საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

სამოც წელზე მეტი მეცნიერების და პროგრესის სამსახურში

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

ინოვაცია, სიახლე, განვითარება...

სამეცნიერო განყოფილებები

ინფორმაცია
პოლონელი მეცნიერები
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში 

2013 წლის 13 დეკემბერს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, აკად. გურამ ალექსიძემ სტუმრად მიიღო ქ. პოზნანის (პოლონეთი) საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა უნივერსიტეტის სატყეო ფაკულტეტის პროფესორები გჟეგოჟ რონჩკა და დამიან სუგიერო. დოქტორი, პროფესორი გჟეგოჟ რონჩკა მოღვაწეობს ამავე ფაკულტეტის სატყეო მენეჯმენტის კათედრის გამგედ, ხოლო დოქტ. დამიან სუგეირო კი - კათედრის პროფესორად. პოლონელ სტუმრებს ასისტენტობას უწევდნენ საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სატყეო ფაკულტეტის კურსდამთავრებულები ლევან ჩოფლიანი და ვალერიან ღუღუნიშვილი, რომლებმაც წარმატებით დაამთავრეს პოზნანის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა უნივერსიტეტის მაგისტრატურის სრული კურსი სატყეო მენეჯმენტის სპეციალობით. აღსანიშნავია, რომ პროფესორ გჟეგოჟ რონჩკას ჰქონდა უნივერსიტეტის რექტორის რწმუნება და საუბრობდა პოზნანის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის სახელით და სურვილი გამოთქვა აქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიასთან სამეცნიერო და საგანმანათლებლო ურთიერთ თანამშრომლობის შესახებ.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიიდან სტუმრებთან სამომავლო გეგმებზე აკად. გურამ ალექსიძესთან ერთად ისაუბრეს სსმმ აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, აკადემიკოს-მდივანმა აკად. გივი ჯაფარიძემ, აკადემიის პრეზიდენტის მოადგილემ, აკადემიის წ/კ ომარ ბედიამ, აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსმა, აკადემიის წ/კ ელგუჯა შაფაქიძემ, აკადემიის სწავლულმა მდივანმა, აკადემიურმა დოქტორმა ანატოლი გიორგაძემ და სსმმ აკადემიის სატყეო მიმართულების ეროვნულმა კოორდინატორმა, ს.მ. მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა გიორგი გაგოშიძემ.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ სხვა საინტერესო საკითხებთან ერთად მომზადდება ქ. პოზნანის (პოლონეთი) საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა უნივერსიტეტს და საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელზედაც ხელის მოწერა განხორციელდება ორ უწყებას შორის დელეგაციების გაცვლის დროს 2014 წლის დასაწყისში.

img 1პოლონეთის დელეგაციის შეხვედრა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში. მარჯვნიდან: პროფ. გ. გაგოშიძე, აკად. გ. ალექსიძე, აკად. გ. ჯაფარიძე, პროფ. გჟეგოჟ რონჩკა, პროფ. დამიან სუგიერო, მაგისტრი ლ. ჩოფლიანი.

img 2პოლონეთის დელეგაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში. მარჯვნიდან: პროფ. გ. გაგოშიძე, აკად. გ. ჯაფარიძე, აკად. წ/კ ე. შაფაქიძე, აკად. გ. ალექსიძე, პროფ. გჟეგოჟ რონჩკა, პროფ. დამიან სუგიერო, მაგისტრი ვ. ღუღუნიშვილი, მაგისტრი ლ. ჩოფლიანი.

ძებნა საიტზე

სიახლეები

განცხადება

მარტი 2024
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : conference.gaas@yahoo.com; gaasgeorgia@gmail.com