აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი სტუმრად აკადემიაში
2022 წლის 21 ნოემბერს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში სტუმრად იმყოფებოდა აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი, ბატონი ზაზა შავაძე. სტუმარს მასპინძლობა გაუწია აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გურამ ალექსიძემ და აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გივი ჯაფარიძემ.
შეხვედრას ესწრებოდნენ აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, აკადემიკოსი ანატოლი გიორგაძე და აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, აკადემიკოსი ელგუჯა შაფაქიძე.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აკადემიასა და სამინისტროს შორის გაფორმებულია ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, სადაც მკაფიოდ არის ასახული ყველა ის ერთობლივი ღონისძიება, რაშიც მონაწილეობას იღებს სამინისტრო და აკადემია. აკადემიკოსმა გურამ ალექსიძემ მადლობა გადაუხადა სტუმარს იმ დახმარებისათვის, რომელსაც იგი უწევს აკადემიის აჭარის სამეცნიერო-საკონსულტაციო ცენტრს (ცენტრის ხელმძღვანელი, აკადემიკოსი ზაურ ფუტკარაძე) და აფინანსებს ცენტრის სამეცნიერო თემატიკას, რომელშიც აქტიურად არიან ჩართული როგორც აკადემიის ნამდვილი წევრები (აკადემიკოსები), ისე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აგრარული მიმართულების დამსახურებული მეცნიერები.
აკადემიკოსმა გურამ ალექსიძემ სტუმარს გააცნო აკადემიის სტრუქტურა, დაათვალიერებინა აკადემიის მუდმივმოქმედი გამოფენა და აკადემიის კაბინეტ-ლაბორატორიები, გააცნო აკადემიის 2023 წლის სამეცნიერო თემატიკა და აკადემიის სამომავლო ამოცანები. 
აკადემიკოსმა გურამ ალექსიძემ სტუმარს გადასცა აკადემიაში გამომცემლობა „აგროს“ მიერ აჭარის შესახებ გამოცემული დ დააბეჭდილი ლიტერატურა, სამეცნიერო კონფერენციების მასალები და აკადემიაში გამოცემული და დაბეჭდილი ის პრაქტიკული ხასიათის რეკომენდაციები, რომელთა ავტორები ბრძანდებიან აჭარაში მოღვაწე აკადემიის ნამდვილი წევრები.
შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ სამინისტროსა და აკადემიის თანამშრომლობა აგრარული მეცნიერების განვითარების ერთ-ერთი ძირითადი ხელშემწყობი და მასტიმულირებელი ღონისძიებაა და მისასალმებელია, რომ აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო უკვე ათეული წელია მჭიდროდ და საქმიან ფორმებში თანამშრომლობს აკადემიასთან, რასაც ადასტურებს აკადემიაში მინისტრის, ბატონ ზაზა შავაძის ვიზიტიც.





2022 წლის 11 ნოემბერს ჩატარდა 



გუგული გოდერძიშვილის დაბადებიდან 95 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო სხდომას ესწრებოდნენ ასევე მისი ოჯახის წევრები. აღსანიშნავია, რომ მისი ერთ-ერთი შვილი ვეტერინარულ მეცნიერებათა დოქტორი დავით გოდერძიშვილი მამის პროფესიას გაყვა. ამჟამად იგი მუშაობს 
მიმდინარე წლის 18 ოქტომბერს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საკონფერენციო დარბაზში აგრონომიულ მეცნიერებათა განყოფილების ორგანიზებით ჩატარდა სემინარი თემაზე: „თრიალეთის ქედის ნიადაგების ორგანული ნახშირბადის მარაგები და მდგრადი მართვა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ფარგლებში.“ სემინარს ესწრებოდნენ აგრონომიულ მეცნიერებათა განყოფილების წევრები: განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი გოგოლა მარგველაშვილი, აკადემიკოსები: ნოდარ ჩხარტიშვილი, ზაურ ჩანქსელიანი, აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, სამეცნიერო განყოფილებების კოორდინატორი, აკადემიკოსი ანატოლი გიორგაძე, აკადემიის სტიპენდიატი, ქიმიის დოქტორი გიგა ქვარცხავა, აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების სწავლული მდივნები: სოფლის მეურნეობის დოქტორი მარინე ბარვენაშვილი და აკადემიკოსი ლაშა დოლიძე და მოწვეული სტუმარი სოფლის მეურნეობის დოქტორი გიორგი ღამბაშიძე.
მიმდინარე წლის 21 ოქტომბერს კიევის ბიორესურსებისა და ბუნებათსარგებლობის უნივერსიტეტში გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ გოლოსიივსკის მეფუტკრეობის სამეცნიერო-კვლევითი საწარმო