სსმ სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის საქმიანობის ანგარიში
საქართველოს
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის საქმიანობის ანგარიშის მოსმენა აკადემიაში
2018 წლის 30 მაისს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის სხდომაზე მოსმენილი იქნა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის საქმიანობის 2017 წლის ანგარიში. აღნიშნული ღონისძიება ჩატარდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წესდების მე-2 თავის 5-ბ მუხლის შესაბამისად: „აკადემია იხილავს და აფასებს აგრარული სფეროს სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების (მათი სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) სამეცნიერო საქმიანობის ამსახველ წლიურ ანგარიშებს და დასრულებულ სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებს, რისთვისაც უფლებამოსილია ამ ორგანიზაციებისაგან თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოითხოვოს საჭირო დამატებითი ინფორმაცია და შეფასებები აცნობოს ამავე ორგანიზაციებს, ხოლო სათანადო რეკომენდაციები - დაინტერესებულ სამთავრობო უწყებებს“.
აკადემიის პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა ვიცე-პრეზიდენტი, აკად. გივი ჯაფარიძე. სხდომას ესწრებოდნენ პრეზიდიუმის წევრები და მოწვეული სტუმრები სსიპ სამეცნიერო-კვლევითი ცენტრიდან - დირექტორი პროფ. ლევან უჯმაჯურიძე, დირექტორის მოადგილე ნოდარ ხატიაშვილი, ცენტრის დეპარტამენტების და სამსახურების ხელმძღვანელები.
უნდა აღინიშნოს, რომ ცენტრის ხელმძღვანელის ძირითად პრეზენტაციამდე ცენტრის თითოეული დეპარტამენტისა და სამსახურის ანგარიშები ფართოდ იქნა განხილული აკადემიის დარგობრივ სამეცნიერო განყოფილებების სხდომებზე, სადაც გამოითქვა მრავალი მოსაზრება და სურვილები ცენტრის ამა თუ იმ განყოფილების მუშაობის შეფასების დროს.
პრეზენტაცია „სსიპ სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის 2017 წლის საქმიანობის ანგარიში“ პრეზიდიუმის სხდომას წარუდგინა ცენტრის დირექტორმა, პროფ. ლ. უჯმაჯურიძემ. მომხსენებელმა ფართოდ მიმოიხილა 2017 წელს განხორციელებული პროექტები, დეტალურად გააცნო მსმენელებს თითოეული დეპარტამენტისა და სამსახურის მიერ საანგარიშო წელს გაწეული მუშაობა; სამეცნიერო კვლევითი ცენტრი ახორციელებს 4 ძირითად პროგრამას, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2015-2020 წლების სტრატეგიული გეგმის ფარგლებში და აგრარული მეცნიერების განვითარების მიმართულებით, რომელშიც ჩართულია 90 მეცნიერი და მუშავდება 52-ზე მეტ სამეცნიერო პროექტი, რომელთა ძირითადი მიმართულებებია:
მცენარეთა და ცხოველთა აგრობიომრავალფეროვნების შენარჩუნება და გაუმჯობესება, მცენარეთა ახალი ჯიშების გამოცდა და სელექციური სამუშაოების აღდგენა; ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლება, დეგრადირებული ნიადაგების რეაბილიტაცია; ცხოველთა ხელოვნური განაყოფიერებისა და სანაშენე საქმიანობის ხელშეწყობა; თესლისა და სარგავი მასალის სტანდარტებისა და სერტიფიცირების სისტემის შემუშავება; ახალი ტექნოლოგიების ადაპტაცია და გავრცელება; სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროში რისკის შეფასების უზრუნველყოფა; სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ხელმისაწვდომობის ამაღლება; ბიომეთოდების შემუშავება და ბიომეურნეობების განვითარების ხელშეწყობა; სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ პირთა ექსტენცია და სხვა.
მოხსენების შემდეგ ცენტრის მუშაობა შეაფასეს სამეცნიერო განყოფილებების აკადემიკოს-მდივნებმა და პრეზიდიუმის სხვა წევრებმა. ერთხმად აღინიშნა, რომ სამეცნიერო-კვლევით ცენტრს საანგარიშო პერიოდში ჰქონდა საკმაოდ კარგი შედეგები სოფლის მეურნეობის სხვადასხვა მიმართულებების სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში და გამოიკვეთა დადებითი პერსპექტივები, რომელიც ცენტრს სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით ერთ-ერთ მოწინავე ორგანიზაციად წარმოაჩენს. გამომსვლელებმა გამოთქვეს საინტერესო წინადადებები და სურვილები, რომელიც ცენტრის სამომავლო საქმიანობას შეეხებოდა. მათ შორის აკად. ნ. ჭითანავამ დადებითად შეაფასა ცენტრის მუშაობა და შესთავაზა ცენტრის ხელმძღვანელობას ერთობლივი სამეცნიერო კონფერენციის ჩატარება საქართველოს მიწის რესურსების მართვის მეტად მნიშვნელოვან საკითხებზე.
სხდომის თავმჯდომარემ, აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა აკად. გ. ჯაფარიძემ შეაჯამა პრეზიდიუმის სხდომის მუშაობა და დადებითად შეაფასა სსიპ სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის განვლილი საქმიანობა და წინადადება შემოიტანა, რომ მიზანშეწონილია ცენტრსა და აკადემიას შორის გაფორმდეს თანამშრომლობის მემორანდუმი, გამოყენებული იქნეს აკადემიის სამეცნიერო პოტენციალი და გამოცდილება, რაც კიდევ უფრო მეტად ჩართავს აკადემიის მეცნიერებს ცენტრის სამეცნიერო-კვლევით მუშაობაში, რომელიც სასიკეთოდ წაადგება ცენტრის მომავალ საქმიანობას.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის სხდომა.
სხდომის თავმჯდომარე აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკად. გივი ჯაფარიძე
(30.05.2018)



სტუმრებს დახვდნენ და მასპინძლობა გაუწიეს აკადემიის პრეზიდენტმა, აკად. გურამ ალექსიძემ, ვიცე-პრეზიდენტმა, აკად. გივი ჯაფარიძემ, აკადემიური და ადმინისტრაციული დეპარტამენტების უფროსებმა, აკად. ელგუჯა შაფაქიძემ და დოქტ. ანატოლი გიორგაძემ, აკადემიის პრეზიდიუმის მრჩეველმა, აკად. ნოდარ ჭითანავამ, სამეცნიერო განყოფილებების აკადემიკოს-მდივნებმა აკად. ჯემალ გუგუშვილმა და აკად. ომარ ქეშელაშვილმა, სამეცნიერო განყოფილებების სწავლულმა მდივნებმა დოქტორებმა მარინა ბარვენაშვილმა და რევაზ ლოლიშვილმა.
სამეცნიერო საქმიანობაში აკადემიის აქტიური მონაწილეობა, შ. რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდის მუშაობაში აკადემიის წევრების ექსპერტებად ჩაბმის საკითხები და საერთოდ აკადემიასა და სამინისტროს შორის უფრო მჭიდრო კონტაქტების გაღრმავება და გაფართოება.


სხდომაზე ფართო მოხსენებით წარსდგა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მეცხოველეობის, ვეტერინარიისა და საკვებწარმოების დეპარტამენტის უფროსი, დოქტორი რუსუდან ბარკალაია, რომელმაც დარგების მიხედვით ისაუბრა შესრულებულ სამუშაოებზე, პარალელურად პასუხი გასცა რეცენზენტების მიერ გაკეთებულ ზოგიერთ შენიშვნას, მიიღო ისინი და აღნიშნა, რომ თითოეული მათგანი გათვალისწინებული იქნება სამომავალოდ. მოხსენების დამთავრების შემდეგ სიტყვით გამოვიდნენ სხდომაზე დამსწრე რეცენზენტები: აკადემიკოსი თენგიზ ყურაშვილი, დოქტორი გიორგი ბოჭორიშვილი, დოქტორი მარინე ბარვენაშვილი, რომლებმაც ისაუბრეს შესრულებული სამუშაოების, როგორც დადებით მხარეზე, ასევე მათ ნაკლოვანებებზე და აღნიშნეს რომ აკადემია მუდამ მზადაა კონსტრუქციული რჩევები მისცეს მათ ნებისმიერი საკითხის დადებითად გადაჭრისათვის. სხდომაზე დამსწრეთა შორის გაიმართა საქმიანი საუბარი, სადაც გამოიკვეთა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, კერძოდ აკადემიკოსმა თენგიზ ყურაშვილმა აღნიშნა, რომ სასურველი იქნებოდა შეიცვალოს ანგარიშის ფორმა, რადგან არსებული სრულად ვერ გამოხატავს ინფორმაციას შესრულებული სამუშაოების ირგვლივ; აუცილებელია კვლევით ცენტრში შეიქმნას ლაბორატორია, სადაც მეცნიერებს სრულყოფილი კვლევების ჩატარების შესაძლებლობა მიეცემათ, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერავითარ შედეგს ვერ მივიღებთ; გარდა ამისა საჭიროა გაფართოვდეს მკვლევართა წრე, რადგან აღნიშნული რესურსებით წარმოუდგენელია არსებული სამუშაოების სრულფასოვნად შესრულება.
პრეზენტაციას ესწრებოდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, აკად. გ. ალექსიძე, პროექტის ძირითადი შემსრულებლები და დამხმარე პერსონალი, აკადემიის აგროინჟინერიის სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკად. რ. მახარობლიძე, ეკონომიკის სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკად. ო. ქეშელაშვილი, აკად. შ. ჭალაგანიძე, აკადემიის აკადემიური და ადმინისტრაციული დეპარტამენტების თანამშრომელები.
მეთოდიკა შეიძლება გამოყენებული იქნეს სამშენებლო წარმოებაში, საგზაო სტრუქტურების მოწყობაში და საერთოდ ყველა სფეროში, სადაც გამოყენებული ტექნიკის რაოდენობა დამოკიდებულია შესასრულებელი სამუშაოს ტექნოლოგიასა და მოცულობაზე. მეთოდიკის შესაბამისად გაანგარიშებული ტექნიკის რაოდენობა შეიძლება საფუძვლად დაედოს მთავრობის ტექნიკურ პოლიტიკას სოფლად.




მეურნეობის სამინისტროს და პირადად მინისტრის ავთანდილ მესხიძის დიდი ძალისხმევით სამინისტროს აგროსერვის ცენტრის გვარას ექსპერიმენტულ მეურნეობაში 2018 წელს ჩატარდება თუთის აბრეშუმხვევიას საცდელ - საჩვენებელი გამოკვება მცირე მექანიზაციის ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. აღნიშნული მიზეზის გამო აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეწვია და მინისტრთან საქმიანი შეხვედრა გამართა აკადემიის წარმომადგენელმა, აკადემიკოსმა ელგუჯა შაფაქიძემ. შეხვედრას ესწრებოდნენ აგროსერვის ცენტრის დირექტორი გოჩა ბერიძე, დირექტორის მოადგილე იოსებ აბულაძე, სამინისტროს და აგროსერვის ცენტრის თანამშრომელები.
მიმდინარე წელს აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგროსერვის ცენტრის გვარას ექსპერიმენტულ მეურნეობაში ჩატარდება 0,8 კოლოფი თუთის აბრეშუმხვევიას ექსპერიმენტული გამოკვება, რითაც საფუძველი უნდა ჩაეყაროს დარგის აღორძინების პირველ ნაბიჯებს აჭარაში. ამ მიზნით აგროსერვის ცენტრმა ოზურგეთის მექანიკურ ქარხანას შეუკვეთა აკადემიის მიერ რეკომენდებული გამოსაკვები დანადგარი 60 კვ.მეტრი


შეხვედრაზე კანონპროექტის ირგვლივ მნიშნელოვანი მოსაზრებებით და წინადადებებით გამოვიდა აკადემიკოსი ნოდარ ჭითანავა. თავის გამოსვლაში ბატონმა ნოდარმა მხარი დაუჭირა სასოფლო სამეურნეო მიწის ეროვნული სიმდიდრის რაციონალურად გამოყენების მიზნით პროექტში ჩამოყალიბებულ ძირითად პრინციპებს და აღნიშნა, რომ კანონის მიღება დააჩქარებს სასოფლო სამეურნეო წარმოებისა და მასთან დაკავშირებული დარგების კომპლექსური განვითარების ხელშემწყობი პირობების შექმნას. ამასთან მან წარმოადგინა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ზოგიერთი მოსაზრება, რომელთა გათვალისწინება ხელს შეუწყობს კანონპროექტით განხილული მიზნების (ამოცანების) განხორციელებას.
აკად. ნ. ჭითანავს მიზანშეწონილად არ მიიჩნია, რომ ამჟამად დადგენილი წესის მიხედვით საქართველოს მიწის ფონდში შეტანილია საქართველოს ტერიტორიული წყლების ფართობი. აღნიშნული ფართობი ცალკე უნდა გამოიყოს და დაფიქსირდეს მისი სტატუსის მიხედვით. აღნიშნული საკითხი გათვალისწინებული უნდა იქნეს განხილულ კანონპროექტში.
რომლის დღის წესრიგში იყო აკადემიის პრეზიდენტის არჩევნები. კრებას უძღვებოდა აკადემიის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, აკად. გივი ჯაფარიძე. მან აღნიშნა, რომ აკადემიის პრეზიდენტობის კანდიდატების წარდგენა დამთავრდა 2018 წლის 12 მარტს. საკონკურსოდ წარმოდგენილია მხოლოდ ერთი კანდიდატი - აკად. გურამ ალექსიძე.
არჩევნების საკონკურსო კომისიის თავმჯდომარემ, აკად. ნოდარ ჭითანავამ კრების მონაწილეებს გააცნო საკონკურსოდ წარმოდგენილი აკად. გ. ალექსიძის დოკუმენტები, რომლებიც სრულ შებამისობაშია აკადემიის პრეზიდენტის არჩევნების დროებით დებულებასა და აკადემიის წესდებათან. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ კრებას გააცნო აგრეთვე აკად. გ. ალექსიძისის ბიოგრაფიული მონაცემები.
ამრიგად, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიამ აკადემიის პრეზიდენტად ხუთი წლის ვადით აირჩია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გურამ ალექსიძე.