საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

აგროინოვაციების კომისიის სხდომა

317466332 5753136311395774 568475117867356880 n     2022 წლის 29 ნოემბერს შედგა კომისიის სხდომა, რომელზეც მოხსენებით: „მარცვლეული კულტურების  ნულოვანი დამუშავების ტექნოლოგიით წარმოების ეკოლოგიური და ენერგეტიკული უპირატესობები“ გამოვიდა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მთავარი სპეციალისტი, კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი ოთარ ქარჩავა. მომხსენებლის მიერ    დასაბუთებული იქნა მარცვლეული კულტურების  ნულოვანი დამუშავების (No-Till) ტექნოლოგიით წარმოების ეკოლოგიური და ენერგეტიკული   პრიორიტეტები ინტენსიურ ტექნოლოგიასთან შედარებით ხორბლის, სიმინდის და   მზესუმზირის წარმოების მაგალითზე მათი ბიოენერგეტიკული შეფასების საფუძველზე. აღნიშნული ტექნოლოგია წლების განმავლობაში ვრცელდება ხორბლის (დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში), სიმინდისა (მარნეულის მუნიციპალიტეტში) და მზესუმზირის (კასპის მუნიციპალიტეტში) სადემონსტრაციო ნაკვეთებზე, შედგენილი იქნა მათი ტექნოლოგიური ადაპტერები, არსებული მეთოდიკის საფუძველზე გაანგარიშებულია ამ კულტურების წარმოებისას ენერგეტიკული და ეკონომიკური დანახარჯები და ჩატარებულია მათი შედარებითი ანალიზი. მიღებული შედეგები აჩვენებს, რომ No-Till ტექნოლოგიის გამოყენებისას ამ კულტურების მოსავლიანობის მატებამ შეადგინა 10-12% ხორბლისთვის, 12-15% სიმინდისთვის და 15-18% მზესუმზირისთვის, მნიშვნელოვნად შემცირდა მოცემული კულტურების წარმოებაზე საწვავის, შრომისა და ფულადი სახსრების დანახარჯები. გამოვლინდა ნულოვანი ტექნოლოგიით წარმოების შემდეგი გარემოსდაცვითი ეფწქტები: საწვავის ხარჯის შემცირებიდან გამომდინარე მნიშვნელოვნად შემცირდა ნავთობპროდუქტების გამონაბოლქვი აირების მიერ გარემოს დაზიანების ხარისხი, ასევე ნიადაგის დატკეპნის ინტენსივობა. ამის გარდა ნულოვანი დამუშავების კომბინირებული აგრეგატით შესრულებული რამდენიმე ოპერაციის გაერთიანებამ, რომელშიც ბოლო ოპერაციას წარმოადგენდა ნათესის მოტკეპნა, განაპირობა ქარისმიერი ეროზიული მოვლენების შეზღუდვა. ნულოვანი დამუშავების აგრეგატით რამდენიმე ტექნოლოგიური ოპერაციის ერთდროულად შესრულებამ ასევე შეამოკლა მცენარეთა მოყვანის სავეგეტაციო ვადა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამთო პირობებში მარცვლეული კულტურების წარმოებისთვის, ვინაიდან მაღალ მთაში ვეგეტაციის პერიოდი მოკლეა.

         მოხსენების შემდეგ გამართულ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს აკადემიკოსმა ე.შაფაქიძემ, დოქტორმა გ.ცოფურაშვილმა, ო.ნადირაშვილმა, პროფესორმა ო.თედორაძემ, დოქტორმა გ.ქუთელიამ, პროფესორმა ა.ნონიაძემ, ფერმერმა გ.ბულიამ, აკადემიკოსმა ა.დიდებულიძემ, რომლებმაც დადებითად შეაფასეს ჩატარებული კვლევა და ხაზი გაუსვეს წარმოდგენილი მასალის აქტუალურობას. დაადგინეს:

1.მოწონებული იქნეს მოხსენება და აღინიშნოს წარმოდგენილი ტექნოლოგიის პრაქტიკაში გავრცელების მიზანშეწონილება;

2.აღინიშნოს, რომ მომხსენებლის უშუალო მონაწილეობით დასაბუთებულია მარცვლეული კულტურების   ნულოვანი დამუშავების (No-Till) ტექნოლოგიით წარმოების ეკოლოგიური და ენერგეტიკული   პრიორიტეტები ინტენსიურ ტექნოლოგიასთან შედარებით ხორბლის, სიმინდის და   მზესუმზირის წარმოების მაგალითზე მათი ბიოენერგეტიკული შეფასების საფუძველზე;

3.ჩატარებული ენერგეტიკული და ეკონომიკური ანალიზის შედეგები აჩვენებს, რომ No-Till ტექნოლოგიის გამოყენებისას აღნიშნული კულტურების მოსავლიანობის მატებამ შეადგინა დაახლოებით 10-12% ხორბლისთვის, 12-15% სიმინდისთვის და 15-18% მზესუმზირისთვის, 35 – 40% - ით შემცირდა ზემოთ მოცემული კულტურების წარმოებაზე საწვავის, შრომისა და ფულადი სახსრების დანახარჯები.

4.გამოვლინდა ტექნოლოგიის გარემოსდაცვითი პრიორიტეტები, კერძოდ კი   მნიშვნელოვნად შემცირდა ნავთობპროდუქტების გამონაბოლქვი აირების მიერ გარემოს დაზიანების ხარისხი, ნიადაგის დატკეპნის ინტენსივობა, ქარისმიერი და წყლისმიერი ეროზიული მოვლენები.

აკადემიის წევრ-კორესპონდენტი ოთარ ლიპარტელიანი - 90

 

  316715281 476285421268892 1763608258653256341 n        2022 წლის 5 დეკემბერს

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრ კორეპონდენტს,

სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორს, როოფესორ ოთარ ლიპარტელიანს დაბადებიდან 90 და

პედაგოგიური მოღვაწეობის 65 წელი შეუსრულდება.

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია გულითადად ულოცავს

აკადემიის წევრ-კორესპონდენტს, საუკეთესო მეცნიერს აგრონომიულ დარგში (2013 წ)

ბატონ ოთარ ლიპარტელიანს ამ ღირშესანიშნავ თარიღებს, უსურვებს ჯანმრთელობას,

დიდხანს სიცოცხლეს, ნაყოფიერ შემოქმედებით, სამეცნიერო,პედაგოგიურ და

საზოგადოებრივ საქმიანობას ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ.

აკადემიის საექსპერტო-საკონკურსო კომისიის სხდომა

       2022 წლის 30 ნოემბერს ჩატარდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის ა.წ. 7 ნოემბრის №96 ბრძანებით, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აგრონომიულ მეცნიერებათა განყოფილების ვაკანტურ ადგილზე ნამდვილი წევრის (აკადემიკოსის) ასარჩევად აკადემიის მიერ გამოცხადებული კონკურსის სპეციალობაში მებაღეობა-მვენახეობა. მაღალორგანიზებულად მომზადებისა და ჩატარების მიზნით შექმნილი საექსპერტო-საკონკურსო კომისიის სხდომა.

 

             საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიერ აკადემიის ნამდვილი წევრის (აკადემიკოსის)

ასარჩევად ვაკანტურ ადგილებზე ზემოაღნიშნულ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განცხადება შემოტანილი აქვს სოფლის მეურნეობის დოქტორს ლევან უჯმაჯურიძეს. 316710137 821973699073341 5464641185795818350 n

              (დოქტ. ლევან უჯმაჯურიძის   CV იხილეთ ბმულზე).

 საექსპერტო-საკონკურსო კომისიამ დაადგინა: სოფლის მეურნეობის დოქტორის ლევან უჯმაჯურიძის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია, სამეცნიერო-შრომითი საქმიანობა და კვალიფიკაცია სრულად შეესაბამება საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიერ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრის (აკადემიკოსის) ვაკანტური ადგილის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის მოთხოვნებს აგრონომიულ მეცნიერებათა განყოფილებაში, სპეციალობით - მებაღეობა - მევენახეობა და მისი საკითხი განსახილველად აკადემიის აკადემიკოსად ასარჩევად რეკომენდაციის გაწევის მიზანშეწონილობის შესახებ გადაეცეს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის 2022 წლის 25 ნოემბრის ბრძანებით (№104) შექმნილ გაერთიანებულ აგრონომიულ მეცნიერებათა და სურსათის უვნებლობისა და სასურსათო ტექნოლოგიის მეცნიერებათა განყოფილებებს.

სამინისტროს ვიზიტი

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი სტუმრად აკადემიაში

 

 316219925 920137879372394 4588316550537522827 n          2022 წლის 24 ნოემბერს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდნენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ბატონი ოთარ შამუგია, მინისტრის პირველი მოადგილე, ბატონი გიორგი ხანიშვილი, მინისტრის მოადგილე, აკადემიკოსი სოლომონ პავლიაშვილი, მინისტრის მრჩეველი, დოქტორი ომარ კაჭარავა, წამყვანი სპეციალისტი, პროფესორი ომარ თედორაძე.

     შეხვედრა შესავალი სიტყვით გახსნა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გურამ ალექსიძემ, რომელმაც სტუმრებს მოკლედ გააცნო აკადემიის სტრუქტურა, მისი წევრების სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებების თემატიკა, აკადემიის უახლესი საქმიანობა და სამომავლო პერსპექტივები. აკადემიის პრეზიდენტმა ისაუბრა აკადემიის სამეცნიერო კავშირებზე როგორც ევროკავშირის, ისე აზიის ქვეყნების სამეცნიერო ორგანიზაციებთან, აღნიშნა, რომ 2014 წლიდან აკადემია ევროპის სოფლის მეურნეობის, სურსათისა და ბუნებათსარგებლობის აკადემიების კავშირის (UEAA) წევრია და აქტიურად მონაწილეობს მის საქმიანობაში. ევროპის აკადემიების კავშირის ეგიდით საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში 2017, 2019 და 2022 წელს გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციები, რომელთა თემები იყო ხორბლის წარმოება, მევენახეობა-მეღვინეობა და სოფლის მეურნეობის მექანიზაცია ევროპაში და სამომავლო პერსპექტივები.

     აკადემიკოსმა გურამ ალექსიძემ ისაუბრა აგრეთვე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმზე, რომელსაც ხელი მოეწერა ჯერ კიდევ 2016 წელს და მიზანშეწონილია, რომ მემორანდუმის განახლებულ ვარიანტს ხელი მოეწეროსახლო მომავალში, სადაც ფართოდ იქნება წარმოდგენილი თანამშრომლობა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა მელიორაცია, მეცხოველეობა, მეაბრეშუმეობა, სოფლის მეურნეობის მექანიზაცია, სასურსათო უსაფრთხოება და სხვა.316498152 658962715703011 6278833294755960953 n

   ` შეხვედრაზე აკადემიკოსმა გ. ალექსიძემ ხაზი გაუსვა იმ დოკუმენტის მნიშვნელობას, რომელიც   დამუშავებულია აკადემიაში და ითვალისწინებს 2022 – 2030 წლისათვის სოფლის მეურნეობის განვითარება - მოდერნიზაციის პროგრამას (სტრატეგიას).

     `მინისტრთან შეხვედრაზე საქმიანი წინადადებებით გამოვიდნენ და იმსჯელეს სამინისტროსთან თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე აკადემიკოსებმა ნოდარ ჭითანავამ, ზურაბ ცქიტიშვილმა, თენგიზ ყურაშვილმა, ეედიშერ კვესიტაძემ, გურამ პაპუნიძემ, აკადემიის ეროვნულმა კოორდინატორმა პროფესორმა ა.ნზორ მესხიშვილმა, აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გივი ჯაფარიძემ.

            გამომსვლელებმა ანიშნეს, რომ მიზანშეწონილია აკადემიამ და სამინისტრომ ითანამშრომლონ ისეთ საკითხებში, როგორიცაა:

  • საქართველოს სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარების საფუძველზე დარგობრივი და რეგიონული (ზონალური) სპეციალიზაციის და კონცენტრაციის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა;
  • ორგანული (ეკოლოგიურად სუფთა) სოფლის მეურნეობის კომპლექსური განვითარების   სტრატეგიის განსაზღვრა ძირითადი დარგების მიხედვით;
  • მეთესლეობის, (სელექციის), სარგავი მასალის წარმოებისა და სანაშენო საქმის განვითარების ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა;
  • სამთო სოფლის მეურნეობის კომპლექსური განვითარების ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა;
  • სატყეო მეურნეობის კომპლექსური განვითარების ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა;
  • სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების რაციონალურად გამოყენების ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა;
  • მიწის კოდექსისა და მიწის კადასტრის მოსამზადებლად და შესადგენად წინადადებების შემუშავება;
  • მცენარეთა დაცვის ინტეგრირებული სისტემის დამუშავება;

316587784 454532880093703 5679257826086079203 nმექანიზაციის საშუალებების რაციონალური გამოყენების ორგანიზაციული ფორმების შერჩევა - გამოყენება;

  • სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარების სტრატეგიის შესაბამისად კვალიფიციური კადრების მომზადების სისტემის შექმნის შესახებ რეკომენდაციების მომზადება;
  • თანამშრომლობის გაძლიერება სურსათის, ცხოველთა საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროების რისკის ანალიზის ფარგლებში
    • ვეტერინარული მომსახურების გაუმჯობესების ღონისძიებათა შემუშავება;
    • მეაბრეშუმეობის რეაბილიტაციის და განვითარების ეტაპობრივი ღონისძიებათა შემუშავება;
    • მარცვლეული მეურნეობის მდგრადი და უსაფრთხო განვითარების სახელმწიფო მიზნობრივი   პროგრამის შემუშავება;
    • ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული სამეცნიერო (სასწავლო) სტრუქტურების აგრარულ პრობლემებზე თემატიკის დაგეგმვაში (განსაზღვრაში) მონაწილეობა;
    • ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული აგრარულ პრობლემებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გაფართოების რაციონალური ფორმების განსაზღვრა-გამოყენება;
    • აკადემიის მიერ აგროწესების, რეკომენდაციების, სასწავლო, სახელმძღვანელო და ნორმატიული ხასიათის ლიტერატურის მომზადება;
    • გლობალიზაციის გაღრმავების პროცესში ეკონომიკის განვითარების პროგნოზირებისა და სტრატეგიული დაგეგმვის მზარდი როლის გაძლიერების გათვალისწინებით, საქართველოს სოფლისა და მრავალდარგოვანი სოფლის მეურნეობის განვითარების კოორდინაციის ფორმების   (პროგნოზირება, სტრატეგიული დაგეგმვა) შემუშავებისათვის რეკომენდაციების მომზადება;
    • ევროკავშირთან ურთიერთობის გაღრმავების საფუძველზე სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების პრობლემების კომპლექსურად გადაწყვეტისათვის ინფორმაციული ბაზის (მასმედია, პროფილური ღონისძიებები, სოციალური პრობლემები, ინოვაციური პროექტების მონიტორინგი და სხვა) განმტკიცებისა და მათი თანმიმდევრულად განხორციელების რეკომენდაციების შემუშავება;
    • ქვეყანაში აგროსამრეწველო ინტეგრაციის გაღრმავების, სასოფლო-სამეურნეო ნედლეულის წარმოების სპეციალიზაციის შესაბამისად გადამამუშავებელი საწარმოების გადაადგილების გენერალური სქემის, არსებული საწარმოების მოდერნიზაციის, ტექნოპარკების განვითარების, ახალი ტექნოლოგიების დანერგვის და დაჩქარების ღონისძიებათა შესახებ რეკომენდაციების მომზადება.

            საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ბატონმა ოთარ შამუგიამ თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა სამინისტროსა და აკადემიას შორის თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს, ისაუბრა სამინისტროს საქმიანობის დღევანდელ ძირითად მიმართულებებზე და სამომავლო საქმიანობაზე, საქართველოში სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ძირითად მიმართულებებზე და ამ საკითხებში აკადემიის წევრების აქტიურ მონაწილეობაზე. მან მოიწონა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება აკადემიასთან ახალი ვადით და იმედი გამოთქვა, რომ აკადემია აქტიურ მონაწილეობას მიიღებს იმ საკითხებში, რომელიც საქართველოში სოფლის მეურნეობის შემდგომ აღმავლობასა და განვითარებას შეეხება და აკადემიის აგრარული მიმართულების გამოჩენილი მეცნიერები გარკვეულ წვლილს შეიტანენ ზემოთ აღნიშნულ საკითხებში და სამინისტროს საქმიანობაში.

ფერმერის დღე - 2022

316168088 847449050034278 7619449889159129928 n 1  მიმდინარე წლის 20 ნოემბერს ფერმერის დღის ფარგლებში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით, ევროკავშირთან (EU), გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან (FAO), აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სოფლის მეურნეობის პროგრამასთან და საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან პარტნიორობით სასტუმრო „რუმსში“ გაიმართა წლის ფერმერის დაჯილდოების საღამო. საღამოს ესწრებოდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ბატონი ოთარ შამუგია, მინისტრის მოადგილეები, ბატონები: გიორგი ხანიშვილი და სოლომონ პავლიაშვილი, აშშ-ის ელჩი ქალბატონი კელი დეგნანი, მთავრობის, პარლამენტის და დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების და დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლები, უცხოელი სტუმრები, ფერმერები. მოწვეულ სტუმართა შორის იყვნენ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნირებათა აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, აკადემიკოსი ანატოლი გიორგაძე, აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების სწავლული მდივნები: აკადემიკოსი ლაშა დოლიძე და დოქტორი მარინე ბარვენაშვილი.316420795 1438346093239329 8131778623416842378 n

საღამო გახსნა და სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ქალბატონმა ნინო ზამბახიძემ. შემდეგ მან სიტყვა გადასცა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, ბატონ ოთარ შამუგიას. ბატონმა ოთარმა დამსწრე საზოგადოებას მიულოცა ფერმერის დღე და აღნიშნა, რომ ფერმერები თავიანთი დაუღალავი შრომით ქმნიან დოვლათს, აძლიერებენ საკუთარ ოჯახებსა და ქვეყნის ეკონომიკას. წლების განმავლობაში, საქართველოს მთავრობა აქტიურად ეხმარება ფერმერებს პირველადი წარმოების, გადამუშავების, მარკეტინგული ღონისძიებების, პროდუქციის რეალიზაციის განხორციელების მიმართულებებით. ერთობლივი ძალისხმევით, სოფლის მეურნეობაში, ყოველწლიურად იზრდება სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოება, ექსპორტი. კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოების ზრდის ხელშეწყობისთვის, მთავრობა კვლავაც გააგრძელებს ფერმერების მხარდაჭერას.

ფერმერის დღისადმი მიძღვნილ საღამოზე ასევე სიტყვით გამოვიდნენ აშშ-ის ელჩი ქალბატონი კელი დეგნანი და ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე, ქალბატონი ნინო ზამბახიძე. მათ ისაუბრეს ფერმერთა საქმიანობაზე, მათ წვლილზე ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერების თვალსაზრისით, ასევე გარკვეულ პრობლემებზე და საკუთარ ხედვებზე მათ აღმოფხვრასთან დაკავშირებით.

მილოცვებისა და მისასალმებელ სიტყვების შემდეგ გაიმართა წლის საუკეთესო ფერმერთა დაჯილდოება. წარმოდგენილი იყო 12 ნომინაცია (წლის ახალგაზრდა ფერმერი, წლის ქალი ფერმერი, წლის კაცი ფერმერი, წლის ინოვაციაზე ორიენტირებული ფერმერი, წლის ექსპორტზე ორიენტირებული ფერმერი, წლის უწყვეტ განათლებაზე ორიენტირებული ფერმერი, წლის აღმოჩენა ფერმერი, წლის რეგიონს დაბრუნებული ფერმერი, წლის ეკომეურნეობაზე ორიენტირებული ფერმერი, წლის ტრადიციული პროდუქტის მწარმოებელი ფერმერი, გმირობის ნაყოფი).თითო ნომინაციაზე წარდგენილი 3 ნომინანტიდან (ჯამში 12 ნომინაციაზე 36 ფერმერი) გამარჯვებული შემთხვევითობის პრინციპით გამოვლინდა. გამარჯვებულებს, სპეციალურ ჯილდოსთან ერთად, დიპლომები გადაეცათ.

საღამოს მუსიკალურად აფორმებდა სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით.

ფერმერთა დღისადმი მიძღვნილი საღამოს დასასრულს გაიმართა ფერმერთა პროდუქციის დეგუსტაცია.

 

 

სამეცნიერო საბჭო

აკადემიის სამეცნიერო საბჭო საქართველოში ჩაის მრეწველობის

პერსპექტივებზე მსჯელობს

 

316435748 3453831451518734 6347042680286549862 n         2022 წლის 21 ნოემბერს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში ჩატრდა სამეცნიერო საბჭოს სხდომა (სხდომის თავმჯდომარე - საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე აკად.ჯ.გუგუშვილი)   შემდეგი დღის წესრიგით:

1.საქართველოს  მეჩაიეობის  დარგის  პრობლემების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის  რეკომენდაციებიდან   გამომდინარე, ჩაის სექტორში გასატარებელ    ღონისძიებათა შესახებ.                                

მომხსენებელი: თენგიზ სვანიძე - საქართველოს ჩაის მწარმოებელთა  ასოციაციის   თავმჯდომარე (მოხსენება იხილეთ ბმულზე) 

 2. ქართული ელიტარული ჩაის პროდუქციის წარმოების ძირითადი მიმართულებების და პერსპექტივების შესახებ.     მომხსენებელი: გურამ იობიშვილი - ა(ა)იპ სოფლის განვითარების     სააგენტოს გურიის რეგიონული სამსახურის მთავარი სპეციალისტი  საქართველოს საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსი (მოხსენება იხილეთ ბმულზე).  

315245184 683433976474291 8174860191609891723 n

    საბჭოს სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხების განხილვაში მხარი დაუჭირეს ანასეულში ჩატარებული მეჩაიეთა სამეცნიერო კონფერენციის გადაწყვეტილებებს. აქტიური მონაწილეობა მიიღეს აკადემიკოსებმა: ჯემალ კაციტაძემ, ალექსანდრე დიდებულიძემ, დოქტორმა გოჩა ცოფურაშვილმა, საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის აპარატის უფროსმა დოქტორმა ივერი ახალბედაშვილმა, სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ანასეულის ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების კვლევის სამსახურის უფროსმა, დოქტორმა იოსებ ბასილიამ და სხვებმა.

მოხსენების ავტორების და კამათში გამომსვლელი მეცნიერების მიერ ხაზგასმით აღინიშნა  საქართველოში ჩაის მრეწველობის აღდგენა - განვითარების დღევანდელი მდგომარეობა და სამომავლო პერსპექტივები, ხელის შემშლელი პირობები, რომელიც შემდგომში ჩამოყალიბდება სამეცნიერო საბჭოს დადგენილების პროექტად და იგი რეაგირებისათვის გადაეგზავნება საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის მეჩაიეობის   დარგის   პრობლემების შემსწავლელ   სამუშაო ჯგუფს რეაგირებისათვის.

სამეცნიერო საბჭოს სხდომა შეაჯამა აკადემიის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, აკად. ჯ. გუგუშვილმა.

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი სტუმრად აკადემიაში

         2022 წლის 21 ნოემბერს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში სტუმრად იმყოფებოდა აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი, ბატონი ზაზა შავაძე. სტუმარს მასპინძლობა გაუწია აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გურამ ალექსიძემ და აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გივი ჯაფარიძემ.

       შეხვედრას ესწრებოდნენ აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, აკადემიკოსი ანატოლი გიორგაძე და აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, აკადემიკოსი ელგუჯა შაფაქიძე.

         unnamed 1 3 

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აკადემიასა და სამინისტროს შორის გაფორმებულია ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, სადაც მკაფიოდ არის ასახული ყველა ის ერთობლივი ღონისძიება, რაშიც მონაწილეობას იღებს სამინისტრო და აკადემია. აკადემიკოსმა გურამ ალექსიძემ მადლობა გადაუხადა სტუმარს იმ დახმარებისათვის, რომელსაც იგი უწევს აკადემიის აჭარის სამეცნიერო-საკონსულტაციო ცენტრს (ცენტრის ხელმძღვანელი, აკადემიკოსი ზაურ ფუტკარაძე) და აფინანსებს ცენტრის სამეცნიერო თემატიკას, რომელშიც აქტიურად არიან ჩართული როგორც აკადემიის ნამდვილი წევრები (აკადემიკოსები), ისე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აგრარული მიმართულების დამსახურებული მეცნიერები.

           აკადემიკოსმა გურამ ალექსიძემ სტუმარს გააცნო აკადემიის სტრუქტურა, დაათვალიერებინა აკადემიის მუდმივმოქმედი გამოფენა და აკადემიის კაბინეტ-ლაბორატორიები, გააცნო აკადემიის 2023 წლის სამეცნიერო თემატიკა და აკადემიის სამომავლო ამოცანები.  unnamed 5

            აკადემიკოსმა გურამ ალექსიძემ სტუმარს გადასცა აკადემიაში გამომცემლობა „აგროს“ მიერ აჭარის შესახებ გამოცემული დ დააბეჭდილი  ლიტერატურა, სამეცნიერო კონფერენციების მასალები და აკადემიაში გამოცემული და დაბეჭდილი ის პრაქტიკული ხასიათის რეკომენდაციები, რომელთა ავტორები ბრძანდებიან აჭარაში მოღვაწე აკადემიის ნამდვილი წევრები.

          

შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ სამინისტროსა და აკადემიის თანამშრომლობა აგრარული მეცნიერების განვითარების ერთ-ერთი ძირითადი ხელშემწყობი და მასტიმულირებელი ღონისძიებაა და მისასალმებელია, რომ აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო უკვე ათეული წელია მჭიდროდ და საქმიან ფორმებში თანამშრომლობს აკადემიასთან, რასაც ადასტურებს აკადემიაში მინისტრის, ბატონ ზაზა შავაძის ვიზიტიც.

გასვლითი ლექცია

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ინიციატივა

(გასვლითი ლექცია-პრაქტიკულები მარიამჯვრის დაცული ტერიტორიის სამონადირეო მეურნეობებში)

 

    315453149 485506176724548 8519861024492732838 n    მიმდინარე წლის 14 ნოემბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის სატყეო საქმის ბაკალავრიატის სტუდენტები საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოს ანატოლი გიორგაძის ხელმძღვანელობით იმყოფებოდნენ ყორუღისა და იორის აღკვეთილებში არსებულ სამონადირეო მეურნეობებში: „იორის ჭალები“ და „იორის რესურსები“. სადაც მათ ჩაუტარდათ ლექცია-პრაქტიკულები. ისინი გაეცვნენ ზემოაღნიშნული სამონადირეო მეურნეობების საქმიანობას. 315321010 842844360235986 7954298539828850832 n

 

    დაათვალიერეს გარეული ფრინველების (ხოხობი, კაკაბი) სანაშენე ვოლიერები და სამონადირეო სავარგულები. მათ მასპინძლობას უწევდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სტიპენდიატი, მარიამჯვრის ნაკრძალის დირექტორი, დოქტორი ზვიად ტიგინაშვილი. 

      

აღსანიშნავია, რომ ყორუღის აღკვეთილი მდებარეობს საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, იგი დაარსდა 1958 წელს; მისი ფართობი შეადგენს 2068 ჰექტარს. მდებარეობს მდინარე იორის სანაპიროზე ჭალის ტყეში. მცენარეებიდან აქ გავრცელებულია ვერხვი, კუნელი, ბროწეული, ძეძვი, ჭალის მუხა და სხვა. ცხოველებიდან კი გვხვდება გარეული ღორი, კურდღელი, მგელი, ტურა, ლელიანის კატა, წავი, ხოხობი, მწყერი, ბეგობის არწივი, მცირე მყივანი არწივი, ქედანი და სხვა.

    

ვრის აღკვეთილი მდებარეობსსიღნაღის მუნიციპალიტეტში. დაარსდა 1965 წელს. მისი ფართობი შეადგენს 1336 ჰექტარს. ივრის აღკვეთილში დაცულია მდინარეიორისპირას მდებარე ჭალის ტყე. გავრცელებულიაქართული ზამბახიეიხლერის ტიტაკოწახურიიალღუნიბერწყენასაკმლის ხეღვიაწალის მუხაჯაგრცხილაძეძვიდა სხვ

ძუძუმწოვრებიდანაქ გვხვდებაგარეული ღორიმგელიწავილელიანის კატადა სხვაფინველებიდან — ხოხობიდურაჯიკაკაბიფასკუნჯიორბიტყის ბუჩეულებრივი კირკიტაქვეწარმავლებიდან — ხმელთაშუაზღვისპირული კუგიურზა.   

პრეზენტაცია

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზენტაცია

საქართველოში მეაბრეშუმეობის აღდგენა-განვითარების შესახებ

2022 წლის  04  ნოემბერს საქართველოს  მეცნიერებათა  ეროვნული  აკადემიის  ინოვაციებისა  და მაღალი  ტექნოლოგიების  ცენტრის   სხდომაზე   მოსმენილ იქნა   საქართველოს   სოფლის  მეურნეობის  მეცნიერებათა აკადემიის  აკადემიკოსისა  და   აკადემიური  დეპარტამენტის  უფროსის,  ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორ, პროფესორ ელგუჯა  შაფაქიძის  მოხსენება:  „საქართველოს  მეაბრეშუმეო­ბისათვის  ინოვაციური  ტექნოლოგიების  დამუშავება“.IMG 9455555555555555515

მომხსენებელმა აღნიშნა, რომ   საქართველოს დღევანდელი მეაბრეშუმეობის აღდგენა-განვითარების პროცესი სიძნელეებს განიცდის, რაც გამოწვეულია ამ დარგში ინოვაციური ტექნოლოგიებისა და ტექნიკური საშუალებების მხრივ ჩამორჩენით, ეს ძირითადად განპირობებულია იმ მანქანებისა და მექანიზმების შექმნის სირთულით, რომლებიც საჭიროა თუთის აბრეშუმხვევიას გამოკვებისათვის.

მექანიზაციის ტექნიკური საშუალებების სიმცირის გამო აბრეშუმის პარკის წარმოება მეტად შრომატევადი პროცესია, მაგალითად, 100 კგ აბრეშუმის პარკის მისაღებად საჭიროა 700-მდე კაც-საათი. ამ დანახარჯებიდან დაახლოებით 15% მოდის საკვების დამზადებასა და ტრანსპორტირებაზე, 20%-მდესაკვების მომზადებაზე (ღეროებიდან ფოთლების გაცლა, დაჭრა და დაქუცმაცება), 60%-მდეთუთის აბრეშუმხვევიას გამოკვებაზე და დაახლოებით 10% –  პარკის ჩამოკრეფაზე, დახარისხებასა და გაწმენდაზე. როგორც სტატისტიკური მონაცემებიდან ჩანს, საკვების დამზადებასა და მომზადებაზე, განსაკუთრებით თუთის აბრეშუმხვევიის გამოკვებაზე, საკმარისად დიდი დანახარჯებია და ამდენად, ამ ტექნოლოგიური პროცესების მექანიზაციის საკითხები მეტად აქტუალურია.

IMG 9412 1024x683

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მეცნიერთა მიერ ჩატარებულია სამუშაოები, რომელთა შედეგები დაცულია საავტორო მოწმობებით  და საქართველოს პატენტებით გამოგონებებზე, დამზადებულია თუთის აბრეშუმხვევიას გამოსაკვები დანადგარების, .. დოზატორის, საკვების დარიგებისა და ნაძირის გამოცვლის, ასევე  აბრეშუმის პარკის ნაპერტყულისაგან გამწმენდი და ძაფის ამოსახვევი მოწყობილობების ექსპერიმენტული ნიმუშები.

IMG 9433 1024x683

    მოხსენებამ  დამსწრეთა  დიდი   ინტერესი გამოიწვიადისკუსიაში  მონაწილეობა მიიღეს  აკადემიკოსებმა:   გიორგი  კვესიტაძემ,   როინ   მეტრეველმა,   რამაზ   ხუროძემ,   ვლადიმერ ციციშვილმა  და  რამაზ   ხეცურიანმა,   საქართველოს სოფლის  მეურნეობის მეცნიერებათა   აკადემიის  ვიცე-პრეზიდენტმა  გივი  ჯაფარიძემ,  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის  მრჩეველმა  ომარ კაჭარავამ,  საპატრიარქოს  პროფესიული  სწავლების  ცენტრის   წარმომადგენელმა   კახაბერ  ვარდუკაძემ,  პროფესორმა  ნუგზარ  ებანოიძემ,  დოქტორებმა  ნარგიზ  ბარამიძემ,  ირაკლი  გუჯაბიძემ  და პეტრე ბერაიამ,  რომლებმაც  დადებითად  შეაფასეს  მომხსენებლისა  და მისი ჯგუფის  მიერ ჩატარებული კვლევები და გაწეული მუშაობახაზი გაუსვეს საქართველოში  მეაბრეშუმეობის განვითარებასთან დაკავშირებული პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და ტექნოლოგიურიაგრეთვე  ეკოლოგიურიეთიკისა და დემოგრაფიული   ფაქტორების   კომპლექსური   მეცნიერული   ანალიზის ჩატარების   აუცილებლობას,  რომლის   შედეგები   აისახება  საქართველოს  მთავრობისადმი  გაგზავნილ  წინადადებებში.

  


ახალგაზრდა მეცნიერთა და სპეციალისტთა საბჭოს დამფუძნებელი სხდომა

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ახალგაზრდა მეცნიერთა და სპეციალისტთა საბჭოს დამფუძნებელი სხდომ

314707035 1766704250377183 369848314569604476 n 2022 წლის 11 ნოემბერს ჩატარდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ახალგაზრდა მეცნიერთა და სპეციალისტთა საბჭოს დამფუძნებელი სხდომა. სხდომას ესწრებოდნენ აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე, პრეზიდენტის მოადგილე აკადემიკოსი ანატოლი გიორგაძე, აკადემიური დეპარტამენტის უფროსი აკადემიკოსი ელგუჯა შაფაქიძე, აკადემიკოსი ლაშა დოლიძე, სწავლული მდივანი დოქტ. მარინე ბარვენაშვილი, აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის თანამშრომლები, ახალგაზრდა მეცნიერთა და სპეციალისტთა საბჭოს თავმჯდომარის მ/შ გიორგი ქავთრაძე და საბჭოს წევრობის კანდიდატები.

სხდომას მისასალმებელი სიტყვით მიმართა და საბჭოს დაფუძნების შესახებ აკადემიის პრეზიდიუმის გადაწყვეტილებაზე ისაუბრა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა აკადემიკოსმა გივი ჯაფარიძემ. ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ აკადემია დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საბჭოს შექმნას, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდა მეცნიერების და სპეციალისტების მხარდაჭერას, მათი ინტეგრაციის ხელშეწყობას აკადემიურ სივრცეში და ხაზი გაუსვა აკადემიის მზაობას მაქსიმალური მხარდაჭერა გაუწიოს საბჭოს საქმიანობაში.

შემდეგ ახალგაზრდა მეცნიერთა და სპეციალისტთა საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ქავთრაძემ, საბჭოს გააცნო ახალგაზრდა მეცნიერთა და სპეციალისტთა საბჭოს წესდებით გათვალისწინებული საკითხები, რომლის შემდგომ წარადგინა საბჭოს წევრობის კანდიდატები.

საბჭოს დაფუძნებას მიესალმნენ და საქმიანობაში წარმატებები უსურვეს აკადემიკოსებმა ელგუჯა შაფაქიძემ, ანატოლი გიორგაძემ, ლაშა დოლიძემ და დოქტორმა მარინე ბარვენაშვილმა. ხაზი გაესვა საბჭოს მჭიდრო თანამშრომლობის აუციელებლობას აკადემიის სამეცნიერო განყოფილებებთან.


314931701 813079233243690 925708173603370088 n

 

315107808 1093605621352443 2722347297602039790 n

 

 

 

 

 

ქვეკატეგორიები

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : info.gaas.georgia@gmail.com