საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

აკადემიკოსი ზურაბ ცქიტიშვილი - 80

 

         146492483 1756419697861095 3196038055727571478 n 2021 წლის 31 იანვარს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრს, სურსათის უვნებლობისა და სასურსათო ტექნოლოგიების სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს-მდივანს, აკადემიკოს ზურაბ ცქიტიშვილს დაბადებიდან 80 და სამეცნიერო,_პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობის 55 წლისთავი შეუსრულდა.

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია ულოცავს

ბატონ ზურაბს  ღირსშესანიშნავ თარიღებს,   უსურვებს    ჯანმრთელობას  და დიდხანს სიცოცხლეს, ნაყოფიერ  შემოქმედებით სამეცნიერო და საზოგადოებრივ

საქმიანობას ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ.

 

                აკადემიკოს ზურაბ ცქიტიშვილს საიუბილეო თარიღებს ულოცავს საქართველოს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი,  ბატონი  ლევან დავითაშვილი

(მილოცვის წერილი იხილეთ ბმულზე).

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთობლივი პროგრამის ,,აგროსექტორის მდგრადი განვითარების“ ქვეპროგრამის ,,საგანმანათლებლო და სამეცნიერო პრაქტიკის დანერგვის“ შესახებ

 

       2021 წლის 22 იანვარს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში გაიმართა შეხვედრა, რომელიც შეეხებოდა 2020 წელს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა და აჭარის ავტონომირი რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთობლივი პროგრამის ,,აგროსექტორის მდგრადი განვითარებ“ ქვეპროგრამის ,,საგანმანათლებლო და სამეცნიერო პრაქტიკის დანერგვის“ ფარგლებში ჩატარებულ სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებს.

      001 შეხვედრაში აკადემიიდან მონაწილეობდნენ აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გურამ ალექსიძე, აკადემიის აგროინჟინერიის სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს- მდივანი, აკადემიკოსი რევაზ მახარობლიძე, აკადემიკოსი ჯემალ კაციტაძე, აკადემიის აჭარის სამეცნიერო-საკოორდინაციო ცენტრის დირექტორი აკადემიკოსი ზაურ ფუტრკარაძე, მოადგილე აკადემიკოსი რეზო ჯაბნიძე, აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილების სწავლული მდივანი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი ლაშა დოლიძე.

     შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრმა გიორგი სურმანიძემ. მან აღნიშნა, რომ სამინისტროსა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას შორის თანამშრომლობა არის ნაყოფიერი, რაც შემდგომში დადებითად აისახება რეგიონში სოფლის მეურნეობის განვითარებაზე.002

       საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა აკადემიკოსმა გურამ ალექსიძემ ისაუბრა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის როლსა და გამოცდილებ შესახებ სამინისტროსთან ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი პროგრამების განხორციელებაში. მან დაასახელა ის 15 მეცნიერ-მკვლევარი, რომელთა უშუალო მონაწილეობით მოხდება 2021 წელს სამეცნიერო-პრაქტიკული რეკომენდაციების მომზადება და შემუშავება სოფლის მეურნეობის ისეთ მაპროფილებელ დარგებში, როგორიცაა მემცენარეობა, მეცხოველეობა და სოფლის მეურნეობის მექანიზაცი.  

    

     სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგის პრობლემებზე, სფეროების განვითარების მიზნით  დასაგეგმ ღონისძიებებსა  და რეკომენდაციებზე  ისაუბრეს მოწვეულმა მეცნიერებმა და ექსპერტებმა.

       პროგრამებში მონაწილე მეცნიერ-მკვლევარებმა წარადგინეს სოფლის მეურნეობის მაპროფილებელ დარგებში დასრულებულ კვლევებზე სამეცნიერო-პრაქტიკული რეკომენდაციები და შემაჯამებელი ანგარიშებიწარმოდგენილი 2020 წლის ანგარიშები აისახება პროექტის შრომათა კრებულში, რომელსაც გამოსაცემად მოამზადებს აკადემიის აკადემიური დეპარტამენტი.

 

2

2021 წლის იანვრის თვეში აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების სხდომები

ქვეყანაში არსებული   Covid-19-ის პანდემიასთან დაკავშირებული სიტუაციის გამო, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში სამეცნიერო განყოფილებების სხდომებზე განსახილველი მოხსენებების ელ. ვერსიას ფართო აუდიტორიისათვის გასაცნობად წარმოგიდგენთ აკადემიის  ვებ-გვერდზე.

1. 2021 წლის 20 იანვარი (მეცხოველეობისა და ვეტერინარიის სამეცნიერო განყოფილება).

1. ინფორმაცია მეცხოველეობის და ვეტერინარიის სამეცნიერო განყოფილების მიერ 2020 წელს გაწეული სამეცნიერო საქმიანობისა და 2021 წლის პერსპექტიული სამუშაო გეგმის შესახებ. მომხსენებლები: მეცხოველეობის და ვეტერინარიის სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ჯემალ გუგუშვილი, სამეცნიერო განყოფილებების სწავლული მდივანი, დოქტორიმარინე ბარვენაშვილი (განყოფილების ანგარიში იხილეთ ბმულზე);

2. აკადემიკოს ჯემალ გუგუშვილის ანგარიში 2020 წელს გაწეული სამეცნიერო მუშობის შესახებ (ინფორმაცია იხილეთ ბმულზე).

 

2. 2021 წლის 21 იანვარ(აგრონომიის სამეცნიერო განყოფილება).

1. ინფორმაცია აგრონომიის სამეცნიერო განყოფილების მიერ 2020 წელს გაწეული სამეცნიერო საქმიანობისა და 2021 წლის პერსპექტიული სამუშაო გეგმის შესახებ.

მომხსენებლები: აგრონომიის სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი გოგოლა მარგველაშვილი, სამეცნიერო განყოფილებების სწავლული მდივანი,  დოქტორი  რევაზ  ლოლიშვილი (განყოფილების ანგარიში იხილეთ ბმულზე);

2. აკადემიკოს გოგოლა მარგველაშვილის ანგარიში 2020 წელს გაწეული სამეცნიერო მუშობის შესახებ (ინფორმაცია იხილეთ ბმულზე).

 

3. 2021 წლის 22 იანვარი (აგროინჟინერიის სამეცნიერო განყოფილება).

1. ინფორმაცია აგროინჟინერიის სამეცნიერო განყოფილების მიერ 2020 წელს გაწეული სამეცნიერო საქმიანობისა და 2021 წლის პერსპექტიული სამუშაო გეგმის შესახებ.

მომხსენებლები: აგროინჟინერიის სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი რევაზ მახარობლიძე, სამეცნიერო განყოფილებების სწავლული მდივანი, დოქტორიმარინე ბარვენაშვილი (განყოფილების ანგარიში იხილეთ ბმულზე);

2. აკადემიკოს რევაზ მახარობლიძის ანგარიში 2020 წელს გაწეული სამეცნიერო მუშობის შესახებ (ინფორმაცია იხილეთ ბმულზე).

 

4. 2021 წლის 25 იანვარი (სურსათის უვნებლობისა და სასურსათო ტექნოლოგიის სამეცნიერო განყოფილება).

1. ინფორმაცია სურსათის უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიის სამეცნიერო განყოფილების მიერ 2020 წელს გაწეული სამეცნიერო საქმიანობისა და 2021 წლის პერსპექტიული სამუშაო გეგმის შესახებ. მომხსენებლები: სურსათის უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიის სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ზურაბ ცქიტიშვილი, სამეცნიერო განყოფილებების სწავლული მდივანი, დოქტორი  მარინე  ბარვენაშვილი (განყოფილების ანგარიში იხილეთ ბმულზე);

2. აკადემიკოს ზურაბ ცქიტიშვილის ანგარიში 2020 წელს გაწეული სამეცნიერო მუშობის შესახებ (ინფორმაცია იხილეთ ბმულზე).

 

5. 2021 წლის 26 იანვარი (გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილება).

1. ინფორმაცია გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილების მიერ 2020 წელს გაწეული სამეცნიერო საქმიანობისა და 2021 წლის პერსპექტიული სამუშაო გეგმის შესახებ. მომხსენებლები: გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი რევაზ ჩაგელიშვილი, გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილების სწავლული მდივანი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი ლაშა დოლიძე (განყოფილების ანგარიში იხილეთ ბმულზე);

2. აკადემიკოს რევაზ ჩაგელიშვილის ანგარიში 2020 წელს გაწეული სამეცნიერო მუშობის შესახებ (ინფორმაცია იხილეთ ბმულზე).

 

6. 2021 წლის 27 იანვარი (ეკონომიკის სამეცნიეო განყოფილება).

1. ინფორმაცია ეკონომიკის სამეცნიერო განყოფილების მიერ 2020 წელს გაწეული სამეცნიერო საქმიანობისა და 2021 წლის პერსპექტიული სამუშაო გეგმის შესახებ.

მომხსენებლები: ეკონომიკის სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ომარ ქეშელაშვილი, სამეცნიერო განყოფილებების სწავლული მდივანი, დოქტორი რევაზ  ლოლიშვილი  (განყოფილების ანგარიში იხილეთ ბმულზე);

2. აკადემიკოს  ომარ  ქეშელაშვილის ანგარიში 2020 წელს გაწეული სამეცნიერო მუშობის შესახებ (ინფორმაცია იხილეთ ბმულზე).

 

გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს!

 1111

2021 წელი ყოფილიყოს ულევი სიხარულის, ჯანმრთელობის, სიკეთისა და წარმატებების

მომტანი თქვენთვის და თქვენი ოჯახებისათვის!

 

მშვიდობა, კეთილდღეობა, წინსვლა და გაძლიერება დაბედებოდეს სრულიად საქართველოს!

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი,

აკადემიკოსი გურამ ალექსიძე

აკადემიკოსი იუზა ვასაძე - 85

       

134369908 401554414430504 7650717640282226852 n

      საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრს, აკადემიკოს იუზა ვასაძეს 2020 წელს დაბადებიდან 85 და სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობის 65 წლისთავები შეუსრულდა.

       

 

         საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმი და მთელი შემადგენლობა ულოცავს აკად. იუზა ვასაძეს ღირშესანიშნავ თარიღებს, უსურვებს ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოცხლეს, ნაყოფიერ შემოქმედებით სამეცნიერო, პედაგოგიურ და საზოგადოებრივ საქმიანობას ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრების ახალი ნაშრომები საინფორმაციო სივრცეში

133689967 1110198329417854 5065968982840951861 nსაქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია კვლააგრძელებს იმ მნიშვნელოვანი სტატიების გამოქვეყნებას, რომელიც ქვეყანაში და მთელ მსოფლიოში შექმნილ პრობლემებსა და სამომავლო პერსპექტივებს ეხება.

დღეს გთავაზობთ აკადემიკოს ნოდარ ჭითანავას სტატიას, რომელიც გამოქვეყნდა საერთაშორისო სამეცნიერო-ანალიტიკურ ჟურნალშიბიზნესი და კანონმდებლობა (#2, ივლისი-დეკემბერი, 2020 წელი).

ნაშრომში წარმოდგენილია შესაბამის კონცეპტუალურ-მეთოდოლოგიურ საფუძველზე მიწის კოდექსის, მიწის კადასტრის, მიწის რესურსების გამოყენების სტრატეგიის შემუშავებისათვის წინადადებები (რეკომენდაციები) და მათი განხორციელების მიმართულებები.

იმედს გამოვთქვამთ, რომ აღნიშნული სტატია დიდ ინტერესს გამოიწვევს არა მარტო სამეცნიერო წრეებში, არამედ სახელმწიფო ორგანიზაციებშიც, რომლებიც საქართველოს მიწის რესურსების მართვით არიან დაკავებულები.

(აკად. ნოდარ ჭითანავას  ახალ სტატია, რომელიც გამოქვეყნებულია საერთაშორისო სამეცნიერო-ანალიტიკურ ჟურნალში „ბიზნესი და კანონმდებლობა“, იხილეთ ლინკზე  https://b-k.ge/arqivi/biznesi-da-kanonmdebloba-ivlisi-dekemberi-2020-tseli-n2/).

დეკემბრის თვეში აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების სხდომები

     

ქვეყანაში არსებული   Covid-19-ის პანდემიასთან დაკავშირებული სიტუაციის გამო, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში სამეცნიერო განყოფილებების სხდომებზე განსახილველი მოხსენებების ელ. ვერსიას ფართო აუდიტორიისათვის გასაცნობად წარმოგიდგენთ აკადემიის  ვებ-გვერდზე.

 

2020 წლის 10 დეკემბერი (ეკონომიკის სამეცნიერო განყოფილება).

ინფორმაცია აკადემიის საერთაშორისო-რეფერირებული შრომათა კრებულის „მოამბის“ შესახებ, მომხსენებელი: აკადემიკოსი ომარ ქეშელაშვილი (მოხსენება იხილეთ ბმულზე).

 

2020 წლის 11 დეკემბერი (მეცხოველეობისა და ვეტერინარიის სამეცნიერო განყოფილება).

1. ინფორმაცია  აკადემიის სტიპენდიატის, სოფლის მეურნეობის დოქტორის,

ანატოლი გიორგაძის   მიერ 2020 წელს ჩატარებული სამეცნიერო საქმიანობის შესახებ (ინფორმაცია იხილეთ ბმულზე);

2. თანამედროვე ტექნოლოგიები მეხორცულ მეფრინველეობაში.

მომხსენებლები: აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, სოფლის მეურნეობის  

დოქტორი ანატოლი გიორგაძე. აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების

სწავლული მდივანი, სოფლის მეურნეობის დოქტორი მარინე ბარვენაშვილი. (მოხსენება იხილეთ ბმულზე);

 

2020 წლის 15 დეკემბერი (აგროინჟინერიის სამეცნიერო განყოფილება).

 ინფორმაცია  აკადემიის სტიპენდიატის, ტექნიკის დოქტორის გიორგი ქუთელიას   მიერ 2020 წელს ჩატარებული სამეცნიერო საქმიანობის შესახებ (ინფორმაცია იხილეთ ბმულზე);

 

2020 წლის 16 დეკემბერი (სურსათის უვნებლობისა და სასურსათო ტექნოლოგიების სამეცნიერო განყოფილება).

1. სუბტროპიკული ნედლეულისაგან უსაფრთხო პროდუქტების წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ.

მომხსენებლები: აკადემიკოსი გურამ პაპუნიძე, ალექსანდრე კალანდია (ინფორმაცია იხილეთ ბმულზე);

2. ინფორმაცია აკადემიის სტიპენდიატის, ქიმიის დოქტორის, დარეჯან დუღაშვილის მიერ 2020 წელს ჩატარებული სამეცნიერო საქმიანობის შესახებ (ინფორმაცია იხილეთ ბმულზე);

3. ინფორმაცია აკადემიის სტიპენდიატის, ტექნიკის დოქტორის, ეკატერინა კაციტაძის მიერ 2020 წელს ჩატარებული სამეცნიერო საქმიანობის შესახებ (ინფორმაცია იხილეთ ბმულზე);

 

2020 წლის 17 დეკემბერი (გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილება).

ინფორმაცია  აკადემიის სტიპენდიატის,  სოფლის მეურნეობის დოქტორის

გიორგი ქავთარაძის   მიერ 2019 წელს ჩატარებული სამეცნიერო საქმიანობის შესახებ (ინფორმაცია იხილეთ ბმულზე);

 

2020 წლის 18 დეკემბერი (აგრონომიის სამეცნიერო განყოფილება).

ინფორმაცია   აკადემიის სტიპენდიატის,  ქიმიის დოქტორის გიორგი ქვარცხავას მიერ 2020 წელს ჩატარებული სამეცნიერო საქმიანობის შესახე(ინფორმაცია იხილეთ ბმულზე);

5 დეკემბერი ნიადაგის დაცვის მსოფლიო დღეა

NIADAGI

 

            ეს დღე 2013 წლის შემდეგ, გაეროს 68- გენერალურ ასამბლეაზე მიღებული   გადაწყვეტილების შემდეგ აღინიშნება

            გაეროს ინფორმაციით, დედამიწაზე არსებული ნიადაგების მესამედი უკვე დეგრადირებულია.

            ნიადაგის დაბინძურება შეიძლება უხილავია, მაგრამ ის ყველას და ყველაფერს აზიანებს. 2050 წლისთვის პლანეტის მოსახლეობის რაოდენობამ შესაძლოა 9 მილიარდს მიაღწიოს. მოსახლეობის ზრდის პირობებში, ნიადაგი სულ უფრო ბინძურდება. ეს აისახება საკვებზე, რომელსაც მივირთმევთ, წყალზე, რომელსაც ვსვამთ და ჰაერზე, რომელსაც ვსუნთქავთ- წერია გაეროს ვებგვერდზე.   ნიადაგის დაცვის მსოფლიო დღეს ტარდება სხვადასხვა ღონისძიებები, რომელთა მიზანი ნიადაგის დაცვის შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება.

      2020 წლის მთავარი სლოგანიაშევუნარჩუნოთ ნიადაგს სიცოცხლე, დავიცვათ ნიადაგების ბიომრავალფეროვნება”.

          საქართველოს სოფლის მეურნების მეცნიერებათა აკადემიაში ყოველწლიურად აღინიშნება ნიადაგის დაცვის მსოფლიო დღე. წლევანდელი კამპანიის მთავარი მიზანია ნიადაგის ბიომრავალფეროვნების დაცვის პოლიტიკის მიმართულებების განსაზღვრა და ნიადაგის ბიომრავალფეროვნების გაზრდის მეთოდების დანერგვა

მოხსენებები  *01     *02

ღვაწლმოსილი მეცნიერის ხსოვნა

 

000000000000000000000000000000000000000000000000002020 წლის 24 ნოემბერს მძიმე და ვერაგი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ყოფილი მეაბრეშუმეობის სასწავლო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, ღირსეული მამულიშვილი, ღვაწლმოსილი მეცნიერი და პედაგოგი - გიორგი ნიკოლეიშვილი

ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, პროფ. გ. ნიკოლეიშვილი ეკუთვნოდა იმ გამოჩენილ მეცნიერ-მოღვაწეთა წარმომადგენლებს, რომლებმაც თვალ­საჩინო წვლილი შეიტანეს მეაბრეშუმეობის დარგის მეცნიერულ განვითარებში. იგი იყო მეაბრეშუმეობის დარგის ეკონომიკის პრობლემების ცნობილი მკვლევარი არამარტო საქართველოში და პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებში, არამედ მის ფარგლებ გარეთაც.

პროფ. გ. ნიკოლეიშვილს გამოქვეყნებული ჰქონდა 190 სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 19 მონოგრაფია (მათ შორის ბოლო წლებში ოთხი მონოგრაფია საქართველოში მეაბრეშუმეობის აღდგენისა და განვითარების შესახებ), სამი სახელმძღვანელო, ერთი დამხმარე სახელმძღვანელო, რამდენიმე სალექციო კურსი, მეაბრეშუმეობის განვითარების კონცეფცია, მრავალი რეკომენდაცია, ინსტრუქცია, მეთოდური მითითება, სასწავლო პროგრამა, ასზე მეტი საგაზეთო სამეცნიერო-პოპულარული სტატია. გ. ნიკოლეიშვილი იყო თუთის დაავადება “ფოთლის სიხუჭუჭისადმი” შედა­რებით გამძლე დარაიონებული თუთის სამი ჯიშის (ოშიმა, ქუთაისური და ქუ­თაისური-2) თანაავტორი.

პროფ. გ.ნიკოლეიშვილმა მეაბრეშუმეობის საერთაშორისო სიმპოზიუმებში (კონფერენციებში) მონაწილეობით კიდევ უფრო ნათლად წარმოადგინა ქართული აბრეშუმის ღირსება და განვითარების პერსპექტივები. მან 2005 წელს მონაწილეობა მიიღო შავი, კასპიის ზღვების და ცენტრალური აზიის FAO-ს რეგიონალური ორგანიზაციის სიმპოზიუმების საქმიანობაში და საქართველოს სახელით ხელი მოაწერა დამფუძნებელ დოკუმენტებს. 2005 წლიდან 2013 წლამდე იყო მეაბრეშუმეობის საერთაშორისო ასოციაცია BACSA-ს კოორდინატორი საქართველოში და გარდაცვალებამდე არ შეუწყვეტია მათთან კავშირი.

განსაკუთრებით ფასეულია მისი ხელმძღვანელობით დამუშავებული “საქართველოში მეაბრეშუმეობის განვითარების კონცეფცია 2012-2025 წლების პერიოდისათვის” და მეაბრეშუმეობის საინვესტიციო პროგრამები ხონისა და ვანის რაიონებისათვის, მითითებული პროგრამების საფუძველზე მუშავდება (რაშიც პროფ. გ. ნიკოლეიშვილი აქტიურად მონაწილეობდა) ქვეყანაში დარგის განვითარების პროგრამა, რომელიც პირველია უკანასკნელ პერიოდში.

ხანგრძლივი სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობისათვის პროფესორი გ. ნიკო­ლეიშვილი დაჯილდოვებული იყო “ღირსების” ორდენით, მედლებით და საპატიო სიგელებით. 2016 წელს გ. ნიკოლეიშვილის მიერ მეაბრეშუმეობის საკითხებზე მომზადებულ ორ მონოგრაფიას მიენიჭა აკადემიის პრემია საუკეთესო ფუნდამენტური ნაშრომებისათვის.

            ბატონი გიორგის გარდაცვალება დიდი დანაკლისია საქართველოს აგრარული მეცნიერებისათვის, განსაკუთრებით იგი ძალიან დააკლდება საქართველოში მეაბრეშუმეობის აღდგენისა და რეაბილიტაციის პროგრამების შემუშავებას და დანერგვას, მისი ნათელი ხსოვნა სამუდამოდ დარჩება კოლეგების, მეგობრებისა და ახლობლების გულებში.

საქართველოს სოფლის მეურნეობის

მეცნიერებათა აკადემია

სამეცნიერო განყოფილების სხდომები - ნოემბერი

ქვეყანაში არსებული   Covid-19-ის პანდემიასთან დაკავშირებული სიტუაციის გამო, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში სამეცნიერო განყოფილებების სხდომებზე განსახილველი მოხსენებების ელ. ვერსიას ფართო აუდიტორიისათვის გასაცნობად წარმოგიდგენთ ჩვენს web- გვერდზე.

ეკონომიკის სამეცნიერო განყოფილების 18 ნოემბრის სხდომის მოხსენებების ელ. ვერსია იხილეთ ბმულზე #01#001

მეცხოველეობის სამეცნიერო განყოფილების 19 ნოემბრის სხდომის მოხსენებების ელ. ვერსია იხ. ბმულზე: #02    #002

აგროინჟინერიის სამეცნიერო განყოფილების 20 ნოემბრის სხდომის მოხსენებების  ელ. ვერსია იხ. ბმულზე #03      #003

გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილების 24 ნოემბრის სხდომის მოხსენების ელ. ვერსია იხილეთ ბმულზე: #0004

აგრონომიის სამეცნიერო განყოფილების 25 ნოემბრის სხდომის მოხსენებების ელ. ვერსია იხილეთ ბმულზე:  #004   #005

სურსათის უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიის სამეცნიერო განყოფილების 26 ნოემბრის სხდომის მოხსენების ელ. ვერსია იხილეთ ბმულზე   #006

  1. აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის მინისტრი აკადემიაში
  2. მეცნიერების მსოფლიო დღე
  3. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მონაწილეობა ტექინფორმის ონლაინ სემინარში
  4. სამეცნიერო განყოფილების სხდომები
  5. ქართველი მეცნიერის კიდევ ერთი დიდი აღიარება
  6. ევროპის სოფლის მეურნეობის, სურსათისა და ბუნებათსარგებლობის აკადემიების კავშირის სამეთვალყურეო საბჭოს ვიდეოკონფერენცია
  7. თანამშრომლობა ბელორუსიის ეროვნული აკადემიის საერთაშორისო ასოციაციასთან
  8. სამეცნიერო კონფერენცია „კლიმატის ცვლილება და აგრობიომრავალფეროვნება“
  9. ინტერნეტ სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია აგროინჟინერიაში
  10. აკადემიკოსი ნოდარ ჩხარტიშვილი - 90

ქვეკატეგორიები

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : info.gaas.georgia@gmail.com