საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის სხდომა

აკადემიკოსი ნიკოლოზ ხომიზურაშვილი - 120

 

           Xomiz 12020 წლის 29 იანვარს ჩატარდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის გაფართოებული სხდომა, სადაც პატივი მიაგეს აკადემიკოს ნიკოლოზ ხომიზურაშვილის ნათელ ხსოვნას.

2020 წელს დაბადებიდან 120 წელი შეუსრულდებოდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ერთ-ერთ დამფუძნებელს, აკადემიის ვიცე-პრეზიდენტს, აკადემიკოსს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტს, მეცნიერების დამსახურებულ მოღვაწეს, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ ნიკოლოზ ხომიზურაშვილს.

პრეზიდიუმის სხდომა გახსნა აკადემიის პრეზიდენტმა აკად. გურამ ალექსიძემ. თავის შესავალ სიტყვაში მან აღნიშნა აკად. . ხომიზურაშვილ დამსახურება ქვეყნის წინაშე, მისი სამეცნიერო, პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობის ძირითადი მომენტები და გაიხსენა ბატონ ნიკოლოზთან მისი ურთიერთობების ზოგიერთი პერიოდები.

აკად. . ხომიზურაშვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე ვრცლად ისაუბრა აკადემიკოსმა ვაჟა კვალიაშვილმა, რომელმაც დეტალურად აღწერა ბატონ . ხომიზურაშვილის განვლილი ცხოვრების გზა. აღინიშნა, რომ . ხომიზურაშვილი დაიბადა 1900 წლის 24 იანვარს, კახეთის ულამაზეს ქალაქ თელავში, 1919 წელს დაამთავრა თელავის ვაჟთა გიმნაზია, ხოლო 1925 წელს პირველი ხარისხის დიპლომით - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრონომიული ფაკულტეტი. გამორჩეული ახალგაზრდა კათედრაზე დატოვეს ასისტენტად და როგორც პერსპექტიული სპეციალისტი მიავლინეს გერმანიაში ცოდნის გაღრმავების მიზნით, სადაც მან 3 წელი დაჰყო და მუშაობდა საუკეთესო სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებსა და სასელექციო სადგურებში. სამეცნიერო-კვლევითი საკითხების გასაცნობად გერმანელი მეცნიერების კეთილი ნებითა და ხარჯებით ნიკოლოზ ხომიზურაშვილი გაეცნო საფრანგეთის, ბელგიის, იტალიის, ჰოლანდიის და დანიის გენეტიკისა და სელექციის სადგურებს. 1928 წლის დამლევს სამშობლოში დაბრუნებამდე მას ხელმძღვანელმა მეცნიერებმა შესთავაზეს გერმანიაში დარჩენა, აგრეთვე სხვადასხვა სამუშაო ადგილი, მაგრამ ვერ დაითანხმეს - ნიკოლოზ ხომიზურაშვილი სამშობლოში დაბრუნდა.

იგი გახლდათ საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის კათედრის გამგე და დეკანი, შემდეგ საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, მუშაობის პერიოდში მისი ინიციატივით ინსტიტუტის ბაზაზე შეიქმნა მებაღეობა-მევენახეობის უნიკალური მუზეუმი, აღწერილი ჰქონდა საქართველოში კულტივირებული ხეხილის ჯიშების სახეობები და მათი კლასიფიკაცია; აკად. . ხომიზურაშვილის კალამს ეკუთვნის მრავალი სამეცნიერო ნაშრომები, მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია საქართველოს ხილის ატლასი, მეხილეობის სახელმძღვანელოები და მეხილეობის“ 2 ტომი. დიდი ღვაწლი მიუძღვის საქართველოს მეხილეობისოთხტომეულის გამოცემაში. მისი ხელმძღვანელობით საქართველოში დაინერგა ნაგალა ხეხილი. იგი საქართველოში სამრეწველო მეხილეობის ერთერთი ფუძემდებელი იყო. საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორად მუშაობის დროს მან დაამუშავა საყვავილე კვირტების ჩასახვა-განვითარების თეორია, შეისწავლა და იკვლევდა ხეხილის ზოგიერთი ჯიშის ციტოემბრიოლოგიას და ციტოგენეტიკის საკითხებს. ინსტიტუტის ბაზაზე შექმნა უნიკალური სამეცნიერო მუზეუმი. მის მიერაა აღწერილი ლეღვის ახალი სახეობები და მათი კლასიფიკაცია.

Xomiz 2

მომხსენებელმა გაიხსენა აგრეთვე, თუ როგორი წინააღმდეგობა გაუწია 1961 წელს აკად. . ხომიზურაშვილმა ნიკიტა ხრუშჩოვის წინადადებას, რომ კახეთში ვაზი გაეჩეხათ და მინდვრის დედოფალი” - სიმინდი დაეთესათ. მან დაარწმუნა ქვეყნის მაშინდელი ხელმძღვანელობა, რომ მისი წინადადება მცდარია და საქართველოში ვაზის გაჩეხვა და მევენახეობის განადგურება თავიდან იქნა აცილებული. მაგრამ ბატონი ნიკოლოზის სიჯიუტეს შეეწირა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია - რამდენიმე თვის შემდეგ, კრემლის მითითებით, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია, რომლის ვიცე-პრეზიდენტი აკად. . ხომიზურაშვილი იყო, გაუქმდა. მან კი სიმწრით ჩაიცინა და თქვა ცხენს ვერაფერი დააკლეს და უნაგირს დაუწყეს მტვრევაო“.

აკად. . ხომიზურაშვილი დაჯილდოებული იყო მრავალი ორდენებით და მედლებით, საერთაშორისო გამოფენების საპატიო მედლებით, ხოლო 1966 წელს ბატონ ნიკოლოზის უმწიკვლო მეცნიერული, პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობა ღირსეულად დააფასა ქვეყნის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა და ნიკოლოზ ხომიზურაშვილს შრომის გმირის საპატიო წოდება მიენიჭა.

          პროფესორი . ხომიზურაშვილი გარდაიცვალა 1971 წელს. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

მოგონებებით აკად. . ხომიზურაშვილის მოღვაწეობის შესახებ პრეზიდიუმის სხდომაზე გამოვიდნენ აკადემიკოსები ნოდარ ჩხარტიშვილი და იუზა ვასაძე, ბატონ ნიკოლოზის შვილიშვილი ზურაბ ჭიპაშვილი.

        დღეს, საქართველოს და არა მარტო საქართველოს, არამედ მსოფლიოს ყველა აგრარიკოსი მეცნიერი, რომლებიც იცნობდნენ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოს ნიკოლოზ ხომიზურაშვილს და ისინიც, რომლებიც მას გადმოცემით ან სამეცნიერო შრომებიდან იცნობენ, უდიდეს პატივს მიაგებენ ამ პატრიოტი ადამიანის ნათელ ხსოვნას.

„Euraxess - საქართველოს“ ფართო შესაძლებლობები

საინფორმაციო შეხვედრა   შოთა რუსთაველის  საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდში

 

Rust Fondi 2020

        2020 წლის 10 იანვარს,  შოთა რუსთაველის  საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდში „Euraxess - საქართველოს“  პროექტის ფარგლებში გაიმართა სამუშაო   შეხვედრარუსთაველის ფონდი  იწყებს ევროკავშირის  კვლევებისა და ინოვაციების ორგანიზაცია   EURAXESS-ის სერვისების განვითარებას, ტრენინგებს  პარტნიორი უნივერსიტეტებისა და  სამეცნიერო-კვლევითი ცენტრების წარმომადგენლების მონაწილეობით. აღნიშნულ შეხვედრაში საქართველოს სოფლის მეურნეობოს მეცნიერებათა აკადემიიდან მონაწილეობდნენ პრეზიდენტის მოადგილე დოქტორი ანატოლი გიორგაძე და აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების სწავლული მდივანი დოქტორი რევაზ ლოლიშვილი.

      რუსთაველის სამეცნიერო  ფონდის გენერალურმა  დირექტორმა, ზვიად გაბისონიამ  ისაუბრა  EURAXESS-  საქართველოს  ფართო შესაძლებლობებზე, პროექტის მიმდინარეობაზეაღნიშნა, რომ  ვებგვერდი  ქართულ და ინგლისურ  ენებზე იქნება;  ხოლო სახელმძღვანელო ინფორმაცია აფხაზურ ენაზეც.  ჩატარდება ტრენინგები ტრენერებისათვის, რომლებიც შემდეგ თვითონ ჩაატარებენ ტრენინგებს პლატფორმის გამოყენების თაობაზე,   რუსთაველის ფონდის გეგმებზე საერთაშორისო პროექტებში. აღნიშნული ღონისძიებები მიმართულია კონკურსებში  ქართველი მეცნიერების წარმატების ინდექსის ასამაღლებლად.

       რუსთაველის ფონდის  გენერალური დირექტორის  მოადგილემ ნინო გაჩეჩილაძემ  წარადგინა პრეზენტაცია EURAXESS-  საქართველო, ისაუბრა პროექტის  Eusraxess Georgia Network Startup (EuGeNeS) შესახებ, EURAXESS-  -ის მნიშვნელობასა და  მიზნებზე, პორტალის  EURAXESS-  Georgia- შექმნასა და მის  შესაძლებლობებზე, საკომუნიკაციო სტრატეგიაზე, მოსალოდნელ შედეგებზე.

     ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო  EURAXESS - საქართველოს ფარგლებში განსახორციელებელი აქტივობები, ამასთანავე EURAXESS-ის პორტალის თემაზე დაგეგმილი ტრენინგების შინააარსი და განრიგი.

     შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, რომელშიც მონაწილეობდენ რუსთაველის სამეცნიერო ფონდის სამეცნიერო დეპარტამენტის  წარმომადგენლები ლანა დავითულიანი და სალომე შარაშენიძე.

      უახლოეს პერიოდში საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ერთ-ერთი თანამშრომელი გაივლის შესაბამის ტრენინგს, რომლის შემდგომაც მოხდება აკადემიის  როგორც სამეცნიერო ორგანიზაციის რეგისტრაცია ევროკავშირის  კვლევებისა და ინოვაციების ორგანიზაცია   EURAXESS-ის ქსელში და ამავე ქსელში მოხდება აკადემიის მეცნიერთა ინდივიდუალური დარეგისტრირება. ყოველივე ეს კი გაზრდის აკადემიისა და ცალკეული მეცნიერების საერთაშორისო პროექტებში  ჩართვის შესაძლებლობებს.

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2019 წლის შემაჯამებელი ღონისძიება

2019 წლის 24 დეკემბერს ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში გაიმართა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2019 წლის შემაჯამებელი ღონისძიება. ღონისძიებას სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული და საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიების, საქართველოს სამეცნიერო საზოგადოებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები, მათ შორის ახალგაზრდა მეცნიერები.

შეხვედრა გახსნა შ. რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა ზვიად გაბისონიამ. შემაჯამებელ ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას მიესალმენ და ქვეყანის განვითარებაში მეცნიერების უდიდეს როლზე და ამ კუთხით შ. რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დამსახურებაზე ისაუბრეს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ გენადი მარგველაშვილმა, ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.

შეხვედრაზე შ. რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა ზ. გაბისონიამ გააკეთა ძირითადი მოხსენება ფონდის 2019 წლის საქმიანობის შეჯამებისა და 2020 წლის გეგმების შესახებ.

ძირითადი მოხსენების შემდეგ შეხვედრები გაგრძელდა სამ პანელში: პირველი პანელი - „სამეცნიერო კვლევების განვითარება“, მე-2 პანელი - „მეცნიერების პოპულარიზაცია“ და მე-3 პანელი - „მეცნიერების ინტერნაციონალიზაცია“.

პირველი პანელის მუშაობაში მონაწილეობდნენ შ. რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი ზ. გაბისონია, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი, ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიური დეპერტამენტის უფროსი, აკადემიკოსი ელგუჯა შაფაქიძე, ახალგაზრდა მეცნიერი, ფონდის გრანტიორი.

აკად. ე. შაფაქიძემ ისაუბრა აკადემიაში მიმდინარე სამეცნიერო საქმიანობაზე, ამ მიმართულებით აკადემიის პერსპექტიულ გეგმებზე, აგრეთვე აკადემიის მონაწილეობაზე ფონდის მიერ გამოცხადებულ საგრანტო პროექტების კონკურსებში. აღინიშნა, რომ აკადემიის მიერ ჩატარებულ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციების დაფინანსება 2013 წლიდან 2019 წლის ჩათვლით განახორციელა შ. რუსთაველის საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა, რისთვისაც აკადემია მას დიდ მადლობას უხდის. აღინიშნა აგრეთვე, რომ 2020 წლის სექტემბერში ევროპის სოფლის მეურნეობის, სურსათისა და ბუნებათსარგებლობის აკადემიების კავშირის (რომლის წევრი 2014 წლიდან არის საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია) გენერალური ასამბლეა გაიმართება საქართველოში, ქ. თბილისში, კერძოდ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში და იმავდროულად კავშირის ეგიდით ჩატარდება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: „სოფლის მეურნეობის მექანიზაცია და ტექნოლოგიები ევროპის ქვეყნებში და პერსპექტივები“. აკად. ე. შაფაქიძემ დამსწრე საზოგადოებას მოახსენა, რომ ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების ჩასატარებლად აკადემია უკვე ემზადება და იმედს გამოთქვამს, რომ ქვეყნის შესაბამისი სტრუქტურები ქმედით დახმარებას გაუწევენ აკადემიას, რათა ზემოთ აღნიშნული ფორუმი წარმატებით განხორციელდეს.

ფონდის შემაჯამებელ ღონისძიებაში საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიიდან აკად. ე. შაფაქიძესთან ერთად მონაწილეობა მიიღეს აკადემიკოსმა ჯემალ კაციტაძე, აკადემიის სტიპენდიატებმა გიორგი ქუთელიამ და ეკატერინე კაციტაძემ.

 Rustavelis Fondi

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2019 წლის შემაჯამებელი ღონისძიების პირველი პანელის მონაწილეები.

მარცხნიდან: აკადემიკოსი ელგუჯა შაფაქიძე, შ. რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი ზვიად გაბისონია, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი, ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე.

აგრარული ინოვაციების კომისიის სხდომა

         2019 წლის 18 დეკემბერს ჩატარდა აგრარული ინოვაციების კომისიის სხდომა, რომელზეც მოხსენებით: „ეკონომიკური კლასტერების ფორმირება-განვითარების პირობები და შესაძლებლობები საქართველოში“ წარსდგნენ ა(ა)იპ „საქართველოს კლასტერების ეროვნული პლატფორმის“ წარმომადგენლები ნოდარ ძიძიკაშვილი და  კობა კიკაბიძე. აღინიშნა, რომ საქართველოში დღემდე შექმნილია  რამდენიმე სტრატეგიული დოკუმენტი და განხილვის პროცესშია „საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სტრატეგია 2021- 2027“, მაგრამ ამ დოკუმენტებში არაა გათვალისწინებული ის შესაძლებლობები, რომელსაც იძლევა ბიზნესის ახალი ორგანიზაციული ფორმები  - კლასტერები,  აგრო-ლოგისტიკური ჰაბები, ტექნოლოგიური პლატფორმები და ა.შ.  გლობალიზაცია ვრცელდება წარმოების ყველა დარგზე, რაზეც მეტყველებს საერთაშორისო ბიზნესის წარმართვის ქსელი. საწარმოო ჯაჭვებში შეიძლებოდა ჩართულიყვნენ ქართველი მწარმოებლებიც, რაც მნიშვნელოვნად დააჩქარებდა  თანამედროვე ტექნოლოგიების და  ბიზნესის მართვის მეთოდების  ათვისებას. კლასტერები ხელს უწყობენ დასაქმებას, მწარმოებლურობის ზრდას, ცოდნისა და ტექნოლოგიების ტრანსფერს. მაგრამ საქართველოში კლასტერების ფორმირება-განვითარებისთვის არ არსებობს არც საკანონმდებლო ბაზა და არც კლასტერული განვითარების პოლიტიკური დოკუმენტი, ამიტომ, მათი განვითარება ხდება „ქვემოდან-ზემოთ“, ხელისუფლების ჩარევის გარეშე და მთავარ ინიციატორებად გვევლინებიან არასამთავრობო ორგანიზაციები და ბიზნესი, თანაც ზოგჯერ, ბიზნესმენებმა არც კი იციან, რომ კლასტერული მეთოდებით მუშაობენ და კლასტერული სტრუქტურის წევრები არიან.
        წარმოდგენილი იყო კლასტერების ნიმუშები ბოლნისის მუნიციპალიტეტის მაგალითზე. აქცენტი გაკეთებულია ღვინის, ეთერზეთების, ლოგისტიკური და ინტეგრირებულ კლასტერებზე.  „საქართველოს კლასტერების ეროვნული პლატფორმამ“ 2018 წელს ევროპის კლასტერების კოლაბორაციულ პლატფორმაზე დაარეგისტრირა ორი  - ტურიზმისა და ტუბერკულიოზის სამკურნალო - კლასტერი, რომლებსაც მიენიჭათ ბრინჯაოს სერთიფიკატები და ისინი დაფიქსირდნენ ევროპული კლასტერების რუკაზე.

 

თანამშომლობა სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტებთან

2019 წლის 18 დეკემბერს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიასა და რაფიელ დვალის მანქანათა მექანიკის ინსტიტუტს შორის. მემორანდუმს აკადემიის მხრიდან ხელი მოაწერა აკადემიის პრეზიდენტმა აკად. გურამ ალექსიძემ, ხოლო ინსტიტუტის მხრიდან ინსტიტუტის დირექტორმა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსმა თამაზ ნატრიაშვილმა.

მემორანდუმის საგანია მხარეებს შორის ურთიერთგაგებისa და პატივისცემის პრინციპებზე დაფუძნებული თანამშრომლობა, რათა მხარეებმა თავიანთი ფუნქციებისა და კომპეტენციის ფარგლებში ეთობლივად იმუშაონ ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი სამეცნიერო ინოვაციების და ტექნოლოგიების კომერციალიზაციის სხვადასხვა გზების მოძიებაზე, მ.შ. საერთაშორისო მასშტაბით.

მემორანდუმის ამოცანებია ერთობლივი სამუშაო ჯგუფების ჩამოყალიბება, სამეცნიერო-კვლევითი და საპროექტო სამუშაოების კოორდინაცია და ინფორმაციის გაცვლა; ერთობლივი სემინარების, სიმპოზიუმებისა და კონფერენციების მხარდაჭერა და ჩატარება; დამუშავებული მანქანებისა და მოწყობილობების გამოცდებში ურთიერთდახმარება და კონსულტაციების გაწევა და სხვა აქტივობების განხორციელება.

მემორანდუმი ძალაშია 5 წლის ვადით, ამავე დროს ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე მასში შეიძლება შეტანილი იქნეს ცვლილებები და დამატებები.

მემორანდუმზე ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდნენ აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემიის კიბერნეტიკის ინსტიტუტის დირექტორი, აკადემიკოსი ტელმან აბას ალიევი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, დოქტ. ა. გიორგაძე და აკად. ა. დიდებულიძე.

Memorand XII 2019 1

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელს აწერენ აკად. გურამ ალექსიძე და აკად. თამაზ ნატრიაშვილი. ხელის მოწერას ესწრებიან დოქტ. ა. გიორგაძე, აკად. ტელმან აბას ალიევი და აკად. ა. დიდებულიძე.

Memorand XII 2019 2

მარცხნიდან - აკად. გურამ ალექსიძე და აკად. თამაზ ნატრიაშვილი მემორანდუმზე ხელის მოწერის შემდეგ.

მაღალი დონის საერთაშორისო შეხვედრა ევროპის აკადემიების კავშირში

          2019 წლის 6-7 დეკემბერს, ჩეხეთის რესპუბლიკის დედაქალაქ პრაღაში ჩეხეთის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში ჩატარდა ევროპის სოფლის მეურნეობის, სურსათისა და ბუნებათსარგებლობის აკადემიების კავშირის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა.

            აკადემიების კავშირის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომას ესწრებოდნენ ევროპის სოფლის მეურნეობის, სურსათისა და ბუნებათსარგებლობის აკადემიების კავშირის პრეზიდენტები და აკადემიების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეები.

            სხდომაზე განხილული იქნა ევროპის აკადემიების კავშირის საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები, კერძოდ კი მომავალ წელს ჩასატარებელი გენერალური ასამბლეისა და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის „სოფლის მეურნეობის მექანიზაცია და ტექნოლოგიები ევროპის ქვეყნებში და პერსპექტივები“ ორგანიზაციული საკითხები. სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაზე გადაწყდა, რომ ეს ღონისძიება ჩატარდება 2020 წლის 24-27 სექტემბერს საქართველოში, ქ. თბილისში და მას უმანსპინძლებს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია.    
         სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის დღის წესრიგის ამ  საკითხზე ინფორმაცია გააკეთა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, აკად. გურამ ალექსიძემ.

            სხდომაზე აგრეთვე გადაწყდა, რომ ევროპის აკადემიების კავშირის სამეთვალყურეო საბჭოს წევრების მორიგი შეხვედრა ჩატარდება 2020 წლის მაისში, ბელგიაში, ქ. ბრიუსელში, სადაც დაგეგმილია ევროპის აკადემიების კავშირის წევრებთან აგრარული მიმართულების სწავლებისა და განათლების მდგომარეობისა და ამ მიმართულებით თანამედროვე ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის საკითხების განხილვა. ბრიუსელში აგრეთვე მოისმენენ აკად. გურამ ალექსიძის ინფორმაციას 2020 წლის სექტემბერში აკადემიების კავშირის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციისთვის საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მზადყოფნის შესახებ.

            აკადემიების კავშირის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომას ესწრებოდნენ ევროპის სოფლის მეურნეობის, სურსათისა და ბუნებათსარგებლობის აკადემიების კავშირის პრეზიდენტები და აკადემიების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეები.

 G Al Chexeti XII 2019

ევროპის სოფლის მეურნეობის, სურსათისა და ბუნებათსარგებლობის აკადემიების კავშირის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის მონაწილეთა ერთი ჯგუფი.

მარცხნიდან: პროფ. ვილემ პოდჟარსკი (ჩეხეთი), პროფ. რივზა ბაიბა (ლატვია), აკად. გურამ ალექსიძე (საქართველო), ევროპის სოფლის მეურნეობის, სურსათისა და ბუნებათსარგებლობის აკადემიების კავშირის პრეზიდენტი პროფ. ანტონიო მიელე სტანსა (იტალია), პროფ. ქრისტინა ნიბლაუ (შვედეთი), პროფ. მიშელ ტიბიერი (საფრანგეთი), დოქტ. იან ნედელნიკი (ჩეხეთი)

(ჩეხეთი, ქ. პრაღა, 7 დეკემბერი, 2019 წელი).

 

 

სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია აკადემიაში

2019 წლის 5 დეკემბერს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა ნიადაგების დაცვის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია თემაზე: _ “საქართველოს ნიადაგები მსოფლიო ნიადაგების ჭრილში”;

კონფერენციის ორგანიზატორები: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აგრონომიის სამეცნიერო განყოფილება და აკადემიის აკადემიური დეპარტამენტი.

Niadagebi 2019 1

კონფერენცია შესავალი სიტყვით გახსნა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გივი ჯაფარიძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ 5 დეკემბერი ნიადაგის დაცვის საერთაშორისო დღეა. ეს დღე 2013 წლის შემდეგ, გაეროს 68- გენერალურ ასამბლეაზე მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ აღინიშნება.

Niadagebi 2019 2აკად. გ. ჯაფარიძემა აღინიშნა, რომ გაეროს ინფორმაციით, დედამიწის ნიადაგის მესამედი უკვე დეგრადირებულია. „ნიადაგის დაბინძურება შეიძლება უხილავია, მაგრამ ის ყველას აზიანებს. 2050 წლისთვის პლანეტის მოსახლეობის რაოდენობამ შესაძლოა 9 მილიარდს მიაღწიოს. მოსახლეობის ზრდის პირობებში, ნიადაგი სულ უფრო ბინძურდება. ეს აისახება საკვებზე, რომელსაც მივირთმევთ, წყალზე, რომელსაც ვსვამთ და ჰაერზე, რომელსაც ვსუნთქავთ-წერია გაეროს ვებ-გვერდზე. ნიადაგის დაცვის საერთაშორისო დღეს ტარდება სხვადასხვა კამპანია, რომელთა მიზანიც ნიადაგის დაცვის შესახებ ცნობიერების ამაღლებაააკადემიაში მიმდინარე კონფერენციაც ამ სულისკვეთებით ტარდება.

კონფერენციაზე საინტერესო მოხსენებები გააკეთეს აკადემიის აგრონომიის სამეცნიეროNiadagebi 2019 3 განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა, აკად. გოგოლა მარგველაშვილმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, პროფ. სოლომონ პავლიაშვილმა, ამავე სამინისტროს მიწის რესურსების დაცვის სამმართველოს უფროსმა ნინი ჩიქოვანმა, აკადემიის ნამდვილმა წევრებმა, აკადემიკოსებმა თენგიზ ყურაშვილმა და გიორგი გაგშიძემ, აკადემიის განყოფილებების სწავლულმა მდივანმა, დოქტ. რევაზ ლოლიშვილმა და სხვებმა.

კონფერენციის მუშაობა შეაჯამა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გივი ჯაფარიძემ, რომელმაც კონფერენციის მონაწილე მეცნიერებს გადასცა კონფერენციაში მონაწილეობის სერთიფიკატები.

Niadagebi 2019 4

აკადემიის მონაწილეობა საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების 2021-2027 წლების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმების განხილვაში.

       მიმდინარე  წლის  29  ნოემბერს  სასტუმრო  Holiday  Inn-ში   გაიმართა  საქართველოს  გარემოს  დაცვისა  და  სოფლის  მეურნეობის  სამინისტროს,  გაეროს  განვითარების  პროგრამის  (UNDP)  და  სურსათისა და სოფლის მეურნეობის  

ორგანიზაციის  (FAO)  მხარდაჭერით გარემოს დაცვისა და  სოფლის მეურნეობისსამინისტროს უწყებების  /სტრუქტურული ერთეულების  და  სხვა შესაბამისი სახელმწიფო უწყებების ჩართულობით  მომზადებული  საქართველოს  სოფლის მეურნეობისა  და  სოფლის  განვითარების  2021-2027  წლების  სტრატეგიისა  და  2021-2023  წლების  სამოქმედო  გეგმების  განხილვისათვის  შემაჯამებელი  შეხვედრა.

     ზემოთაღნიშნული დოკუმენტების შემაჯამებელ განხილვას საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიიდან ესწრებოდნენ აკადემიკოსები ნოდარ ჭითანავა და ზურაბ ცქიტიშვილი, რომელთაც გარკვეული წინადადებები ჰქონდათ სტატეგიის მიმართ.

        შეხვედრა გახსნა და მონაწილეებს მიესალმა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი;

Chitanava Xzanishviliდამსწრე საზოგადოებას საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმა წარუდგინა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პოლიტიკისა და ანალიტიკის დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის

ხელმძღვანელმა ეკატერინე ზვიადაძემ.

          საკითხის განხილვაში აქტიურად მონაწილეობდნენ აკადემიკოსები ნ. ჭითანავა და ზ. ცქიტიშვილი.

        ბატონმა ნოდარ ჭითანავამ დამსწრე საზოგადოებას გააცნო ყველა ის წინადადება, რომელიც მომზადებული იყო აკადემიაში და რომლის განიხილვაც მოხდა აკადემიის პრეზიდიუმზე.

აღინიშნა, რომ ამჟამადაც ქვეყნის განვითარების უალტერნატივო პრიორიტეტია მიწის რესურსების რაციონალური გამოყენება. მიწის რესურსებს - ეროვნული სიმდიდრის უმნიშვნელოვანეს ნაწილს - ქვეყანაში სათანადო ყურადღება უნდა დაეთმოს და იგი პროექტშიც გაანალიზებული უნდა იქნეს მიწის რესურსების გამოყენების თანამედროვე მდგომარეობის შესაბამისად.

პოზიტიურია ამას წინათ სასოფლო-სამეურნეო მიწის შესახებ პარლამენტის მიერ მიღებული კანონი, რომელიც ქმნის ხელსაყრელ გარემოს მიწის რესურსების რაციონალურად გამოყენებისათვის. აუცილებელია დადგინდეს მიწის რესურსების არა მხოლოდ რაოდენობრივი მახასიათებლები, არამედ ნიადაგის თვისებრივი მონაცემებიც. ამრიგად, მიწის რესურსების გამოყენების არსებული მდგომარეობა უნდა იყოს ამოსავალი სოფლის მეურნეობის განვითარების ახალი სტრატეგიის განსაზღვრისათვის.

მიწის რესურსების არსებული პოტენციალის გათვალისწინებით საჭიროა Chitanava Xzanishvili 2მიახლოებით მაინც დადგინდეს სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი და სტრუქტურა, უნდა დაისახოს სასურსათო უსაფრთხოების (უზრუნველყოფის) სტრატეგიული მიზანი.

სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების მომავალი სტრატეგიის განსაზღვრაში მიზანშეწონილია ქვეყნის ყველა დაინტერესებულმა სახელმწიფო, სამეცნიერო, არასამთავრობო და საერთაშორისო სტრუქტურებმა მიიღოს მონაწილეობა და ეროვნული ეკონომიკის განვითარების სტრატეგიული ინტერესების გათვალისწინებით მომზადებული პროექტი განსახილველად წარედგინოს მთავრობას.

დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს აგრეთვე სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, რომელთაც გამოთქვეს საქმიანი წინადადებები 2021-2023 წლების სამოქმედო გემის წარმატებით განხორციელებისათვის.

  1. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის დარგობრივი ეროვნული კოორდინატორები (2019 წელი)
  2. მეცნიერების მსოფლიო დღე
  3. აგრარული ინოვაციების კომისიის 2019 წლის 23 ოქტომბრის სხდომა
  4. ინფორმაცია საქართველოში სამხრეთ კორეის რესპუბლიკის ელჩთან კიმ სე ვუნგთან შეხვედრის შესახებ
  5. აგრარული ინოვაციების კომისიის სხდომა
  6. საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია
  7. აკადემიკოსი ალქსანდრე დიდებულიძე - 75
  8. თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობა - საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სტუმრები
  9. სამეცნიერო კონფერენცია სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილებაში.
  10. აკადემიკოსი გოგოლა (გულიკო) მარგველაშვილი - 80

ქვეკატეგორიები

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : info.gaas.georgia@gmail.com