საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

სამოც წელზე მეტი მეცნიერების და პროგრესის სამსახურში

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

ინოვაცია, სიახლე, განვითარება...

სამეცნიერო განყოფილებები

       295849018 543085244169660 5647833285826452317 n  მიმდინარე წლის 28 ივლისს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საკონფერენციო დარბაზში აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების ორგანიზებით გაიმართა ბუნების დაცვის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი თემატური სხდომა: „მარიამჯვრის დაცული ტერიტორია და მისი როლი ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის საქმეში.“ სხდომას ესწრებოდნენ გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების წევრები: აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, სამეცნიერო განყოფილებების კოორდინატორი, აკადემიკოსი ანატოლი გიორგაძე, აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების სწავლული მდივნები: აკადემიკოსი ლაშა დოლიძე, სოფლის მეურნეობის დოქტორი მარინე ბარვენაშვილი, აკადემიის სტიპენდიატები: სატყეო საქმის დოქტორი გიორგი ქავთარაძე და სოფლის მეურნეობის დოქტორი ზვიად ტიგინაშვილი, ასევე მოწვეული სტუმრები: სოფლის მეურნეობის დოქტორები: ნატო კობახიძე, არჩილ სუპატაშვილი, ნანი გოგინაშვილი, ბიოლოგიის დოქტორი მედეა ბურჯანაძე.
         თემატური სხდომა გახსნა და დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების წევრმა, აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების სწავლულმა მდივანმა, აკადემიკოსმა ლაშა დოლიძემ. მისალმების და დამსწრე საზოგადოებისათვის ბუნების დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდების შემდეგ, აკადემიკოსმა ლ. დოლიძემ სიტყვა გადასცა აკადემიის სტიპენდიატს, მარიამჯვრის დაცული ტერიტორიის დირექტორს, ს/მ დოქტორს ზვიად ტიგინაშვილს, რომელმაც ფართო მოხსენება გააკეთა წარმოდგენილი თემის ირგვლივ. აღინიშნა, რომ საქართველოში ბუნებრივი ტერიტორიების დაცვის ისტორია ჯერ კიდევ XII საუკუნიდან დაიწყო. მთიან რეგიონებში უძველესი დროიდან არსებობდა ე. წ. ,,ხატის ტყეები“, თუმცა დაცული ტერიტორიების ოფიციალურად დაარსებას მე-19 საუკუნის დასასრულსა და მე-20 საუკუნის დასაწყისში ჩაეყარა საფუძველი. ამჟამად საქართველოში დაცულ ტერიტორიებს, რომელთა საერთო ფართობი - 798 287 ჰა-ს შეადგენს, ქვეყნის მთლიანი ტერიტორიის 11,45% უკავია. მათ შორისაა: 14 სახელმწიფო ნაკრძალი, 13 ეროვნული პარკი, 40 ბუნების ძეგლი, 24 აღკვეთილი და 3 დაცული ლანდშაფტი. დაცული ტერიტორიები იმართება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და ტერიტორიული ადმინისტრაციების (21) მიერ. მას იცავს დაცული ტერიტორიების სააგენტო, დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია და დაცვის სამსახური (დაცვის უფროსი, უფროსი რეინჯერი, რეინჯერები). მეტად მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ საქართველოს დაცულმა ტერიტორიებმა საერთაშორისო აღიარება ჰპოვა და 4 მათგანი: კინტრიშის დაცული ტერიტორიები, მტირალას ეროვნული პარკი (კინტრიშთან ერთად), ქობულეთის დაცული ტერიტორიები (ისპანი) და კოლხეთის ეროვნული პარკი (გრიგოლეთი, იმნათი, ფიჩორა, ნაბადა, ჭურია) პირველად საქართველოს ისტორიაში UNESCO-ს ბუნებრივი მემკვიდრეობის ნუსხაში შევიდა. რაც შეეხება მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალს, იგი გადაჭიმულია 1022,5 ჰა-ზე, მოიცავს ყორუღის აღკვეთილს - 1716 ჰა, იორის აღკვეთილს - 2126,8 ჰა, ცივ-გომბორის აღკვეთილს - 4935,8 ჰა და ახასიათებს მკვეთრად გამოხატული ვერტიკალური სარტყელიანობა, კერძოდ: 1) ზედა სარტყელი განისაზღვრება 1500-1800 მეტრით ზღვის დონიდან, სადაც ძირითადად გავრცელებულია წიფლნარები, კლდოვან ჩამონაშალ ადგილებში კი ფიჭვნარები; 2) ტყის შუა სარტყელი განისაზღვრება 1000-1500 მეტრი სიმაღლით ზღვის დონიდან. ამ სარტყელში გავრცელებულია მუხნარ-რცხილნარი და ფიჭვნარი კორომები; 3) ტყის ქვედა სარტყელი განისაზღვრება ზღვის დონიდან 800-1000 მეტრამდე სიმაღლით. ეს სარტყელი წარმოდგენილია მუხნარ-რცხილნარი, ჯაგრცხილნარი და ფიჭვნარი კორომებით; 4) ნახევრად უდაბნოს სარტყელი, განისაზღვრება ზღვის დონიდან 300 – 500 მ -ზე.296840878 1428478624290710 2243000729136108254 n
          მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალი შეიქმნა 1935 წელს. მის დაარსებაში უდიდესი წვლილი მიუძღვით: სოლომონ ქურდიანს, ვასილ გულისაშვილს და ნიკო კეცხოველს. ნაკრძალის შექმნის მიზანს წარმოადგენდა კავკასიის რელიქტის - კავკასიური (სოსნოვსკის) ფიჭვის, იშვიათ ფორმათა წარმოქმნის კერის დაცვა-შენახვა, ასევე უნიკალური ჭალის ტყეების და ტუგაის ტიპის ტყეების ფლორისა და ფაუნის დაცვა, მოვლა და აღწარმოება (ყორუღისა და იორის აღკვეთილები). მართლაც, ბიომრავაფეროვნებით გამორჩეულ მარიამჯვრის ნაკრძალში გვხვდება ისეთი უნიკალური ხე-მცენარეები, როგორიცაა; ჭალის მუხა, უთხოვარი, სარსაღაჯი, ცხოველებს შორისაა: ევროპული შველი, მგელი, ტყის კატა, ტყის კვერნა, ჩვეულებრივი მელა, მაჩვი, მურა დათვი, ფრინველთა სამყაროდან აქ გვხვდება: კოლხური ხოხობი, დურაჯი, კაკაბი, ბექობის არწივი, დიდი ჭრელი კოდალა, გვრიტი და სხვა.
          ყოველივე ზემოთ თქმულმა დამსწრე საზოგადოების დიდი ყურადღება და მოწონება დაიმსახურა. წარმოდგენილი თემის ირგვლივ დაისვა მრავალი შეკითხვა, რომელზეც მომხსენებელმა ამომწურავი და კვალიფიცირებული პასუხები გასცა.
თემატური სხდომის მუშობა შეაჯამა გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების წევრმა, აკადემიკოსმა ლაშა დოლიძემ. მან მადლობა გადაუხადა მომხსენებელსა და დამსწრე საზოგადოებას მობრძანებისა და სხდომის მუშაობაში აქტიური მონაწილეობის მიღებისათვის. აღნიშნა, რომ ზოგადად დაცული ტერიტორიების თემა მეტად მნიშვნელოვანი და აქტუალურია და მისასალმებელია, როდესაც განყოფილების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებზე ამ ტიპის მოხსენებები კეთდება.

ძებნა საიტზე

სიახლეები

განცხადება

30 სექტემბერი 2022
ოქტომბერი 2022
12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : conference.gaas@yahoo.com; gaasgeorgia@gmail.com