საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

მემორანდუმი თანამშრომლობის შესახებ (სსმმ აკადემია - ბათუმის შ. რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი)

  Batumi Memorand 13 V 2016თანამშრომლობის მემორანდუმზე ხელს აწერენ აკად. გურამ ალექსიძე და პროფ. მერაბ ხალვაში.   2016 წლის 13 მაისს ქ. ბათუმში ხელი მოეწერა მემორანდუმს თანამშრომლობის შესახებ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიასა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის.

     მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, აკად. გურამ ალექსიძემ და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ასოც. პროფესორმა მერაბ ხალვაშმა.

     მემორანდუმზე ხელის მოწერას დაესწრენ რექტორის მოადგილე ქალბატონი ნათელა წიკლაშვილი და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრები, სსმმ აკადემიის წევრები აჭარიდან - აკად. გურამ პაპუნიძე და აკად. რეზო ჯაბნიძე, აგრეთვე სტუმრები თბილისიდან -პროფ. თ. კაჭარავა და სხვები, გაზეთ "აჭარის" კორესპონდენტი რევაზ მსხილაძე.

   Batumi 2016 13 V 1აკად. გურამ ალექსიძის შეხვედრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრებთან.    მემორანდუმი ითვალისწინებს ორგანიზაციებს შორის მეცნიერებისა და განათლების სფეროში საერთო ინტერესების გათვალისწინებით ურთიერთკავშირების განვითარებას.

     Batumi 2016 13 V 2 საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიასა და ბათუმის შ.რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმზე ხელის მოწერის შემდეგ.მემორანდუმის თანახმად მხარეები განახორციელებენ და უზრუნველყოფენ მეცნიერების და პროფესორ-მასწავლებლთა ურთიერთდახმარებას აგრარული სფეროს აქტუალური პრობლემების გადაწყვეტაში, სპეციალისტთა კვალიფიკაციის ამაღლებაში, ტრეინინგების და სემინარების ჩატარებას ახალგაზრდა მეცნიერებთან, გამოცდილების გაზიარებას აგრარული მიმართულებების თანამედროვე მეთოდების, სამეცნიერო მიღწევებისა და ინოვაციური ტექნოლოგიების სფეროში, ერთობლივი სამეცნიერო სიმპოზიუმების და კონფერენციების ორგანიზებას და ჩატარებას, მხარეების ერთობლივ მონაწილეობას აგრარული მიმართულების პროექტებსა და პროგრამებში და სხვა.

     გამოითქვა სურვილი, რომ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა აქტიური მონაწილეობა მიიღოს აკადემიის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო სამეცნიერი კონფერენციის მუშაობაში 2016 წლის 28-30 სექტემბერს.

 

საერთაშორისო მრგვალი მაგიდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში

     2016 წლის 13 მაისს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის, ბიორაციონალური ტექნოლოგიების სამეცნიერო-კვლევითი ცენტრისა და ვინიცის ეროვნული აგრარული უნივერსიტეტის მიერ ერთობლივად ორგანიზებული იქნა მრგვალი მაგიდა თემაზე: "Bბიორაციონალური ტექნოლოგიების სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიასა და საზღვარგარეთის ცენტრებთან საქმიანობის პრეზენტაცია".

2016 13 V 1

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ქ. ვინიცის (უკრაინა) ეროვნულ აგრარულ უნივერსიტეტში

     2016 წლის 26-28 აპრილს უკრაინის ქ. ვინიცის ეროვნულმა აგრარულმა უნივერსიტეტმა უმასპინძლა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას თემაზე - “მეცხოველეობის პროდუქტების ხარისხის, უვნებლობის, წარმოებისა და გადამუშავების თანამედროვე პრობლემები.” საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას აღნიშნულ აკადემიასთან რამოდენიმე წელია გაფორმებული აქვს თანამშრომლობის მემორანდუმი. ხშირია ქართველი და უკრაინელი მეცნიერების ერთობლივი მონაწილეობა საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმებში. ამჯერად აღნიშნულ კონფერენციის მუშაობაში უკრაინული მხარის მიწვევით მონაწილეობდა და პლენარულ სხდომაზე მოხსენებით გამოვიდა აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, სამეცნიერო განყოფილებების კოორდინატორი, დოქტორი ანატოლი გიორგაძე.

Vinica 2016 1 დოქტ. ა. გიორგაძე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე (უკრაინა, ქ. ვინიცა)

     კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ მეცნიერები ბელარუსიიდან, მოლდოვადან, ყაზახეთიდან, ტაჯიკეთიდან, პოლონეთიდან, საქართველოდან, უკრაინის სხვადსხვა აგრარული უნივერსიტეტებიდან, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტებიდან, ასევე კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ უკრაინის ეროვნული აგრარული აკადემიის წევრები, სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლები. სულ მოსმენილი იქნა 82 მოხსენება.

   Vinica 2016 2მარცხნიდან - კათედრის გამგე პროფ. ვ. კუჩერიავი, ვინიცის ეროვნული აგრარული უნივერსიტეტის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გ. კალეტნიკი, დოქტ. ა. გიორგაძე, უნივერსიტეტის რექტორი პროფ. ვ. მაზური.  აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, დოქტორი ანატოლი გიორგაძე შეხვდა ვინიცის ეროვნული აგრარული უნივერსიტეტის პრეზიდენტს, აკადემიკოს გრიგორი კალეტნიკს, უნივერსიტეტის რექტორს ვიქტორ მაზურს, პრორექტორს სამეცნიერო ნაწილში ალექსანდრე იარემჩუკს. შეხვედრაზე განხილული იქნა შემდგომი თანამშრომლობის საკითხები. მიმდინარე წლის 13 მაისს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას ესტუმრებიან უკრაინელი კოლეგები ვინიცის ეროვნული აგრარული უნივერსიტეტიდან და განხილული იქნება მემორანდუმის ფარგლებში ერთობლივი საქმიანობის შედეგები. 

აკადემიური საბჭოს სხდომა

     2016 წლის 27 აპრილს გაიმართა აკადემიის აკდემიური საბჭოს სხდომა შემდეგი დღის წესრიგით:

1. ინფორმაციები გლობალური ფორუმის III თათბირის შესახებ (სამხრეთ აფრიკა, იოჰანესბურგი) და საერთაშორისო კონფერენცია პარკოსანი კულტურების შესახებ (მაროკო, მარაკეში). მომხსენებელი - აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გურამ ალექსიძე;

2. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის 2015 წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობისა და 2016 წლის პერსპექტიული სამუშაო გეგმის შესახებ. მომხსენებელი: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი გიგა ქვარცხავა;

3. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კვების მრეწველობის ინსტიტუტის 2015 წლის სამეცნიერო-კვლევითი მუშაობისა და 2016 წლის პერსპექტიული სამუშაო გეგმის შესახებ; მომხსენებელი - ტექნიკური უნივერსიტეტის კვების მრეწველობის ინსტიტუტის დირექტორი, აკადემიკოსი ნუგზარ ბაღათურია;

4. აკადემიის მიერ პარტნიორ ორგანიზაციებთან გაფორმებული მემორანდუმების შესრულების მიმდინარეობის შესახებ. მომხსენებლები - აკადემიის ვიცე პრეზიდენტი, აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე; აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, აკადემიკოსი ელგუჯა შაფაქიძე;

5. აკადემიის მუდმივმოქმედი გამოფენის საორგანიზაციო საკითხების შესახებ. მომხსენებლები -აკადემიის ვიცე პრეზიდენტი, აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე; აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, აკადემიკოსი ელგუჯა შაფაქიძე; აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, დოქტორი ანატოლი გიორგაძე;

6. მიმდინარე საკითხები.

Ak sabcho 27 IV 2016

     დღის წესრიგის პირველ საკითხზე ვრცელი ინფორმაცია გააკეთა აკად. გურამ ალექსიძემ, რომელმაც ისაუბრა მსოფლიო გლობალური ფორუმის მნიშვნელობაზე და ფორუმზე მიღებული გადაწყვეტილებების მსოფლიო აგრარულ პოლიტიკის განხორციელების გავლენებზე. აღნიშნულ ფორუმზე საქართველოს მონაწილეობა კიდევ ერთი იმის დასტურია, თუ რა როლი აკისრიათ ქართველ აგრარიკოს მეცნიერებს მსოფლიო აგრარული პოლიტიკის წარმართვაში. ასევე ძალზე მნიშვნელოვანი კონფერენცია ჩატარდა მაროკოში, სადაც მონაწილეობდნენ მსოფლიოს ყველა ის მეცნიერიები, რომლებიც პარკოსანი კულტურების შესწავლით და კვლევით არიან დასაქმებულები. აქაც საქართველოდან მონაწილეობდნენ აკად. გ. ალექსიძე და "ელკანას" გენერალური დირექტორი მაკა ჯორჯაძე.

     დღის წესრიგის მეორე საკითხზე მოხსენება გააკეთა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის დეკანმა, პროფ. გ. ქვარცხავამ. მოხსენება საინტერესო იყო იმ კუთხით, რომ აკადემიასა და ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის გაფორმებულია თანამშრომლობის მემორანდუმი და მოხსენებაც სწორედ მემორანდუმის ვალდებულებების მიმდინარეობის და შესრულების საკითხებს ეხებოდა.

     საინტერესო იყო აკად. ნ. ბაღათურიას ანგარიში საქართველოს კვების მრეწველობის ინსტიტუტის 2015 წელს ჩატარებული კვლევითი საქმიანობის შესახებ. აღინიშნა ინსტიტუტის როგორც წარმატებები კვლევით საქმიანობაში, ისე მთელი რიგი პრობლემები, რომლებიც დროულად გამოსწორებას მოითხოვენ.

     აკად. ე. შაფაქიძემ საბჭოს გააცნო იმ საქმიანობის შესახებ, რომელიც მიმდინარეობს აკადემიის პარტნიორ ორგანიზაციებთან, ვისთანაც გაფორმებულია თანაშრომლობის მემორანდუმები. აღინიშნა, რომ მემორანდუმები გაფორმებულია და აკადემია თანამშრომლობს საქართველოს აგრარული მიმართულების 7 საგანმანათლებლო დაწესებულებასთან, საქართველოს და აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროებთან, ჩინეთის, სამხრეთ კორეის, უკრაინის და ბელარუსიის სოფლის მეურნეობების მეცნიერებათა აკადემიებთან, პოლონეთის, უკრაინის, ყაზახეთის და საქართველოს აგრარული მიმართულების სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებთან, ტელევიზიის კომპანიასთან "საფერავი ტვ", ჟურნალ "ახალ აგრარულ საქართველოსთან" და სხვა. სულ გაფორმებულია 21 მემორანდუმი თანამშრომლობის შესახებ.

     საბჭოზე აღინიშნა აგრეთვე (აკად. ე. შაფაქიძე) აკადემიის მუდმივმოქმედი გამოფენის საქმიანობის შესახებ, მისი ახალი ექსპონანტებით შევსების და აკადემიის ვიდეო მატიანეს შექმნისათვის მიმდინარე სამუშაოების შესახებ.

     საბჭოს სხდომაზე აკად. ო. ქეშელაშვილმა ისაუბრა აკადემიის საგამომცემლო საქმიანობის გაუმჯობესების გზების და ამ მიმართულებით ახალი ინიციატივების შესახებ.

მონაწილეობა საერთაშორისო კონფერენციაში, ქ. მარაკეში, მაროკო.

     2016 წლის 18-20 აპრილს, ქ. მარაკეშში (მაროკო) ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია რომელიც მიეძღვნა საკვებად გამოსაყენებელი პარკოსანი კულტურების შესწავლას. კონფერენციის ორგანიზატორები იყვნენ მშრალი რეგიონების სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ცენტრი და მოროკოს სოფლის მეურნეობისა და მეთევზეობის სამინისტრო.

  marok 2   კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 300-მდე სპეციალისტმა, რომლებიც მუშაობენ აღნიშნულ კულტურებზე. ქართული აგრარული მეცნიერება კონფერენციაზე წარადგინა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, აკად. გ. ალექსიძემ.

      კონფერენციის მუშაობის პერიოდში მოხსენებებით გამოვიდნენ მსოფლიოში ცნობილი მეცნიერები - პროფ. რატან ლაი - აშშ ოჰაიოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი; ICARDA-ს გენერალური მდივანი პროფ. მაჰმუდ სოლხი, მაროკოს სოფლის მეურნეობის მინისტრი დოქტ. ნაბელ ჩაოექი, FAO-ს, IFAD-ის, ICGISAT-ის, ICARDA-ს, ამერიკის, კანადის, ახალი ზელანდიის, ინდოეთის, ესპანეთის, ეთიოპიის, საფრანგეთის, მაროკოს, ავსტრალიის და სხვათა წარმომადგენლები.

Maroko 2016 1 აკად. გურამ ალექსიძე საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებთან ერთად (მაროკო).

  

 აკად. გურამ ალექსიძემ კონფერენციაზე წარადგინა პოსტერი, სადაც განხილული იყო საქრთველოში არსებული პარკოსანი კულტურების გენეტიკური რესურსები, აგრეთვე ამ კულტურების მავნებელ-დავადებები და მათ წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები. აკად. გ. ალექსიძეს კონფერენციის პერიოდში ჰქონდა შეხვედრები მსოფლიოს გამოჩენილ მეცნიერებთან, ზოგიერთმა მათგანმა სურვილი გამოთქვა მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო-სამეცნიერო კონფერენციაში, რომელიც გაიმართება საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში 2016 წლის 28-30 სექტემბერს.

 

     კონფერენციის ბოლო დღეს მიღებული იქნა დეკლარაცია, რომელიც ასახავს პარკოსანი კულტურების შესწავლის თანამედროვე მდგომარეობას და მსოფლიოს ქვეყნებში მათი გამოყენების პერსპექტივებს.

გურამ ტყემალაძის იუბილე

     საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია გულითადად ულოცავს აკადემიკოს გურამ ტყემალაძეს დაბადებიდან 75 და სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობის 50 წლისთავს.

მრგვალი მაგიდა ელექტრიფიკაციის ზოგიერთ ასპექტებზე

     Vashakidze 2016 1მრგვალი მაგიდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში (14.04.2016)2016 წლის 14 აპრილს აკადემიაში ჩატარდა მრგვალი მაგიდა, სადაც განიხილეს ელექტრომაგნიტური ველის დადებითი და უარყოფითი მოქმედება ადამიანის ჯანმრთელობაზე.

     მრგავლი მაგიდის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, აკად. გ. ალექსიძემ და აკადემიის წევრებმა, საქართველოს ტექნიკური და აგრარული უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა, საქართველოს ბიზნესისი აკადემიის წევრებმა და სხვა მოწვეულმა სტუმრებმა.

     ძირითადი მოხსენება გააკეთა ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორმა, აკადემიკოსმა არჩილ ვაშაკიძემ.

     მოხსენებაში აღინიშნა, რომ ადრე ელექტრომაგნიტური ველის განხილვისას ყურადრება ეთმობოდა მხოლოდ მის ელექტრონულ მდგენელს და უგულებელყოფილი იყო მისი მაგნიტური მდგენელი, რომელიც გაცილებით ძლიერი მოქმედებით გამოირჩევა.

     ელექტრომაგნიტური ტალღები წარმატებით გამოიყენება მედიცინაში, თუმცა ხშირ შემთხვევაში ელექტრომაგნიტური ტალღები უფრო უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე, ვიდრე დადებითად.

     აღსანიშნავია, რომ ტექნიკურმა პროგრესმა მოიტანა ის, რომ დღეს ადამიანი ცხოვრობს ელექტრომაგნიტური ტალღების გარემოცვაში, რომელიც გარკვეულ ზემოქმედებას ახდევს მის ჯანმრთელობაზე. ასხივებს საყოფაცხოვრებო ტექნიკა, მაღალი ძაბვის სადენები, ფიჭური ტელეფონების ანძები და ა.შ.

     ელექტრომაგნიტური ტალღების გამოსხივება განსაკუთრებით უარყოფითად მოქმედებს ბავშვებზე, რომლებშიც კატასტროფულად იმატა ონკოლგიურმა დაავადებებმა, ფსიქიკურმა აშლილობებმა, საგანგაშოდ გაიზარდა სხვადახვა ანომალიების მქონე ახალშობილთა რიცხვი, მკვეთრად დაეცა იმუნიტეტი.

ამერიკელმა და შვედმა მეცნიერებმა ადამიანისთვის დაადგინეს ელექტრომაგნიტური ველის ზღვრული ინტენსივობა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 0,2 მკ ტესლას. სამწუხაროდ ზოგიერთი საყოფაცხოვრებო ელექტრომოწყობილობა ათობით და ასობით აჭარბებს ამ რიცხვს.

     მოხსენებაში აღინიშნა, რომ ქვეყნის ხელისუფლებამ უნდa გაითვალისწინოს ელექტრომაგნიტური ველების უაყოფითი ზეგავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე და იზრუნოს მოსახლეობის ინფორმირებაზე, xolo ზოგ შემთხვევაში გარკვეული ზომებიც მიიღოს მისი, განსაკუთრებით კი მომავალი თაობის, ჯანმრთელობის უზრუველსაყოფად. ბოლოს აკადემიკოსმა ე. ვაშაკიძემ აღნიშნა, რომ არსებობს ცოცხალი ორგანიზმები, მაგალითად დროზოფილა, რომლებზეც ელექტრომაგნიტური ველი დადებითად მოქმედებს. მეცნიერები მუშაობენ, რომ ახსნან ამ ორგანიზმზე ელექტრომაგნიტური ველის დადებითი ზემოქმედების მიზეზები და მექანიზმი.

     მოხსენებამ მრგვალი მაგიდის მონაწილეებში დიდი ინტერესი გამოიწვია, გაიმართა აზრთა გაზიარება; აღინიშნა, რომ განხილული საკითხი მეტად აქტუალურია, მოითხოვს უფრო მეტ პასუხისმგებლობას და ინფორმირებას ხელისუფლების მხრიდან, რაშიც მეცნიერებმა უნდა მიიღონ აქტიური მონაწილეობა. 

მონაწილეობა GCARD3-ის მესამე საერთაშორისო ფორუმში (სამხრეთ აფრიკა)

      2016 წლის 5-8 აპრილს ქ. იოჰანესბურგში (სამხრეთ აფრიკა) ჩატარდა GCARD3 (აგრალური კვლევის გლობალური ფორუმის) მესამე საერთაშორისო თათბირი. პირველი ორი ჩატარდა ქ. მონპელიეში (საფრანგეთი) და ქ. მონტევიდეოში (ურუგვაი). GCARD3 ჩატარებას წინ უძღოდა მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში შესაბამისი ფორუმების ჩატარება, სადაც ძირითადად განიხილებოდა პრიორიტეტული მიმართულებები თითოეული ქვეყნის აგრარულ სექტორში. ფორუმის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო ,,გლობალური ფორუმის” სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა დაCACAARI-ის თავჯდომარემ, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გურამ ალექსიძემ.

     GCARD3 პირველი დღე მიეძღვნა გლობალური ფორუმის პარტნიორთა შეხვედრას, სადაც განიხილებოდა ,,გლობალური ფორუმის” წესდების საბოლოო ვარიანტი, რომელიც გარკვეული შესწორებებით იქნა მიღებული. შემდეგ დღეს, გახსნის ცერემონიალზე სიტყვით გამოვიდნენ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, ტყის და მეთევზეობის მინისტრი ბატონი ზოკვანა და ,,გლობალური ფორუმის” აღმასრულებელი მდივანი დოქტ. მარკ ჰოლდერნესი, რომელმაც ოლაპარაკა იმ გზაზე, რაც იქნა განვლილი წინა პერიოდში და განიხილა პერსპექტივები. აქვე ვრცელი მოხსენებით გამოვიდა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს კვლევითი ცენტრის პრეზიდენტი და დირექტორი, დოქტ. შადრაკ მოეფული.

     GCARD3 ფარგლებში მუშაობა გაგრძელდა ხუთ სექციაში: კვლევა და საბოლოო მიზნები; შედეგების ჩვენება; მეცნიერების მომავალი; მდგრადი აგრობიზნესის განვითარება; სოფლის უკეთესი მომავალი. თითოეულ სექციაში შერჩეული იქნა სპეციალისტები, რომლებიც ხელმძღვანელობას უწევდნენ სექციიის მსვლელობას.

afrikaაკად. გ. ალექსიძე GCARD3-ის საერთაშორისო თათბირის მონაწილეებთან (2016 წლის 5-8 აპრილი, ქ. იოჰანესბურგში, სამხრეთ აფრიკა)

     თათბირის მეორე დღე, მთლიანად მიეძღვნა სამხრეთ აფრიკის აგრარული კვლევის ცენტრის მუშაობას, რომელიც მდებარეობს ქ. პრეტორიის მახლობლად, სპეციალურად გამოყოფილ ტერიტორიაზე. ცენტრის ძირითადი მიმართულებებია: სელექცია, როგორც მცენარეთა, ასევე ცხოველების. (მიღებული აქვთ გვალვაგამძლე სიმინდი, ხორბლის ჯიშები, რომლებიც გამძლეა ჟანგებისადმი. საინტერესოა ,რომ დონორად იყენებენ ქართულ ჯიშ-მახას. ასევე მიღებული აქვთ ატმის, ვაშლის, ქლიავის, ვაზის ახალი ჯიშები). მნიშვნელოვანი მიმართულებაა მცენარეთა დაცვა მავნებლებისა და დავადებისაგან, სადაც უპირატესობას ანიჭებენ ბიოლოგიურ მეთოდს. მნიშვნელოვან კვლევებს აწარმოებენ კლიმატის უარყოფითი გავლენის შესამცირებელ მეთოდებზე; მნიშვნელოვანი სამუშაოები ტარდება ცხოველთა დავადებების დიაგნოსტიკაზე და ბრძოლის ღონისძიებებზე; მოსავლის აღების შემდგომ ტექნოლოგიებზე და სხვა. ფორუმის მონაწილეებმა დაათვალიერეს ცენტრის გენბანკი და კარტოფილის ქსოვილის კულტურის შესანახი ლაბორატორია, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით, მათ შორის კრიო შენახვის აპარატურები და სხვა. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ცენტრში ბიოტექნოლოგიურ კვლევებს და წყლის კონსერვაციის საკითხებს. თათბირის დანარჩენი დღეები მიეძღვნა სექციურ მუშაობას და ბოლოს კვლავ პლენარულ სხდომას, სადაც შეჯამდა ჩატარებული მუშაობის შედეგები. მომდევნოGCARD4 გაიმართება ორი წლის შემდეგ.

     თათბირის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო მსოფლიოს 500-მდე სპეციალისტმა - მეცნიერებმა, პრაქტიკოსებმა, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, ფერმერებმა, ქალთა ორგანიზაციებმა. აკად. გ. ალექსიძესთან ერთად საქართველოდან ფორუმის მუშაობაში მონაწილეობდა აგრეთვე მარიამ ჯორჯაძე, ბიოლოგიური ასოციაციის "ელკანა"-ს დირექტორი, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი; მათ დააფიქსირეს თავიანთი გამოსვლები მრგვალი მაგიდის მუშაობის პერიოდში. 

ინფორმაცია გამომცემლობის დაფუძნების შესახებ

     საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის, აკად. გ. ალექსიძის ბრძანებით აკადემიაში შეიქმნა და დაფუძნდა გამომცემლობა "აგრო", როგორც მისი შიდა სტრუქტურული ფორმირება, საქართველოში მომქმედი კანონებისა და კანონქვემდებარე აქტების მოთხოვნათა დაცვით.

     გამომცემლობის მიზანს წარმოადგენს მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის განვითარებისა და მოთხოვნების, აგრეთვე საბაზრო ურთიერთობათა მოტივაციების გათვალისწინებით, აგრარულ სფეროსთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი სფეროების მიხედვით საგამომცემლო-სარედაქციო საქმიანობის ორგანიზაცია, რაც მყარ საფუძველს შექმნის აკადემიის მეცნიერული და ეკონომიკური პოტენციალის განმტკიცებისათვის.

     დასახული მიზნის მისაღწევად გამომცემლობა "აგრო"-ს ძირითად ამოცანებს შეადგენს:

- ქართველ და უცხოელ მეცნიერთა მოზიდვის და მათთან აქტიური თანამშრომლობის გზით საფუძველი ჩაუყაროს და დაამკვიდროს ახლებური ხედვისა და სტილის, თანამედროვე, პროგრესული მოთხოვნების შესაბამისი, საგამომცემლო-სარედაქციო საქმიანობა;

- საგამომცემლო-სარედაქციო საქმიანობა მიმართული იქნას მიზნობრივი სამეცნიერო, მეთოდოლოგიური, პოპულარული და გამოყენებითი ხასიათის, სასწავლო, კვალიფიკაციის ამაღლების, საინფორმაციო, სარეკომენდაციო, საკონსულტაციო და სხვა სახის პროდუქციის გამოსაცემად;

- გამოსცეს მიზნობრივი და პროფილური ბეჭვდითი პროდუქცია; - განსაზღვროს საქმიანობის მიმართულებების სტრატეგია, პროფილი, სპეციფიკა, მუშაობის სტილი და ფორმები, თემატიკა, სტრუქტურა და სხვა.

ახალი წევრები აკადემიის აკადემიურ საბჭოში

     საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიურმა საბჭომ მიმდინარე წლის 25 მარტს ახალი წევრები აირჩია. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი, დოქტორი ლევან უჯმაჯურიძე და საქართველოს

სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, სამეცნიერო განყოფილებების კოორდინატორი, დოქტორი ანატოლი გიორგაძე. აკადემიური საბჭო გულითადად ულოცავს ახალ წევრებს და უსურვებს ნაყოფიერ შემოქმედებით სამეცნიერო საქმიანობას ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში.

Levan Ujm 1Anatoli G

  1. სტუმრად ა.წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში
  2. შეხვედრა საქართველოს პარლამენტში
  3. მემორანდუმი საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობის შესახებ
  4. ინფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წლიური საანგარიშო კრება
  5. ინფორმაცია: 3 და 8 მარტისადმი მიძღვნილი საზეიმო შეხვედრის შესახებ
  6. ინფორმაცია: საერთაშორისო ფორუმი ყირგიზეთში
  7. გამოცხადებული კონკურსის სამეცნიერო ნაშრომების გამოვლენის შესახებ
  8. თანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიასა და ტელეკომპანია “საფერავს” შორის
  9. მემორანდუმი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან.
  10. ნოდარ ტარასაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო

ქვეკატეგორიები

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : info.gaas.georgia@gmail.com