გახსენება
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის გამოჩენილი
და ღვაწლმოსილი მეცნიერების გახსენება
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიამ, დაარსებიდან 65 წლის მანძილზე, დიდი და საინტერესო გზა განვლო. იგი არის თვითმართვადი სამეცნიერო დაწესებულება, სრული ავტონომიური უფლებებით და სახელმწიფოს დაფინანსებით, ქვეყანაში აგრარულ მეცნიერებათა პრიორიტეტული მიმართულებების განმსაზღვრელი, სამეცნიერო - კვლევითი სამუშაოების კოორდინატორი, მთავრობის მეცნიერული მრჩეველი აგრარულ საკითხებში.
ქართველმა მეცნიერებმა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრებმა დიდი და წარმატებული სამუშაოები შეასრულეს სასოფლო-სამეურნეო კულტურათა და ცხოველთა ახალი ჯიშებისა და ჰიბრიდების გამოყვანის, სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოვლა-მოყვანის პროგრესული, ზონალური ტექნოლოგიების, ნიადაგის დამუშავების, განოყიერების, ნათესებისა და ნარგაობების მოვლის, თესლთმცოდნეობის, თესლბრუნვების სქემების, აგროქიმიური კარტოგრამების, მიწის კადასტრის შედგენის, ნიადაგის ნაყოფიერების შენარჩუნებისა და აღდგენის სისტემების დამუშავების, სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მავნე ორგანიზმებია წინააღმდეგ ბრძოლის ინტეგრირებული სისტემების დამუშავების, ზონალური პირობების მიხედვით მოდიფიცირებული მანქანათა სისტემებისა და მაღალი სამანქანო ტექნოლოგიების შექმნის, წყლის რესურსების გამოყენებისა და მართვის რეკომენდაციების, კოლხეთის დაბლობის დაშრობისა და სასოფლო-სამეურნეო ათვისების მიკრო - რეგიონული სისტემის, კვების მრეწველობის ახალი, კონკურენტუნარიანი პროდუქციის საწარმოებლად გამიზნული პროგრესული ტექნოლოგიების დამუშავების ხაზით, რამაც საფუძველი დაუდო ჩამოყალიბებულიყო სოფლის მეურნეობის გაძღოლის ერთიანი, მეცნიერულად დასაბუთებული კომპლექსური ტექნიკურ-ტექნოლოგიური და ეკონომიკურ-ორგანიზაციული ზონალური სისტემები.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წარმატებებში უდიდესი წვლილი შეიტანეს გამოჩენილმა მეცნიერებმა, რომლებიც დღეს არ არიან ჩვენს გვერდით, მაგრამ მათი ღვაწლი და დამსახურება არასდროს არ მიეცემა დავიწყებას.
დღეს კიდევ ერთხელ ვიხსენებთ გამოჩენილ და ღვაწლმოსილ მეცნიერებს და პატივს მივაგებთ მათ ხსოვნას.
(სიამაყით მოსაგონარ და პატივმისაგები ღირსეული აკადემიკოსების სიას გთავაზობთ ბმულზე)

2022 წლის 30 მარტს შედგა კომისიის სხდომა, რომელზეც მოხსენებით: „
სხდომა გახსნა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გივი ჯაფარიძემ. მოკლე მისალმების შემდეგ იგი შეეხო ტყის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ თემატურ სხდომაზე დამსწრე საზოგადოების შეკრების მიზანს, ლევან გოცირიძის მონოგრაფიის „ბორჯომის ხეობაში სოციალურ-ეკონომიკური, პოლიტიკური და ეკოლოგიური მდგომარეობა წარსულში და საკურორტო ტყეების არსებული პრობლემების“ განხილვას. აკადემიკოსმა გ. ჯაფარიძემ გაიხსენა ღვაწლმოსილი მეტყევე-მეცნიერის, ბატონ ლ. გოცირიძის დამსახურება ქვეყნისა და ერის წინაშე. განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ლ. გოცირიძის ინიციატივაზე პირველად კავკასიაში ევროპული სტანდარტებით შექმნილიყო ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი და დაცული ტერიტორია. გარდა ამისა აკადემიკოსმა გ. ჯაფარიძემ აღნიშნა ისიც, რომ ლ. გოცირიძემ დიდი ძალისხმევა გამოიჩინა ბორჯომის ხეობაში ტყის მავნებლის ნაძვის „დიდი ლაფნისჭამიის“ წინააღმდეგ განხორციელებულ ბრძოლის ღონისძიებებში, დაზიანებული ნაძვნარი ტყის ეკოსისტემების აღდგენასა და განახლებაში. შემდეგ მან სიტყვა გადასცა ბატონ ლევან გოცირიძის ვაჟს, მეტყევე-მაგისტრს ზვიად გოცირიძეს, რომელმაც დიდი მადლობა გადაუხადა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილებას მოწვევისა და ზემოაღნიშნული ღონისძიების დაგეგმვისათვის. თავის მოხსენებაში ბატონმა ლ. გოცირიძემ დაწვრილებით განიხილა მონოგრაფიაში წარმოდგენილი მნიშვნელოვანი საკითხები, კერძოდ ბორჯომის ხეობის სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური ვითარება ტყის აღდგენასთან დაკავშირებით, ტყეების კვლავწარმოების, გაუტყევებელი ფართობების გაშენების, ტყის მავნებელ-დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები და სხვ. აღინიშნა, რომ განხილული მონოგრაფია წარმოადგენს ერთგვარ გზამკვლევს მეტყევე სპეციალისტებისათვის და ზოგადად ბუნების მოყვარულთათვის. მოხსენების ბოლოს, ბატონმა ზ. გოცირიძემ გაიხსენა ეპიზოდები მამის ბიოგრაფიიდან.