საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია
  • info.gaas.georgia@gmail.com
Gaas
  • ჩვენს შესახებ
    • აკადემიის მოკლე ისტორია
    • აკადემიის პრეზიდენტები
      • მიხეილ საბაშვილი
      • ვალერიან მეტრეველი
      • ნაპოლეონ ქარქაშაძე
      • შოთა ჭალაგანიძე
      • გურამ ალექსიძე
      • გივი ჯაფარიძე
    • მიზნები და ამოცანები
    • ფინანსური საფუძვლები
    • რეგულაციები
    • ძირითადი მიდგომები
    • საინოვაციო პროექტები
    • სამეცნიერო - ტექნიკური პროგრამები
    • კავშირები ორგანიზაციებთან
  • შემადგენლობა
    • აპარატი
    • სტრუქტურა
    • პრეზიდიუმი
      • დადგენილებები
        • დადგენილებები 2021 წელი
        • დადგენილებები 2020 წელი
        • დადგენილებები 2019 წელი
        • დადგენილებები 2018წელი
        • დადგენილებები 2017 წელი
        • დადგენილებები 2016 წელი
        • დადგენილებები 2015 წელი
        • დადგენილებები 2014 წელი
        • დადგენილებები 2013 წელი
      • დებულებები
    • დეპარტამენტები
    • მეცნიერებათა განყოფილებები
      • აგრონომიის მეცნიერებათა განყოფილება
      • მეცხოველეობის და ვეტერინარიის მეცნიერებათა განყოფილება
      • აგროინჟინერიის მეცნიერებათა განყოფილება
      • გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილება
      • სურსათის უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიის მეცნიერებათა განყოფილება
      • ეკონომიკის მეცნიერებათა განყოფილება
    • სასწავლო ცენტრი
    • გარემოს დაცვისა და აგრობიომრავალფეროვნების საკოორდინაციო ცენტრი
    • გამომცემლობა "აგრო"
    • აჭარის სამეცნიერო-საკოორდინაციო ცენტრი
    • აკადემიის შემადგენლობა
  • განცხადებები
  • სიახლეები
  • ინტელექტუალური რესურსები
    • გამოცემები
      • აკადემიის "მოამბე"
      • აკადემიის "მაცნე"
      • აკადემიის წლიური ანგარიშები
      • რეკომენდაციები
      • მონოგრაფიები და სახელმძღვანელოები
      • აგრარულ-ეკონომიკური მეცნიერება და ტექნოლოგიები
    • მემორანდუმები
      • აკადემიის მემორანდუმები
    • პუბლიკაციები
    • კონფერენციის მასალები
    • კონფერენცია "ქართული ხორბალი" მასალები
    • სარეკომენდაციო წინადადებები
      • რეკომენდაციები 2013
      • ადრინდელი რეკომენდაციები
      • აქტუალური რეკომენდაციები
    • საინოვაციო ბანკი
    • პროექტები
    • არქივი
      • არქივი 2015
      • არქივი 2014
      • არქივი 2013
    • საიტის რუკა
  • გალერეა
    • ფოტოგალერეა
    • ვიდეოგალერეა
  • კონტაქტი

სიახლეები

ქართველი მეცნიერის აღიარება

სიახლეები

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია ევროპის სოფლის მეურნეობის, სურსათისა და ბუნებათსარგებლობის აკადემიების კავშირის წევრია 2015 წლიდან.

G Aleqsidze 20182018 წლის 22-23 ნოემბერს იტალიის ქალაქ ფლორენციაში გაიმართა გენერალური ასამბლეა, სადაც ევროპის სოფლის მეურნეობის, სურსათისა და ბუნებათსარგებლობის აკადემიების კავშირის ვიცე-პრეზიდენტად არჩეულია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გურამ ალექსიძე.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, პროფ. გურამ ალექსიძე არის ცნობილი მეცნიერი საქართველოში და საერთაშორისო მეცნიერულ ასპარეზზე, მის მეცნიერულ კვლევებზე დაყრდნობილი შრომები კარგად არის ცნობილი ჩვენში და საზღვარგარეთ, მათ შორის მაღალრეიტინგულ ინფაქტ-ფაქტორიან გამოცემებში.

            მას  გამოქვეყნებული აქვს 200-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 17 წიგნი და 10-ზე მეტი ბროშურა. მათგან 80-ზე მეტი საერთაშორისო გამოცემებში. აკად.  გურამ ალექსიძის შრომები ძირითადად ეხება სასოფლო - სამეურნეო კულტურების (ვაზის, ხეხილის, ციტრუსების და სხვა) მავნებელ - დაავადებებთან ინტეგრირებულ დაცვას. ის არის ამ მიმართულების ერთ - ერთი ფუძემდებელი საქართველოში. მისი ავტორობით დღესაც მიმდინარეობს კვლევები აგროცენოზებში გავრცელებული მავნე და სასარგებლო მწერების (ტკიპების) ურთიერთდამოკიდებულებაში მათემატიკური მოდელირების სისტემების გამოყენებაზე. ამ მიმართულებით ის ერთ - ერთი პიონერია მცენარეთა დაცვაში არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, არამედ საზღვარგარეთაც.

წლების მანძილზე აქტიურ და ნაყოფიერ თანამშრომლობას ეწევა ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან როგორიცაა: CACAARI (ცენტრალური აზიისა და კავკასიის ქვეყნების სამეცნიერო კვლევითი ორგანიზაციების ასოციაციის თავმჯდომარე), CGIAR,  FAO, ICARDA, CIMMYT, Bioversiti InterneiSenel, TAP.

განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია პროფ. ალექსიძის ხანგრძლივი და ნაყოფიერი პედაგოგიური მუშაობა ქვეყნის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში. მისი ხელმძღვანელობით დაცულია 20-მდე სადოქტორო დისერტაცია, მათ შორის არიან უცხოელი სპეციალისტებიც.

ვულოცავთ გამოჩენილ ქართველ მეცნიერს ამ მნიშვნელოვან საერთაშორისო აღიარებას!

მეცნიერების მსოფლიო დღე

სიახლეები

 

           2018 წლის 09 ნოემბერს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებთა აკადემიაში გაიმათა პრეზიდიუმის გაფართოებული სხდომა, რომელიც მიეძღვნა მეცნიერების მსოფლიო დღეს.

       Mecnierebis dge 2018 12001 წელს „იუნესკოს“ მიერ დაფუძნებული  მეცნიერების მსოფლიო დღე ყოველწლიურად აღინიშნება  მსოფლიო მასშტაბით. ეს დღე დაარსდა მეცნიერების მსოფლიო კონფერენციის შედეგად, რომელიც ასევე „იუნესკოს“ ეგიდით ჩატარდა ქ. ბუდაბეშტში (უნგრეთი) 1999 წელს მეცნიერების საერთაშორისო კავშირის მიერ. ამ თარიღის აღნიშვნა ემსახურება იმ მიზანს, რომ გააცნოს საერთაშორისო საზოგადოებას მეცნიერების როლის აუცილებლობა ქვეყნებში და საერთოდ მსოფლიოში, ეკონომიკური ზრდის და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით.

აკადემიის პრეზიდიუმის სხდომას გარდა აკადემიის წევრებისა ესწრებოდნენ საქართველოს აგრარული მიმართულების სამეცნიერო და საგანმანათლებლო სფეროების წარმომადგენლები, მეცნიერები, მაგისტები და დოქტორანტები.Mecnierebis dge 2018 2

პრეზიდიუმის სხდომა გახსნა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა აკად. გივი ჯაფარიძემ. მან აღნიშნა საერთოდ მეცნიერების როლი ქვეყნების განვითარებასა და წინსვლის მიმართულებით და ამ კუთხით გააშუქა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებთა აკადემიაში  სამეცნიერო საქმიანობის მიმდინარეობა, ძირითადი მიმართულებები,  აკადემიის მიერ შესრულებული არსებული და პერსპექტიული საინვესტიციო პროექტები, აკადემიის სამეცნიერო საქმიანობა რეგიონებში, აკადემიის წევრების მიერ მიმდინარე წელს მომზადებული მონოგრაფიები, პრაქტიკული ხასიათის რეკომენდაციები და სხვა საცნობარო მასალა, აკადემიის მონაწილეობა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სტრატეგიული მიმართულების დარგების მეცნიერულ უზრუნველყოფაში და ყველა იმ საკითხების მეცნიერულ გადაწყვეტაში, როგორც მთავრობის მრჩეველი აგრარულ საკითხებში, რომელიც აგრარული სფეროს მეცნიერულ უზრუნველყოფას ეხება.

Mecnierebis dge 2018 3შეხვედრის მონაწილეებს მიესალმენ აკადემიკოსები თამაზ კუნჭულია, გოგოლა მარგველაშვილი, ომარ ქეშელაშვილი, ელგუჯა შაფაქიძე, რომლებმაც აღნიშნეს მსოფლიო სამეცნიერო წრეების  და მათ შორის საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებთა აკადემიის დამსახურება და სამეცნიერო წარმატებები აგრარული სფეროს სხვადასხვა დარგებში.


აკად. გივი ჯაფარიძემ მსოფლიო მეცნიერების დღესთან დაკავშირებით აგრარულ სფეროში ნაყოფიერი სამეცნიერო და საგანმანათლებლო საქმიანობაში მიღწეული წარმატებებისათვის აკადემიის საპატიო სიგელებით დააჯილდოვა მეცნიერები:Mecnierebis dge 2018 4

1.      გიორგი ორმოცაძე - საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ნიადაგის ნაყოფიერების კვლევითი სამსახურის მთავარი სპეციალისტი, სოფლის მეურნეობის დოქტორი;

2.      გიორგი ღამბაშიძე - საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ლაბორატორიის უფროსი, სოფლის მეურნეობის დოქტორი;

3.      კახა სოხაძე - საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე;

4.      გიორგი მიქაძე -  სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსი;

5.      რევაზ რუსიეშვილი  - ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;

6.      სერგო ლომიძე - სოფლის მეურნეობის და ვეტერინარიის დოქტორი;

7.      ნათია ნაცარაშვილი  - შპს სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები, ბაქტერიოლოგიური დედოს დამამზადებელი,სოფლის მეურნეობის დოქტორი;

8.      დიმიტრი ნატროშვილი  - ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, სტუ-ს და აგრარული უნივერსიტეტების პროფესორი;

9.      ვლადიმერ მირუაშვილი  - ტექნიკის დოქტორი,  საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის აგროსაინჟინრო კვლევის სამსახურის მთავარი სპეციალისტი;

10. დავით ორმოცაძე  - ტექნიკის დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი.

2018 წლის მსოფლიო მეცნიერების დღესთან დაკავშირებით საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია ულოცავს წარმატებულ  მეცნიერებს  აგრარულ სფეროში მიღწეული წარმატებებისათვის საპატიო სიგელებით დაჯილდოებას.

 

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

სიახლეები

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია
„ინოვაციური ტექნოლოგიები მეცხოველეობის პროდუქტების წარმოებასა და გადამუშავებაში“
ვინიცის (უკრაინა) ეროვნულ აგრარულ უნივერსიტეტში

 Vinica 2018 1

      მიმდინარე წლის 25-26 ოქტომბერს ვინიცის (უკრაინა) ეროვნულმა აგრარულმაუნივერსიტეტმა უმასპინძლა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას „ინოვაციური ტექნოლოგიები მეცხოველეობის პროდუქტების წარმოებასა და გადამუშავებაში“. კონფერენციის მუშაობაში მონაწილებდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე დოქტორი ანატოლი გიორგაძე. იგი პლენარულ სხდომაზე წარსდგა მოხსენებით „საქართველოს მეცხოველეობის განვითარების ტენდენციები და კანონმდებლობამსოფლიო აგრარული სექტორის ზოგიერთი გლობალური საკითხის ფონზე“.

კონფერენციის მუშაობა შესავალი სიტყვით გახსნა უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გრიგორი კალეტნიკმა. კონფერენციის მუშაობაში სულ მონაწილეობდა -32 სამეცნიერო-კვლევითი და საგანმანათლებლო ორგანიზაცია, მათ შორის - 9 საზღვარგარეთის (ბოლონიის ვეტერინარული მედიცინის ეროვნული უნივერსიტეტი, ბელორუსიის ხორცისა და რძის წარმოების ინსტიტუტი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია, მიუნხენის ლუდვიგ-მაქსიმილიანის უნივერსიტეტი, კომპანია იოზერის (გერმანია) წარმომადგენლობა ევროპაში, სლოვაკეთის სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტი ნიტრიში, ლოძის უმაღლესი პრაქტიკული სკოლა (პოლონეთი),  ლიუზიანას შტატის უნივერსიტეტი (აშშ), სოსკოტუნის უნივერსიტეტი (კანადა)). უკრაინის უნივერსიტეტები და კოლეჯები  - 13, სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტები და ლაბორატორიები - 3, საწარმოო მეურნეობები და ორგანიზაციები - 7.

     კონფერენციაზე განხილული იქნა საკითხები შემდეგი მიმართულებით: წარმოების პერსპექტიული ტექნოლოგიები მეცხოველეობასა და მეფრინველეობაში; ინოვაციები სასოფლო-სამეურნეო ცხოველების სელექციაში, ვეტერინარულ ჰიგიენაში, სანიტარიასა და ექსპერტიზაში; უახლესი ტექნოლოგიები მეცხოველეობასა და მეთევზეობაში; კვების ტექნოლოგიები და ინჟინერია.

       კონფერენციის ფარგლებში მოეწყო სტუდენტებისა და ასპირანტების  მიერ დამზადებული მეცხოველეობის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების გამოფენა.

      უცხოელი სტუმრებისათვის ორგანიზებული იქნა ექსკურსია ვინიცის ეროვნული აგრარული უნივერსიტეტის ჩერნიატინსკისკოლეჯში, დირექტორი სოფლის მეურნეობის დოქტორი, პროფესორი ვიტალი კუჩერიავი. სტუმრები გაეცვნენ კოლეჯის ინფრასტრუქტურას, სასწავლო აუდიტორიებს, ლაბორატორიებს, მეურნეობას. აღსანიშნავია, რომ კოლეჯის მფლობელობაშია 660 ჰექტარი მიწის ფართობი, ხეხილის ბაღები, მეცხოველეობის ორი ფერმა, რამდენიმე ტბა სადაც ხდება თევზის მოშენება, საფუტკრე მეურნეობა და სხვა. კოლეჯში სწავლობს 400 - ზე მეტი სტუდენტი.

      კონფერენციის მუშაობა შეაჯამა ვინიცის ეროვნული აგრარული უნივერსიტეტის რექტორმა ვიქტორ მაზურმა.

Vinica 2018 2

Vinica 2018 3

 

 

მრგვალი მაგიდა ავსტრიელი მეცნიერების მონაწილეობით

სიახლეები

el scavleba 1 

2018 წლის 24 ოქტომბერს  საქართველოს  სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საკონფერენციო დარბაზში   აკადემიის  აგროსაინჟინრო სამეცნიერო განყოფილებისა და სასოფლო-სამეურნეო მელიორაციის მიმართულების ეროვნული კოორდინატორის ჯგუფის ინიციატივით  გაიმართა მრგვალი მაგიდა საერთაშორისო პროექტის -„აკადემიური თანამშრომლობა შესაძლებლობების გაზრდისათვის  გარემოსდაცვით სწავლებაში  (ACCES)” ფარგლებში . el scavleba 2

           

    მრგვალი მაგიდის თემა: „ელექტრონული სწავლება წყლის ინჟინერიაში“.  

 

მრგვალი მაგიდა გახსნა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა  გივი ჯაფარიძემ. მან მონაწილებს გააცნო აკადემიის მისია და მიზნები, მისი როლი  არა მხოლოდ სამეცნიერო, არამედ საგანმანათლებლო მიმართულებით. ასევე, მან აღნიშნა, რომ სწავლა-სწავლების თანამედროვე მეთოდების დანერგვა მეტად მნიშვნელოვანია ახალგაზრდა თაობის აღზრდის მიმართულებთ.  

 

         მოხსენებებით გამოვიდნენ: 

- ვილიბალდ ლოისქანდლი - პროფესორი, ავსტრიის ვენის ბუნებრივი რესურსებისა და  საბუნებისმეტყველო   მეცნიერებების  უნივერისტეტი (BOKU);

- მარგარიტა ჰიმელბაუერი - პროფესორი,   ავსტრიის  ვენის  ბუნებრივი  რესურსებისა   და   საბუნებისმეტყველო     მეცნიერებების   უნივერისტეტი   (BOKU);

- მომხსენებლები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან: პროფესორი ირაკლი ყრუაშვილი - აკადემიის სასოფლო-სამეურნეო მელიორაციის მიმართულების ეროვნული კოორდინატორი, პროფესორები ირმა  ინაშვილი   და  კონსტანტინე ბზიავა.

el scavleba 3მომხსენებლებმა აღნიშნეს აკადემიასა და საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობა, როგორც ეროვნულ, აგრეთვე საერთაშორისო დონეზე, აგრეთვე ის, რომ გარემოსდაცვითი განათლება მდგრადი განვითარების ძირითად ფაქტორს წარმოადგენს, რამდენადაც ის ხელს უწყობს ახალგაზრდა თაობის ზოგადი ცნობიერების, ეკოლოგიური საფრთხეებისა და რისკების შესახებ ცოდნის ამაღლებას. პროექტის საერთო მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში უმაღლესი განათლების გაუმჯობესებას, განსაკუთრებით, ეკოლოგიური და შრომის ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით. კერძოდ, ACCES-ს პროექტის ფარგლებში ყურადღება დაეთმობა:

- უნივერსიტეტის შესაძლებლობათა გაზრდას ინოვაციური გარემოს ინჟინერიის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის შექმნის გზით, რომელიც დაფუძნებული იქნება უახლესი სწავლების მეთოდებსა და სტრატეგიაზე;

 -  ცოდნის გადაცემის მიზნით, აკადემიური პერსონალის კომპეტენციების ცოდნის გადაცემის მიზნით, აკადემიური პერსონალის კომპეტენციების განმტკიცებას, სწავლებისა და კვლევის არსებული მიდგომების ხარისხის გაუმჯობესებით; 

- სამეცნიერო–პედაგოგიური კვალიფიკაციის რეალიზების მიზნით უმაღლესი განათლების სისტემაში გენდერული თანასწორობის გაძლიერება და თანაბარი შესაძლებლობების მრავალფეროვნების ხელშეწყობა; 

- უმაღლესი განათლების სისტემის დინამი კური ჩარჩოს ფარგლებში ნაყოფიერი თანამშრომლობის განვითარება კვლევისა და სწავლების რაციონალურ იდეებზე დამყარებულ აზრთა გაცვლითა და დიალოგით. 

პროექტის ძირითადი ამოცანებია: არსებული სამაგისტრო სასწავლო პროგრამის „წყლის ინჟინერია“ el scavleba 4განახლება; ახალი სამაგისტრო სასწავლო პროგრამის „გარემოს ინჟინერია“ შექმნა, რომელიც დაეფუძნება უახლესი კვლევების შედეგებს, სასწავლო მეთოდებსა და ხერხებს; ახალი მოსაზრებებისა და პერსპექტივების მიღწევის მიზნით პროფესიონალური, კულტურული და პირადი ცოდნა-გამოცდილების გაზიარება საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას, სტუ-ს და BOKU-სშორის. 

მოხსენებების მოსმენის შემდეგ  გაიმართა აკადემიის წევრების და სპეციალისტების საინტერესო გამოსვლები,  რომელშიც მონაწილეობა მიიღეს - აკადემიკოსებმა ელგუჯა შაფაქიძემ,  არჩილ ვაშაკიძემ,  ჯემალ კაციტაძემ, აკადემიის  მთავარმა  სპეციალისტმა,  დოქტორმა  გივი მოსაშვილმა,  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორებმა დავით გუბელაძემ, დიმიტრი  ნატროშვილმა,  ტექნ.  მეცნ.  დოქტორმა ირაკლი დვალმა.

მრგვალი მაგიდის დასასრულს გამოითქვა მოსაზრება, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგროსაინჟინრო სპეციალობების საგანმანათლებლო პროგრამების მომზადებაში უნივერსიტეტის პროფესურასთან ერთად აქტიურად უნდა ჩაერთონ ზემოთ  აღნიშნული  პროექტის  ძირითადი  შემსრულებლები, აკადემიის მეცნიერები  და შემდეგ უნდა მოხდეს აკადემიის შესაბამის სამეცნიერო განყოფილებაში ამ პროგრამების პერიოდულად  ერთობლივი   განხილვა.

 

ინფორმაცია ქ. პეკინში ჩატარებული კონსულტაციის შესახებ

სიახლეები

ინფორმაცია ქ. პეკინში (ჩინეთი) ჩატარებული რეგიონალური კონსულტაციის შესახებ,

CABI - აზია და წყნარი ოკეანის ქვეყნების თანამშრომლობის შესახებ

(16-19 ოქტომბერი, 2018 წელი)

კონფერენციის ორგანიზატორები იყვნენ CABI (საერთაშორისო ბიოლოგიური კვლევების ორგანიზაცია) და ჩინეთის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია. მონაწილეობდნენ ყველა ის ქვეყანა ვისთანაც CABI-ის აქვს გაფორმებული ხელშეკრულება ერთობლივი კვლევების ჩატარების შესახებ. CABI-ის კვლევის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება ეს ინვაზიური სახეობებია და მათ წინააღმდეგ ბრძოლის ბიოლოგიური ღონისძიებების დამუშავება და პრაქტიკაში გამოიყენება.

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო ჩინეთმა, კორეამ, ავსტრალიამ, ინდოეთმა, პაკისტანმა, მალაიზიამ, ფილიპინებმა, ინდონეზიამ, იაპონიამ, ლაოსმა, აფრიკის ქვეყნებმა და ცენტრალური აზიისა და კავკასიის ქვეყნების კვლევითი ორგანიზაციების ასოციაციამ (კაკაარი). ამ უკანასკნელის სახელით მოწვეული იყო და მოხსენება გააკეთა კაკაარის პრეზიდენტმა აკად. გ. ალექსიძემ. თავის გამოსვლაში ის ფართოდ შეეხო ისეთ საკითხებს როგორიცაა: კალიების, აზიური ფაროსანას, ამერიკული თეთრი პეპელას და სხვა სახეობების ფართოდ გავრცელებას რეგიონში. ასევე წინადადებით შევიდა სხდომის წინაშე რათა მომხდარიყო CABI-ის ბიოლოგიური საშუალებების ფართო გამოყენება ჩვენს რეგიონში, რაც არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე მნიშვნელოვანი იქნებოდა. ასევე მან დააყენა საკითხი რათა მომხდარიყო საქართველოს და CABI-ის ურთიერთობის კიდევ უფრო განმტკიცება.

სხდომებს ხელმძღვანელობდა CABI-ის ერთ - ერთი ხელმძღვანელი დოქტორი ტრევორ ნიკოლსი. შემდეგი სხდომა გაიმართება ინგლისში მომავალი წლის სექტემბერში. თათბირის ბოლო დღეს ჩატარდა ჩინეთის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მცენარეთა დაცვის ინსტიტუტის დათვალიერება, რამაც დაიმსახურა დიდი მოწონება.

Pekini X 2018

მრგვალი მაგიდა სურსათთან დაკავშირებული რისკის შეფასების საკითხებზე

სიახლეები

           2018 წლის 16 ნოემბერს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში გაიმართა მრგვალი მაგიდა სურსათთან დაკავშირებული რისკის შეფასების საკითხებზე, რომელშიც მონაწილეობდნენ სურსათის უვნებლობისა და რისკების შეფასების  გერმანიის ფედერალური ინსტიტუტის პრეზიდენტი - პროფესორი ანდრეას ჰენსელი  (Prof. Dr. Dr. Andreas Hensel), ოფისის აღმასრულებელი ხელმძღვანელი: დოქტორი მაგნუს ეგერი (Dr. Magnus Jäger). აღნიშნული  ინსტიტუტის საქმიანობა დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობის დაცვის საკითხებთან. Risk 1ინსტიტუტი ახორციელებს დამოუკიდებელ სამეცნიერო  შეფასებებს, კვლევებს  და გამჭვირვალე კომუნიკაციას სურსათთან  და ცხოველის საკვებთან, სხვადასხვა სამომხმარებლო პროდუქციასთან  და ქიმიურ ნივთიერებებთან დაკავშირებული რისკების თაობაზე. ისინი ატარებენ ასევე კვლევებს, რათა სამეცნიერო ექსპერიმენტის პირობებში, მინიმუმამდე  შემცირდეს  ცხოველთა გამოყენება. მათი კვლევის შედეგები  მეცნიერებს შესაძლებლობას აძლევს, გადაწყვეტილებები  მიიღონ    მეცნიერულად დასაბუთებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით. ეს არის გერმანიის  წამყვანი ინსტიტუტი, რომელიც ადგენს სტანდარტებს  მომხმარებლის ჯანმრთელობის დაცვის სფეროში, რათა ადამიანებისთვის  მსოფლიო  გახდეს უფრო უსაფრთხო.  ინსტიტუტში საქმიანობს  დაახლოებით 750  შტატიანი თანამშრომელი  და მის სტრუქტურაში შედის 9 დეპარტამენტი:  ადმინისტრაციული,  რისკის კომუნიკაციის, ექსპოზიციის, ბიოუსაფრთხოების, სურსათის უვნებლობის, პესტიციდების უსაფრთხოების,  ქიმიური ნივთიერებებისა და პროდუქტების უსაფრთხოების, სასურსათო ქსელის უსაფრთხოების, ექსპერიმენტული ტოქსიკოლოგიის. Risk 2

        აღნიშნული მრგვალი მაგიდის მუშაობაში ასევე მონაწილეობდნენ  საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსები, აკადემიის აპარატი და აკადემიის ეროვნული კოორდინატორები.

        მრგვალი მაგიდის მუშაობა შესავალი სიტყვით გახსნა აკადემიის ვიცე პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გივი ჯაფარიძემ. იგი მიესალმა გერმანელ სტუმრებს და აღნიშნა, რომ

სურსათის სფეროში მოღვაწე  მეცნიერებისთვის კარგად არის ცნობილი  საქართველოში სურსათის რისკის შეფასებისთანამედროვე და ინოვაციური სამეცნიერო  გარემო, ხარისხის უზრუნველყოფა. აღინიშნა, რომ ინსტიტუციური შესაძლებლობების  გაფართოება შეუძლებელია ამ სფეროში  ევროპის წამყვან ავტორიტეტულ ინსტიტუტებთან თანამშრომლობის, მათი გამოცდილების გაზიარებისა და ამ სივრცეში ინტეგრაციის გარეშე. მით უმეტეს, რომ  სწრაფად განვითარებად მსოფლიოში  მუდმივად არსებობს ახალი რისკ-ფაქტორების წარმოქმნის საშიშროების პირობები, სულ უფრო რთულდება ადამიანის ჯანმრთელობის გაფრთხილებასთან დაკავშირებული ღონისძიებების შერჩევა. 

Risk 3საქართველოში რისკის ანალიზის შესაძლებლობების განვითარებისათვის, მეტად მნიშვნელოვანია  ქვეყნის მასშტაბით გამოცდილი ადამიანური რესურსის  არსებობა.  სურსათის უვნებლობისა და რისკების შეფასების  გერმანიის ფედერალური იინსტიტუტი ამ კუთხით  უამრავ აქტივობას ახორციელებს: გადაცემს ცოდნას და მჭიდროდ თანამშრომლობს ქართველ მეცნიერებთან და დარტგის სპეციალისტებთან. ეს კი ხელს შეუწყობს საქართველოში  ერთის მხრივ სათანადო კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტების  რაოდენობის გაზრდას და ასევე, ეროვნულ დონეზე სურსათის უვნებლობის სფეროში  მეცნიერული პრინციპებისა და რისკის ანალიზის თანმიმდევრული გამოყენების შესაძლებლობების არსებობას.

          აკად. გ. ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ აკადემიის როგორც მასპინძლის როლი განპირობებულია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიზნებისა და ამოცანების, ასევე აკადემიის ფარგლებში რისკის შეფასებასთან დაკავშირებული აქტივობებიდან გამომდინარე. აკადემიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სტრუქტურას წარმოადგენს სურსათის უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიების სამეცნიერო განყოფილება, რომელიცRisk 4 აქტიურად არის ჩართული საქართველოში მიმდინარე ყველა იმ პროცესში, რომელიც უკავშირდება სურსათთან დაკავშირებული რისკების შეფასებას, საფრთხეების ინიცირებას,  მეცნიერული განხილვების ორგანიზებას, თუ საკანონმდებლო ინიციატივებს.

ამის შემდეგ მან სიტყვა გადასცა სურსათის უვნებლობისა და სასურსათო ტექნოლოგიების სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს-მდივანს, აკადემიკოს ზურაბ ცქიტიშვილს. მან დამსწრე საზოგადოებას მიაწოდა   მოკლე ინფორმაცია იმ სამუშაოების შესახებ, რომელსაც ახორციელებს აკადემიის  სურსათის უვნებლობისა და სასურსათო ტექნოლოგიის სამეცნიერო განყოფილება.

Risk 5დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა სურსათის უვნებლობისა და რისკების შეფასების  გერმანიის ფედერალური ინსტიტუტის  პრეზიდენტმა,  პროფესორმა ანდრეას ჰენსელმა, რომელმაც   ისაუბრა გერმანიის გამოცდილებაზე რისკების შეფასებისა და მათი პრევენციის მიმართულებით. დასასრულს მან წარმატება უსურვა ქართველ კოლეგებს და გამოთქვა სურვილი მომავალი მჭიდრო თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ.  

გაიმართა დისკუსია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს: აკადემიკოსებმა: არჩილ ვაშაკიძემ, ალექსანდრე დიდებულიძემ, პროფესორებმა ანზორ მესხიშვილმა და ქეთევან დადიანმა.

მრგვალი მაგიდის მუშაობა შეაჯამა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გივი ჯაფარიძემ.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის გაფართოებული სხდომა

სიახლეები

 

            2018 წლის 26 ივლისს გაიმართა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის გაფართოებული სხდომა, სადაც განხილული იყო ერთი საკითხი: “მეაბრეშუმეობის რეაბილიტაცია-განვითარების პერსპექტივები საქართველოში”. პრეზიდიუმის Abreshumi 26 2018 1სხდომას ესწრებოდნენ აკადემიის წევრები და წევრ-კორესპონდენტები და მოწვეული სტუმრები საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან, ა(ა)იპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრიდან, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და აჭარის აგროსერვის ცენტრიდან; ახმეტის, სიღნაღის, ვანისა და ხონის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრებიდან, იმერეთის რეგიონალური საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრიდან, მეაბრეშუმეობის სახელმწიფო მუზეუმიდან, მეაბრეშუმე სპეციალისტების დიდი ჯგუფი ახმეტიდან, სიღნაღიდან, აჭარიდან, თბილისიდან და სხვა.

            პრეზიდიუმის გაფაერთოებული სხდომა გახსნა და დამსწრე საზოგადოებას შესავალი სიტყვთ მიმართა აკადემიის პრეზიდენტმა, აკად. გურამ ალექსიძემ.

      სხდომაზე ძირითადი მოხსენებებით გამოვიდნენ აკადემიის ეროვნული კოორდინატორი მეაბრეშუმეობის  მიმართულებით, სსმმ აკადემიის Abreshumi 26 2018 2წევრ-კორესპონდენტი გიორგი ნიკოლეიშვილი - “მეაბრეშუმეობის რეაბილიტაცია-განვითარების პერსპექტივები საქართველოში” და BACSA-ს კოორდინატორი საქართველოში, სსმმ აკადემიის აკადემიკოსი ელგუჯა შაფაქიძე - “შავი, კასპიის ზღვებისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნების მეაბრეშუმეობის ასოციაციის (BACSA) როლი საქართველოში მეაბრეშუმეობის რეაბილიტაცია-განვითარების მიმართულებით”.

     სხდომაზე მოხსენებების ირგვლივ და საერთოდ საქართველოში მეაბრეშუმეობის რეაბილიტაციისა და განვითარების პერსპექტივების შესახებ საინტერესო გამოსვლები ჰქონდათ: - ხონის მუნიციპალიტეტის მერს ლადო ჯურხვაძეს, ა(ა)იპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრის დირექტორის მოადგილეს ნოდარ  ხატიაშვილს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამმართველოს უფროსს და სამინისტროს Abreshumi 26 2018 2aმეაბრეშუმეობის კომისიის თავმჯდომარეს ნოდარ ხოხაშვილს, ა(ა)იპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრის მთავარ სპეციალისტებს ნარგიზ ბარამიძეს და ნოდარ სტეფანიშვილს, მეაბრეშუმეებს ახმეტიდან და სიღნაღიდან ნუნუ ნახუცრიშვილს და ლამარა ბეჟაშვილს, აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორს ნინო კუპრავას, აჭარის აგროსერვის ცენტრის დირექტორს გოჩა ბერიძეს, აკადემიის ნამდვილ წევრებს, აკადემიკოსებს ზაურ ფუტკარაძეს და ნოდარ ჭითანავას, აკადემიის ვიცე პრეზიდენტს, აკად. გივი ჯაფარიძეს.

            სხდომაზე გამომსვლელებმა აღნიშნეს, რომ საქართველოს მეაბრეშუმეობაში შექმნილი მდგომარეობა საგანგაშოა. გასული საუკუნის 60-იან წლებში ქვეყანაში  იწარმოებოდა  4,0-4,2 ათასი ტონა ცოცხალი პარკი, 4,5=5,0 ტონა გრენა, 450-500 ტონა ნატურალური აბრეშუმის ხამი ძაფი, 4,5-5,0 მილიონი გრძივი მეტრი ნატურალური აბრეშუმის ქსოვილი და სხვა პროდუქცია. სოფლის მოსახლეობა, მხოლოდ ცოცხალი პარკის რეალიზაციიდან ღებულობდა  16,5-17,5 მილიონ მანეთს, ამასთან, დარგში დასაქმებული იყო 100-120 ათასი ოჯახი,  მრეწველობაში მუშაობდა 5,5-6,0 ათასი კაცი და მეაბრეშუმეობის სამმართველოს სიტემაში _-800 კაცზე მეტი.Abreshumi 26 2018 3a

     XX საუკუნის 60-იანი წლებიდან თუთის დაავადება “ფოთლის სიხუჭუჭის” გამოვლინება_გავრცელების შედეგად  განადგურდა 15 მილიონამდე ძირი ჯიშიანი თუთის მცენარე. ამას დაემატა საბაზრო ეკონომიკის დამკვიდრებასთან დაკავშირებული სიძნელეები  (განსაკუთრებით სრულიად მიუღებელი აღმოჩნდა მაღალჩინოსანთა სუბიექტური  შეხედულებები - თითქოს საბაზრო ეკონომიკის პირობებში მეაბრეშუმეობას განვითარების პერსპექტივა არ ჰქონდა); გარდამავალი ეტაპის სირთულეებმა ხელი შეუწყო სოფლის მეურნეობის ტრადიციულად ჩამოყალიბებული დარგის - მეაბრეშუმეობის ლიკვიდაციას, აქედან გამომდინარე უაღრესად საშიში შედეგებით გაუარესდა ეკოლოგიური გარემო, მკვეთრად შემცირდა მოსახლეობის  შემოსავლები, დაეცა დასაქმების დონე და მასშტაბური ხასიათი მიიღი  მიგრაციამ, სოფლების დაცარიელების პროცესი ღრმავდება.  მეაბრეშუმეობა, როგორც დარგი  თითქმის თავიდან უნდა ჩამოყალიბდეს.

    Abreshumi 26 2018 4jpg მეაბრეშუმეობის რეაბილიტაცია_აღორძინება რეალურად მოითხოვს შესაბამისი ორგანიზაციულ და ეკონომიკურ ღონისძიებათა სისტემის ჩამოყალიბებას და ამ პროცესის დაჩქარებულ განხორციელებას საქართველოს ეკონომიკის განვითარების და ბუნებრივ-საწარმოო პირობებისა და შრომითი ტრადიციების გათვალისწინებით.

        საქართველოს  სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის გაფართოებულ სხდომას საჭიროდ მიაჩნია, რომ აკადემიამ   შესაბამისი სამინისტროების, უწყებების, სხვა ორგანიზაციებისა და დაინტერესებული პირების მონაწილეობით შეადგინოს დარგის განვითარების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამა (2020-2030 წწ), მოაწყოს მისი განხილვა და შესაბამის ორგანოებში დასამტკიცებლად წარდგენა;Abreshumi 26 2018 6a

       პრეზიდიუმის გაფაროებულ სხდომაზე მიღებული იქნა შესაბამისი დეკლარაცია, რომელიც სხდომის მონაწილეთა მოთხოვნის შესაბამისად გაეგზავნება საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ მამუკა ბახტაძეს და პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს.

 

 

 

 

 

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონიძიებების მიმდინარეობას მეცნიერები გაეცნენ

სიახლეები

2018 წლის 23 ივლისს გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მეურნეობის სამინისტროს სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ორ­გა­ნი­ზე­ბით, აზი­უ­რი ფა­რო­სა­ნას საწი­ნა­აღ­მდე­გო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის გაც­ნო­ბის მიზ­ნით, სა­მეგ­რე­ლოს რეგი­ონ­ში მეც­ნი­ე­რე­ბის­თვის ტური მო­ე­წყო. საქართველოს სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მეცნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მი­ი­სა (აკადემიკოსები გ. ალექსიძე, ი. ვასაძე, გ. მარგველაშვილი, ნ. ჩხარტიშვილი, , ვ. ცანავა, თ. რევიშვილი, რ. კოპალიანი, ზ. ჩაქსელიანი, ზ. ცქიტიშვილი, თ.ურუშაძე) და სა­ქარ­თვე­ლოს მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ეროვნული აკა­დე­მი­ის წევ­რებ­მა და­ათ­ვა­ლი­ე­რეს აზი­ურ ფა­რო­სა­ნას­თან ბრძო­ლის საკო­ორ­დი­ნა­ციო შტა­ბი, მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი ტექ­ნი­კა და სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, მო­ის­მი­ნეს დეტალუ­რი ინ­ფორ­მა­ცია შტაბის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბის, მო­ნი­ტო­რინ­გის შე­დე­გე­ბის, გატარე­ბუ­ლი და და­გეგ­მი­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­სა­ხებ; გა­ეც­ნენ აბა­შის მუნიციპალიტეტ­ში არ­სე­ბუ­ლი სა­ყა­ნე ფარ­თო­ბე­ბის ქი­მი­უ­რი და­მუ­შა­ვე­ბის პროცესს.

მეც­ნი­ე­რებ­მა მა­ღა­ლი შე­ფა­სე­ბა მის­ცეს  სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ საქ­მი­ა­ნო­ბას. ხაზ­გას­მით აღი­ნიშ­ნა, რომ შარ­შან­დელ­თან შე­და­რე­ბით, მავ­ნებ­ლის პოპულა­ცი­ის შემ­ცი­რე­ბა სა­ხელ­მწი­ფოს მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და სის­ტე­მუ­რი მიდგომის შე­დე­გია.

მეც­ნი­ე­რებ­თან შეხ­ვედ­რას ეს­წრე­ბო­და გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მეურნეობის მინის­ტრის მო­ად­გი­ლე იური ნო­ზა­ძე, რო­მელ­მაც ხაზი გა­უს­ვა სამეცნიერო წრე­ებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბას და აღნიშნა - “ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და სტიმუ­ლის მომ­ცე­მია სა­კო­ორ­დი­ნა­ციო შტაბ­ში ასე­თი რან­გის მეცნი­ე­რე­ბის სტუმ­რო­ბა. ფა­რო­სა­ნას­თან ბრძო­ლა პირ­და­პირ კავ­შირ­შია მეცნიერებასთან, სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვებთან. შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკადემიას­თან მჭი­დრო ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს. სტუმ­რებს შტა­ბის მუ­შა­ო­ბა დე­ტა­ლუ­რად გა­ვა­ცა­ნით, სრუ­ლი დე­მონ­სტრა­ცია მო­ვახ­დი­ნეთ ჩვე­ნი ყო­ველ­დღი­უ­რი საქ­მი­ა­ნო­ბი­სა, რო­მელ­საც სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო ახორციელებს, ფა­რო­სა­ნას­თან ბრძო­ლა­ში საკ­მა­ოდ კარ­გი შე­დე­გე­ბი გვაქვს. პოპულაცია მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შემ­ცი­რე­ბუ­ლია. მი­ნი­მუ­მამ­დეა დაყ­ვა­ნი­ლი გავრცელების რის­კე­ბი სხვა­დას­ხვა რე­გი­ონ­ში. ვფიქ­რობ, რომ ეს არის სწო­რი და თანმიმ­დევ­რუ­ლი პო­ლი­ტი­კის შე­დე­გი“.

საქართველოს სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მი­ის პრე­ზი­დენ­ტი გუ­რამ ალექ­სი­ძე: - "ის, რაც ქარ­თველ­მა მეც­ნი­ე­რებ­მა და სპე­ცი­ა­ლის­ტე­მა გა­ა­კე­თეს, უდა­ვოდ გა­საკ­ვი­რია. დღეს შე­სა­ნიშ­ნა­ვად წარ­მოგ­ვიდ­გი­ნეს ყვე­ლა­ფე­რი, ყვე­ლა ის ქი­მი­უ­რი და სხვა ღო­ნის­ძი­ე­ბა, რო­მე­ლიც ფა­რო­სა­ნას­თან ბრძო­ლი­სა და მათი რი­ცხობ­რი­ო­ბის შე­სამ­ცი­რებ­ლად აუ­ცი­ლე­ბე­ლია. მათი სტრა­ტე­გია საკ­მა­ოდ კარ­გია და შე­დე­გიც ცალ­სა­ხაა. შე­და­რე­ბაც კი არაა იმას­თან, რაც შარ­შან ამ დროს აქ ხდე­ბო­და.“

შეხ­ვედ­რას ასე­ვე ეს­წრე­ბოდ­ნენ სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს, სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვი­თი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი პი­რე­ბი, სა­მეგ­რე­ლო- ზემო სვა­ნე­თის რწმუ­ნე­ბუ­ლი ლე­ვან შო­ნია და ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს( USAID) სა­ქარ­თვე­ლოს სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო წარ­მო­ე­ბის ეფექ­ტი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნის პრო­ექ­ტის (REAP) წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.

Aziuri parosana Abasha 2018

 


საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმი უკრაინაში

სიახლეები

 

            2018 წლის 2-6 ივლისს უკრაინის დედაქალაქ კიევში ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმი თემაზე: „ევრაზიის ბიომრავალფეროვნება 2018“, მასში 12 ქვეყნის მეცნიერ-მკვლევარები მონაწილეობდნენ. საქართველოდან სიმპოზიუმის მუშაობაში მონაწილეობა მიიღოსაქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსმა, ბათუმის შოთა რუსთაველის J Kievi 2018სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა რეზო ჯაბნიძემ, რომელიც  არჩეული იყო სიმპოზიუმის საორგანიზაციო კომიტეტის წევრად და მრავალწლიანი კულტურების სექციის ხელმძღვანელად. სიმპოზიუმზე სამი სექცია მუშაობდა, სადაც ასამდე მოხსენება წაიკითხეს, რომელიც ევრაზიის ბიომრავალფეროვნებას და მისი დაცვა-შენარჩუნების პრობლემებს ეხებოდა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გლობალური დათბობის, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოების და ამ მხრივ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების ერთობლივი გეგმის შემუშავების საკითხებს. მიღებული იქნა შესაბამისი რეზოლუციაც.

            სიმპოზიუმზე აკადემიკოს რეზო ჯაბნიძის მიერ წაკითხული იქნა, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის,პროფ. მერაბ ხალვაშის წერილი, 2019 წელს ანალოგიური სიმპოზიუმის ბათუმში ჩატარების სურვილისა და მიზანშეწონილობის შესახებ, რასაც სიმპოზიუმის მონაწილეები დიდი ინტერესით შეხვდნენ.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის მხარდაჭერა

სიახლეები

 

2018 წლის 29 ივნისს ჩატარდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის სხდომა, სადაც სხვა საკითხებთან 29 VI 18 1ერთად განიხილეს აკადემიის „სურსათის უვნებლობისა და სასურსათო ტექნოლოგიების“ სამეცნიერო განყოფილების (განყოფილების აკადემიკოს-მდივანი აკად. ზ. ცქიტიშვილი) მიერ წარმოდგენილი საკითხი: „სურსათის მეცნიერებებისა და ნუტრიციოლოგიის საბაკალვრო სწავლებასთან დაკავშირებული პრობლემები და ეროვნულ საკვალიფიკაციო ჩარჩოში განსახორციელებელი ცვლილებების ინიცირება“, მომხსენებელი შპს  გ. ნათაძის სახელობის სანიტარიის,  ჰიგიენის და სამედიცინო ეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, მედიცინის აკადემიური დოქტორი  ქეთევან დადიანი.

29 VI 18 2მომხსენებელმა აღნიშნა, რომ საკითხის წარდგენის მიზანს წარმოადგენს,  სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრებისთვის, როგორც სურსათის უვნებლობის, ადამიანის კვებისა და ზოგადად -სურსათის სფეროთი დაინტერესებული მეცნიერებისთვის, წარედგინათ  სამეცნიერო განყოფილების და ამ დარგში დასაქმებული მეცნიერების ხედვა  საქართველოში ნუტრიციოლოგიის და დიეტოლოგიის დარგში არსებულ გამოწვევებზე, პერსპექტივებზე და უფრო კონკრეტულად კი  ამ სფეროში  უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების ხელმისაწვდომობის საკითხებზე.

დღეისათვის საქართველოში არ არსებობს საბაკალავრო პროგრამა, რომელიც სტუდენტებს მისცემს ცოდნის მიღების შესაძლებლობას ნუტრიციოლოგიისა და სურსათის მეცნიერებების დარგში.

დოქტორ ქეთევან დადიანს სამეცნიერო განყოფილების სახელით შემოაქვს წინადადებით, რომ აკადემიის პრეზიდიუმმა მხარი დაუჭიროს 29 VI 18 3 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება N120/ნ -ის შესაბამისად,  „ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“,  დანართი N4-ით განსაზღვრულ ჩარჩოში ახალი  დარგის/სპეციალობის „ნუტრიციოლოგიის“ დამატების ინიცირების პროცესის დაწყებას და  ასევე  ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოში  „სურსათის მეცნიერების“ , როგორც მიმართულებათშორისი დისციპლინის განსაზღვრას.

აღნიშნულ საკითხზე აზრი გამოთქვეს აკადემიკოსებმა ზ. ცქიტიშვილმა, თ. რევიშვილმა, ი. ვასაძემ, ჯ. გუგუშვილმა, ნ. ქარქაშაძემ, ე. შაფაქიძემ, დოქტ. მანანა გობეჯიშვილმა-ინგლისის ნუტრიციოლოგთა ასოციაციის წევრმა, ინგლისის რეგისტრირებულმა ნუტრიციოლოგმა.

გამომსვლელების წინადადებები და სურვილები შეაჯამა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, აკად. გ. ჯაფარიძემ.

29 VI 18 4საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმმა ერთხმად მხარი დაუჭირა სამეცნიერო განყოფილების წინადადებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება N120/ნ -ის შესაბამისად,  „ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“,  დანართი N4-ით განსაზღვრულ ჩარჩოში ახალი  დარგის/სპეციალობის „ნუტრიციოლოგიის“ დამატების ინიცირების პროცესის დაწყებას და  ასევე  ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოში  „სურსათის მეცნიერების“ , როგორც მიმართულებათშორისი დისციპლინის განსაზღვრას.

აღნიშნული დადგენილება გადაეგზავნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს რეაგირებისათვის.

  1. მრგვალი მაგიდა ეროვნული კოორდინატორების მონაწილეობით
  2. მრგვალი მაგიდა ვეტერინარიის მიმართულების ეროვნულ კოორდინატორებთან
  3. სსმ სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის საქმიანობის ანგარიში
  4. საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია
  5. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე სტუმრად აკადემიაში
  6. კვლევითი ორგანიზაციების ანგარიშების განხილვა
  7. საგრანტო პროექტის შემაჯამებელი ანგარიში
  8. მემორანდუმი საქართველოს პარლამენტის აპარატსა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას შორის
  9. აკადემიის წარმომადგენელი აჭარის აგროსერვის ცენტრის გვარას ექსპერიმენტულ მეურნეობაში
  10. მონაწილეობა საქართველოს პარლამენტში აგრარული კომიტეტის ინიციატივით გამართულ კონსულტაციებში

გვერდი 48 სულ 59

  • 43
  • 44
  • 45
  • 46
  • 47
  • 48
  • 49
  • 50
  • 51
  • 52

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ. (+995 32) 292 13 21; 294 02 14;

ელ-ფოსტა: info.gaas.georgia@gmail.com

©2016- 2026 საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია. ვებდამუშავება და დიზაინი GT-Studio
  • ჩვენს შესახებ
    • აკადემიის მოკლე ისტორია
    • აკადემიის პრეზიდენტები
      • მიხეილ საბაშვილი
      • ვალერიან მეტრეველი
      • ნაპოლეონ ქარქაშაძე
      • შოთა ჭალაგანიძე
      • გურამ ალექსიძე
      • გივი ჯაფარიძე
    • მიზნები და ამოცანები
    • ფინანსური საფუძვლები
    • რეგულაციები
    • ძირითადი მიდგომები
    • საინოვაციო პროექტები
    • სამეცნიერო - ტექნიკური პროგრამები
    • კავშირები ორგანიზაციებთან
  • შემადგენლობა
    • აპარატი
    • სტრუქტურა
    • პრეზიდიუმი
      • დადგენილებები
        • დადგენილებები 2021 წელი
        • დადგენილებები 2020 წელი
        • დადგენილებები 2019 წელი
        • დადგენილებები 2018წელი
        • დადგენილებები 2017 წელი
        • დადგენილებები 2016 წელი
        • დადგენილებები 2015 წელი
        • დადგენილებები 2014 წელი
        • დადგენილებები 2013 წელი
      • დებულებები
    • დეპარტამენტები
    • მეცნიერებათა განყოფილებები
      • აგრონომიის მეცნიერებათა განყოფილება
      • მეცხოველეობის და ვეტერინარიის მეცნიერებათა განყოფილება
      • აგროინჟინერიის მეცნიერებათა განყოფილება
      • გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილება
      • სურსათის უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიის მეცნიერებათა განყოფილება
      • ეკონომიკის მეცნიერებათა განყოფილება
    • სასწავლო ცენტრი
    • გარემოს დაცვისა და აგრობიომრავალფეროვნების საკოორდინაციო ცენტრი
    • გამომცემლობა "აგრო"
    • აჭარის სამეცნიერო-საკოორდინაციო ცენტრი
    • აკადემიის შემადგენლობა
  • განცხადებები
  • სიახლეები
  • ინტელექტუალური რესურსები
    • გამოცემები
      • აკადემიის "მოამბე"
      • აკადემიის "მაცნე"
      • აკადემიის წლიური ანგარიშები
      • რეკომენდაციები
      • მონოგრაფიები და სახელმძღვანელოები
      • აგრარულ-ეკონომიკური მეცნიერება და ტექნოლოგიები
    • მემორანდუმები
      • აკადემიის მემორანდუმები
    • პუბლიკაციები
    • კონფერენციის მასალები
    • კონფერენცია "ქართული ხორბალი" მასალები
    • სარეკომენდაციო წინადადებები
      • რეკომენდაციები 2013
      • ადრინდელი რეკომენდაციები
      • აქტუალური რეკომენდაციები
    • საინოვაციო ბანკი
    • პროექტები
    • არქივი
      • არქივი 2015
      • არქივი 2014
      • არქივი 2013
    • საიტის რუკა
  • გალერეა
    • ფოტოგალერეა
    • ვიდეოგალერეა
  • კონტაქტი
  • info.gaas.georgia@gmail.com