საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

ინფორმაცია

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის

სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილების

სხდომის შესახებ.

 

          2020 წლის 22 აპრილს, 12 საათზე, დისტანციურად, ონლაინ რეჟიმში ჩატარდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილების სხდომა.

სხდომის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა აკად. რ. ჩაგელიშვილმა, აკადემიკოსებმა გ. ჯაფარიძემ, გ. გაგოშიძემ, აკადემიის სტიპენდიატმა დოქტ. გ. ქავთარაძემ, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორმა ლ. დოლიძემ, სოფლის მეურნეობის დოქტორმა ზ. ტიგინაშვილმა.

 

დღის წესრიგი:

 

1. საქართველოში მინდორსაცავი ტყის ზოლების გაშენების შესახებ.

მომხსენებლები: აკად. გივი ჯაფარიძე და აკადემიკოსი გიორგი გაგოშიძე.

2. მიმდინარე საკითხები.

სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილების სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხზე მოხსენება გააკეთა სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს-მდივნის მოადგილემ, აკადემიკოსმა გიორგი გაგოშიძემ. (მოხსენების მოკლე შინაარსი იხილე ბმულზე).

მოხსენების ირგვლივ თავისი მოსაზრებები გამოთქვა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გივი ჯაფარიძემ. აღინიშნა, რომ წარმოდგენილი საკითხი მეტად აქტუალურია და განსაკუთრებით ეხლა, კონოროვირუსის პანდემიის შედეგების ფონზე, როდესაც საქართველოს მოსახლეობის სურსათით მომარაგების საკითხები ქვეყნის სოფლის მეურნეობამ უნდა უზრუნველყოს და აღარ უნდა ვიყოთ დამოკიდებული სხვა ქვეყნებიდან პროდუქტების ექსპორტზე. სასოფლო სამეურნეო სავარგულების დაცვა ქარის მექანიკური ზემოქმედებისაგან ყოველთვის იყო სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება, მაგრამ ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურმა და სოციალურმა პირობებმა ქარსაფარი ზოლების განადგურება გამოიწვია და ეხლა ყველაფერი თავიდან არის დასაწყები, რისთვისაც მეცნიერების გადამწყვეტ სიტყვას ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს.

სხდომაზე გამომსვლელებმა ჩამოაყალიბეს ის მიმართულებები, რომელიც ქვეყანაში ქარსაფარი ზოლების დაჩქარებული წესით აღდგენის ღონისძიებებს ეხება. ხაზი გაესვა სანერგე მეურნეობების აღდგენის და ქარსაფარ ზოლებში მცენარეთა ჯიშების შერჩევის საკითხებს, ძალზე მნიშვნელოვანია საორგანიზაციო მოსამზადებელი სამუშაოები, აღიშნულ საკითხებზე საკანონმდებლო ინიციატივების მომზადება და ა.შ.

სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილების წევრის, აკადემიის სტიპენდიატის, აგრარული უნივერსიტეტის . გულისაშვილის სატყეო ინსტიტუტის დირექტორის, დოქტორ გიორგი ქავთარაძის ინფორმაციაში აღინიშნა ინსტიტუტის მიერ ჩატარებული სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა ქარსაფარი ზოლების აღდგენის ორგანიზაციულ და პრაქტიკულ საქმიანობაზე, ინსტიტუტის საქმიანობა ამ მიმართულებით და სხვა.

სამეცნიერო განყოფილების სხდომის მუშაობა შეაჯამა განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა, აკად. რევაზ ჩაგელიშვილმა, რომელმაც აღნიშნა, რომ მინდორსაცავი ტყის ზოლების აღდგენის უმთავრესი წინაპირობაა არსებული ფრაგმენტების ინვენტარიზაცია, მისი შედეგების ანალიზი კი შესაძლებელს გახდის შემუშავდეს ზოლების სარეაბილიტაციო, ეფექტური სატყეო - სამელიორაციო ღონისძიებები, რომელთა პრაქტიკული რეალიზაცია, მხოლოდ მეცნიერებისა და პრაქტიკოსი პროფესიონალების პრეროგატივაა.

ინფორმაცია

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის

მეცხოველეობისა და ვეტერინარიის სამეცნიერო განყოფილების

სხდომის შესახებ.

 

        2020 წლის 21 აპრილს, 12 საათზე, დისტანციურად, ონლაინ რეჟიმში ჩატარდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მეცხოველეობისა და ვეტერინარიის სამეცნიერო განყოფილების სხდომა. სხდომის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს სამეცნიერო განყოფილების წევრებმა და დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების მომხსენებლებმა.

დღის წესრიგი:

1.   ხელოვნურად გამოზრდილი გარეული ფრინველის ინტროდუქციის საკითხებისათვის;

2 .   სტრესული სიტუაციებიდან გამოსვლის საუკეთესო საშუალების  „ორნიტოთერაპიის“ შესახებ;

3.რეკომენდაციის „თუთისძლიერმოზარდიუხვმსხმოიარეშერჩეულიჯიშების

(ჰიბრიდებისწყლისმიერეროზირებულფერდობებზეგაშენება,ნაყოფისსაკონსერვო  (ოჯახურიწარმოებაშიგამოყენება,მიზანშეწონილობადაეკონომიკური ეფექტიანობა“ განხილვა.

4. მიმდინარე საკითხები.

            დღის წესრიგის პირველ საკითხზე მოხსენება გააკეთა აკადემიის სტიპენდიატმა, სოფლის მეურნეობის დოქტორმა ანატოლი გიორგაძემ (მოხსენების მოკლე შინაარსი იხილეთ ბმულზე).

            დღის წესრიგის მეორე საკითხზე მოხსენება გააკეთა სოფლის მეურნეობის დოქტორმა მარინა ბარვენაშვილმა (მოხსენების მოკლე შინაარსი იხილეთ ბმულზე).

დღის წესრიგის მესამე საკითხზე ინფორმაცია გააკეთა რეკომენდაციის რედაქტორმა, აკადემიის მეცხოველეობისა და ვეტერინარიის სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა. აკადემიკოსმა ჯემალ გუგუშვილმა (რეკომენდაციის შინაარს გაეცნობით ბმულზე).

მომხსენებელმა აღნიშნა, რომ რეკომენდაცია „თუთისძლიერმოზარდი უხვმსხ­მო­იარეშერჩეულიჯიშების (ჰიბრიდებისწყლისმიერ როზირებულ ფერდობებზე გაშენება, ნაყოფის საკონსერვო  (ოჯახურიწარმოებაშიგამოყენება, მიზანშეწონი­ლობადა ეკონომიკური ეფექტიანობა“, რომლის ავტორებიც არიან აკადემიის წ/კ გ. ნიკოლეიშვილი, აკად. ე. შაფაქიძე და მეცნ. დოქტორი ს. ბერიძე (სსმმ აკადემიის გამომცემლობა „აგრო“, 2020 წელი),  ძალზე დიდ დახმარებას გაუწევს ფერმერებს, რომ უფრო გაზარდონ თუთის ხის მნიშვნელობა, რათა იგი გამოყენებული იქნეს წყლისმიერეროზირებულფერდობებზე (სათიბებზე) ფერდობის სათავეში, როგორც ნიადაგების დაცვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება (ცნობილია, რომ თუთის ხის ვეტიკალური ფესვის სიგრძე 4,0 მეტრს აღწევს, ხოლო გვერდითი ფესვები ნიადაგის დამაგრების საუკეთესო საშუალებაა). აღნიშნული სქემით სათიბების მოწყობის შედეგად შესაძლებელია სათიბებში დამზადებული თივის რაოდენობის მნიშვნელოვანი გაზრდა, რაც ფერმერისათვის ეკონომიურად ძალზე მომგებიანი იქნება. რეკომენდაციაში აღნიშნულია აგრეთვე, რომ თუთის ხის ნაყოფის შეგროვებითა და საკონსერვო საწარმოებში ჩაბარებით ფერმერი დამატებით შემოსავალს ღებულობს, ხოლო შემოდგომაზე გაუხეშებული თუთის ყლორტებისა და ფოთლებისაგან (ნეკერისაგან) შესაძლებელია მივიღოთ მეცხოველეობის ყუათიანი საკვები ზამთრის პირობებისათვის, რასაც ოჯახური მეურნეობისათვის დიდი ეკონომიკური ეფექტი ექნება. ამრიგად თუთის ნარგაობას არამარტო თუთის აბრეშუმხვევიას გამოკვებისათვის იყენებენ, არამედ ზემოთ აღნიშნული ღონისძიებებისათვისაც, ამიტომ იგი ძალზე მნიშვნელოვანი მცენარეა სოფლის მეურნეობაში.

 

სსმმ აკადემიის წევრები საინფორმაციო სივრცეში

საქართველოს
სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრები
საინფორმაციო სივრცეში

            საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი ნოდარ ჭითანავა აქტიურად მონაწილეობს ჩვენი ქვეყნის საინფორმაციო სივრცეში თავისი მონოგრაფიებით, სტატიებითა და ინტერვიუებით. იგი მაღალ მეცნიერულ დონეზე აშუქებს ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებს, ეროვნული ეკონომიკის სისტემური  განვითარების უპირობო პრიორიტეტს და სოფლის მეურნეობის ისეთ აქტუალურ თემებს, რომლებიც ეხება საქართველოს მიწის რესურსებს და ქვეყნისათვის სხვა სასიცოცხლო საკითხებს. გთავაზობთ აკად. ნოდარ ჭითანავას მნიშვნელოვან ინტერვიუებს, რომლებიც გამოქვეყნებულია საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტოს „ივერიონი“ ვებ-გვერდზე 2020 წლის 27 მარტს, 01 აპრილს და 12 აპრილს.

ბატონ ნოდარისთან საუბარს უძღვება  იური პაპასქუა - ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, სსუ პროფესორი.

აკად. ნოდარ ჭითანავას ინტერვიუები, რომლებიც გამოქვეყნებულია საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტოს „ივერიონი“ ვებ-გვერდზე, იხილეთ ბმულებზე:

ქვეყნის მთავარი სიმდიდრე - მიწის რესურსები    

მთავარი რესურსები მართვის გარეშეა დარჩენილი      

ერის უბედურება იწყება იქ, სადაც ნიჭის, ჭკუისა და ცოდნის მქონე მამულიშვილებს უნდობლობას უცხადებენ!    

მილოცვა

 

         Gugushvili J 75

  საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მეცხოველეობისა და ვეტერინარიის სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს-მდივანს, აკადემიკოს ჯემალ გუგუშვილს 2020 წლის 14 აპრილს დაბადებიდან 75 და სამეცნიერო, პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობის 50 წელი შეუსრულდა.

            საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია გულითადად ულოცავს იუბილარს ამ ღირშესანიშნავ თარიღებს, უსურვებს ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს, ნაყოფიერ შემოქმედებით, სამეცნიერო და საზოგადოებრივ საქმიანობას ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ.

 

 

აგრარული ინოვაციების კომისიის სხდომა

       2020 წლის 26 თებერვალს ჩატარდა აგრარული ინოვაციების კომისიის სხდომა, რომელზეც მოხსენებით: „უკუქცევით-წინსვლითი მოძრაობის ინოვაციური ელექტრომაგნიტური ვიბროძრავების  გამოყენება აგრარულ  ტექნოლოგიებში“ წარსდგა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების ფაკულტეტის ელექტროენერგეტიკის და ელექტრომექანიკის დეპარტამენტის პროფესორი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი გელა ჯავახიშვილი.

        მომხსენებელმა აღნიშნა, რომ უკუქცევით-წინსვლითი მოძრაობის ელექტრომაგნიტური ვიბროამგზნებების კონსტრუქციული შესრულების სიმარტივე, მომსახურეობის მოხერხებულობა, სრული ავტომატიზების შესაძლებლობა, მაღალი ენერეტიკული და საექსპლოატაციო მაჩვენებლები განაპირობებს იმას, რომ აღნიშნული ვიბროამგზნებები სულ უფრო ფართოდ იქნეს გამოყენებული სხვადასხვა ტექნოლოგიურ პროცესებში. მომხსენებლის მონაწილეობით დამუშავებული იქნა უკუქცევით-წინსვლითი მოძრაობის ელექტრომაგნიტური ვიბროძრავების ელექტრული და მაგნიტური წრედები, ამ ვიბროამგზნებებით აღჭურვილი მანქანა-დანადგარების კონსტრუქციები, სხვადასხვა აგროტექნოლოგიურ პროცესებში მათი გამოყენების თეორიული და პრაქტიკული კონცეფციები, შეიქმნა: უკუქცევით-წინსვლითი ელექტრომაგნიტური ვიბროამგზნების მაგნიტური გამტარების ორიგინალური კონსტრუქციები, აგრეთვე ენერგოდამზოგი მუდმივი დენის  შემაგნიტებიანი უკუქცევით წინსვლითი ელექტრომაგნიტური ვიბროამგზნებების ერთფაზა და სამფაზა სქემები რომლებზეც გაცემულია  საქართველოს პატენტები. შექმნილია მაღალმწარმოებლური, მცირეგაბარიტიანი, ენერგოდამზოგი  ელექტრომაგნიტური მანქანა-დანადგარები. შესრულებული სამუშაოების გამოყენების პერსპექტივა სოფლის მეურნეობის  სხვადასხვა დარგში პერსპექტიულია. ამ ვიბრაციული- მანქანა დანადგარების გამოყენება სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში იძლევა საგრძნობ ეკონომიურ ეფექტს.

 

იუბილარი

აკადემიკოსი ვალერიან ცანავა85

ცანავა2020 წლის 25 თებერვალს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის  ნამდვილ  წევრს -  აკადემიკოს  ვალერიან ცანავას დაბადებიდა85  და  სამეცნიერო–პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობის 60   ელი  შეუსრულდა. 

         ბატონო ვალერიან!

       საქართველოს სოფლის მეურნეობიმეცნიერებათა აკადემია გულითადად გილოცავთ ღირსშესანიშნავ  თარიღებს.  

     გისურვებთ  ჯანმრთელობას,   ხანგრძლივ   სიცოცხლეს,   

ნაყოფიერ და    წარმატებულ შემოქმედებით, სამეცნიერო–პედაგოგიურ და საზოგადოებრივ   საქმიანობას
  ჩვენი ქვეყნის   სასიკეთოდ.

 

 

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საერთო კრება

            2020 წლის 21 თებერვალს ჩატარდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საერთო კრება. კრებას, აკადემიის წევრების გარდა, ესწრებოდნენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე პროფ. ს. პავლიაშვილი და მინისტრის მრჩეველი ბატონი ო. კაჭარავა, საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენელი ბატონი ბ. გულუა, აკადემიის დარგობრივი ეროვნული კოორდინატორები, უმაღლესი საგანმანათლებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები და აკადემიის თანამშრომელები.

          კრება შესავალი სიტყვით გახსნა აკადემიის პრეზიდენტმა აკად. გურამ ალექსიძემ, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას აცნობა, რომ აკადემიის ნამდვილ წევრს, გამოჩენილ მეცნიერსა და საზოგადო მოღვაწეს, ღირსეულ მოქალაქეს, აკადემიკოს ვალერიან ცანავას დაბადებიდან 85 და სამეცნიერო, პედაგოგიური და საზოგადოებრივი  მოღვაწეობის 60 წელი შეუსრულდა. აკადემიის პრეზიდენტმა აკად ვ. ცანავას გადასცა  აკადემიის მილოცვის დოკუმენტი და  უსურვა ჯანმრთელობა, ხანგრძლივი სიცოცხლე და მრავალი წარმატებები სამეცნიერო და საზოგადოებრივ საქმიანობაში. 

            21 2 1

კრების დღის წესრიგის შესაბამისად სიტყვა ეძლევა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტს აკად. გ. ალექსიძეს, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას გააცნო აკადემიის მიერ 2019 წელს გაწეული  საქმიანობის ვრცელი ანგარიში, მიმოიხილა საანგარიშო წელს აკადემიის მიერ ჩატარებული სამეცნიერო ღონისძიებები, მისი მონაწილეობა საზღვარგარეთის სამეცნიერო ფორუმებში, აკადემიის წევრების მონაწილეობა საზღვარგარეთისა და ადგილობრივ სხვადასხვა სამეცნიერო ღონისძიებებში, აკადემიის საგამომცემლო საქმიანობა, სხვადასხვა სამეცნიერო ორგანიზაციებთან ურთიერთ თანამშრომლობაზე გაფორმებული ხელშეკრულებებისა და აკადემიის წევრების მიერ გამოქვეყნებული პუბლიკაციების შესახებ. აკადემიის პრეზიდენტმა ისაუბრა აკადემიის სამომავლო გეგმებზე და განსაკუთრებული ხაზი გაუსვა სამთავრობო ღონისძიებებში აკადემიის მონაწილეობას წყალტუბოს სურსათით უზრუნველყოფისა და სასურსათო უფსაფრთხოების  საქმეში.

            (აკადემიის პრეზიდენტის აკად. გ. ალექსიძის პრეზენტაციის შინაარსი იხილეთ ბმულზე:  ნაწილი-1,   ნაწილი-2).

         21 2 2 აკადემიის საანგარიშო კრებაზე სამეცნიერო განყოფილებების მიერ 2019 წელს ჩატარებული მუშაობისა და 2020 წლის ამოცანების შესახებ მოხსენებებით გამოვიდნენ:

კადემიის აგრონომიის სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი გოგოლა მარგველაშვილი, აკადემიის მეცხოველეობის და ვეტერინარიის სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ჯემალ გუგუშვილი, აკადემიის აგროინჟინერიის სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი რევაზ მახარობლიძე, აკადემიის სურსათის უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიის სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს-მდივანი,  აკადემიკოსი ზურაბ ცქიტიშვილი,

აკადემიის სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს-მდივნის მოადგილე  აკადემიკოსი გიორგი გაგოშიძე და კადემიის ეკონომიკის სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ომარ ქეშელაშვილი. 21 2 3

აკადემიის საერთო კრებამ აკადემიის 2019 წლის სამეცნიერო საქმიანობა შეაფასა დადებითად.

      აკადემიის საერთო კრებას მიესალმენ და აკადემიის მიერ 2019 წელს ჩატარებული  საქმიანობა და განხორციელებული ღონისძიებები დადებითად შეაფასეს და აკადემიის სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, პროფ. სოლომონ პავლიაშვილმა და სამინისტროს სოფლის მეურნეობის  სამეცნიერო კვლევით ცენტრის დირექტორმა, პროფ. ლევან უჯმაჯურიძემ.

       აკადემიის საერთო კრებამ მიიღო შესაბამისი დადგენილებები, რომლებიც ეხება აკადემიის სამომავლო პერსპექტივებსა და 2020 წლის სექტემბერში, საქართველოში და კერძოდ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში ევროპის სოფლის მეურნეობის, სურსათისა და ბუნებათსარგებლობის აკადემიების კავშირის გენერალური ასამბლეის და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მაღალორგანიზებულ დონეზე ჩასატარებლად  აკადემიის საქმიანობას მოსამზადებელ პერიოდში.

აკადემიის სტუმრები განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან

            2020 წლის 21 თებერვალს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას საქმიანი ვიზიტით ესტუმრენ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ქალბატონი ნუნუ მიცკევიჩი, სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების დეპარტამენტის უფროსი ქალბატონი ნინო წერეთელი, ამავე დეპარტამენტის მეცნიერების სამმართველოს უფროსი ბატონი ზაზა მარუაშვილი და დეპარტამენტის თანამშრომელი ბატონი ზურაბ ხუციშვილი.

            სტუმრებს აკადემიის სამეცნიერო საქმიანობა გააქცნეს აკადემიის პრეზიდენტმა აკად. გურამ ალექსიძემ, აკადემიის აკადემიკოს-მდივანმა, აკადემიური დეპარტამენტის უფროსმა, აკად. ელგუჯა შაფაქიძემ და აკადემიის პრეზიდენტის მოადგილემ, დოქტ. ანატოლი გიორგაძემ.

21 1 1

            ბატონმა გურამ ალექსიძემ სტუმრებს გააცნო აკადემიის წევრების ძირითადი სამეცნიერო მიმართულებები, აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების სტრუქტურა და საქმიანობა, აკადემიის დარგობრივი ეროვნული კოორდინატორების ინსტიტუტის საქმიანობა, აკადემიის მონაწილეობა სამეცნიერო ორგანიზაციების კვლევით საქმიანობაში, აკადემიის კავშირები მსოფლიოს აგრარული მიმართულების საერთაშორისო ორგანიზაციებთან, როგორიცაა ევროპის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიების კავშირი (იტალია);CGIAR– სასოფლო – სამეურნეო კვლევის საერთაშორისო კონსორციუმი (ქ. ვაშინგტონი, აშშ); GFAR - აგრარული კვლევების გლობალური ფორუმი (ქ. რომი, იტალია), GFRAS-აგრარული კვლევების გლობალური საკონსულტაციო ცენტრი (ქ. ბაზელი, შვეიცარია), ICARDA-მშრალი რეგიონების სოფლის მეურნეობის კვლევის საერთაშორისო ცენტრი (იორდანია); CIMMYT-ხორბლისა და სიმინდის სელექციის საერთაშორისო ცენტრი (ქ. მეხიკო, მექსიკა); ICRISAT- ნახევრად მშრალი ტროპიკული კულტურების საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი (ქ. ბატაჩერუ, ინდოეთი); Bioversity InternatioNALnal - საერთაშორისო ბიომრავალფეროვნების ცენტრი (ქ.რომი, იტალია); ACIRO– მსოფლიო მებოსტნეობის ცენტრი (ტაივანი); CACAARI– ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის კვლევითი ორგანიზაციების ასოციაცია (უზბეკეთი); IFPRI- სურსათის პოლიტიკის კვლევის საერთაშორისო ინსტიტუტი (ქ.ვაშინგტონი, აშშ); CIP- კარტოფილის საერთაშორისო ცენტრი (ქ. ლიმა, პერუ); 21 1 2BACSA – შავი, კასპიის ზღვებისა და ცენტრალური აზიის მეაბრეშუმეობის ასოციაცია (ბულგარეთი); ჩინეთისა (CAAS) და  კორეის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიები; უკრაინის აგრარული მეცნერების ეროვნული აკადემია, ბელორუსის მეცნიერებათა ეროვნული აკადემია; ვავილოვის მემცენარეობის ს/კ ინსტიტუტი (რუსეთი); ბონის უნივერსიტეტი (გერმანია).

            სტუმრებს აცნობეს, რომ აკადემიას გაფორმებული აქვს 40-მდე ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმი საზღვარგარეთისა და საქართველოს  სამეცნიერო ცენტრებთან და ორგანიზაციებთან.

            სტუმრები გაეცნენ აკადემიის მიერ გამოქვეყნებულ პუბლიკაციებს. აღსანიშნავია, რომ მხოლოდ 2019 წელს აკადემიის მიერ გამოცემულია მონოგაფია - 10, დამხმარე სახელმძღვანელო - 5, ლექსიკონი – 2; რეკომენდაციები – 20; კონფერენციების შრომათა კრებული – 5, სამეცნიერო სტატიები – 213, მათ შორის უცხოეთის გამოცემებში გამოცემულია 5 მონოგრაფია და 40-მდე სამეცნიერო სტატია. აკადემიის წევრების მიერ მიღებულია 100-ზე  მეტი პატენტი გამოგონებებზე.21 1 3

            სტუმრებს გააცნეს აკადემიის სტრუქტურა და განემარტათ, რომ აკადემიაში ფუნქციონირებს ფერმერთა და სპეციალისტთა კვალიფიკაციის ამაღლების კურსები, ბიომრავალფეროვნებისა და მცენარეთა გენეტიკური რესურსების სამეცნიერო-კვლევით ცენტრი, აკადემიის აჭარის სამეცნიერო-საკონსულტაციო ცენტრი, გამომცემლობა „აგრო“, სამეცნიერო ბიბლიოთეკა, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ექსონატების საგამოფენო დარბაზი და ა.შ.

            სტუმრებმა დაათვალიერს აკადემიის საგამოფენო და საკონფერენციო დარბაზები,  აგრეთვე აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების სხდომების ჩასატარებელი და  აკადემიის სტიპენდიატების სამუშაო სივრცეები, ისინი გაეცნენ აკადემიის თანამშრომელთა სამუშაო პირობებს და ა.შ. სტუმრებს ასევე გააცნეს აკადემიის სამომავლო გეგმები და  პერსპექტივები, სადაც ხაზი გაესვა აკადემიაში 2020 წლის 24-27 სექტემბერს ჩასატარებელ ევროპის სოფლის მეურნეობის, სურსათისა და ბუნებათსარგებლობის აკადემიების კავშირის მიერ ჩასატარებელ გენერალური ასამბლეის სხდომას და იმავე პერიოდში ჩასატარებელ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას თემაზე „სოფლის მეურნეობის მექანიზაცია და ტექნოლოგიები ევროპაში და პერსპექტივები“. აკადემიის პრეზიდენტმა, აკად. გ. ალექსიძემ იმედი გამოთქვა, რომ სამინისტრო დაეხმარება აკადემიას ამ მეტად მნიშვნელოვანი საერთაშორისო ღონისძიების ჩატარებაში და ამავე დროს აკადემიას იმედი აქვს საქართველოს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური დახმარების.

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის ანგარიში აკადემიაში

2020 წლის 07 თებერვალს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში ჩატარდა აკადემიის პრეზიდიუმის გაფართოებული სხდომა, სადაც მოსმენილი იქნა აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ 2019 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში. პრეზიდიუმის სხდომას პრეზიდიუმის წევრების გარდა ესწრებოდნენ აკადემიის დარგობრივი ეროვნული კოორდინატორები და აკადემიის აპარატის წარმომადგენლები.

 Achara 2020 1

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკიდან პრეზიდიუმის სხდომას ესწრებოდნენ აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე, სამინისტროს დეპარტამენტის უფროსი ირმა აფხაზავა და სამინისტროს პრესცენტრის ხელმძღვანელი როინ გოგაძე.

პრეზიდიუმის სხდომა შესავალი სიტყვით გახსნა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა აკად. გურამ ალექსიძემ. აღინიშნა, რომ აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან აკადემიას თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმებული აქვს 2013 წლიდან და ამ პერიოდიდან ყოველწლიურად აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრები გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშით გამოდიოდნენ აკადემიის პრეზიდიუმის სხდომებზე. მიმდინარე წელსაც ეს ტრადიცია არ დარღვეულა და მინისტრი ისევ მოხსენებით გამოდის აკადემიის პრეზიდიუმის გაფართოებული სხდომის წინაშე.

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ბატონმა ტიტე აროშიძემ დამსწრე საზოგადოებას გააცნო Achara 2020 2სამინისტროს საქმიანობა 2019 წელს, მის მიერ განხორციელებული მეტად მნიშვნელოვანი პროექტები, დეტალურად მიმოიხილა სამინისტროს მიერ განხორციელებული საქმიანობა მემცენარეობის, მეცხოველეობის, აგროინჟინერიის, მეციტრუსეობისა და ჩაის მოვლა-მოყვანის მიმართულებით, აღინიშნა სამინისტროს მიერ 2019 წლის აპრილის თვეში შავი, კასპიის ზღვებისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების მეაბრეშუმეობის ასოციაციის (BACSA) საერთაშორისო კონფერენციის ჩატარებაში აქტიური მონაწილეობა აკადემიასთან ერთად და სამინისტროს მიერ კონფერენციის ფინანსური საკითხების წარმატებით გადაწყვეტა. მინისტრმა ისაუბრა აგრეთვე სამინისტროს სამომავლო პერსპექტივებზე, მათ საერთაშორისო სამომავლო კავშირებზე, აჭარის მოსახლეობასთან მჭიდრო უთიერთობებზე და მათ დასახმარებლად განსახორციელებელ

მინისტრმა განსაკუთრებულად ხაზი გაუსვა აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას შორის მჭიდრო, საქმიან და მეცნიერულად დასაბუთებულ საქმიანობას, გამოთქვა სურვილი აკადემიის აჭარის სამეცნიერო-საკონსულტაციო ცენტრთან აქტიურ თანამშრომლობაზე.

            მინისტრის მოხსენებამ მსმენელთა დიდი ინტერესი გამოიწვია, გაიმართა დისკუსია, აზრთა გაზიარება, იყო ბევრი შეკითხვები, რაშიც აქტიური მონაწილეობა მიიღეს აკადემიკოსებმა ი. ვასაძემ, გ. მარგველაშვილმა, ჯ. გუგუშვილმა, გ. გაგოშიძემ, თ. ყურაშვილმა, ზ. ცქიტიშვილმა, ე. შაფაქიძემ, ნ. ჭითანავამ, აგრეთვე აკადემიის ეროვნულმა კოორდინატორებმა - დოქტორებმა ა. მესხიშვილმა და ნ. კიკნაველიძემ.

აგრარული ინოვაციების კომისიის სხდომა

2020 წლის 29 იანვარს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში ჩატარდა აგრარული ინოვაციების კომისიის (თავმჯდომარე აკად. ა. დიდებულიძე) სხდომა, რომელზეც მოხსენებით - ქართული ხორბლის მნიშვნელობა მსოფლიოში და მისი წარმოების სტრატეგია საქართველოში“, გამოვიდა პროფესორი ცოტნე სამადაშვილი - სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მარცვლოვანი კულტურების სამსახურის უფროსი, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის პროფესორი; თანამომხსენებელი იყო აკადემიკოსი პაატა კოღუაშვილი. აღინიშნა, რომ საქართველოს კულტურული ფლორის ერთ-ერთი უძველესი მცენარეა ხორბალი და მსოფლიოში აღწერილი ხორბლის 27 სახეობიდან საქართველოში აღრიცხული და რეგისტრირებულია 14 ბუნებრივი სახეობა, მათ შორის 5 ენდემურია, რომლებიც ხასიათდება უნიკალური თვისებებით, რის გამოც ითვლებიან საუკეთესო გენეტიკურ წყაროდ მსოფლიო სელექციაში. უკანასკნელ წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა ქართულ ხორბლებზე მოთხოვნილება. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში წარმატებით მიმდინარეობს ხორბლის ქართული გენოფონდის მოძიება, აღდგენა, შენახვა და გამრავლება. ცენტრის საცდელ ბაზებზე რეგიონების მიხედვით მრავლდება ხორბლის ქართული ენდემური სახეობები, აბორიგენული და ინტენსიური ჯიშები, რომ პოპულარიზაცია გაუწიოს და დააკმაყოფილოს ფერმერთა მოთხოვნილება. აღინიშნა, რომ მართალია,       სამთავრობო დოკუმენტებში მითითებულია ხორბლის კულტურის მოსავლიანობის გაზრდის მოთხოვნა, მაგრამ სასურველია მკაფიოდ იქნეს წარმოდგენილი ხორბლის სტრატეგია, რადგან ქვეყანაში ხორბლის კონკურენტუნარიანობის გაზრდა პირველ რიგში უნდა მიღწეული იქნეს მაღალხარისხოვანი სათესლე მასალის და ახალი აგროტექნოლოგიური ღონისძიებების გამოყენებით, რისთვისაც აუცილებელია თესლის გადამამუშავებელი-დამამზადებელი ინფრასტრუქტურის განვითარება და იმპორტის ჩანაცვლება ადგილობრივი მასალით, რაც შეუძლებელია მწარმოებლებსა და გადამამუშავებელ მრეწველობას შორის გრძელვადიანი, სტაბილური, პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბების გარეშე.

სხდომის მონაწილეებისათვის მოხსენებამ დიდი ინტერესი გამოიჩინა. განხილულ საკითხზე გაიმართააზრთა გაზიარება და დისკუსია. მიღებული იქნა შესაბამისი სარეკომენდაციო წინადადებები.

ქვეკატეგორიები

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : info.gaas.georgia@gmail.com