პრეზიდიუმის სხდომა
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის სხდომა

მიმდინარე წლის 28 ივლისს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათაა აკადემიის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა აკადემიის პრეზიდიუმის რიგით მე-8 სხდომა. სხდომას ესწრებოდნენ, როგორც აკადემიის პრეზიდიუმის წევრები, აკადემიკოსები: ასათიანი რევაზი, გიორგაძე ანატოლი, გუგუშვილი ჯემალი, დიდებულიძე ალექსანდრე, დოლიძე ლაშა, მარგველაშვილი გოგოლა, მახარობლიძე რევაზი, უჯმაჯურიძე ლევანი, ჩხარტიშვილი ნოდარი, ცქიტიშვილი ზურაბი, ჯაფარიძე გივი, პარლამენტის აგრარულ საკითხთა აპარატის უფროსი, ეკონომიკის დოქტორი ახალბედაშვილი ივერი, სოფლის მეურნეობის დოქტორი ბარვენაშვილი მარინე, ასევე მოწვეული სტუმრები: აკადემიკოსი კოპალიანი როლანდი, აკადემიის გარემოს დაცვის, აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი, ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერიის დოქტორი ეპიტაშვილი თინათინი, აკადემიის კადრების ინსპექტორი მიგრიაული ეკატერინე, აკადემიის ახალგაზრდა მეცნიერთა და სპეციალისტთა საბჭოს თავმჯდომარე, სატყეო საქმის დოქტორი ქავთარაძე გიორგი, ქუთაისის აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარული ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი კინწურაშვილი ქეთევანი.
პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე. მან დამსწრე საზოგადოებას გააცნო პრეზიდიუმის მუშაობის დღის წესრიგი, რომელიც შემდეგ საკითხებს მოიცავდა:
1. ინფორმაცია სსიპ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასა და სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის შესახებ.
მომხსენებელი: აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე
2. ინფორმაცია ქუთაისის აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარული ფაკულტეტის მიერ 2022 წელს ჩატარებული სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის შედეგებისა და 2023 წლის პერსპექტიული სამუშაო გეგმის შესახებ.
მომხსენებლები: ქუთაისის აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარული ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი ქეთევან კინწურაშვილი, აკადემიკოსი როლანდ კოპალიანი.
3. ინფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიერ გამოცხადებულ აგრარულ სფეროში წლის საუკეთესო ფუნდამენტური, საგანმანათლებლო და გამოყენებითი ხასიათის ნაშრომების გამოსავლენი კონკურსის შედეგების შესახებ. 
მომხსენებელი: აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, დოქტორი მარინე ბარვენაშვილი.
4. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული სამეცნიერო საბჭოს დებულების შესახებ.
მომხსენებლები: აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, აკადემიკოსი ჯემალ გუგუშვილი; აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, აკადემიკოსი ანატოლი გიორგაძე; აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, დოქტორი მარინე ბარვენაშვილი.
5. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული აგრარული ინოვაციების კომისიის დებულებისა და შემადგენლობის შესახებ.
მომხსენებლები: აკადემიის აკადემიკოს-მდივანი, აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული აგრარული ინოვაციების კომისიის თავმჯდომარე, აკადემიკოსი ალექსანდრე დიდებულიძე; აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, აკადემიკოსი ანატოლი გიორგაძე; აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, დოქტორი მარინე ბარვენაშვილი.
6. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის დასავლეთ საქართველოს სამეცნიერო-საკოორდინაციო ცენტრის დებულების შესახებ.
მომხსენებლები: აკადემიკოსი როლანდ კოპალიანი; აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, აკადემიკოსი ანატოლი გიორგაძე; აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, დოქტორი მარინე ბარვენაშვილი.
7. ინფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის გარემოს დაცვის, აგრობიომრავალფეროვნების და მცენარეთა გენეტიკური რესურსების საკოორდინაციო ცენტრის მიერ 2022 წელს გაწეული სამეცნიერო საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ.
მომხსენებლები: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი გურამ ალექსიძე; გარემოს დაცვის, აგრობიომრავალფეროვნების და მცენარეთა გენეტიკური რესურსების საკოორდინაციო ცენტრის სწავლული მდივანი, დოქტორი თინათინ ეპიტაშვილი;
8. საქართველოს სოფლის მეურნეობის პრიორიტეტების გამოსავლენი კითხვარის შესახებ.
მომხსენებელი: აკადემიის აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ალექსანდრე დიდებულიძე
9. ინფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნირებათა აკადემიის პრეზიდიუმის სხდომის მუშაობის რეგლამენტის შესახებ.
მომხსენებელი: აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე
10. მიმდინარე საკითხები.
პირველ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაცია დამსწრე საზოგადოებას მიაწოდა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გივი ჯაფარიძემ. მან აღნიშნა, რომ ორ აკადემიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს დიდი მნიშვნელობა აქვს სამეცნიერო პრობლემების ერთობლივი ძალებით გადაწყვეტის მიმართულებით, მეცნიერთა შორის საქმიანი ურთიერთობის განვითარებისა და განმტკიცებისათვის. პრეზიდიუმის წევრების მიერ მოწონებული იქნა სსიპ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასა და სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ტექსტი წარმოდგენილი სახით და მიღებული იქნა დადგენილება, რომლის თანახმად სსიპ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასა და სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ტექსტი გასაცნობად გადაეგზავნა სსიპ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას.
ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორმა ქეთევან კინწურაშვილმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა ქუთაისის აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარული ფაკულტეტის მიერ 2022 წელს ჩატარებული სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის შედეგები და 2023 წლის პერსპექტიული სამუშაო გეგმა. აღინიშნა, რომ ფაკულტეტმა გასული წლის განმავლობაში მნიშვნელობანი სამუშაოები ჩაატარა როგორც სასწავლო ასევე კვლევითი მიმართულებით, რაც აისხა სამეცნიერო პუბლიკაციებსა და ჩატარებულ ღონისძიებებში. პრეზიდიუმის წევრების მიერ მოწონებული იქნა ქუთაისის აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრონომიული ფაკულტეტის მიერ 2022 წელს ჩატარებული სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა და შესაბამისად დადებითად იქნა შეფასებული (მოხსენების სრული ტექსტი იხ. ბმულზე).
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიერ გამოცხადებულ აგრარულ სფეროში წლის საუკეთესო ფუნდამენტური, საგანმანათლებლო და გამოყენებითი ხასიათის ნაშრომების გამოსავლენი კონკურსთან დაკავშირებით აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსმა, დოქტორმა მ. ბარვენაშვილმა პრეზიდიუმს აცნობა აკადემიის სამეცნიერო განყოფილებებში ჩატარებული ფარული კენჭისყრის შედეგები. აკადემიის წესდების VI თავის 26-ე მუხლის ბ) პუნქტის თანახმად აღნიშნული შედეგების დასამტკიცებლად პრეზიდიუმში გაიმართა ღია კენჭისყრა, შედეგად გამოვლინდა 11 გამარჯვებული ნაშრომი (გამარჯვებულ ნაშრომებთან დაკავშირებით დაწვრილებითი ინფორმაცია იხ. აკადემიის ვებ-გვერდის სიახლეებში).
აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, აკადემიკოსმა ჯემალ გუგუშვილმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული სამეცნიერო საბჭოს დებულება და აღნიშნა, რომ აკადემიის წესდების VI თავის 25-ე მუხლის თანახმად აკადემიის პრეზიდიუმი უფლებამოსილია დაამტკიცოს აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული სამეცნიერო საბჭოს დებულება. პრეზიდიუმმა განიხილა წარმოდგენილი დებულება, მოიწონა იგი და მიიღო დადგენილება, რომლის თანახმად პრეზიდიუმთან არსებული სამეცნიერო საბჭოს დებულება დამტკიცდა წარმოდგენილი სახით.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული აგრარული ინოვაციების კომისიის დებულებასა და შემადგენლობასთან დაკავშირებით პრეზიდიუმის სხდომაზე მოხსენებით გამოვიდა აკადემიის აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ა. დიდებულიძე. პრეზიდიუმის წევრებმა მოიწონეს და დაამტკიცეს აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული აგრარული ინოვაციების კომისიის დებულება და შემადგენლობა წარმოდგენილი სახით. პრეზიდიუმის წევრების მიერ მოწონებული და დამტკიცებული იქნა ასევე აკადემიკოს როლანდ კოპალიანის მიერ წარმოდგენილი საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სტრუქტურული ერთეულის დასავლეთ საქართველოს სამეცნიერო-საკოორდინაციო ცენტრის დებულება.
პრეზიდიუმის სხდომაზე ასევე მოსმენილი იქნა ინფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის გარემოს დაცვის, აგრობიომრავალფეროვნების და მცენარეთა გენეტიკური რესურსების საკოორდინაციო ცენტრის მიერ 2022 წელს გაწეული სამეცნიერო საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ, რომელთან დაკავშირებით ისაუბრა აგრობიომრავალფეროვნების და მცენარეთა გენეტიკური რესურსების საკოორდინაციო ცენტრის სწავლულმა მდივანმა, დოქტორმა თინათინ ეპიტაშვილმა.
აკადემიის აკადემიკოს-მდივანმა, აკადემიკოსმა ალექსანდრე დიდებულიძემ პრეზიდიუმს წარუდგინა საქართველოს სოფლის მეურნეობის პრიორიტეტების გამოსავლენი კითხვარი, რასთან დაკავშირებითაც პრეზიდიუმმა მიიღო დადგენილება, რომ კითხვარი გასაცნობად და შესავსებად გადაეგზავნოთ აკადემიის წევრებსა და დაინტერესებულ ორგანიზაციებს.
აკადემიის პრეზიდიუმის დღის წესრიგის თანახმად აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გივი ჯაფარიძემ აუდიტორიას მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის სხდომის მუშაობის რეგლამენტის შესახებ. პრეზიდიუმის წევრების მიერ მოწონებული იქნა აკადემიის პრეზიდიუმის სხდომის მუშაობის რეგლამენტი და მიღებული იქნა დადგენილება მისი დამტკიცების შესახებ წარმოდგენილი სახით.
აკადემიის პრეზიდიუმის სხდომის დასასრულს, სხდომის თავმჯდომარემ, აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გივი ჯაფარიძემ მადლობა გადაუხადა პრეზიდიუმის წევრებსა და მოწვეულ სტუმრებს მობრძანებისა და სხდომის მუშაობაში მიღებული მონაწილეობისათვის.


გარემოსთან, ტყესთან და ზოგადად ეკოლოგიასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებებში, ამის სტიმული კი გახდება საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა და ფონდ „განვითარება და გარემო“- ერთობლივი საქმიანობა. ახალგაზრდებმა უნდა ნახონ თუ რა არის ქვეყნის პრიორიტეტი და რა მიმართულებით უნდა წარიმართოს მათი საქმიანობა. გარდა ამისა, ბატონმა თ. ტყემალაძემ ერთ-ერთ საკითხად განიხილა აკადემიის წევრების ჩართულობა, მათ მიერ სტატიების გამოქვეყნება ჟურნალში „ველური ბუნება“.
მიმდინარე წლის 30 ივნისს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმმა გასვლითი სხდომა ჩაატარა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წილკნის საცდელ-სადემონსტრაციო ბაზაში. სხდომის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ბატონმა იური ნოზაძემ, აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გივი ჯაფარიძემ, აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა აკადემიკოსმა გურამ ალექსიძემ, აკადემიის პრეზიდენტის მოადგილემ, აკადემიკოსმა ანატოლი გიორგაძემ, აკადემიის აკადემიკოს-მდივანმა, აკადემიკოსმა ალექსანდრე დიდებულიძემ, აკადემიის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, აკადემიკოსმა ჯემალ გუგუშვილმა, აკადემიის აგრონომიულ მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა, აკადემიკოსმა გოგოლა მარგველაშვილმა, აკადემიის მეცხოველეობის და ვეტერინარიის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა, აკადემიკოსმა თენგიზ ყურაშვილმა, აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა, აკადემიკოსმა ლაშა დოლიძემ, აკადემიის ეკონომიკურ მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა, აკადემიკოსმა რევაზ ასათიანმა, აკადემიკოსებმა: ნოდარ ჩხარტიშვილმა და ზაურ ჩანქსელიანმა, აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსმა, დოქტორმა მარინე ბარვენაშვილმა, აკადემიის მთავარმა სპეციალისტმა, დოქტორმა თინათინ ეპიტაშვილმა, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, აკადემიკოსმა ლევან უჯმაჯურიძემ, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორის მოადგილემ, დოქტორმა ნოდარ ხატიაშვილმა, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სტანდარტების, სერტიფიცირების, დაგეგმვისა და ეკონომიკური ანალიზის სამსახურის მეცნიერ-თანამშრომელმა ლეილა გეგენავამ.
მიმდინარე წლის 29 ივნისს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას სტუმრად ეწვია სვეტიცხოვლის მამათა მონასტრის იღუმენი, არქიმანდრიტი, მამა ილია (სანდრო) კავსაძე. მამა ილიამ ტრადიციულად, აკურთა აკადემიის შენობა, მოიარა მისი თითოეული კაბინეტი, დალოცა აკადემიის თანამშრომლები, რის შემდეგაც აკადემიის საკონფერენციო დარბაზში იქადაგა. ქადაგების დროს მან დარბაზში მყოფთ ესაუბრა პეტრე-პავლობის მარხვის შესახებ, მის მნიშვნელობაზე, ლოცვის მადლსა და ძალაზე. აღნიშნა, რომ ადამიანი თავისუფალია თავის არჩევანში, სიკეთის კეთებასა და სიყვარულში გაატარებს თავის სიცოცხლეს თუ არა.
ეს ღვთის მიერ ბოძებული უფლებაა, თუმცა ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ბოროტება, ბოღმა და შური ამძიმებს ადამიანის სულს და სატანჯველად უხდის მას. მამა ილიამ ასევე ყურადღება გაამახვილა ადამიანის ყოფაზე, მის სულიერ მდგომარებაზე, იმაზეც, თუ რაოდენ დიდი ბედნიერებაა, როდესაც კაცს შინიდან სამსახურში და სამსახურიდან შინისაკენ ერთნაირი სიხარულით მიუწევს გული. შემდეგ მამა ილიამ პასუხი გასცა აკადემიის თანამშრომელთა მიერ დასმულ შეკითხვებს და აღუთქვა მზაობა, რომ თითოეულ მათგანს და მთლიან კოლექტივს სიამოვნებით იხილავს სვეტიცხოვლის
საკათედრო ტაძარში. ქადაგების ბოლოს მან აკადემიას საჩუქრად გადასცა ხელნაკეთი წმინდა ნინოს ჯვარი, აკადემიის თითოეულ თანამშრომელს კი იესო ქრისტესა და წმინდა გიორგის ხატები.
მიმდინარე წლის 26 ივნისს საქართველოს პარლამენტში გაიმართა შეხვედრა, რომელზეც საქართველოს პარლამენტის წევრებმა აგრარული დარგის სპეციალისტებს, მ. შ. საგანმანათლებლო და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებს გააცნეს თემატური მოკვლევის „ბაზრის მოთხოვნებზე მორგებული განათლების ხელმისაწვდომობა თანამედროვე აგრარული და გარემოსდაცვითი მიმართულებით“ შედეგები. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიიდან შეხვედრას ესწრებოდნენ აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი გურამ ალექსიძე და აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, სოფლის მეურნეობის დოქტორი მარინე ბარვენაშვილი.
2023
მიმდინარე წლის 21 ივნისს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას საქმიანი ვიზიტით ეწვივნენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ბატონი აპოლონ კაკაბაძე და ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე, ქალბატონი ნათია იორდანიშვილი. შეხვედრა წარიმართა მრგვალი მაგიდის ფორმატში. შეხვედრას ესწრებოდნენ: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე, აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი გურამ ალექსიძე, აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, აკადემიკოსი ანატოლი გიორგაძე, აკადემიის პრეზიდიუმის მრჩეველი აკადემიკოსი ნოდარ ჭითანავა, აკადემიის პრეზიდენტის მრჩეველი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი თამაზ ბაციკაძე, აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, სოფლის მეურნეობის დოქტორი მარინე ბარვენაშვილი, აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ლაშა დოლიძე, აკადემიის მეცხოველეობის და ვეტერინარიის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი თენგიზ ყურაშვილი, აკადემიის აგროინჟინერიის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი რევაზ მახარობლიძე, აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, აკადემიკოსი ჯემალ გუგუშვილი, აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული ახალგაზრდა მეცნიერთა და სპეციალისტთა საბჭოს თავმჯდომარე, სატყეო საქმის დოქტორი გიორგი ქავთარაძე, მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალის დირექტორი, სოფლის მეურნეობის დოქტორი ზვიად ტიგინაშვილი, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის პროფესორი ნატო კობახიძე, ვ. გულისაშვილის სატყეო ინსტიტუტის ტყის დაცვის განყოფილების გამგე, ბიოლოგიის დოქტორი არჩილ სუპატაშვილი და უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ბიოლოგიის დოქტორი მედეა ბურჯანაძე, ასევე აგრარული და გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მიმართულებების მეცნიერ-სპეციალისტები, აკადემიის აპარატის მუშაკები. 


2023 

2023 წლის 25 მაისს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საერთო კრება. კრებას ესწრებოდნენ აკადემიის ნამდვილი წევრები (აკადემიკოსები), აკადემიის სტიპენდიატები, აკადემიის აპარატის თანამშრომლები. 
აკადემიკოსმა ნოდარ ჭითანავამ აკადემიის საერთო კრებას გააცნო საექსპეტო-საკონკურსო კომისიის დასკვნა, რომლის თანახმადაც