამოყენებული იქნეს წყლისმიერეროზირებულფერდობებზე (სათიბებზე) ფერდობის სათავეში, როგორც ნიადაგების დაცვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება (ცნობილია, რომ თუთის ხის ვეტიკალური ფესვის სიგრძე 4,0 მეტრს აღწევს, ხოლო გვერდითი ფესვები ნიადაგის დამაგრების საუკეთესო საშუალებაა). აღნიშნული სქემით სათიბების მოწყობის შედეგად შესაძლებელია სათიბებში დამზადებული თივის რაოდენობის მნიშვნელოვანი გაზრდა, რაც ფერმერისათვის ეკონომიურად ძალზე მომგებიანი იქნება. რეკომენდაციაში აღნიშნულია აგრეთვე, რომ თუთის ხის ნაყოფის შეგროვებითა და საკონსერვო საწარმოებში ჩაბარებით ფერმერი დამატებით შემოსავალს ღებულობს, ხოლო შემოდგომაზე გაუხეშებული თუთის ყლორტებისა და ფოთლებისაგან (ნეკერისაგან) შესაძლებელია მივიღოთ მეცხოველეობის ყუათიანი საკვები ზამთრის პირობებისათვის, რასაც ოჯახური მეურნეობისათვის დიდი ეკონომიკური ეფექტი ექნება. ამრიგად თუთის ნარგაობას არამარტო თუთის აბრეშუმხვევიას გამოკვებისათვის იყენებენ, არამედ ზემოთ აღნიშნული ღონისძიებებისათვისაც, ამიტომ იგი ძალზე მნიშვნელოვანი მცენარეა სოფლის მეურნეობაში.

 

ქვეკატეგორიები

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : conference.gaas@yahoo.com; gaasgeorgia@gmail.com