საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

აკადემიკოსი ვაჟა კვალიაშვილი - 80

11 kvaliashv

2016 წლის 29 აგვისტოს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრს - აკადემიკოს ვაჟა კვალიაშვილს დაბადებიდან 80 და სამეცნიერო _ პედაგოგიური მოღვაწეობის 55 წლისთავი შეუსრულდა.
ბატონო ვაჟა!
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია გულითადად გილოცავთ ღირსშესანიშნავ თარიღებს - დაბადებიდან 80 და სამეცნიერო_პედაგოგიური მოღვაწეობის 55 წლისთავს. გისურვებთ ჯანმრთელობას, ხანგრძლივ სიცოცხლეს, ნაყოფიერ შემოქმედებით, სამეცნიერო და საზოგადოებრივ საქმიანობას

აკადემიკოსი რევაზ მახარობლიძე - 80

 14 maxaroblize

2016 წლის 22 აგვისტოს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრს - აკადემიკოს რევაზ მახარობლიძეს დაბადებიდან 80 და სამეცნიერო _ პედაგოგიური მოღვაწეობის 55 წლისთავი შეუსრულდა.
ბატონო რევაზ!
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია გულითადად გილოცავთ ღირსშესანიშნავ თარიღებს - დაბადებიდან 80 და სამეცნიერო_პედაგოგიური მოღვაწეობის 55 წლისთავს. გისურვებთ ჯანმრთელობას, ხანგრძლივ სიცოცხლეს, ნაყოფიერ შემოქმედებით, სამეცნიერო_პედაგოგიურ და საზოგადოებრივ საქმიანობას ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ.

ინფორმაცია


2016 წლის 31 აგვისტოს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას სამუშაო ვიზიტით ესტუმრა ბელარუსიის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმის თავმჯდომარის მოადგილე, ბმე აკადემიის წევრ-კორესპონდენტი,Belarus 2016 ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი პეტრე კაზაკევიჩი. იგი იმყოფება საქართველოში ეკონომიკური თანამშრომლობის მესამე მოწვევის ბელარუსია-საქართველოს სამთავრობათაშორისო კომისიის შემადგენლობაში და მონაწილეობას იღებს ბელარუსიის რესპუბლიკის ეროვნულ გამოფენაში, რომელიც გაიმართება საგამოფენო კომპლექსში "ექსპო-ჯორჯია", თბილისი, 01-04 სექტემბერი, 2016 წელი.     საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიიდან სტუმარს ესაუბრენ აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკად. გივი ჯაფარიძე, აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, აკად. ე. შაფაქიძე, აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, დოქტ. ა. გიორგაძე, სამეცნიერო განყოფილებების აკადემიკოს-მდივნები, აკადემიკოსები რ. მახარობლიძე, ზ. ცქიტიშვილი, ნ. ბაღათურია, აკად. ნ ჩხარტიშვილი, "საფერავი-ტვ"-ს დამფუძნებელი დ. კოსტარიოვი და სხვა.

     სტუმარი გაეცნო აკადემიის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, ბელარუსიის მეცნიერებათა ეროვნულ აკადემისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიებს შორის გაფორმებული მემორანდუმის საკითხების შესრულების მდგომარეობას.

     თავის მხრივ პროფ. პ. კაზაკევიჩმა აკადემიის წევრებს გააცნო ბელარუსიის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საქმიანობა საერთოდ და აგრარული მეცნიერებების მიმართულებით და სურვილი გამოთქვა, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია უნდა გახდეს ორი ქვეყნის აგრარული მეცნიერების თანამშრომლობის მაკოორდინებელი ორგანიზაცია; დაისახა ურთიერთ თანამშრომლობის მომავალი პერსპექტივები.

 

ინფორმაცია: მრგვალი მაგიდა მეაბრეშუმეობის საკითხებზე

2016 წლის 28 ივლისს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა მრგვალი მაგიდა თემაზე:E"მეაბრეშუმეობის დარგის რეაბილიტაცია, კოოპერირება და ნედლეულის წარმოება".

abreshumi 28 VII 2016 1მრგავლი მაგიდის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს აკადემიის პრეზიდენტმა, აკად. გ. ალექსიძემ, აკადემიის წევრებმა - აკადემიკოსებმა ო. ქეშელაშვილმა, ნ. ჩხარტიშვილმა, რ. მახარობლიძემ ე. შაფაქიძემ, აკადემიის წ/კ გ. ნიკოლეიშვილმა; პრეზიდენტის მოადგილემ დოქტ. ა. გიორგაძემ; სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ დ. გალეგაშვილმა და მინისტრის მრჩევლებმა აკად. თ. კუნჭულიამ და შ. კიკალიშვილმა; საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს დეპარტამენტის უფროსმა ლ. კვერნაძემ, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის თანამშრომლებმა; ხონის, მარტვილის ბაღდადის და ახმეტის რაიონების წარმომადგენლებმა; საქართველოს საპატრიარქოს და მეაბრეშუმეობის კორპორაციის წარმომადგენლებმა, "საფერავი ტვ"-ს გენერალურმა დირექტორმა დ. კოსტარიოვმა.

მრგვალი მაგიდის მუშაობა გახსნა და დამსწრე საზოგადოებას შესავალი სიტყვით მიმართა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, აკად. გურამ ალექსიძემ.

საქართველოში მეაბრეშუმეობის აღდგენა - რეაბილიტაციის პრობლემებისა და დარგის დღევანდელი მდგომარეობის შესახებ ისაუბრა აკადემიის წ/კორესპონდენტმა გ. ნიკოლეიშვილი;abreshumi 28 VII 2016 2

გაიმართა დისკუსია: BASCA-ს როლი საქართველოში მეაბრეშუმეობის აღდგენის, რეაბილიტაციის და განვითარების საქმეში - აკად. ე. შაფაქიძე, BASCA-კოორდინატორი საქართველოში; აბრეშუმის ჭიის გენოფონდი და თუთის აბრეშუმხვევიას სასელექციო საქმიანობის განვითარების პერსპექტივები - დოქტ. ნ. ბარამიძე, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი;

მოწვეულმა სტუმრებმა ისაუბრეს შემდეგ თემებზე: "მეაბრეშუმეობის დღევანდელი მდგომარეობა ხონის რაიონში" - ბადრი ბახტაძე, ხონის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის უფროსი; "მეაბრეშუმეობის დღევანდელი მდგომარეობა მარტვილის რაიონში" - დოქტ. მერაბ ქვარცხავა, მარტვილის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის უფროსი; "მეაბრეშუმეობის კოოპერატივის საქმიანობა ხარაგაულის რაიონში და სამომავლო პერსპექტივები" - დოქტ. მურმან არჯევანიძე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მრჩეველი; "მეაბრეშუმეობის კოოპერატივის საქმიანობა ახმეტის რაიონში და სამომავლო პერსპექტივები" - ნუნუ ნახუცრიშვილი, ახმეტის მეაბრეშუმეობის კოოპერატივის თამჯდომარე;

მრგვალი მაგიდის მუშაობაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს "საქართველოს სამხარეო განვითარებისა და კულტურული მემკვიდრეობის ფონდის" წარმომადგენლებმა იოანე და კრისტინა ბაგრატიონებმა, ფონდის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ჟღენტმა, რომლებმაც აღნიშნეს, რომ საქართველოში მეაბრეშუმეობის აღდგენასა და რეაბილიტაციის მათ მიერ ჩატარებული საქმიანობაზე ლოცვა-კურთხევა მიღებული აქვთ საქართველოს პატრიარქის , მისი უწმინდესობა ილია II-დან, რომელიც უდიდეს ინტერესს იჩენს საქართველოს მეაბრეშუმეობის აღდგენა, რეაბილიტაციისა და განვითარების მიმართულებით და ყოველდღიურად საქმის კურსშია ფონდის საქმიანობაზე.

abreshumi 28 VII 2016 3საინტერესო მოსაზრებები გამოთქვა "ქართული აბრეშუმის კორპორაციის" დამფუძნებელმა ჯიმი ჩხაიძემ, რომელმაც აღნიშნა კორპორაციის მიერ ჩატარებული საქველმოქმედო საქმიანობა - საქართველოში 100000 თუთის ჰიბრიდული ნერგის შემოტანა და მათი ფერმერებისათვის საჩუქრად გადაცემა, რაიონებში მეაბრეშუმეობის კოოპერატივების ჩამოყალიბება (ხარაგაული, ახმეტა) და მათი ტექნიკური აღჭურვა, სხვა საქველმოქმედო ღონისძიებები.

მრგვალ მაგიდაზე გამოითქვა ბევრი საინტერესო წინადადებები, როგორიცაა:
· საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევით ცენტრში მეაბრეშუმეობის სპეციალისტების რაოდენობის გაზრდა, რომლებიც სამეცნიერო საქმიანობასთან ერთად სისტემატურ მონიტორინგს გაუწევენ რაიონებში მეაბრეშუმეობის აღდგენა-განვითარების პროცესს;
· შეიქმნას სამთავრობო დოკუმენტი - საქართველოში მეაბრეშუმეობის აღდგენა, რეაბილიტაცია და განვითარების სტრატეგია;
· ეთხოვოს ეკონომიკის სამინისტროს ხონის რაიონში თუთის განაშენებული ნაკვეთებისათვის ყადაღის მოხსნა და მისი მუნიციპალიტეტის გამგებლობაში გადაცემა;
· აუცილებელია მეაბრეშუმეობის ბაზრის შესწავლა, რათა მეაბრეშუმეებს მოეხსნათ მათ მიერ მიღებული პარკის ჩაბარების პრობლემები;
· საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიამ დროულად დაამთავროს ვანის რაიონში მეაბრეშუმეობის განთითარების საინვესტიციო პროექტის დამუშავება;
· ეთხოვოს "საქართველოს სამხარეო განვითარებისა და კულტურული მემკვიდრეობის ფონდს" და "ქართული აბრეშუმის კორპორაციას" დაინტერესდნენ ბუნებრივი თბილი წყლით გამთბარ გრუნტში დაავადება გამძლე ჯიშების კალმების დაფესვიანებით სანერგეების მოწყობით და ქმედითი დახმარება გაუწიონ ამ მიმართულებით საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას ტექნიკური პროექტის დამუშავებაში.
· მიღებული იქნეს ჯიმი ჩხაიძეს წინადადება, აკადემიის ბაზაზე მუდმივმოქმედი მეაბრეშუმეობის კვალიფიკაციის ამაღლების კურსების ჩამოყალიბება და მის მიერ ქმედითი დახმარება გაწევა ამ მიმართულებით.

მრგვალი მაგიდის მუშაობა შეაჯამეს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ დ. გალეგაშვილმა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა აკად. გ. ალექსიძემ. ვიდეო მრგვალი მაგიდის მუშაობის შესახებ იხილეთ ბმულზე.

ინფორმაცია: შეხვედრები აზერბაიჯანში მეაბრეშუმეობის საკითხებაზე.

Azerb 2016 12016 წლის 14 ივლისს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი ელგუჯა შაფაქიძე ინვესტორების ჯგუფთან ერთად იმყოფებოდა აზერბაიჯანის ქალაქ შეკში მეაბრეშუმეობის საკითხებთან დაკავშირებით. მას თან ახლდა საქართველოს სამხარეო განვითარებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ასოციაციის წევრები გიორგი ჟღენტი_აღმასრულებელი დირექტორი და გიორგი მენთეშაშვილი _ ასოციაციის წევრი.

ზემოთ აღნიშნულ ასოციაციას ბატონიშვილ იოანე ბაგრატიონის ხელმძღვანელობით სურვილი აქვს განახორციელოს ინვესტიციები საქართველოს მეაბრეშუმეობის აღდგენისა და განვითარების საქმეში, რისთვისაც მათ მიიღეს სრულიად საქართველოს პატრიარქის ილია II კურთხევა.

აზერბაიჯანში საქართველოს დელეგაციის წევრები შეხვდნენ მეაბრეშუმეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის (გენერალური დირექტორი, დოქტორი იუსუფ შუქურლუ) მეცნიერებსა და სპეციალისტებს, გაეცნენ სამეცნიერო - კვლევითი ცენტრის თუთის აბრეშუმხვევიას სელექციის ლაბორატორიის მუშაობას, იქ მიღებულ ჯიშებსა და ჰიბრიდებს, ქ. შეკის მეაბრეშუმეობის მრეწველობის სათაო ქარხნის ტექნოლოგიურ კომპლექსს და მათ მუშაობას, ქარხნის მიერ აბრეშუმის ძაფიდან მიღებულ მეტად საინტერესო პროდუქციას.

Azerb 2016 2აღნიშნული შეხვედრები საინტერესო იყო იმითაც, რომ ინვესტორები გაეცნენ აბრეშუმის ძაფისა და აბრეშუმის ქსოვილის მიღების თანამედროვე ტექნოლოგიებს და ავტომატურ ტექნოლოგიურ ხაზებს, აგრეთვე აბრეშუმის ძაფიდან მიღებული ქსოვილის დამუშავების თანამედროვე მეთოდებს, ხოლო აკადემიკოსი ე. შაფაქიძე, როგორც BASCA-ს კოორდინატორი საქართველოში, ადგილზე გაეცნო მეაბრეშუმეობის მიმართულებით აზერბაიჯანში არსებულ მდგომარეობას, რათა საქართველო მომზადებული შეხვდეს BASCA-ს VIII საერთაშორისო კონგრესს 2017 წლის აპრილში, რომელიც სწორედ აზერბაიჯანის ქალაქ შეკში გაიმართება.

გამოითქვა მოსაზრება, რომ მიზანშეწონილია გაფორმდეს მემორანდუმი თანამშრომლობის შესახებ აზერბაიჯანის შეკის მეაბრეშუმეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრსა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას შორის, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში მეაბრეშუმეობის აღდგენის, რეაბილიტაციისა და განვითარების საქმეს.

გამოჩენილი ქართველი მეცნიერის წიგნის პრეზენტაცია

Petriashvili2016 წლის 08 ივლისს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა გამოჩენილი ქართველი მეცნიერის და პედაგოგის, პროფესორ ვასილ პეტრიაშვილის წიგნის “ღვინის დაყენება” პრეზენტაცია. 

წიგნი დაიწერა და გამოიცა 1895 წელს, ხოლო განმეორებით გამოიცა 2016 წელს გამომცემლობა "მერიდიანის" მიერ (გამომცემელი კახა რუსიძე, რედაქტორი ბონდო კალანდაძე), იგი სახელმძღვანელოა სტუდენტებისა და პროფესიული კოლეჯების მოსწავლეთათვის, პრაქტიკოსებისა და მეწარმეებისათვის, განსაკუთრებით ოჯახური მეღვინეობის მეწარმეთათვის.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ სსმმ აკადემიის წევრები, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკად. არჩილ ფრანგიშვილი, ამავე უნივერსიტეტის ფაკულტეტის დეკანი პროფ. გ. ქვარცხავა და სხვა თანამშრომელები, გამოჩენილი ქართველი მეცნიერი-ქიმიკოსები, ვეტერანი მეღვინეები, საპატრიარქოს წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები.

პრეზენტაცია შესავალი სიტყვით გახსნა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, აკად. გურამ ალექსიძემ.

პროფესორ ვასილ პეტრიაშვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე და წიგნის "ღვინის დაყენება" მეცნიერულ ღირებულებებზე მოხსენებით გამოვიდა აკად. ნოდარ ჩხარტიშვილი;
წიგნის "ღვინის დაყენება" ღირებულებებზე და მის ავტორზე პროფ. ვ. პეტრიაშვილზე ისაუბრეს ახალი Gგამოცემის რედაქტორმა ბონდო კალანდაძემ, აკად. ზურაბ ცქიტიშვილმა, წიგნის ახალი გამოცემის იდეის ავტორმა ბატონმა მამუკა ბერიაშვილმა, საქართველოს ღვინის სააგენტოს ხელმძღვანელმა ბატონმა გიორგი სამანიშვილმა, აკად. ნ. ბაღათურიამ, პროფ. რ. გახოკიძემ და სხვებმა.

პრეზენტაციის მსვლელობისას გაიმართა ვ. პეტრიაშვილის წიგნის "ღვინის დაყენება" (ახალი გამოცემა) გამოფენა-გაყიდვა.

Petriashvili 1

Petriashvili 2

ინფორმაცია: აკადემიის გამსვლელი სემინარი წარმოებაში

   seminari 1  2016 წლის 01 ივლისს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მეცხოველეობის, ვეტერინარიის და საკვებწარმოების სამეცნიერო განყოფილების (აკადემიკოს-მდივანი აკად. ჯ. გუგუშვილი), აკადემიის სამეცნიერო საბჭოს და საკონსულტაციო დარბაზის წევრების მიერ მოეწყო გასვლითი შეხვედრები ქ. მარნეულის შ.პ.ს. “ლაშარელას” (დირექტორი ზაზა ლაშხი), ფირმა “ლომთაგორას" (ხელმძღვანელი კახა ლაშხი), კუმისის მეფრინველეობის ფაბრიკის (დირექტორი გიორგი მაისურაძე) სპეციალისტებთან. სემინარის თემა: "მრპ სასაკლაოების და კუმისის მეფრინველეობის ფაბრიკის თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის მდგომარეობა და მეცხოველეობის საკვებად ერთწლიანი კულტურებისაგან საკვების მომზადების არსებული ტექნოლოგიები".

    seminari 2ზემოთ აღნიშნული საწარმოების თანამშრომლებს, წარმატებული მენეჯმენტის და პროდუქტიული მაჩვენებლების სრულყოფისა და გაზრდის მიზნით, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსების, პროფესორების და გამოცდილი სპეციალისტების მიერ გაეწიათ შესაბამისი კონსულტაციები და მიეცათ რეკომენდაციები.

    მხარეებმა გამოთქვეს სურვილი და შეთანხმდნენ იმაზე, რომ წარმოებაში თანამედროვე მეცნიერული მიღწევების დანერგვისათვის, მომავალშიც მოეწყოს მსგავსი ტიპის შეხვდრები.

მრგვალი მაგიდა: აგრარული მეცნიერებისა და მაღალკვალიფიციური კადრების მომზადების არსებული მდგომარეობა და პერსპექტივები

     2016 წლის 10 ივნისს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში ჩატარდა მრგვალი მაგიდა, რომელიც მიეძღვნა აგრარული დარგის მაღალკვალიფიციური კადრების მომზადების არსებულ მდგომარეობასა და სამომავლო პერსპექტივებს.

     გარდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრებისა მრგვალ მაგიდას ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრები_საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი გ. ქვარცხავა, სტუ-ს პროფესორები ი. ყრუაშვილი და გ. გაგოშიძე (ისინი ამავე დროს არიან აკადემიის ეროვნული კოორდინატორები მიმართულებების მიხედვით), დ. გუბელაძე და ზ. ლობჟანიძე, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტიდან ფაკულტეტების დეკანები, პროფესორები ლ. მაკარიძე და ა. ჭკუასელი.

     აკადემიიდან ესწრებოდნენ ის აკადემიკოსები, რომლებიც დღეს დაკავებულები არიან პედაგოგიური მოღვაწეობით_ აკადემიკოსები გ. მარგველაშვილი, რ. მახარობლიძე, ჯ. კაციტაძე, ა. დიდებულიძე, ნ. ბაღათურია, ო. ქეშელაშვილი, ნ. ჩხარტიშვილი, ჯ. გუგუშვილი, აკადემიური დოქტორი ა. გიორგაძე.

     მრგვალი მაგიდა შესავალი სიტყვით გახსნა აკადემიის ვიცე_პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გ. ჯაფარიძემ, რომელმაც ხაზი გაუსვა მრგვალი მაგიდის თემატიკის დიდი მნიშვნელობას. აგრარული განათლების დღევანდელი არსებული სიტუაციის შესახებ ისაუბრა აკადემიკოსმა ე. შაფაქიძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ დღეისათვის ქვეყანაში ფუნქციონირებს პროფესიული, საზოგადოებრივი და სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით ჩამოყალიბებული კოლეჯები, სულ 71 სასწავლებელი. აღნიშნული დაწესებებულებიდან 40 % აგრარულ განათლებას იძლევა; ამავე დროს ფუნქციონირებს 96 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება_ უნივერსიტეტები და ინსტიტუტები. მათ შორის აგრარული მიმართულებით 6 სახელმწიფო უნივერსიტეტი, ერთი კერძო უნივერსიტეტი (საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი) და ერთი კერძო ინსტიტუტი (გორის სუხიშვილის სასწავლო ინსტიტუტი). კიდევ 8 კერძო ინსტიტუტში არის აგრარული მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამები. უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად ქვეყანაში არსებული დიდი რაოდენობის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა, აგროინჟინერინგის მიმართულებით ოთხი წელია სრული ვაკუუმია, არც ერთი სპეციალისტი არ მომზადებულა. ძალიან მცირეა ამ მიმართულებაში დოქტორანტები და საერთოდ არ არიან მაგისტრები.

    M 16 06 10 არასახარბიელო სურათია პროფესიული მომზადების მიმართულებითაც. აკადემიაში ჩატარებულ მრგვალ მაგიდაში (2015 წლის 03 ივლისი) მონაწილე რაიონების საინფორმაციო _ საკონსულტაციო ცენტრების წარმონადგენლები ერთხმად აღნიშნავენ აგროსაინჟინრო სპეციალისტების ძალზე დაბალ, არაპროფესიულ დონეს და ეს დღეს, როდესაც რეგიონები და რაიონები მომარაგებული არიან მსოფლიოს 13 ქვეყნის ტრაქტორებით და სასოფლო-სამეურნეო მანქანებით.

     თემატიკასთან დაკავშირებით საინტერესო მოსაზრებები გამოთქვეს სტუ-ს აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა გ. ქვარცხავამ, პროფესორებმა ი. ყრუაშვილმა, დ. გუბელაძემ, ზ. ლობჟანიძემ და გ. გაგოშიძემ, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტიდან - დეკანებმა ლ. მაკარაძემ და ა. ჭკუასელმა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსებმა ჯ. კაციტაძემ, ა. დიდებულიძემ, გ. მარგველაშვილმა, ნ. ჩხარტიშილმა, ნ. ბაღათურიამ დასხვა.

     მრგვალ მაგიდაზე გამოითქვა წინადადებები, რომ:

1. მიზანშეწონილია აკადემიამ პერიოდულად განიხილოს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის და სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამები; შენიშვნები და წინადადებები მიაწოდოს განათლების აკრედიტაციისა ცენტრს.

2. ეთხოვოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, რომ პროფესიული განათლების პროგრამების მონიტორინგში ჩართონ აკადემიის წევრები და აგრარული მიმართულების უმაღლესი სასწავლებლების წარმომდგენლები.

3. მიზანშეწონილია აკადემიის წევრები აქტიურად ჩაერთონ აგრარული მიმართულების სახელმძღვანელოების მომზადებაში, რისთვისაც წლის საუკეთესო ნაშრომების კონკურსში პრიორიტეტი მიენიჭოს ამ ტიპის სახელმძღვანელოებს.

4. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მაგალითის გათვალისწინებით იმ უმაღლესმა სასწავლებლებმა, ვისთანაც აკადემიას გაფორმებული აქვს თანამშრომლობის მემორანდუმები, საგანმანათლებლო პროგრამების პირველადი ატესტაცია გაიარონ აკადემიაში.

5. მიზანშეწონილია აკადემიის აკადემიური საბჭოს სხდომებზე პერიოდულად მოსმენილი იქნეს აკადემიის წევრების საქმიანობა პედაგოგიური მიმართულებით.

6. აღინიშნა, რომ ძირეულ გარდაქმნას ექვემდებარება აგრარული მიმართულებების უნივერსიტეტების სასწავლო პროგრამები აგრონომიულ, აგროსაინჟინრო, ტექნოლოგიურ და სხვა მიმართულებებში.

7. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ბაზაზე შეიქმნას აგრარული მიმართულების განათლებისა და მეცნიერების არსებული მდგომარეობის შემსწავლელი კომისია, რომელიც მოამზადებს ობიექტურ წინადადებებს სამთავრობო ორგანოებში წარსადგენად.

8. მრგვალი მაგიდის მონაწილეებმა უარყოფითი შეფასება მისცეს განათლების სფეროების კლასიფიკატორის პროექტს და თხოვნით მიმართავენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სერიოზულად გააანალიზოს კლასიფიკატორის მიმართ გამოთქმული შენიშვნები.

ინფორმაცია: 2016 წლის 3 ივნისს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში გაიმართა მრგვალი მაგიდა: "IFOAM-ის ორგანული სტანდარტები, აკადემია და PGS"

     მრგვალი მაგიდა შესავალი სიტყვით გახსნა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გურამ ალექსიძემ. მრგვალი მაგიდის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსმა, აკადემიკოსმა ელგუჯა შაფაქიძე, აკადემიის პრეზიდენტის მოადგილემ, დოქტორმა ანატოლი გიორგაძემ. აკადემიკოსებმა: ომარ ქეშელაშვილმა, ვაჟა კვალიაშვილმა, გოგოლა მარგველაშვილმა, ნოდარ ჩხარტიშვილმა, ნუგზარ ბაღათურიამ, ჯემალ გუგუშვილმა, აკადემიის წევრ–კორესპონდენტმა თამაზ თურმანიძემ, სამეცნიერო კვლევითი ცენტრის დირექტორის მოადგილემ ნოდარ ხატიაშვილმა, ბიორაციონალური კვლევითი ცენტრის დამფუძნებლებმა დირექტორებმა ნიკოლოზ ზაზაშვილმა, ნოდარ მინდიაშვილმა, მიხეილ ჭიჭაყუამ, მეცნიერებათა დოქტორმა თამარ კაჭარავამ.

     ძირითადი მომხსენებელი: თენგიზ ჯალიაშვილი - ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, ბიორაციონალური ტექნოლოგიების სამეცნიერო–კვლევითი ცენტრის მთავარი მეცნიერ თანამშრომელი. თანამომხსენებლები:: გურამ გეჯაძე - სოფლის მეურნეობის ეკონომისტ-ორგანიზატორი, შპს მაკრო-პრიმის დამფუძნებელი, დირექტორი; ალექსანდრე ნოდია, ინფორმაციული ტექნოლოგიების მაგისტრი/ექსპერტი ინფორმაციული ტექნოლოგიების საკონსულტაციო კომპანია ინფინიტუსის დამფუძნებელი; IT-ექსპერტი გიორგი ზაზაშვილი.

IFOAM მრგვალი მაგიდა "IFOAM-ის ორგანული სტანდარტები, აკადემია და PGS". ძირითადი მომხსენებელი ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი თენგიზ ჯალიაშვილი.

     გაიმართა დისკუსია, რომელზეც წამოჭრა საკითები: რითაა უკეთესი IFOAM-ის ორგანული სტანდარტები კოდექს ალიმენტარიუსისაზე; რითაა ღირშესანიშნავი ორგანულ პროდუქტების წარმოება-სერთიფიცირება IFOAM-ის PGშ-ით; ვინ და სად უკეთესია დაარსოს IFOAM-ის ორგანული აკადემია; როგორ გამოვიყენოთ 2014 წლის 1 აგვისტოდან ძალაში შესული N198 დადგენილება: "ბიოპროდუქტების შესახებ" ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის ფარგლებში ევროპელების მზარდი მოთხოვნის დასაკმაყოფილებად ორგანულ პროდუქტებზე და სხვა.

     მრგვალი მაგიდის მუშაობა შეაჯამა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გურამ ალექსიძემ. მან გამოთქვა მოსაზრება, რომ მომზადებული იქნება შესაბამისი წინადადებები მთავრობაში წარსადგენად ბიოორგანული მეურნეობების გასავითარებლად სპეციალური სასწავლო პროგრამების სწავლებისათვის ხელშემწყობი ღონისძიებების შემუშავების შესახებ, აგრეთვე შესაძლებელია აკადემიამ იფიქროს ორგანული აკადემიის ხელმძღვანელობაზეც, რომელიც შესაძლებელია ჩამოყალიბდეს ი. წინამძღვრიშვილის აგრარული კოლეჯის ბაზაზე.

ინფორმაცია: ევრაზიის საერთაშორისო სიმპოზიუმი თურქეთის რესპუბლიკაში

     2016 წლის 23-27 მაისს ქ. ანტალიაში ჩატარდა ევრაზიის ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო სიმპოზიუმი, სადაც მონაწილეობდა 16 ქვეყნის ასამდე მეცნიერი და მკვლევარი. მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების, კანადის, ეთიოპიის და პარაგვაის წარმომადგენლები. დარბაზში, სადაც 150-მდე მონაწილე შეიკრიბა, სიმპოზიუმის მონაწილეებს მიესალმნენ, თურქეთის პამუკალეს უნივერსიტეტის რექტორი პროფესორი ხუსეინ აგჯა, ქ. ანტალიის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერი პროფესორი მუსტაფა თურანი, ბელარუსიის აგრარული უნივერსიტეტის პრორექტორი ლევ ზავოდნიკი, ბათუმის სახელმწიფო უნივერისტეტის პროფესორი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი რეზო ჯაბნიძე, აზერბაიჯანის მარდაგიანის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, აკადემიკოსი ტოფიკ მამმადოვი, ინდოეთის შივაჯის ბიომრავალფეროვნების უნივერსიტეტის პროფესორი შანდრაკანტ სალუნკჰე, ამერიკის მასაჩუსეტის უნივერსიტეტის დეკანი, პროფესორი ვადე შერბრუკი.

     საერთაშორისო სიმპოზიუზე მუშაობა წარიმართა სამ სექციაში, მათ შორის ერთი სუბროპიკულ მემცენარეობაში - რომლის თავმჯდომარედ არჩეული იყო აკადემიკოსი რეზო ჯაბნიძე, თანათავმჯდომარეებად კი ინდოეთის შივაჯის ბიომრავალფეროვნების უნივერსიტეტის პროფესორი შანდრაკანტ სალუნკჰე, ნახჩევანის ბიორესურსების ინსტიტუტის დირექტორი, აკადემიკოსი ტარიელ ტალიბოვი. სექციაზე მოსმენილი იქნა 35 მოხსენება.

     აკადემიკოს რეზო ჯაბნიძის მოხსენებამ: „იაპონიიდან ინტროდუცირებული მანდარინის ადრემწიფებადი ჯიშების ადაპტაციისა და აკლიმატიზაციის თავისებურებანი აჭარაში“, სიმპოზიუმის მონაწილეთა დიდი ინტერესი გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ საუკეთესო მოხსენებისათვის მას, პამუკალეს უნივერსიტეტის რექტორმა გადასცა სერთიფიკატი და ფასიანი საჩუქარი.

R J Turketi

1. სსმმ აკადემიის აკდემიკოსი რეზო ჯაბნაძე                 

2. თურქეთის პამუკალეს უნივერსიტეტის რექტორი პროფესორი ხუსეინ აგჯა და აკადემიკოსი რეზო ჯაბნიძე

                           და აკად. რ.ჯაბნიძე

  1. მემორანდუმი თანამშრომლობის შესახებ (სსმმ აკადემია - ბათუმის შ. რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
  2. საერთაშორისო მრგვალი მაგიდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში
  3. საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ქ. ვინიცის (უკრაინა) ეროვნულ აგრარულ უნივერსიტეტში
  4. აკადემიური საბჭოს სხდომა
  5. მონაწილეობა საერთაშორისო კონფერენციაში, ქ. მარაკეში, მაროკო.
  6. გურამ ტყემალაძის იუბილე
  7. მრგვალი მაგიდა ელექტრიფიკაციის ზოგიერთ ასპექტებზე
  8. მონაწილეობა GCARD3-ის მესამე საერთაშორისო ფორუმში (სამხრეთ აფრიკა)
  9. ინფორმაცია გამომცემლობის დაფუძნების შესახებ
  10. ახალი წევრები აკადემიის აკადემიურ საბჭოში

ქვეკატეგორიები

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : info.gaas.georgia@gmail.com