საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

აკადემიის სამეცნიერო საბჭოს გასვლითი-სამეცნიერო ექსპედიცია

            2022 წლის 22 თებერვალს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო საბჭოს ორგანიზებით მოეწყო

გასვლითი-სამეცნიერო ექსპედიცია კომპანია ,, იფქლი- დიღომი“-ში.

           ღონისძიებას ხელმძღვანელობდა აკადემიის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, მეცხოველეობის და ვეტერინარიის სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს-მდივანი ელგუჯა გუგუშვილი.

           ღონისძიებაში მონაწილეობდნენ აკადემიკოსები: ელგუჯა გუგუშვილი, რევაზ ასათიანი, ზაურ ჩანქსელიანი, საქართველოს პურის ასოციაციის პრეზიდენტი პროფ. მალხაზ დოლიძე, პროფ მაია კერესელიძე და სხვები.                                     

       274009927 623479975415496 51419917705426193 nკომპანია   ,,იქფლი-დიღომი“-ის   საქმიანობისა და არსებული მდგომარეობის შესახებ ვრცლად ისაუბრეს კომპანიის დირექტორმა    ნისან იოსებაშვილმა და ინჟინერ-ტექნოლოგმა მუხრან ბედიანიძემ. კერძოდ მათ აღნიშნეს, რომ კომპანია ,,იფქლი-დიღომის“ ისტორია 1993 წლიდან იწყება, როდესაც ბიზნეს წარმოება საქართველოში არც, ისე მარტივად იყო. დღესდღეობით ,,იფქლი-დიღომი“ 75-მდე სახეობის პურფუნთუშეულს აწარმოებს კომპანიის განახლებულ და ევროპული ტიპის საწარმოში. სადისტრიბუციო ხაზით თბილისის თითქმის ყველა მაღაზია, რუსთავი, მცხეთა გორი და ქუთაისი მარაგდება. 2016 წლიდან კომპანია სრულყოფილი ცხობის მეთოდით პურეულს ბუნებრივი საფუარის გამოყენებით აცხობს. კომპანია განახლებულია ევროპული უახლესი დანადგარებით. დანერგილია ცხობის თანამედროვე ტექნოლოგიები,  რომელიც სრულად ავტომატიზირებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ დანადგარში ფქვილის ჩაყრის მომენტიდან პურის გამოცხობამდე პროდუქტს ადამიანის ხელი არ ეხება. ,,იფქლი-დიღომი“ დღეს ერთადერთი კომპანიაა ქართულ ბაზარზე, რომელიც პურის მასიურ წარმოებაში პურს უკონტაქტო მეთოდით აცხობს. კომპანიის წარმოების ერთ-ერთი საუკეთესო პროდუქტი რუხი პურია, მის დასამზადებლად გამოიყენება ცეხვილი ფქვილი, სხვა ხარისხის ფქვილებისაგან განსხვავებით ამ შემთხვევაში მარცვალი მსხვილად არის დაბეგვილი და მისგან გამომცხვარი პური შედარებით კალორიულია და სასარგებლო ნივთიერებებს მეტი რაოდენობით შეიცავს. შენარჩუნებულია ხორბლის საუკეთესო თვისებები, ვიტამინები და მინერალები.   ,,გოლდენ ბრენდის“ მიერ ჩატარებულ გამოკითხვებში კომპანია ,,იფქლი-დიღომი“ დარგის ლიდერად დასახელდა. დამოუკიდებელი ექსპერტების და მომხმარებლების შეფასების კრიტერიუმებს ბრენდის ცნობადობა და ხარისხი წარმოადგენდა.273811925_4855695581186377_7397793094073778525_n.jpg

     კომპანია არაერთხელ დაჯილდოვდა პურფუნთუშეულში განსაკუთრებული მიღწევებისათვის, თითეული მიღებული ჯილდო, დიდი მოტივაციაა მომსახურე პერსონალისათვის, რათა უფრო მეტად გაიზარდოს კომპანია და რაც შეიძლება მეტ ადამიანს მიეცეს საშუალება გახდეს ,,იფქლი-დიღომის“ პროდუქტის მომხმარებელი.

            დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს აკადემიკოსებმა: ე. გუგუშვილმა, რ.ასათიანმა, და პროფ მ. დოლიძემ.

            შეხვედრის დასასრულს აკადემიკოსმა ელგუჯა გუგუშვილმა აღნიშნა რომ , კვლავ უნდა გაგრძელდეს ურთიერთობა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიასა და კომპანია ,,იფქლი-დიღომს“ შორის. მადლობა გადაუხადა დირექტორს ბატონ ნისან იოსებაშვილს და კომპანიის თანამშრომლებს საინტერესო ინფორმაციისათვის, მათ მიერ გაწეული მეტად მნიშვნელოვანი საქმიანობისათვის და უსურვა წარმატებები შემდგომ საქმიანობაში.

თებერვლის სხდომები

ქვეყანაში არსებული   Covid-19-ის პანდემიასთან დაკავშირებული სიტუაციის გამო,

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში

სამეცნიერო განყოფილებების სხდომებზე განსახილველი მოხსენებების ელ. ვერსიას ფართო აუდიტორიისათვის გასაცნობად წარმოგიდგენთ

აკადემიის  ვებ-გვერდზე.

2022 წლის 17 თებერვალი (აგრონომიულ მეცნიერებათა განყოფილება)

1. ინფორმაცია აკადემიკოს ზაურ ჩანქსელიანის მიერ 2021 წელს ჩატარებული სამეცნიერო მუშაობის შესახებ (ინფორმაცია იხილეთ ბმულზე ).

2.  ინფორმაცია აკადემიკოს ვალერიან ცანავას მიერ 2021 წელს ჩატარებული სამეცნიერო მუშაობის შესახებ (ინფორმაცია იხილეთ ბმულზე).

           

           2022 წლის 18 თებერვალი (მეცხოველეობისა და ვეტერინარიის მეცნიერებათა განყოფილება)

 1. ინფორმაცია აკადემიკოს თენგიზ ყურაშვილის  მიერ 2021 წელს გაწეული სამეცნიერო მუშობის შესახებ (ინფორმაცია იხილეთ ბმულზე).

2.  ინფორმაცია აკადემიკოს გურამ ტყემალაძის მიერ 2021 წელს გაწეული სამეცნიერო მუშობის შესახებ (ინფორმაცია იხილეთ ბმულზე).

          

        2022 წლის 21 თებერვალი (აგროსაინჟინრო მეცნიერებათა განყოფილება)

 

1. აკადემიკოს ალექსანდრე დიდებულიძის ანგარიში 2021 წელს გაწეული სამეცნიერო საქმიანობის შესახებ. (ინფორმაცია იხილეთ ბმულზე).

 2. ინფორმაცია საქართველოში სოფლად მდგრადი განვითარების სივრცით-ტერიტორიული ასპექტების შესახებ.

  მომხსენებელი: აკადემიკოსი ალექსანდრე დიდებულიძე   (ინფორმაცია იხილეთ  ბმულზე  ).

 


2022 წლის 22 თებერვალი ( გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილება)

1. აკადემიკოს ლაშა დოლიძის ანგარიში 2021 წელს გაწეული სამეცნიერო საქმიანობის შესახებ.(ინფორმაცია იხილეთ ბმულზე).

2. საქართველოს სატყეო მეურნეობის მდგრადი განვითარების და მართვის მექანიზმის ოპტიმიზაციის შესახებ.

 

მომხსენებელი: აკადემიკოსი ლაშა დოლიძე. (ინფორმაცია იხილეთ   ბმულზე).

   

2022 წლის 23 თებერვალი ( სურსათის უვნებლობისა და სასურსათო ტექნოლოგიის მეცნიერებათა განყოფილება)

1.ინფორმაცია აკადემიკოს გურამ პაპუნიძის მიერ 2021 წელს ჩატარებული სამეცნიერო მუშაობის შესახებ . (ინფორმაცია იხ. ბმულზე)

2. აჭარა-გურიის რეგიონში მევენახეობა-მეღვინეობის აღორძინების გრძელვადიანი პროგრამის შესახებ.

         მომხსენებელი: აკადემიკოსი გურამ პაპუნიძე.     (ინფორმაცია იხ.   ბმულზე)

 

2022 წლის 24 თებერვალი ( ეკონომიკის მეცნიერებათა განყოფილება)

 

1. ინფორმაცია აკადემიკოს ნოდარ ჭითანავას მიერ 2021 წელს გაწეული სამეცნიერო საქმიანობის შესახებ( ინფორმაცია იხ.  ბმულზე )

2. სოფლის მეურნეობის განვითარების ოთხი მაკრო პრიორიტეტის შესახებ.

მომხსენებელი: აკადემიკოსი რევაზ ასათიანი .   ინფორმაცია იხ.    ბმულზე)

 

2022 წლის 25 თებერვალი (აკადემიის პრეზიდიუმი)

1. აკადემიის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის ანგარიში 2021 წელს გაწეული მუშაობისა და 2022 წლის პერსპექტიული სამუშაო გეგმის შესახებ.

მომხსენებელი: აკადემიის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე, აკადემიკოსი ნაპოლეონ ქარქაშაძე; თავჯდომარის მოადგილე აკადემიკოსი ჯემალ გუგუშვილი. (ინფორმაცია იხ. ბმულზე.)

 2. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამეცნიერო-საკოორდინაციო ცენტრის მიერ 2021 წელს გაწეული მუშაობისა და 2022 წლის პერსპექტიული სამუშაო გეგმის შესახებ.

მომხსენებელი: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამეცნიერო-საკოორდინაციო ცენტრის დირექტორი, აკადემიკოსი ზაურ ფუტკარაძე 

3.ინფორმაცია აკადემიკოს გურამ ტყემალაძის მიერ 2021 წელს გაწეული სამეცნიერო მუშობის შესახებ.

11 თებერვალი მეცნიერ ქალთა საერთაშორისო დღეა

          Screenshot 2022 02 07 064010 2015  წელს  გაერთანებული  ერების  ორგანიზაციის  გენერალურმა  ასამბლეამ  მიიღო  რეზოლუცია, რომლის  თანახმადაც  11 თებერვალი  მეცნიერ ქალთა  საერთაშორისო  დღედ  გამოცხადდა.    ამ დღეს  გაერო     მსოფლიო სახელმწიფოებს,  ორგანიზაციებსა  და  ადამიანებს  მოუწოდებს  მეცნიერებასა  და განათლებაში   ხელი შეუწყონ  ქალების   თანასწორ   განვითარებას. 

გაერო იმედოვნებს,  რომ  მეცნიერებაში სქესთა  შორის განსხვავება აღმოიფხვრება და იგი ქალებისათვის მეტად  ხელმისაწვდომი  გახდება.    

საქართველოს  სოფლის  მეურნეობის  მეცნიერებათა  აკადემია    ულოცავს  ამ  ღირშესანიშნავ  დღეს ქართველ  მეცნიერ  ქალბატონებს და უსურვებს  შემდგომ  წარმატებებს  სამეცნიერო-კვლევით  საქმიანობაში,  განსაკუთრებით  აგრარული  მიმართულებით  და  იმ  წინააღმდეგობების  დაძლევას,  რაც დღეისათვის კოვიდ-19  პანდემიის  გამო  არის  გამოწვეული.  

 

იანვრის სხდომები

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის

ეკონომიკის სამეცნიერო განყოფილება

2022 წლის 31 იანვარს ონლაინ რეჟიმში ჩატარდა საქართველოს სოფლის მეურნეობის

მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკის სამეცნიერო განყოფილების სხდომა

      

დღის   წესრიგი:              

1. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკის სამეცნიერო განყოფილების მიერ 2021 წელს გაწეული სამეცნიერო საქმიანობის შესახებ.

მომხსენებლები: აკადემიის ეკონომიკის სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ომარ ქეშელაშვილი; სამეცნიერო განყოფილებების სწავლული მდივანი აკადემიკოსი ლაშა დოლიძე.

( ეკონომიკის სამეცნიერო განყოფილების ანგარიში იხილეთ ბმულზე).

2. აკადემიკოს ომარ ქეშელაშვილის ანგარიში 2021 წელს ჩატარებული სამეცნიერო საქმიანობის შესახებ.

(აკად. ომარ ქეშელაშვილის ანგარიში იხილეთ ბმულზე).

3. მიმდინარე საკითხები.

 

სურსათის უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიის

       სამეცნიერო განყოფილება

2022 წლის 27 იანვარს ონლაინ რეჟიმში ჩატარდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის

სურსათის უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიის

სამეცნიერო განყოფილების სხდომა

 

დღის წესრიგი:          

1. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სურსათის უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიის სამეცნიერო განყოფილების  მიერ 2021 წელს გაწეული სამეცნიერო საქმიანობის შესახებ.

მომხსენებლები: აკადემიის სურსათის უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიის სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ზურაბ ცქიტიშვილი; სამეცნიერო განყოფილებების სწავლული მდივანი დოქტორი მარინე ბარვენაშვილი.

(სურსათის უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიის სამეცნიერო განყოფილების ანგარიში იხილეთ ბმულზე).

2. აკადემიკოს ზურაბ ცქიტიშვილის ანგარიში 2021 წელს ჩატარებული სამეცნიერო საქმიანობის შესახებ.

(აკად. ზურაბ ცქიტიშვილის ანგარიში იხილეთ ბმულზე).

3. მიმდინარე საკითხები.

 

გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილება

2022 წლის   26 იანვარს ონლაინ რეჟიმში ჩატარდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის

გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილების სხდომა

                                                                       

დღის წესრიგი:          

1.საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილების 2022 წლის პერსპექტიული სამუშაო გეგმის შესახებ.

მომხსენებლები: აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი რევაზ ჩაგელიშვილი; სამეცნიერო განყოფილებების სწავლული მდივანი აკადემიკოსი ლაშა დოლიძე.

(გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილების ანგარიში იხილეთ ბმულზე)./

2.აკადემიკოს რევაზ ჩაგელიშვილის ანგარიში 2021 წელს ჩატარებული სამეცნიერო საქმიანობის შესახებ.

(აკად. რევაზ ჩაგელიშვილის ანგარიში იხილეთ ბმულზე).

3. მიმდინარე საკითხები

აგროინჟინერიის სამეცნიერო განყოფილება

2022 წლის 25 იანვარს ონლაინ რეჟიმში ჩატარდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის   

აგროინჟინერიის სამეცნიერო განყოფილების  სხდომა

 

დღის წესრიგი:   

     1.საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აგროინჟინერიის სამეცნიერო განყოფილების 2021 წელს გაწეული სამეცნიერო საქმიანობის შესახებ.

მომხსენებლები: აკადემიის აგროინჟინერიის სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი რევაზ მახარობლიძე; სამეცნიერო განყოფილებების სწავლული მდივანი დოქტორი მარინე ბარვენაშვილი.

(აგროინჟინერიის სამეცნიერო განყოფილების ანგარიში იხილეთ ბმულზე).

    2.აკადემიკოს რევაზ მახარობლიძის ანგარიში 2021 წელს ჩატარებული სამეცნიერო საქმიანობის შესახებ;

(აკად. რევაზ მახარობლიძის ანგარიში იხილეთ ბმულზე).

   3. მიმდინარე საკითხები.

 

მეცხოველეობის და ვეტერინარიის სამეცნიერო განყოფილება

2022 წლის 24 იანვარს ონლაინ რეჟიმში ჩატარდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მეცხოველეობისა და

ვეტერინარიის სამეცნიერო განყოფილების სხდომა

დ ღ ი ს   წ ე ს რ ი გ ი:   

      

1.საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მეცხოველეობის და ვეტერინარიის სამეცნიერო განყოფილების 2021 წელს გაწეული სამეცნიერო საქმიანობის შესახებ.

მომხსენებლები: აკადემიის მეცხოველეობის და ვეტერინარიის სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ჯემალ გუგუშვილი; სამეცნიერო განყოფილებების სწავლული მდივანი დოქტორი მარინე ბარვენაშვილი.

( მეცხოველეობის და ვეტერინარიის სამეცნიერო განყოფილების 2021 წლის ანგარიში იხილეთ ბმულზე).

2.აკადემიკოს ჯემალ გუგუშვილის ანგარიში 2021 წელს ჩატარებული სამეცნიერო საქმიანობის შესახებ.

(აკადემიკოს ჯემალ გუგუშვილის პირადი ანგარიში იხილეთ ბმულზე).

3.   მიმდინარე საკითხები.

 

აგრონომიის სამეცნიერო განყოფილება

2022 წლის 21 იანვარს ონლაინ რეჟიმში ჩატარდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის

აგრონომიის სამეცნიერო განყოფილების სხდომია

         დღის წესრიგი:              

 

1.საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აგრონომიის სამეცნიერო განყოფილების 2021 წელს გაწეული სამეცნიერო საქმიანობის შესახებ.

მომხსენებლები: აკადემიის აგრონომიის სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი გოგოლა მარგველაშვილი; სამეცნიერო განყოფილებების სწავლული მდივანი დოქტორი მარინე ბარვენაშვილი

(აგრონომიის სამეცნიერო განყოფილების ანგარიში იხილეთ ბმულზე).

2.აკადემიკოს გოგოლა მარგველაშვილის პირადი ანგარიში 2021 წელს ჩატარებული სამეცნიერო საქმიანობის შესახებ.

(აკად, გ. მარგველაშვილის პირადი ანგარიში იხილეთ ბმულზე).

3. მიმდინარე საკითხები

 

 

 

 

 

 

 

 

ევროპის სოფლის მეურნეობის, სურსათისა და ბუნებათსარგებლობის მეცნიერებათა აკადემიების კავშირის (UEAA) სამეცნიერო კონკურსის შესახებ

       2022 წლის 21 იანვარს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელიც შეეხებოდა ევროპის სოფლის მეურნეობის, სურათისა და ბუნებათსარგებლობის მეცნიერებათა აკადემიების კავშირის (UEAA) მიერ სამეცნიერო კონკურსის გამოცხადების საკითხებს. შეხვედრას ესწრებოდნენ: აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გურამ ალექსიძე, აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე, აკადემიის აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ელგუჯა შაფაქიძე, აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, აკადემიკოსი ანატოლი გიორგაძე, აგრონომიის სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი გოგოლა მარგველაშვილი, აგროინჟინერიის სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი რევაზ მახარობლიძე, მეცხოველეობის და ვეტერინარიის სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ჯემალ გუგუშვილი, გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს-მდივნის მოადგილე, აკადემიკოსი გიორგი გაგოშიძე, აკადემიის სწავლული მდივნები აკადემიკოსი ლაშა დოლიძე და დოქტორი მარინე ბარვენაშვილი.    

     აღსანიშნავია, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია აღნიშნული კავშირის (UEAA) წევრია 2015 წლიდან. 2018 წელს აკადემიის პრეზიდენტი აკადემიკოსი გურამ ალექსიძე სამეთვალყურეო საბჭოს მიერ არჩეული იქნა კავშირის ვიცე-პრეზიდენტად, ხოლო 2020 წელს პრეზიდენტად ორი წლის ვადით.

       აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გურამ ალექსიძემ სხდომას გააცნო ევროპის სოფლის მეურნეობის, სურათისა და ბუნებათსარგებლობის მეცნიერებათა აკადემიების კავშირის (UEAA) სამეცნიერო კონკურსის პირობები. მან აღნიშნა, რომ       2022 წელს U E A A, პირველად აცხადებს სამეცნიერო კონკურსს "UEAA-ს საუკეთესო აბსტრაქტები". წლის ბოლოს, UEAA-ს მმართველი კომიტეტის მიერ შერჩეული და საერთაშორისო ჟიურის მიერ შეფასებული იქნება სამი საუკეთესო აბსტრაქტი, რომლებიც დაჯილდოვდება სამი პრიზით. გამარჯვებულები მიიღებენ ჯილდოს: "UEAA სამეცნიერო პრიზი საუკეთესო აბსტრაქტისათვის“.

     UEAA-ს საუკეთესო აბსტრაქტების კონკურსი იღებს მხოლოდ იმ აბსტრაქტებს, რომლებიც შერჩეული იქნება UEAA-ს წევრი აკადემიების მიერ მოცემული პერიოდისთვის (წელიწადში 9 აბსტრაქტი) და გაეგზავნება UEAA-ს პრეზიდენტს. UEAA-ს წევრმა აკადემიამ შეიძლება გააგზავნოს თვეში მხოლოდ ერთი რეფერატი.

           წარდგენილი აბსტრაქტები შესაძლებელია უკვე გამოქვეყნებული იყოს რეცენზირებად სამეცნიერო ჟურნალში ან ზეპირად იყოს მოხსენებული სამეცნიერო კონფერენციაზე ან აკადემიის სხდომაზე. უკვე გამოქვეყნებული ჟურნალის აბსტრაქტების ავტორებმა უნდა მიუთითონ ორიგინალური ნაშრომის გამოქვეყნების თარიღი, ჟურნალი, ინტერნეტის გვერდი და გაგზავნამდე უნდა შეამოწმონ, ხომ არ ირღვევა საავტორო უფლებები. ხოლო, აკადემიის სხდომებზე ზეპირი გამოსვლების თარიღი მითითებული უნდა იყოს აკადემიის აბსტრაქტში.

       რეზიუმე უნდა იყოს ინფორმაციული, გადმოსცემს კვლევის ან მიმოხილვის არსს და გასაგები უნდა იყოს მკითხველისთვის თავად პუბლიკაციის წაკითხვის გარეშე. გამოქვეყნებულ სტატიაზე მითითებისას რეფერატი უნდა შეიცავდეს მხოლოდ მასალას პუბლიკაციის ძირითადი ტექსტიდან.

       UEAA კომისია მიიღებს მხოლოდ იმ აბსტრაქტებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ინსტრუქციაში აღწერილ სტანდარტებს. წევრი აკადემია, სადაც მოხდება აბსტრაქტის პირველადი განხილვა, პასუხისმგებელია აბსტრაქტის ფორმატზე, რათა თავიდან იქნას აცილებული შემდგომ ეტაპზე UEAA კომისიის უარი.

     მიღებული აბსტრაქტები განთავსდება UEAA-ს ვებსაიტზე, სპეციალურ "სამეცნიერო სიახლეების" გვერდზე თემების მიხედვით: აგრონომია, სატყეო მეურნეობა, მეცხოველეობა, გარემო და ტერიტორიები, ეკონომიკა და პოლიტიკა, აგრომომარაგება, ადამიანის საკვები და კვება, აგროფუდი და სხვა.

     წლის ბოლოს, ყველა აბსტრაქტი შეიკრიბება UEAA-ს ელექტრონულ წიგნში, რომელიც ფინანსური მხარდაჭერის შემთხვევაში გამოიცემა ბეჭდური სახით.

     (აბსტრაქტის წარდგენის ინსტრუქცია იხილეთ     ბმულზე....  ).

  

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წინაასაახალწლო დალოცვა

              2021 წლის 30 დეკემბერს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას ესტუმრა სვეტიცხოვლის მოძღვარი მამა ილია (კავსაძე), რომელმაც დალოცა აკადემია და მისი მთლიანი შემადგენლობა. მამა ილიამ თავის ქადაგებაში განსაკუთრებით აღნიშნა საქართველოსთვის სოფლის მეურნეობის მნიშვნელობა, მოუწოდა აკადემიის თანამშრომელებს უდიდესი სიყვარულით ემსახურონ ქვეყანაში აგრარულ მიმართულებას, მის დარგებს და თავისი მეცნიერული წვლილი შეიტანონ სოფლის მეურნეობის განვითარებასა და წარმატებებში.

მამა ილიამ წინასაახალწლოდ დალოცა აკადემიის თოთოეული წევრი, განყოფილება, ყველა სრუქტურული ერთეული და უსურვა მათ, რომ „შემეწიე მე ცოდვილს, რათა საქმე ესე, ჩემ მიერ დაწყებული განვასრულო შენ მიერ. სახელითა მამისათა და მისათა და სულისა წმიდისათა, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისათა და ყოველთა წმიდათათა, ამინ!“.

 

20211230 13234600000000000000000000000

 

20211230 1327200000000000000000000000000001

20211230 134843000000000000000000000000

 

 

 

გილოცავთ ახალ 2022 წელს !

 

Poster 2021 11 29 17 57 20

გულითადად გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს! გისურვებთ რომ 2022 წელი ყოფილიყოს სიკეთით, სიხარულით,

ხვავითა და ბარაქით დატვირთული თითოეული ჩვენთაგანისთვის და სრულიად საქართველოსთვის!

დაე, ამ ახალმა წელმა მოგვიტანოს დიდი წარმატებები, შემოქმედებითი წინსვლა,  ახალი  მიღწევები  და ახალი გამარჯვებები!

                         პრეზიდენტი      -    აკადემიკოსი   გურამ ალექსიძე

შეხვედრა აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის მინისტრთან

            2021 წლის 13 დეკემბერს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა აკად. გურამ ალექსიძემ უმასპინძლა აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის მინისტრს, ბატონ გიორგი სურმანიძეს. მინისტრთან ერთად შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩევლები ბატონები ომარ კაჭარავა და ჯემალ ფუტკარაძე. აკადემიიდან შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, აკად. გივი ჯაფარიძემ, აკადემიური დეპარტამენტის უფროსმა, აკად. ელგუჯა შაფაქიძემ და აკადემიის პრეზიდენტის მოადგილემ, აკად. ანატოლი გიორგაძემ.

            სტუმრებმა აკადემიის წევრებს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ ბატონები

გ. სურმანიძე და ჯ. ფუტკარაძე საქმიანი ვიზიტით მიემგზავრებიან შუა აზიაში, კერძოდ უზბეკეთში, ქალაქ ტაშკენტში, მეაბრეშუმეობის სახელმწიფო ორგანიზაციებში ორ ქვეყანას შორის მეაბრეშუმეობის, როგორც სოფლის მეურნეობის უძველესი დარგის, განვითარებისა და ამ მიმართულებით ქვეყნებს შორის შემდგომი თანამშრომლობის შესახებ.

აღინიშნა, რომ საქართველოს მეაბრეშუმეობა ძალზე მძიმე მდგომარეობაშია და როგორც დარგი იგი აღარ ფუნქციონირებს. ყველაზე ცუდი ის არის, რომ სოფლის მეურნეობის ისტორიულად ჩამოყალიბებული სტრუქტურიდან მეაბრეშუმეობის ჩამოშლით, დაირღვა როგორც ეკოლოგიური გარემო, ისე ოჯახური ბიუჯეტის შემოსავლები და დემოგრაფიული ვითარება, რისი აღდგენაც დიდ ძალისხმევას მოითხოვს. დარგს აუცილებლად სჭირდება სახელმწიფო მხარდაჭერა. უნდა შეიქმნას ხელსაყრელი გარემო, ინვესტიციების დაბანდების მიზნობრივი გამოყენებისათვის.

unnamed 15555

შეხვედრის მონაწილეები, მარცხნიდან - აკად. ა. გიორგაძე, აკად. ე. შაფაქიძე, ჯ. ფუტკარაძე,

გ. სურმანიძე, აკად. გ. ალექსიძე, აკად. გ. ჯაფარიძე, ო. კაჭარავა.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ძალიხმევითა და ხელმძღვანელობით, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს უდიდესი ხელშეწყობით აჭარის აგროსერვის ცენტრში (დირექტორი გ. ბერიძე) 2018-2019 წლებში ჩატარდა თუთის აბრეშუმხვევიას საცდელი ექსპერიმენტული გამოკვება თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, რომელმაც აჭარაში დიდი ინტერესი გამოიწვია. 2019 წელს აკადემიისა და აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელმძღვანელობით ქ. ბათუმში ჩატარდა შავი, კასპიის ზღვებისა და შუა აზიის მეაბრეშუმეობის ასოციაციის (BACSA) მე-9 საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: “მეაბრეშუმეობის შენარჩუნება და განვითარება, პრობლემები და პერსპექტივები”. კონფერენციის თემა ზუსტად მიესადაგებოდა საქართველოს მეაბრეშუმეობის დღევანდელ მდგომარეობას. კონფერენციამ დიდი რეზონანსი გამოიწვია.

ამდენად ბოლო წლებში მეაბრეშუმეობის მიმართულებით დაინტერესებულმა ერთადერთმა რეგიონმა - აჭარამ, ახალი ინიციატივა გამოიჩინა და გადაწყვიტა მეაბრეშუმეობის საკითხების უკეთ შესწავლა შუა აზიის ერთ-ერთ ქვეყანაში, რომელსაც მეაბრეშუმეობაში დიდი წარმატებები აქვს, რაც ძალზე მისასალმებელი და სამაგალითოა.

მეაბრეშუმეობის დარგზე და მის მომავალზე სტუმრებს ესაუბრენ აკადემიის წევრები, რომლებმაც გაამახვილეს ყურადღება იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომლებსაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს საქართველოს დელეგაციამ უზბეკეთში ვიზიტის დროს.

საერთოდ აღსანიშნავია, რომ აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელმძღვანელობა ტრადიციულად კონსულტაციებს მართავს აკადემიასთან სოფლის მეურნეობის სხვადასხვა მიმართულებებში, რაც ძალზე მისასალმებელი და სამაგალითოა.

სამეცნიერო ექსპედიცია ბოტანიკურ ბაღში

 

              2021 წლის 08 დეკემბერს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო საბჭოსა და გარემოს დაცვის და სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილების მიერ მოეწყო   სამეცნიერო ექსპედიცია თბილისის ბოტანიკურ ბაღში.

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა აკადემიის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, მეცხოველეობის და ვეტერინარიის სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკად. ჯემალ გუგუშვილი.

ექსპედიციაში მონაწილეობდნენ სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსები: გიორგი გაგოშიძე, ზაურ ჩანქსელიანი,  მსოფლიო ვეტერინართა ასოციაციის წევრი ლალი ვაშაკიძე, ვეტერინარიის მეცნიერებათა კანდიდატი ალეკო ყურაშვილი და სხვები.

             სტუმრებს   ბოტანიკური ბაღის ისტორიის და არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია გააცნო დირექტორმა ქალბატონმა ირინე დანელიამ. მან აღნიშნა, რომ ბოტანიკური ბაღი   დაარსდა   მე-17 საუკუნეში. ბოტანიკური ბაღის ტერიტორაა 128 ჰა მდინარე წავკისის გასწვრივ აღმოსავლეთიდან დასავლეთით, სიგრძე 2,6 კმ, ზღვის დონიდან 700 მ.   ბოტანიკური ბაღი კავკასიაში პირველი და უძველესია, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა ფლორისა და ფაუნის შესწავლაში, აგრეთვე სოფლის მეურნეობის განვითარებაში. ბოტანიკური ბაღის სამეცნიერო კვლევის ძირითადი მიმართულებებია: დეკორატიული და ეკონომიკური მნიშვნელობის მცენარეების ინტროდუქცია, გამრავლება და ადგილობრივი მცენარეულობის და ფლორის შესწავლა.

received 2561551373982413 2ბოტანიკურ ბაღში გავრცელებულია უმაღლეს მცენარეთა 300-მდე სახეობა, გვხვდება - 100-მდე სახეობის გაველურებული ინტროდუცირებული ხე, ბუჩქი და ბალახოვანი მცენარე.

ფართოდ გაიშალა სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოები ბოტანიკის (კავკასიის ფლორის და მცენარეთა შესწავლის) სოფლის მეურნეობის (მეხილეობა, მარცვლოვანი კულტურების შესწავლა, მებოსტნეობა, მდელოსნობა, მცენარეთა სელექცია, მცენარეთა დაცვა და სხვა) მიკოლოგიის და ენტომოლოგიის განხრით, ამჟამად ფუნქციონირებს 4 სამეცნიერო განყოფილება, 4 სამეცნიერო ლაბორატორია, 4 სექტორი, ასპირანტურა, 5 სასელექციო სადგური თავისი კოლექციებით, საცდელი ნაკვეთებით, კავკასიის ადგილობრივი ჰომოლოგიური ბაღით, ბოტანიკურ ბაღს განუზომელი წვლილი შეაქვს კავკასიის ფლორისა და მცენარეულობის შესწავლის და სოფლის მეურნეობის განვითარებაში. ბოტანიკურ ბაღს აქვს 2 ფილიალი: ქუთაისში და ზუგდიდში, შესაბამისი სამეცნიერო განყოფილებებით და ლაბორატორიებით.

ბოტანიკურ ბაღს სამეცნიერო კვლევების ფუნქციონირებისათვის გააჩნია სათანადო ბაზა, მცენარეთა დაცვის, მეთესლეობის და ქსოვილის კულტურის ლაბორატორია, მეყვავილეობის, სამკურნალო მცენარეების განყოფილება, სამკურნალო მცენარეების სექტორები, იშვიათი და გადაშენებადი მცენარეების კონსერვაციის განყოფილება. სამეცნიერო ინფორმაციის განყოფილება, გააჩნია მდიდარი სამეცნიერო ბიბლიოთეკა, რომლის ფონდი სისტემატიურად იზრდება უახლესი პერიოდული გამოცემებით. ბოტანიკურ ბაღს მეცნიერული კავშირები აქვს მსოფლიოს 300-მდე ბოტანიკურ დაწესებულებასთან. ბაღი აღჭურვილია კომპიუტერული და ვიდეოტექნიკით, გააჩნია საკუთარი საიტი, მიმდინარეობს ვიდეოთეკის შექმნა, განახლდა სამეცნიერო ექსპედიციები, მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები

დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს აკადემიკოსებმა: გ.გაგოშიძემ, ზ. ჩანქსელიანმა. აკად. დოქტორმა ლ. ვაშაკიძემ.

შეხვედრის დასასრულს აკადემიკოსმა ჯემალ გუგუშვილმა მადლობა გადაუხადა ბოტანიკური ბაღის დირექტორს ქალბატონ ირინე დანელიას და ბოტანიკური ბაღის თანამშრომლებს საინტერესო ინფორმაციისათვის, მათ მიერ გაწეული მეტად მნიშვნელოვანი საქმიანობისათვის და უსურვა მათ წარმატებები შემდგომ საქმიანობაში.

 

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

ი ნ ფ ო რ მ ა ც ი ა

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების შესახებ

 

2021 წლის 01 დეკემბერს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიასა და ,,საქართველოს თესლის მწარმოებლების და სანერგე მეურნეობების ასოციაციას,, შორის ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობისმემორანდუმს, რომლის მიზანია სათესლე და სარგავი მასალის დამზადების, მოვლა-მოყვანისა და ხარისხობრივი მაჩვენებლების შესახებ აკადემიის წევრების მიერ შედგენილი რეკომენდაციების მომზადება და გადაცემა „ასოციაციისათვის“ შემდგომი გავრცელების მიზნით დაინტერესებულ პირებს (ფერმერები, დარგის სპეციალისტები, ბიზნესმენები, სანერგე მეურნეობები, სექტორული ასოციაციები და ა. შ.) შორის.

მხარეები აცნობიერებენ, რომ ამ მემორანდუმით გათვალისწინებული საქმიანობისას მათ შეიძლება შეხება ჰქონდეთ კონფიდენციალურ ინფორმაციასთან, შესაბამისად თანხმდებიან, რომ ასეთი სახის ინფორმაციის კონფიდენციალურობა მკაცრად იქნება დაცული საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

მემორანდუმის შინაარსთან დაკავშირებით მხარეთა შორის წამოჭრილი სადავო საკითხები გადაიჭრება კონსულტაციებისა და მოლაპარაკების გზით მემორანდუმის მხარეების მიერ გამოყოფილი პასუხისმგებელი პირების უშუალო მონაწილეობით.

მემორანდული ძალაში შედის მისი ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს ხუთი წლის განმავლობაში 2026 წლის 01 დეკემბრის ჩათვლით.

263056077 1402233876839125 8488997754748687910 n

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი აკადემიკოსი გურამ ალექსიძე, საქართველოს თესლის მწარმოებლების და სანერგე მეურნეობების ასოციაციის გენერალური მდივანი ალექსანდრე საკანდელიძე.

ქვეკატეგორიები

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : info.gaas.georgia@gmail.com