საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

განყოფილების სხდომა

2023 წლის 20 აპრილს ჩატარდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის

მეცნიერებათა განყოფილების სხდომა, რომელზეც განხილული იქნა შემდეგი საკითხი:

 

1.  ქალაქ თბილისის ტყის ბიომასის და ნახშირბადის დაგროვების პოტენციალის შეფასების შესახებ (იხ. ბმულზე).

მომხსენებლები: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული ახალგაზრდა მეცნიერთა და სპეციალისტთა საბჭოს თავმჯდომარე, აკადემიის სტიპენდიატი, სატყეო საქმის დოქტორი გიორგი ქავთარაძე;   სატყეო ექსპერტი კობა ჩიბურდანიძე.

 

 

აგრარული ინოვაციების კომისიის სხდომა

339862294 766105508289011 1909257546350507948 n   19 აპრილს შედგა აგრარული ინოვაციების კომისიის სხდომა, რომელზეც განხილული იქნა ეკონომიკის დოქტორის, აიპ ,,ჯორჯიან გაპი“-ს დამფუძნებლის გოჩა ცოფურაშვილისა და ინჟინერიის დოქტორის, აიპ ,,მწვანე პარტნიორობა მშვიდობისათვის“ თავმჯდომარის ალექსი ნონიაძის მოხსენებები თემაზე: „სოფლის განვითარების პროგრამულ-კონცეპტუალური მოდელი: საპილოტე თემა - ,,სოფლის საძოვარი''.

     პირველმა გამომსვლელმა დოქტორმა გოჩა ცოფურაშვილმა აღნიშნა, რომ საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, განსახილველად გამოტანილი იყო პროგრამული მოდელი, სადაც სოფლის განვითარების კონცეფციიდან ერთი კონკრეტული თემაა განხილული და შემოთავაზებულია მეცნიერულ მიდგომებზე დაფუძნებული სამოქმედო გეგმა, რომელიც ასევე ეყრდნობა საქართველოს პარლამენტის ეგიდით ჩატარებულ კვლევებს. მან დამსწრეთა ყურადღება გაამახვილა სოფლის განვითარების კონცეპტუალური მიდგომების და პრინციპების ჩამოყალიბების მნიშვნელობაზე, სამართლებრივ და უფლებრივ-ქონებრივ საკითხებზე და შესაბამისი სტრუქტურულ-ორგანიზაციული ფორმების შერჩევაზე, აგრეთვე სტატისტიკურ-ანალიტიკური და სიტუაციურ-კონტექსტუალური ანალიზის წარმოდგენის მნიშვნელობასა და მიკროზონული - სოფელ-თემის ტერიტორიულ რესურსული შესაძლებლობების კვლევაზე და ბოლოს, მოდელირებული პროგრამის ჩამოყალიბების პრინციპები - ,,სოფლის საძოვრის'' მოდელის მაგალითზე, სადაც განხორციელდება კონკრეტული ღონისძიებები.

მეორე გამომსვლელმა, დოქტორმა ალექსი ნონიაძემ ისაუბრა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების სათიბ-საძივრების სხვადასხვა დონეზე   მართვის პოლიტიკის თავისებურებებზე:

ა) სოფელში - სოფლის დონეზე, მუნიციპალიტეტში - მუნიციპალიტეტის დონეზე საძოვრების მართვის ჯგუფების შექმნა დეცენტრალიზაციის პრინციპის გამოყენებით (სლოვენიის გამოცდილება);

ბ) საძოვრების მიმაგრება სოფელსა და მუნიციპალიტეტზე საკუთარი ტერიტორიის ფარგლებში (ჩეხეთის გამოცდილება);

გ) სამართლებრივი საფუძვლებისა და კრიტერიუმების შემუშავება საძოვრების იჯარით გაცემის წესთან დაკავშირება (პოლონეთის გამოცდილება);

დ) საძოვრების ფლობის სამართლებრივი საფუძვლების შემუშავება და მიწისთვის საძოვრის სტატუსის მინიჭებისა და ჩამორთმევის მექანიზმები (ლიეტუვას გამოცდილება);

ე) ზამთრისა და ზაფხულის საძოვრების მართვის ასპექტები (პოლონეთის გამოცდილება ნაციონალური პარკის მაგალითზე);

ვ) საძოვრების სარგებლობის წესების შემუშავება მუნიციპალიტეტების დონეზე (სტანდარტებისა და რეკომენდაციების შემუშავება, მოლდოვას გამოცდილება).

მოხსენების შემდეგ მომხსენებლებმა არგუმენტებული და ამომწურავი პასუხები გასცეს დამსწრეთა შეკითხვებს.

მოხსენების შემდეგ გამართულ დისკუსიაში მონაწილეობდნენ აკადემიკოსები: გივი ჯაფარიძე, ნოდარ ჭითანავა, რევაზ ასათიანი და ალექსანდრე დიდებულიძე, მინისტრის მრჩეველი, დოქტორი ომარ კაჭარავა, მიწის მდგრადი მართვის სააგენტოს უფროსი  გიორგი მიშველაძე, პროფესორები: ნოდარ ხატიაშვილი, ანზორ მესხიშვილი, ნინო ნადიბაიძე.

კომისიამ დაადგინა: მოწონებული იქნეს წარმოდგენილი მოხსენება და იმის გათვალისწინებით, თუ რა დიდ საქმე კეთდებასაძოვრების მდგრადი მართვის ეროვნული პოლიტიკის კონცეფციის შექმნისა და მისი ფართო წრეების მიერ განხილვის მიმართულებით, აგრეთვე ფერმერთა და სპეციალისტთათვის ამ მნიშვნელოვანი დოკუმენტის გასაცნობად,  ა.წ. ივნისის თვეში ჩატარდეს კომისიის რიგგარეშე სხდომა, სადაც მოხდება აღნიშნული კონცეფციის განხილვა.

 

მეცხოველეობის და ვეტერინარიის მეცნიერებათა განყოფილების სხდომა

2023 წლის 12 აპრილს ჩატარდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მეცხოველეობის და ვეტერინარიის მეცნიერებათა განყოფილების სხდომა, რომელზეც განხილული იქნა შემდეგი საკითხები:

1.საქართველოში გავრცელებული ბოცვრის ჯიშების პროდუქტიულობის შესახებ (იხ. ბმულზე).

მომხსენებელი: აკადემიკოსი ჯემალ გუგუშვილი.

 

2.შინაური ცხოველების მიერ გამოწვეული გარემოს დაბინძურების მდგომარეობის შესახებ (იხ. ბმულზე).

მომხსენებელი: სოფლის მეურნეობის დოქტორი ნაირა მამუკელაშვილი.

სტუმრად საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში

339106063 204498415631788 6633072351612765971 n მიმდინარე წლის 11 აპრილს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას საქმიანი ვიზიტით ესტუმრნენ ფონდ „განვითარება და გარემო“-ს მთავარი კოორდინატორი ბატონი იოსებ ტყემალაძე, თავმჯდომარე, ბატონი თეიმურაზ ტყემალაძე და აღმასრულებელი დირექტორი ბატონი გოჩა კობერიძე.

სტუმრებს უმასპინძლეს აკადემიის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გივი ჯაფარიძემ, აკადემიის პრეზიდენტის მოადგილემ, აკადემიკოსმა ანატოლი გიორგაძემ, აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსმა, დოქტორმა მარინე ბარვენაშვილმა, აკადემიის პრეზიდიუმის მრჩეველმა, სამეცნიერო მიმართულებების კოორდინატორმა აკადემიკოსმა ნოდარ ჭითანავამ, აკადემიის გარემოს დაცვის, მცენარეთა გენეტიკური რესურსებისა და აგრობიომრავალფეროვნების საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელი, აკადემიკოსმა გურამ ალექსიძემ, აკადემიის სწავლულმა მდივანმა, აკადემიკოსმა ლაშა დოლიძემ, და აკადემიის საერთაშორისო პროგრამების, საგრანტო პროექტების კონსულტანტმა, პროფესორმა თამაზ ბაციკაძემ.

მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ აკადემიის ახალგაზრდა მეცნიერთა და სპეციალისტთა საბჭოს თავმჯდომარე, დოქტორი გიორგი ქავთარაძე, თავმჯდომარის მოადგილე დოქტორი თინათინ ეპიტაშვილი, ბიოლოგიის დოქტორები: არჩილ სუპატაშვილი და მედეა ბურჯანაძე, სოფლის მეურნეობის დოქტორები: ნანა გოგინაშვილი და ზვიად ტიგინაშვილი, ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე ნათია იორდანიშვილი, სატყეო დარგის სპეციალისტები და სხვ.

ბატონებმა იოსებ ტყემალაძემ და თეიმურაზ ტყემალაძემ დამსწრე საზოგადოებას გააცნეს აკადემიაში სტუმრობის მიზანი, რაც უკავშირდებოდა თბილისის ურბანული ტყის განაშენიანებასთან დაკავშირებული საკითხების დარგის სპეციალისტებისა და დაინტერესებულ პირთათვის გაცნობას. მათ ისაუბრეს იმ მძიმე მდგომარეობაზე, რაც უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში აღენიშნებოდა ქალაქის ტყის ლანდშაფტს. განსაკუთრებული ყურადღება ნარიყალას ქედის, მთაწმინდის ქედის ფერდობებსა და მათ მახლობელ ტერიტორიებზე გაამახვილეს. შემდეგ სიტყვა გადასცეს ბატონ გოჩა კობერიძეს, რომელმაც წარმოდგენილ საკითხთან დაკავშირებით აუდიტორიას მიაწოდა ამომწურავი ინფორმაცია პრეზენტაციის - „მეტი ტყე“ სახით. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ ფონდი „განვითარება და გარემო“ პროექტს „თბილისის ურბანული ტყე“ ახორციელებს საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერითა და სრული დაფინანსებით, რომელმაც აღნიშნულ პროექტში 22,0 მლნ ლარიანი ინვესტიცია ჩადო. პროექტი ხუთწლიანია (2020-2024 წ.წ.) და მოიცავს 677 ჰა ფართობის ტყის მასივით განაშენიანებას. თბილისის ურბანული ტყე მოიცავს ნარიყალის ქედის ჩრდილოეთ ფერდობს, მთაწმინდის ქედის ჩრდილოეთ და სამხრეთ ფერდობებს, კუს ტბის, თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმის, ვაკის პარკის და ბულბულების ჭალის ტერიტორიებს. საწყის ეტაპზე მოხდა მწვანე ნარგავების შეფასება, საფრთხეების კლასიფიკაცია, დაიგეგმა ჩასატარებელი სამუშაოები-კვლევები, რომელიც ჩატარდა გეოლოგიის, ბიოლოგიის, ზოოლოგიის, ფიტო-სანიტარიის, ბოტანიკის, ჰიდროლოგიის, გარემოს დაცვის, ნიადაგის, ტყის, ლანდშაფტის, ურბანიზაციის, ტურიზმისა და ეკონომიკის მიმართულებით. მოგვიანებით მოიჭრა და განადგურდა დაავადებული, ხმელი და ზეხმელი ხეები, მოწესრიგდა ტერიტორია შემდგომი განაშენიანებისათვის, რისთვისაც შეირჩა სარგავი მცენარეები, მ. შ. ჰიმალაის კედარი, ქართული ნეკერჩხალი, ქვამუხა, იფანი, რცხილა და ა.შ. სულ დაირგო 120 000 ძირი ხე, თუმცა დარგვითი სამუშაოები კვლავაც გრძელდება. ტერიტორიაზე დაგეგმილია ხოხბის, კაკბისა და გნოლის რეინტროდუქცია, რაც საბოლოოდ ხელს შეუწყობს წლების წინ არსებული ბიოგეოცენოზის აღდგენას. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე რეაბილიტირებულია 20 კმ-მდე სიგრძის სავალი ბილიკი, დამონტაჟებულია ძელსკამები, გადმოსახედები, ფრინველებზე დაკვირვების ქოხი, საპიკნიკეები. 338447509 1422778658497683 4326187792238550258 n

ბატონმა გოჩა კობერიძემ ხაზი გაუსვა იმას, რომ მსგავსი ტიპის სამუშაოების ჩატარება უახლოეს მომავალში დაგეგმილია ქალაქ ქუთაისში და ქალაქ რუსთავში.

პრეზენტაციის დასრულების შემდეგ აზრი გამოთქვეს აკადემიკოსებმა: ნოდარ ჭითანავამ, გურამ ალექსიძემ, რომლებიც მიესალმნენ ფონდის წამოწყებას დიდ ქალაქებში შეიქმნას ველურ ბუნებასთან მიახლოებული რეკრეაციული ზონები, სადაც ქალაქის მაცხოვრებლები და არამარტო ისინი, შეძლებენ დაისვენონ, მოწყდნენ ყოველდღიურ რუტინას და შეიგრძნონ ადამიანისა და ბუნების ერთიანობა. გარდა ამისა ხაზი გაუსვეს იმასაც რომ პროექტი თავისი მნიშვნელობით სცილდება ერთი კონკრეტული ქვეყნის მასშტაბებს და მან შეიძლება მოიცვას გაცილებით დიდი სივრცე. სიტყვით გამოვიდა ასევე ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე, ნათია იორდანიშვილი, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას ამცნო სააგენტოს წამოწყების ტყის დაცვის პოპულარიზაციის საქმეში ახალგაზრდა თაობის ჩართვის შესახებ.

შეხვედრა შეაჯამა აკადემიის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გივი ჯაფარიძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“ ქვეყანაში არაერთი სასიკეთო წამოწყება დააფინანსა, რომელთა შორისაა პროექტი „თბილისის ურბანული ტყეც“. მოიწონა და დადებითად შეაფასა ის შრომატევადი და რთული სამუშაოები, რომელიც ფონდმა „განვითარება და გარემომ“ შეასრულა პროექტის განხორციელების პერიოდში. შემდეგ სტუმრებს გააცნო აკადემიაში მოქმედი გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების საქმიანობა და გამოთქვა მზადყოფნა საჭიროების შემთხვევაში დარგის მეცნიერების მხრიდან დახმარების გაწევის და მეცნიერულად დასაბუთებული რეკომენდაციების გაცემის თაობაზე.  

შეხვედრის ბოლოს, ორივე მხარემ: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიამ და ფონდმა „განვითარება და გარემომ“ გამოთქვა სურვილი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების შესახებ.

339841296 915611309700407 8531520270725338416 n

ინფორმაცია

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის

პრეზიდენტის საარჩევნო კამპანიის

მაღალორგანიზებულად მომზადებისა და ჩატარების მიზნით შექმნილი

საექსპერტო-საკონკურსო კომისიის შესახებ ბრძანება იხილეთ ბმულზე

პრეზიდიუმის სხდომა

337483294 920366892402162 6205943598397730728 n

 

2023 წლის 5 აპრილს ჩატარდა საქართველოს სოფლის მეურნეობის   მეცნიერებათა აკადემიის

პრეზიდიუმის სხდომა, სადაც განხილული იქნა შემდეგი საკითხები:

 

 

  1. აკადემიკოს ჯემალ კაციტაძის ანგარიში 2022 წელს გაწეული სამეცნიერო მუშაობის შესახებ. (იხ. ბმულზე

 

2.  აკადემიის სამეცნიერო ჟურნალ "მოამბის" მიერ 2022 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ(იხ. ბმულზე

მომხსენებლები:  აკადემიის სამეცნიერო  ჟურნალ  "მოამბისმთავარი რედაქტორიაკადემიკოსი  გურამ  ალექსიძე

სამეცნიერო ჟურნალ  "მოამბისპასუხისმგებელი  მდივანი,   აკადემიკოსი   ომარ  ქეშელაშვილი

 
 
3. აკადემიის საინფორმაციო-სარეკლამო ბიულეტენის "აკადემიის მაცნეს" მიერ 2022 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ.  (იხ. ბმულზე

მომხსენებლები: აკადემიის საინფორმაციო-სარეკლამო ბიულეტენის "აკადემიის მაცნეს" რედაქტორი, აკადემიის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე; საინფორმაციო-სარეკლამო ბიულეტენის "აკადემიის მაცნეს" რედაქტორის მოადგილე, აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, აკადემიკოსი ანატოლი გიორგაძე, პასუხისმგებელი მდივანი აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, დოქტორი მარინე ბარვენაშვილი.

 

4. აკადემიის მიერ 2022 წელს გამოცემული რეკომენდაციების, აგროწესების, ინსტრუქციების, ბუკლეტების, ბროშურების და სხვა ბეჭდვითი და ელექტრონული სამეცნიერო-საინფორმაციო გამოცემების მდგომარეობისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ.   (იხ. ბმულზე) 

მომხსენებლები: აკადემიის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე; აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, დოქტორი მარინე ბარვენაშვილი.

 

 

მილოცვა

339993275 2219002428308169 5552362661303146986 n 2023 წლის 22 მარტს 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსს, 

ვეტერინარიის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ თენგიზ ყურაშვილს დაბადებიდან 75 და პედაგოგიური მოღვაწეობის 50 წელი შეუსრულდა. 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია გულითადად ულოცავს, ბატონ თენგიზ ყურაშვილს, ამ ღირშესანიშნავ თარიღებს, უსურვებს ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოცხლეს, წარმატებულ სამეცნიერო, პედაგოგიურ და  საზოგადოებრივ საქმიანობას ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ. 

ახალგაზრდა მეცნიერთა და სპეციალისტთა საბჭო

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში

ჩატარდა აკადემიის ახალგაზრდა მეცნიერთა და სპეციალისტთა

საბჭოს მე-2 სხდომა

მიმდინარე წლის 30 მარტს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში ჩატარდა აკადემიის ახალგაზრდა მეცნიერთა და სპეციალისტთა საბჭოს მე-2 სხდომა. სხდომაზე მოსმენილი იყო შემდეგი მოხსენებებით: 1. „საერთაშორისო სტანდარტები მეცხოველეობაში და მათი დანერგვის გამოწვევები საქართველოში“. მომხსენებელი: დოქტორი თამარ ნოზაძე, აკადემიის ახალგაზრდა მეცნიერთა და სპეციალისტთა საბჭოს წევრი. 2. საქართველოს წყლის რესურსების გამოყენების თანამედროვე მდგომარეობა და პერსპექტივები“. მომხსენებელი: დოქტორი შორენა კუპრეიშვილი, აკადემიის ახალგაზრდა მეცნიერთა და სპეციალისტთა საბჭოს წევრი.

აღნიშნულ მოხსენებებზე მოკლე ტექსტური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ ბმულზე.

 

336936205 1642233279629830 8769186494594472808 n

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საერთო კრება

    337775800 1317191125679072 4783697968065774253 n    2023 წლის 23 მარტს მოწვეული იქნა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საერთო კრება. კრების მუშაობაში მონაწილეობდნენ აკადემიკოსები: ალექსიძე გურამი, ასათიანი რევაზი, ბაღათურია ნუგზარი, გიორგაძე ანატოლი, გუგუშვილი ჯემალი, დიდებულიძე ალექსანდრე, დოლიძე ლაშა, კაციტაძე ჯემალი, კვალიაშვილი ვაჟა, კვესიტაძე ედიშერი, კოპალიანი როლანდი, კოღუაშვილი პაატა, მარგველაშვილი გოგოლა, მახარობლიძე რევაზი, პაპუნიძე გურამი, რევიშვილი თემური, ტყემალაძე გურამი, უჯმაჯურიძე ლევანი, ფუტკარაძე ზაური, ყურაშვილი თენგიზი, ჩანქსელიანი ზაური, ჩხარტიშვილი ნოდარი, ცქიტიშვილი ზურაბი, ჭითანავა ნოდარი, ჯაფარიძე გივი; აკადემიის სტიპენდიატები: ბენაშვილი მამუკა, დუღაშვილი დარეჯანი, კაციტაძე ეკატერინა, ტიგინაშვილი ზვიადი, ქავთარაძე გიორგი, ქუთელია გიორგი; მოწვეული სტუმრები: დოქტორი ბარვენაშვილი მარინე, იურიდიული სამსახურის უფროსი ქარქაშაძე თენგიზი, აკადემიური დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი ჩაიკა ლარისა, აკადემიის კადრების ინსპექტორი მიგრიაული ეკატერინე.

       აკადემიის საერთო კრებას თავმჯდომარეობდა  აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გურამ ალექსიძე,კრების მდივანი იყო პრეზიდენტი მოადგილე, აკადემიკოსი ანატოლი გიორგაძე. კრების თავმჯდომარემ დამსწრე საზოგადოებას მისალმების შემდეგ გააცნო დღის წესრიგი, რომელიც მოიცავდა შემდეგ საკითხებს:            1. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა   აკადემიის პრეზიდენტის  რწმუნებათა ვადის გასვლასთან დაკავშირებით, აკადემიის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის შესახებ. მომხსენებელი: აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გურამ ალექსიძე; 2. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის, აკადემიკოს გურამ ალექსიძის ანგარიში 2018-2023 წლებში აკადემიის მიერ გაწეული   საქმიანობის შესახებ; 3. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის, აკადემიის ვიცე-პრეზიდენტის, აკადემიის აკადემიკოს-მდივნის, აკადემიის პრეზიდიუმის სხვა წევრების, აკადემიის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის, აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების აკადემიკოს-მდივნების, აკადემიის ნამდვილი წევრების (აკადემიკოსების), აკადემიის საპატიო და უცხოელი წევრების და აკადემიის სტიპენდიატების არჩევნების დებულების პროექტის შესახებ. მომხსენებელი: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის    

პრეზიდენტის მოადგილე, აკადემიკოსი ანატოლი გიორგაძე; 4. ინფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის ვაკანტური ადგილის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ. მომხსენებელი: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე; 5. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის საარჩევნო კამპანიის მაღალორგანიზებულად მომზადებისა და ჩატარების მიზნით საექსპერტო-საკონკურსო კომისიის არჩევის შესახებ.

მომხსენებელი: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის  ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე; 6. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა   აკადემიის პრეზიდიუმის წევრებისა და აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების აკადემიკოს-მდივნების უფლებამოსილების შესახებ. მომხსენებელი: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე; 7. სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წესდებაში ნაწილობრივი ცვლილებების შეტანის შესახებ. მომხსენებლები: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე; საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, აკადემიკოსი ანატოლი გიორგაძე; საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის იურიდიული სამსახურის უფროსი თენგიზ ქარქაშაძე; 8. მიმდინარე საკითხები.

         დამტკიცდა აკადემიის საერთო კრების მუშაობაში მონაწილეთა სია, დღის წესრიგი და მუშაობის რეგლამენტი. 336986273 1360542828044404 2105194677830857613 n

       კრებაზე მოსმენილი იქნა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის, აკადემიკოს გურამ ალექსიძის მოხსენება „საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიერ 2018-2023 წლებში გაწეული საქმიანობის შესახებ (მოხსენება შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე).

     აკადემიის საერთო კრებაზე კრების მონაწილეთა მეტი ინფორმირებულობის მიზნით დოკუმენტურად წარმოდგენილი იქნა აკადემიის მიერ 2018-2023 წლებში გაწეული მუშაობის ამსახველი საინფორმაციო მასალები (საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშები აკადემიის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ; საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საერთაშორისო-სამეცნიერო, რეფერირებადი ჟურნალი „მოამბე“; ყოველკვარტალური საინფორმაციო ბიულეტენი „აკადემიის მაცნე“; საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრების მიერ 2018-2023 წლებში გამოცემული რეკომენდაციები (88 რეკომენდაცია; ადგილობრივი და საერთაშორისო კონფერენციის შრომათა კრებულები (21 შრომათა კრებული); აკადემიის წევრების მიერ გამოცემული მონოგრაფიები, წიგნები და სახელმძღვანელოები (სულ 90); ადგილობრივ და საზღვარგარეთის სამეცნიერო-კვლევით ორგანიზაციებთან გაფორმებული მემორანდუმები: CACAARI (ცენტრალური აზიისა და კავკასიის ქვეყნების სამეცნიერო კვლევითი ორგანიზაციების ასოციაცია), CGIAR (სასოფლო-სამეურნეო კვლევების საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფი), FAO (გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია), ICARDA (მშრალი ტერიტორიების სოფლის მეურნეობის კვლევების საერთაშორისო ცენტრი), CIMMYT (ხორბლისა და სიმინდის სელექციის საერთაშორისო ცენტრი), Bioversiti Interneishenel (საერთაშორისო ბიომრავალფეროვნების ცენტრი). აგრეთვე აკადემიის მიერ გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები პოლონეთის, უკრაინის, ბელარუსიის, აზერბაიჯანის, მოლდოვის, ყაზახეთის, ჩინეთის და სამხრეთ კორეის საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით ორგანიზაციებთან, აგრეთვე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, ბათუმის, ქუთაისის, ახალციხის, თელავის, გორის სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტებთან. აკადემია წლებია წარმატებით თანამშრომლობს ზემოთ აღნიშნული ორგანიზაციების მეცნიერ-მკვლევარებთან.

     აკადემიის საერთო კრების მონაწილეთა მიერ განსაკუთრებით აღინიშნა ევროპის სოფლის მეურნეობის, სურსათისა და ბუნებათსარგებლობის აკადემიების კავშირთან (UEAA) აკადემიის თანამშრომლობის შესახებ, რომლის წევრიც აკადემია გახდა აკადემიკოს გურამ ალექსიძის პრეზიდენტობის დროს.

     აკადემიის საერთო კრების გადაწყვეტილებით საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა და მისი პრეზიდენტის მიერ 2018-2023 წლებში გაწეული საქმიანობა შეფასდა დადებითად და წარმატებულად და აკადემიკოს გურამ ალექსიძეს აკადემიის პრეზიდენტობის პერიოდში გაწეული ნაყოფიერი და წარმატებული საქმიანობისათვის გამოეცხადა მადლობა.

         კრებამ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის არჩევამდე (საარჩევნო კამპანიის დასრულებამდე) აკადემიის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად აკადემიის ვიცე-პრეზიდენტის აკადემიკოს გივი ჯაფარიძის დამტკიცების შესახებ (ბრძანება შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე).

       განხილული იქნა აკადემიის საერთო კრების დღის წესრიგით გათვალისწინებული ყველა საკითხი.

       დასასრულს კრების თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა აკადემიის წევრებს და დამსწრე საზოგადოებას აკადემიის საერთო კრების მუშაობაში აქტიური მონაწილეობისათვის.

ქვეკატეგორიები

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : info.gaas.georgia@gmail.com