Georgian Academy of Agricultural Sciences
Georgian  Academy of Agricultural Sciences Georgian  Academy of Agricultural Sciences

International Scientific Conference

September 28-30, 2016, Tbilisi, Georgia,

Georgian Academy of Agricultural Sciences

More than sixty years in science and progress

Georgian Academy of Agricultural Sciences

Inovation, Exploration, Development

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის ვიზიტი

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის ვიზიტი საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში

მიმდინარე წლის 21 ივნისს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას საქმიანი ვიზიტით ეწვივნენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ბატონი აპოლონ კაკაბაძე და ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე, ქალბატონი ნათია იორდანიშვილი. შეხვედრა წარიმართა მრგვალი მაგიდის ფორმატში. შეხვედრას ესწრებოდნენ: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე, აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი გურამ ალექსიძე, აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, აკადემიკოსი ანატოლი გიორგაძე, აკადემიის პრეზიდიუმის მრჩეველი აკადემიკოსი ნოდარ ჭითანავა, აკადემიის პრეზიდენტის მრჩეველი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი თამაზ ბაციკაძე, აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, სოფლის მეურნეობის დოქტორი მარინე ბარვენაშვილი, აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ლაშა დოლიძე, აკადემიის მეცხოველეობის და ვეტერინარიის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი თენგიზ ყურაშვილი, აკადემიის აგროინჟინერიის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი რევაზ მახარობლიძე, აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, აკადემიკოსი ჯემალ გუგუშვილი, აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული ახალგაზრდა მეცნიერთა და სპეციალისტთა საბჭოს თავმჯდომარე, სატყეო საქმის დოქტორი გიორგი ქავთარაძე, მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალის დირექტორი, სოფლის მეურნეობის დოქტორი ზვიად ტიგინაშვილი, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის პროფესორი ნატო კობახიძე, ვ. გულისაშვილის სატყეო ინსტიტუტის ტყის დაცვის განყოფილების გამგე, ბიოლოგიის დოქტორი არჩილ სუპატაშვილი და უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ბიოლოგიის დოქტორი მედეა ბურჯანაძე, ასევე აგრარული და გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მიმართულებების მეცნიერ-სპეციალისტები, აკადემიის აპარატის მუშაკები.

მრგვალი მაგიდა გახსნა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გივი ჯაფარიძემ. მოკლე მისალმების შემდეგ ბატონმა გივიმ ფართოდ გააშუქა აკადემიის საქმიანობა, მისი სამომავლო გეგმები. განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მიმართულებით აკადემიაში წარმოებულ საქმიანობაზე. აღინიშნა, რომ ეკოლოგია, ტყე ეს არ არის მარტო დარგის სპეციალისტების საზრუნავი, იგი თითოეული ჩვენთაგანის საფიქრალია. აკადემიის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა აკადემიასა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის საკითხებზე, მის მნიშვნელობაზე, აკადემიის მხრიდან გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მიმართულებით კონკრეტული საქმიანობების მეცნიერულ უზრუნველყოფაზე.

შემდეგ ბატონმა გივის სიტყვა გადასცა გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს, ბატონ აპოლონ კაკაბაძეს. ბატონმა აპოლონმა მადლობა გადაუხადა აკადემიის ხელმძღვანელობას გულთბილი მიღებისათვის. ისაუბრა სატყეო სააგენტოს საქმიანობაზე, ხედვებზე, სტრუქტურაზე, გაწეულ სამუშაოებზე, რის შემდეგაც ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილემ, ქალბატონმა ნათია იორდანიშვილმა დარბაზში მყოფ მსმენელებს წარმოუდგინა პრეზენტაცია თემაზე: „სატყეო რეფორმა და მიდინარე ღონისძიებები“. პრეზენტაციის ფარგლებში განხილული იყო: ტყის ეკოლოგიურად გონივრული, სოციალურად სარგებლიანი და ეკონომიკურად წარმატებული მართვა; სატყეო სააგენტოს განვითარების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა 2023-2028; სოციალური ჭრები და ამ მიმართულებით დადგენილი ლიმიტები. გარდა ამისა საუბარი წარიმართა განხორციელებულ სამუშაოებზეც, როგორიცაა: ტყის ეროვნული აღრიცხვა, ტყის ინვენტარიზაცია და მართვის გეგმის განახლება, რომელიც 2030 წლისათვის სრულად იქნება მოცული, ტყის მოვლა-აღდგენის ღონისძიებები, რომელიც 2023 წელს 3440,2 ჰა ფართობზე განხორციელდება. ქალბატონმა ნათიამ აუდიტორიას მოუთხრო ტყეზე ზრუნვის მოხალისეობრივი პლატფორმის - „ტყის მეგობრის“ შესახებაც, ტყის აღდგენის სამიზნე რეგიონებზე. ხაზი გაუსვა იმას, რომ გათვალისწინებულია 20 000 ჰა ტყის აღდგენა, რასაც დასჭირდება 60 მლნ. გახარებული ხე და 6 მლნ. ნერგი.

პრეზენტაციის დასასრულს გაამართა დისკუსია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს აკადემიკოსებმა: გ. ჯაფარიძემ, ნ. ჭითანავამ, თ. ყურაშვილმა. დაისვა არაერთი შეკითხვა, რომელზეც ნ. იორდანიშვილმა ამომწურავი პასუხები გასცა.

მრგვალი მაგიდა შეაჯამა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გივი ჯაფარიძემ. მან მადლობა გადაუხადა ბატონ ა. კაკაბაძეს და ნ. იორდანიშვილს მობრძანებისათვის და იმედი გამოთქვა, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრები კვლავაც გაგრძელდება, რაც კიდევ უფრო ეფექტურს და პროდუქტიულს გახდის ურთიერთობას საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიასა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის.

სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილების სხდომა

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილების
2019 წლის  28 მარტის სხდომის

დღის წესრიგი

თბილისი                                                            დასაწყისი  12 საათზე

1.       საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ვიცე–პრეზიდენტის, აკადემიკოს გივი ჯაფარიძის ანგარიში 2018 წელს გაწეული სამეცნიერო საქმიანობის შესახებ.

2.       აკადემიის წევრ-კორესპონდენტის, თამაზ თურმანიძის ინფორმაცია   2018 წელს გაწეული სამეცნიერო საქმიანობის შესახებ.

3.       მიმდინარე საკითხები.

Awarding with Certificates of Honor

 On Dec 14, 2016, a meeting of the Scientific Department of Forest Studies was held. The Vice President of GAAS, Academician Givi Japaridze awarded with Certificates of Honor issued by Georgian Academy of Agricultural Sciences, the distinguished researchers and specialists of the field for their exceptionally fruitful work carried out in forestry.

The following persons were awarded with the Certificates of Honor:

  • Academician Revaz Chagelishvili,  Department of Forest Studies, GAAS
  • Dr. Teumuraz Kandelaki – Prof. Agrarian University of Georgia
  • Dr. Prof. Levan Gvazava
  • Merab Dvali – Author of Law on Forest, Forest studies distinguished specialist
  • Dr. Prof. Tamaz Turmanidze, - Cacdemician of GAAS
  • Dr. Prof. Giorgi Gagoshidze – learnd secretary of Forest Studies.
  • Dr. Lasha Dolidze
  • Dr. Merab Machavariani – The Head of Dep, Ministry of Environment and Natural resources Protection.
  • Dr. Zviad Tiginashvili – The Head of Dep. Ministry of Environment and Natural Resources Protection.
  • Tornike Gvazava – Head of Forest Agency, Ministry of Environment and Natural Resources Protection.
  • lasha Moistsrapishvili – Head of Dep. , Ministry of Environment and Natural Resources Rehabilitation and Protection.
  • Dr. Giorgi Kavtaradze – Director, Forest protection Institute, Georgian Agrarian University
  • Dr. Archil Supatashvili -  project director, Georgian Agrarian University
  • Dr. Anzor Meskhishvili
  • Dr. Akaki Panchulize – Tbilisi State University
  • Dr. Asso. Prof. Valeri Mchedlishvili – Georgian Technical University
  • Dr. Nino Lomidze - Georgian Technical University
  • Nugzar Berejiani – Consultant of the head of  Georgian Agency of Forestry.

metkeveebi 1

metkeveebi 2

აგროინჟინერიის სამეცნიერო განყოფილების სხდომა

საქართველოს
სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

აგროინჟინერიის სამეცნიერო განყოფილების 2019 წლის

12  თებერვლის სხდომის

დღის წესრიგი

თბილისი                                                   დასაწყისი 12 საათზე

1.       აკადემიკოს რევაზ მახარობლიძის ანგარიში 2018 წელს ჩატარებული სამეცნიერო მუშაობის შესახებ.

2.       აკადემიკოს ალექსანდრე დიდებულიძის ანგარიში 2018 წელს ჩატარებული სამეცნიერო მუშაობის შესახებ.

3.       საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში აგრარულ სფეროში საუკეთესო ფუნდამენტური, საგანმანათლებლო და გამოყენებითი ხასიათის ნაშრომისათვის 2018 წლის პრემიის მისანიჭებლად, აგროინჟინერიის სამეცნიერო განყოფილებაში საკონკურსოდ შემოსული აკადემიკოს ზაურ ფუტკარაძის, ტექნიკის დოქტორ რომან მარგალიტაძის, ტექნიკის დოქტორ მერაბ მამულაძის – «მანქანა-ტრაქტორთა პარკის ექსპლუატაცია» – სახელმძღვანელოს (შიფრი 0415 - აგროინჟინერია) რეცენზირების  შესახებ.

მომხსენებელიაკადემიკოსი ჯემალ კაციტაძე

 

4.       ფარული კენჭისყრის შედეგები.

5.       მიმდინარე საკითხები.

Academician Revaz Makharoblidze -80

14 maxaroblizeOn August 22, 2016, The Academy celebrated 80 years anniversary of Revaz Makharoblidze, a real member of the GAAS who has also served 55 years as a teacher, professor. The Academy greeted warmly the hero of anniversary, congratulated with the birthday and wished a many year successful and fruitful scientific work, also long and peaceful life and prosperity.

March 2024
MonTueWedThuFriSatSun
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

# 51 Ivane Javakhishvili st, 0102, Tbilisi, Georgia. Tel. (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

Email : conference.gaas@yahoo.com; gaasgeorgia@gmail.com.