საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

შეხვედრა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში.

2020 წლის 22 მაისს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელმძღვანელობა შეხვდა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ და საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიების მეცნიერებს.

S M Ministriსამინისტროდან შეხვედრას ესწრებოდნენ მინისტრი ლევან დავითაშვილი, მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, მინისტრის მოადგილეები ხატია წილოსანი და სოლომონ პავლიაშვილი, დეპარტამენტის ხელმძღვანელები ეკატერინე ზვიადაძე და თენგიზ კალანდაძე, სამმართველოს უფროსი ნოდარ ხოხაშვილი, პრეზიდენტის მრჩეველი ომარ კაჭარავა, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორის მოადგილე ნოდარ ხატიაშვილი.

            საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიიდან შეხვედრასKvesitadze ესწრებოდნენ აკადემიის პეზიდენტი აკად. გიორგი კვესიტაძე, აკადემიის აკადემიკოს-მდივანი, აკად. რამაზ ხუროძე, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს-მდივანი ოთარ ნათიშვილი, აკადემიის წევრ-კორესპონდენტი ალექსანდრე დიდებულიძე.

          G Aleksidze  საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიიდან შეხვედრას ესწრებოდნენ აკადემიის პრეზიდენტი აკად. გურამ ალექსიძე, აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი აკად. გივი ჯაფარიძე, აკადემიური დეპარტამენტის უფროსი აკად. ელგუჯა შაფაქიძე, აკადემიის პრეზიდიუმის მრჩეველი აკად. ნოდარ ჭითანავა, სურსათის უვნებლობისა და სასურსათო ტექნოლოგიების სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს-მდივანი ზურაბ ცქიტიშვილი, პრეზიდენტის მოადგილე, დოქტ. ანატოლი გიორგაძე.

            შეხვედრის ძირითადი მიზანი იყო ქვეყანაში კორონავირუსის COVID-19 პანდემიისა და პანდემიის შემდგომ პერიოდში სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ძირითად სტრატეგიულ ღონისძიებებსა და მიმართულებებში მეცნიერების როლის მნიშვნელობა და მათ მიერ აღნიშნული პრობლემების გადაწყვეტისათვის შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადების მიმდინარეობა.

            შეხვედრა შესავალი სიტყვით გახსნა მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას გააცნო საქართველოს პრემიერ მინისტრის გიორგი გახარიას და საერთოდ მთავრობის პოზიცია        კორონავირუსის პანდემიის პირობებში სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიული გეგმებისა და ამ მიმართულებით მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ. აღინიშნა აგრეთვე პანდემიის პირობებში და შემდგომ წლებში სამინისტროს მიერ განხორციელებული და განსახორციელებელი პრაქტიკული წინადადებების შესრულების მდგომარეობა და სამინისტროს საქმიანობის მიმდინარეობა.

            დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა აკად. გ. ალექსიძემ, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა აკად. გ. კვესიტაძემ, აკად. რ. ხუროძემ, სსმმ აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა აკად. გ. ჯაფარიძემ, სსმმ აკადემიის აკადემიკოსებმა ნ. ჭითანავამ და ზ. ცქიტიშვილმა, აკადემიის წ/კ ა. დიდებულიძემ. გამომსვლელებმა აღნიშნეს, რომ COVID-19 უნდა ობიექტურად შეფასდეს და გამოინახოს გზები მის დასაძლევად, დამუშავდეს სტრატეგია სიტუაციიდან გარღვევის მიმართულებით, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და სამეცნიერო კვლევებით მიღებული შედეგების განზოგადოებითა და დანერგვით. ცნობად იქნეს მიღებული, რომ მოწონებულია სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების შესახებ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრების წინადადებები (რეკომენდაციები) კორონავირუსის COVID-19 პანდემიისა და შემდგომი პერიოდისათვის სოფლის მეურნეობის მართვის ძირითადი მიმართულებებისათვის პრაქტიკული ნაბიჯების კუთხით და სოფლის მეურნეობის ცალკეული დარგების განვითარებისათვის შესაბამისი რეკომენდაციების დანერგვით ანტიკრიზისული გეგმის განხორციელება

შეხვედრის შედეგები შეაჯამა მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, რომელმაც ხაზი გაუსვა მეცნიერებთან შეხვედრის მნიშვნელობას და მათ მზადყოფნას კორონავირუსის COVID-19 პანდემიასთნ ბრძოლისათვის ნებისმიერ პოზოციაზე.

            შეხვერის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ მომავალშიც სამინისტრო და მეცნიერებათა აკადემიები და მათი წევრები ერთობლივი თანამშრომლობით აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ სოფლის მეურნეობის სხვადასხვა მიმართულებებში კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული პრობლემების გადაჭრასა და კორონავირუსის საბოლოო დამარცხებისათვის.

           

ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღე

2000 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 22 მაისი ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღედ გამოაცხადა.

Biomravalferovneba 1მიზანი გახლდათ - ბიომრავალფეროვნების საკითხების ცოდნის გაღრმავება და ამ მიმართულებით ადამიანთა ცნობიერების გაზრდა. ასამბლეამ მოუწოდა სახელმწიფოებს, რომლებიც არ მონაწილეობდნენ კონვენციაში, ბიოლოგიურ მრავალფეროვნებაზე დაუყოვნებლივ გამხდარიყვნენ მისი მომხრეები, ხოლო სახელმწიფოებს, რომლებიც კონვენციის მომხრეები არიან, რაც შეიძლება მალე მოეწერათ ხელი და რატიფიცირება მოეხდინათ კარტახენის ოქმისათვის ბიოუსაფრთხოების შესახებ.  

ბიომრავალფეროვნება აღწერს სიცოცხლის მრავალფეროვნებას ჩვენს პლანეტაზე. იგი მოიცავს დედამიწაზე არსებულ ცხოველთა და მცენარეთა 8 მლნ. სახეობას, მათ შორის არსებულ გენეტიკურ მრავალფეროვნებას და იმ ეკოსისტემებს,   რომლებშიც ისინი ბინადრობენ.

ბიომრავალფეროვნება რთული, ერთმანეთზე დამოკიდებული სისტემაა, რომელშიც თითოეული წევრი მნიშვნელოვან როლს თამაშობს, ქმნის და შეაქვს ზოგჯერ თვალით უხილავი წვლილი. მრავალფეროვანი საკვები, რომელსაც ჩვენ მივირთმევთ, ჰაერი, რომლითაც ჩვენ ვსუნთქავთ, წყალი, რომელსაც ჩვენ ვსვამთ, ამინდი, რომელიც ჩვენს პლანეტას სიცოცხლისათვის ვარგისს ხდის - ყველაფერი ეს ბუნების დამსახურებაა.

ბიომრავალფეროვნება ხმელეთზე და წყალში სიცოცხლის არსებობის ქვაკუთხედია. იგი ადამიანის ჯანმრთელობის ყველა ასპექტზე მოქმედებს, უზრუნველყოფს მას სუფთა ჰაერითა და წყლით, სურსათით, მეცნიერული ცოდნითა და წყაროებით მედიცინისათვის, დაავადებების მიმართ მდგრადობით და კლიმატის ცვლილებით გამოწვეული შედეგების შერბილებით. ამ ქსელიდან ერთი ელემენტის ამოვარდნა ან უბრალოდ შეცვლაც კი მნიშვნელოვნად მოქმედებს მთლიან სასიცოცხლო სისტემაზე და შესაძლებელია მიგვიყვანოს ნეგატიურ შედეგებამდე. ბუნების გარეშე დედამიწაზე სიცოცხლე შეუძლებელია.

ბიომრავალფეროვნების შესახებ ძირითადი მეცნიერული კონცეფციები ჩამოყალიბდა მხოლოდ XX საუკუნის შუა რიცხვებში და იგი პირდაპირ კავშირშია ბიოლოგიაში კვლევის რაოდენობრივი მეთოდების განვითარებასთან.

ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირი გამოყოფს შვიდ ძირითად ფაქტორს, რომელიც განაპირობებს ბიომრავალფეროვნების დაკარგვას: ბუნებრივი გარემოს დანაკარგი და ფრაგმენტაცია; კონკურენცია ინვაზიური სახეობების მხრიდან; ,გარემოს დაბინძურება გლობალური კლიმატური ცვლილებები; გაუდაბნოება; მოსახლეობის ზრდა;   ბუნებრივი რესურსების უგუნურად გამოყენება. ამ ფაქტორების დიდი ნაწილი ადამიანის საქმიანობის შედეგია.

ტყეების ჭრა ან ხანძარი და ურბანიზაცია იწვევს ბუნებრივი გარემოს ფრაგმენტაციას და მრავალი სახეობის არსებობას საფრთხეს უქმნის, რომელთაგან დიდი ნაწილი ვერ ეგუება ახალ გარემოებას და იღუპება.

გაუდაბნოება, რომლის მიზეზიც ძირითადად კლიმატური ცვლილებები და ადამიანის საქმიანობაა, ბიომრავალფეროვნების განადგურებას იწვევს. ხეები იჭრება მათი შემდგომი აღდგენის გარეშე, ინტენსიური ძოვების შედეგად ღარიბდება მინდვრების მცენარეული საფარი, რაც ნიადაგის ეკონომიკური მწარმოებლობის შემცირებას იწვევს და აიძულებს მის ბინადრებს გადაადგილდნენ სხვა ადგილას.

ბუნებრივი რესურსების გაუაზრებელი ექსპლუატაცია (ისეთი, როგორიცაა ტყის ჭრა გათბობის მიზნით ან ნიადაგის გამოყენება საძოვრებად, წყაროს გამოყენება სამეურნეო დანიშნულებით) განაპირობებს ბიოლოგიური მრავალფეროვნების დაკარგვას. საზრდოს ძიებაში ღარიბი მოსახლეობა სრულადაა დამოკიდებული გარემოზე. მოსახლეობის ზრდის კვალდაკვალ იზრდება წნეხი ეკოლოგიურ სისტემაზეც.Biomravalferovneba 2

მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, შესაძლებელი გახდა გარკვეული პროგრესის მიღწევა ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნების მიმართულებით. 1975 წელს ძალაში შევიდა კონვენცია „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით ვაჭრობის შესახებ“ (CITES), რომელიც კრძალავს   იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი ჯიშებით ვაჭრობას განსაკუთრებული შემთხვევების გარდა. გარდა ამისა 1993 წლის დეკემბერში ძალაში შევიდა და 160 ქვეყნის მიერ იქნა რატიფიცირებული კონვენცია ბიოლოგიურ მრავალფეროვნებაზე.

            ბიომრავალფეროვნების ერთ-ერთ მნიშვნელოვან სეგმენტს აგრობიომრავალფეროვნება წარმოადგენს.

ამ მხრივ მეტად მნიშვნელოვანია ის სამუშოები, რომელიც ტარდება საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში. აქ 2013 წლიდან ფუნქციონირებს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის გარემოს დაცვის, მცენარეთა გენეტიკური რესურსებისა და აგრობიომრავალფეროვნების საკოორდინაციო ცენტრი“, რომელსაც ხელმძღვანელობს აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გურამ ალექსიძე; მისი მოადგილეები: აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, დოქტორი ანატოლი გიორგაძე, დოქტორი დავით მაღრაძე და სწავლული მდივანი დოქტორი თინათინ ეპიტაშვილი.

ცენტრში გაერთიანებულებ არიან მეცნიერები, რომლებსაც დიდი გამოცდილება აქვთ ვაზის, ხეხილის, სუბტროპიკული, ბოსტნეული, პარკოსანი კულტურების, საკვები ბალახების, სასოფლო-სამეურნეო ცხოველების და ფრინველების მოშენების, დაცვისა და შესწავლის ხაზით. ცენტრის მიერ საქართველოში პირველად ოთხ ენაზე (ქართული, ლათინური, ინგლისური, რუსული) იქნა გამოცემული კატალოგი საქართველოს აგრობიომრავლფეროვნება”, რომელში მოცემულია   ცნობილი   მეცნიერების: . კეცხოველი,    . ჩოლოყაშვილი, . რამიშვილი, . ქანთარია, . რამიშვილიდა სხვათა მეცნიერული კვლევები. აღნიშნული წიგნი გაიგზავნა სამხრეთ კორეაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, იტალიაში, რუსეთში, იაპონიაში.

Biomravalferovneba 3ცენტრი აქტიურად თანამშრომლობს სამხრეთ კორეის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიასთან, კორეის სოფლის მეურნეობის განვითარების ადმინისტრირების აგრობიომრავალფეროვნების ეროვნულ ცენტრთან. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე მიმდინარეობს 5 წლიანი ერთობლივი პროექტი, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება მცენარეთა გენეტიკური რესურსების გაცვლის, მართვისა და კვლევის ორმხრივი თანამშრომლობის სისტემა. მცენარეთა გენეტიკური რესურსების შეგროვების მიზნით, ყოველწლიურად ტარდება ორმხრივი ექსპედიციები - საქართველოში და სამხრეთ კორეაში. აღსანიშნავია, რომ კორეის სოფლის მეურნეობის განვითარების ადმინისტრირების აგრობიომრავალფეროვნების ეროვნულ ცენტრის გენბანკში, ხანგრძლივი შენახვის ვადით ინახება ქართული მარცვლოვნების, ბოსტნეული კულტურების და ვაზის ნიმუშები (მთლიანობაში 2000-ზე მეტი ნიმუში). საქართველოში კი მიმდინარეობს კორეული ბოსტნეული კულტურების გამოცდა. ამავე დროს აქტიური მუშაობა წარმოებს ვაზის გენეტიკური რესურსების ურთიერთგაცვლის თვალსაზრისით. ამ მიმართულებით საქართველოდან კორეაში უკვე ინტროდუცირებულია ვაზის 120 ჯიში, რომელიც გამოიყენება სამხრეთ კორეის მევენახეობის ინსტიტუტის მიერ. გარდა ამისა საქართველოდან კორეაში მოხდა სუბტროპიკული კულტურის - ლეღვის ინტროდუციაც.

ქართული ხორბლისა და ქერის ჯიშების წარმოშობის შესწავლის საკითხებზე აქტიური ერთობლივი მუშაობა მიმდინარეობს იაპონელ და რუსეთის ვავილოვის გენეტიკური რესურსების ინსტიტუტის მეცნიერებთან. ბოსტნეული კულტურების შესწავლის მიზნით კვლევები წარმოებს დარგის ჰოლანდიელ, ჩეხ და რუს სპეციალისტებთან ერთად.

ამჟამად, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის გარემოს დაცვის, მცენარეთა გენეტიკური რესურსებისა და აგრობიომრავალფეროვნების საკოორდინაციო ცენტრის საქმიანობის ძირითად მიზანს წარმოადგენს საქართველოს გარემოს დაცვა; საქართველოში გავრცელებული კულტურული და ველურად მოზარდი მცენარეების, სასოფლოსამეურნეო და გარეული ცხოველების და ფრინველების გენეტიკური მრავალფეროვნების შესწავლა; მცენარეთა და ცხოველთა გენეტიკური რესურსების მოძიების, გაცვლის და მათი დაცვის მიმართულებით შესაბამის ადგილობრივ და საერთაშორისო გენბანკებში მასალის შენახვა; საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების დამყარება; საქართველოს აგრობიომრავალფეროვნების შესწავლის მიზნით ექსპედიციების მოწყობა; მოპოვებული მასალების დამუშავება და მეცნიერული ანალიზის გაკეთება; შესაბამისი პუბლიკაციების მომზადება და საზოგადოების ინფორმირება.

ყოველივე ზემოაღნიშნული მოკლე ჩამონათვალია იმ საქმიანობისა, რომელიც აკადემიის გარემოს დაცვის, მცენარეთა გენეტიკური რესურსებისა და აგრობიომრავალფეროვნების საკოორდინაციო ცენტრში წარმოებს.

როგროც ვხედავთ, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება ეს ის გლობალური საკითხია, რომელშიც მთელი კაცობრიობა უნდა ჩაერთოს. რაც შეეხება სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას, თავისი საქმიანობით მას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყნის ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების საქმეში.

(ინფორმაცია ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მოამზადა სსმმ აკადემიის სამეცნიერო-განყოფილებების სწავლულმა მდივანმა, ს. მ. დოქტორმა მ. ბარვენაშვილმა).

(ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სსმმ აკადემიის სტიპენდიატის, სოფლის მეუნეობის დოქტორის ა. გიორგაძის მიერ მომზადებულია სტატია, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე).

                                                                                                                  

ფუტკრის მსოფლიო დღე

Futkari 1ფუტკარი უდიდესი სარგებლობის მომტანი მწერია, რომელიც ადამიანის საკეთილდღეოდ მრავალი ათასწლეულის განმავლობაში შრომობს. მეცნიერთა აზრით, ფუტკარი დედამიწაზე 50-80 მლნ წელზე დიდხანს ცხოვრობს. პირველად ადამიანები ველური ფუტკრის თაფლის შეგროვებით იყვნენ დაკავებულები, მოგვიანებით მათ „მოათვინიერეს“ იგი, რათა ესარგებლათ ფუტკრის მიერ წარმოებული ყველა სასარგებლო პროდუქტით: თაფლით, ცვილით, დინდგელით, ჭეოთი, ფუტკრის რძით, ფუტკრის შხამით. ადამიანის მიერ დამზადებული სკების გამოსახულება ჩვ. წ. აღ.-მდე 3000 წლით თარიღდება. ასეთი სურათები აღმოჩენილი იყო ძველი ეგვიპტისა და ისრაელის სამეფოს ტერიტორიაზე.

ფუტკარი ბუნებაში ყველაზე უფრო შრომისმოყვარე მწერია, რომელსაც უდიდესი სიკეთე მოაქვს ადამიანების, მცენარეებისა და გარე სამყაროსათვის. ყვავილების დამამტვერიანებელი ფუტკრები უზრუნველყოფენ მარცვლის, ხილის და სხვა ნაყოფების არა მარტო მაღალ მოსავალს, არამედ შეაქვთ გარკვეული წვლილი მცენარეების მრავალფეროვნებასა და ხარისხში, აგრეთვე სასურსათო უსაფრხოებასა და კვებაში. აღსანიშნავია, რომ მთელ მსოფლიოში, ხეხილისა და მეთესლეობის სასურსათო კულტურების სამი მეოთხედი საჭიროებენ დამტვერიანებას, რომელსაც შრომისმოყვარე ფუტკარი ასრულებს.

           ფუტკრის მსოფლიო დღეს (World Bee Day) მთელ პლანეტაზე   20 მაისს აღნიშნავენ. იგი დაარსდაFutkari 2 იმიტომ, რომ ადამიანთა ყურადღება მიექცია მეფუტკრეობის პრობლემებისადმი და ხაზი გაესვა ფუტკრის მნიშვნელობას მსოფლიო ეკო-ბალანსისა და პლანეტის „ჯანმრთელობის“ შენარჩუნების საქმეში. არსებობს კვლევები, რომლებიც ფუტკრის - მცენარეთა მნიშვნელოვანი დამამტვერიანებლის გადაშენების შემთხვევაში, კატასტროფულ ეკოლოგიურ შედეგებს გვიწინასწარმეტყველებენ. ეს მწერები კი ხშირად ადამიანის უგუნური ქმედებების გამო, როგორიცაა ბაღებისა და მინდორ-ველების ქიმიური საშუალებებით შეწამვლა, საშინელ მდგომარეობაში ვარდებიან.

            წინადადება ფუტკრის მსოფლიო დღის დაარსებასთან დაკავშირებით გამოითქვა სლოვენიის რესპუბლიკისა და მეფუტკრეთა ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციის („აპიმონდია“) მიერ და ერთხმად იქნა დამტკიცებული 2017 წლის 20 დეკემბერს გაეროს გენერალურ ასამბლეის რეზოლუციით (A/RES/72/211). დღე - 20 მაისი შეირჩა ცნობილი ევროპელი მეფუტკრის ანტონ იანშას (1734 – 1773) საპატივსაცემლოდ, რომელიც დაიბადა 1734 წლის 20 მაისს სლოვენიაში. მან მეფუტკრეობა თავისი ცხოვრების მთავარ საქმიანობად გაიხადა და ისიც კი მოახერხა, რომ დაწერა დამხმარე სახელმძღვანელო, რომელიც 1771 წელს გერმანულ ენაზე იქნა გამოშვებული.

Futkari 3ფუტკრის საერთაშორისო დღის დაარსებამ ადამიანებს კიდევ ერთხელ შეახსენა თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს მეთაფლე ფუტკარს მცენარეთა, მათ შორის სასოფლო-სამეურნეო კულტურების დამტვერვის პროცესში.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია ფუტკრის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით გთავაზობთ სტატიას ქართული ფუტკრის შესახებ, რომლის ავტორებია არიან დოქტ. მ. ფეიქრიშვილი და დოქტ. მ. ბარვენაშვილი.

(სტატია „ქართული ფუტკარი“ იხილეთ ბმულზე).

ინტერნეტ სამეცნიერო კონფერენცია - ვეტერინარიის საერთაშორისო დღე

მიმდინარე წლის 29 აპრილს მსოფლიომ ფართო მაშტაბით აღნიშნა ვეტერინარიის საერთაშორისო დღე და პატივი მიაგო ამ დარგის სპეციალისტებს მთელს მსოფლიოში. ამასთან დაკავშირებით, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიამ 2020 წლის 8-10 მაისს ჩაატარა ვეტრინარიის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ინტერნეტ სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: „საქართველოს ვეტერინარიის პერსპექტივები კორონავირუსის პანდემიის და მის შემდგომ პერიოდში“.

ინტერნეტ კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო ვეტერინერიის დარგის 31 მეცნიერმა, რომელთა მიერ წარმოდგენილი სამეცნიერო სტატიები ყურადღებას იმსახურებენ და საინტერესო იქნება მკითხველისათვის.

ინტერნეტ კონფერენციის ჩატარების ორგანიზატორი აკადემიის აკადემიურ დეპარტამენტთან ერთად იყო მეცხოველეობისა და ვეტერინარიის სამეცნიერო განყოფილება (აკადემიკოს-მდივანი, აკად. ჯ. გუგუშვილი, აკად. თ. ყურაშვილი).

ინტერნეტ კონფერენციის მასალები განთავსდა კონფერენციის სამეცნიერო შრომათა კრებულის ელექტრონულ ვერსიაში, რომელიც დაურიგდათ კონფერენციის მონაწილეებს. მათვე გადაეცემათ ინტერნეტ სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობის შესაბამისი სერტიფიკატები.

ელექტრონულ შრომათა კრებულში წარმოდგენილია აგრეთვე აკად. თ. ყურაშვილის და ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორ ლ. ციცქიშვილის ნაშრომი „კორონავირუსული ინფექცია ცხოველებში“ (გვ.42-69), რომელიც აგრეთვე საინტერესო იქნება მკითხველისათვის.

(ვეტრინარიის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ინტერნეტ სამეცნიერო კონფერენციის   შრომათა კრებულის ელექტრონული ვერსია იხილეთ ბმულზე).

სსმმ აკადემიის წინადადებები კორონავირუსის პანდემიისა და შემდგომი პერიოდისათვის

სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების შესახებ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრების წინადადებები (რეკომენდაციები) კორონავირუსის COVID-19 პანდემიისა

და შემდგომ პერიოდში

ახალ და მოულოდნელ გამოწვევას- კორონავირუს COVID-19-ის პანდემიას საზოგადოება, სახელმწიფო, მეცნიერება გონივრულად უმკლავდება და ამასთან ერთად ეროვნული ეკონომიკის სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნება-განმტკიცების ღონისძიებათა მწყობრი, მომავალზე ორიენტირებული სისტემა მოქმედებს, პანდემიის შემდგომი პერიოდის გამოწვევებიც რეალურად ჩანს.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის თითოეული წევრი გრძნობს, რომ მუდმივად მობილიზებულ რეჟიმში მოუწევს ცხოვრება და მეცნიერული მოღვაწეობა. გაცნობიერებული აქვს, რომ მეცნიერება, განსაკუთრებით აგრარული მეცნიერება მორიგი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდება.

საჭიროა ჯერ კიდევ შენარჩუნებული სამეცნიერო პოტენციალით, პანდემიის პერიოდში შეძენილი გამოცდილებით, პროგნოზირებისა და სტრატეგიული დაგეგმვის თანამედროვე მეთოდებით რეალურად განისაზღვროს ქვეყნის აგრარული მეურნეობის განვითარების პერსპექტივა. ამ მიზნით აუცილებელია სოფლისა და სოფლის მეურნეობის კომპლექსური განვითარების რთული პროცესი მიზნობრივი პროგრამებით წარიმართოს.

თუ როგორ კონცეფციასა და მექანიზმს დაეფუძნება განვითარების მომავალი სტრატეგია, აკადემიის წევრების მოსაზრებებს და რეკომენდაციებს (რომლებიც საგანგებო რეჟიმის პირობებში აკადემიის წევრების გამოკითხვის წესით დაფიქსირდა) აქვე ვაქვეყნებთ.

(სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების შესახებ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრების წინადადებები (რეკომენდაციები) კორონავირუსის COVID-19 პანდემიისა და შემდგომ პერიოდში იხილეთ ბმულზე).

 

 

ონლაინ სამეცნიერო სემინარი

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში -
  ონლაინ სამეცნიერო სემინარი

 

2020 წლის 04 მაისს, პირველად საქართველოში დისტანციურად, ონლაინ რეჟიმში ჩატარდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა  და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული სამეცნიერო სემინარი თემაზე: „სატყეო კვლევის პოტენციალი საქართველოში და პერსპექტივები“.

(დღის წესრიგი იხილეთ https://www.gaas.dsl.ge/images/2020_Media/PDF/Online-workshop_-Forest-research-potential-2020.pdf).

Seminari Satkeo 1სემინარის ორგანიზებაში და მუშაობაში საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მხრიდან ჩართული იყვნენ აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკად. გივი ჯაფარიძე, აკადემიის სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილების წარმომადგენლები - განყოფლების აკადემიკოს მდივნის მოადგილე, აკადემიკოსი გიორგი გაგოშიძე, აკადემიის სტიპენდიანტი, დოქტორი გიორგი ქავთარაძე და განყოფილების სწავლული მდივანი, დოქტორი ლაშა დოლიძე. ღონისძიებას მხარდაჭერა გაუწია აკადემიის აკადემიურმა დეპარტამენტმა (უფროსი, აკადემიკოსი ელგუჯა შაფაქიძე) და ადმინისტრაციულმა დეპარტამენტმა (უფროსი დოქტ. ანატოლი გიორგაძე). ხოლო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მხრიდან პროფ. ლარს დროსლერმა, დოქტ. მარი-ქეით უგრეხელიძემ, გიორგი გიგაურმა და აკაკი ჩალათაშვილმა.

სემინარის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო 50-მდე სხვადასხვა პროფილური სექტორის წარმომადგენელმა, კერძოდ:

  • სამეცნიერო და აკადემიური სექტორიდან: საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი, ვ. გულისაშვილის Seminari Satkeo 2სატყეო ინსტიტუტი (პროფ. გიორგი ქავთარაძე, პროფ. თეიმურაზ კანდელაკი, პროფ. ნატო კობახიძე), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (პროფ. ლარს დროსლერი, დოქტ. ჟანა ეხავია, დოქტ. გიორგი მიქელაძე, დოქტ მარი-ქეით უგრეხელიძე, ვასილ მეტრეველი), საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (პროფ. გიორგი გაგოშიძე, ასოც. პროფ. ნინო ლომიძე, დოქტ. რამაზ   ტყემალაძე), სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის აგროსატყეო კულტურების კვლევის სამსახური (დოქტ. ნანი გოგინაშვილი, მარგალიტა ბაჩილავა), თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის უნივერსიტეტი (პროფ. მაგდა დავითაშვილი, მალხაზ სამადაშვილი, პროფ. თამარ ნადირაძე), ბათუმის ბოტანიკური ბაღი (დოქტ. ზურაბ მანველიძე, დოქტ. დავით ხარაზიშვილი).
  • არასამთავრობო სექტორიდან: ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის ოფისი (აკაკი ჩალათაშვილი), მწვანე ალტერნატივა (დოქტ. ირაკლი მაჭარაშვილი), სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი-ნაკრესი (დოქტ. კახა ქარცივაძე, სოფიო გოგიბედაშვილი), ახალგაზრდა მეტყევეთა ასოციაცია (გრიგოლ ზურაბიანი), IUCN საქართველოს წარმომადგენლობა (მარიკა ქავთარიშვილი).
  • საერთაშორისო ორგანიზაცებიდან: გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება_GIZ (ლაშა ძაძამია, გიორგი კოლბინი, დოქტ. პაატა ტორჩინავა), Global Forest Watch (გიგია ალექსიძე).
  • სახელმწიფო უწყებებიდან: საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნების და სატყეო დეპარტამენტი (უფროსი კარლო ამირგულაშვილი, სატყეო პოლიტიკის სამმართველოს უფროსი კობა ჩიბურდანიძე, პაპუნა კაპანაძე, ზაზა ნონაშვილი), სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო (უფროსის მოადგილე ნათია იორდანიშვილი, საერთაშორისო დეპარტამენტის უფროსი ნათია ცხოვრებაძე), სსიპ აჭარის სატყეო სააგენტო (უფროსის მოადგილე ჯუმბერ აბულაძე, ტყის მონიტორინგის სამსახურის უფროსი რუსლან დავითაძე).

ღონისძიება გახსნა და სემინარის მონაწილეებს შესავალი სიტყვით მიმართა სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გივი ჯაფარიძემ, რომელმაც ხაზი გაუსვა დღევანდელ პირობებში სატყეო მიმართულებით ამ ტიპის პრაქტიკული სემინარის ჩატარების მნიშვნელობას და იქ მიღებულ გადაწყვეტილებებს.

Seminari Satkeo 3ღონისძიებაზე განხილულ იქნა ძირითადი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუციების არსებული მატერიალურ-ტექნიკური შესაძლებლობები, კვლევის მიმართულებები, ასევე ცალკეული საუკეთესო კვლევების მაგალითები. ამავდროულად სემინარის მონაწილეებმა იმსჯელეს სისუტეების/გამოწვევების შესახებ, როგორც კვლევის მიმართულებებში (შედარება მოხდა ტყის კვლევის ორგანიზაციების საერთაშორისო კავშირის (IUFRO) ტყის კვლევის მიმართულებების კლასიფიკატორთან https://www.iufro.org/science/divisions/), ასევე ადამიანური რესურსების (შესაბამისი პროფილის მკვლევარების) თვალსაზრისით.

სემინარის დასკვნით ნაწილში ინდივიდუალურად ყველა მონაწილის მიერ შევსებული იქნა სპეციალური ელექტრონული კითხვარი, სადაც მათ საშუალება მიეცათ დაეფიქსირებინათ ზეპირად მსჯელობის დროს გამოთქმული მოსაზრებები, ტყის კვლევის მიმართულებების პრიორიტეტულობასთან თუ არსებულ გამოწვევებთან და საჭიროებებთან დაკავშირებით. საბოლოოდ ღონისძიებაზე მსჯელობის და კითხვარების ანალიზის საფუძველზე განისაზღვრება ტყის კვლევის პრიორიტეტები საქართველოში მომავალი 10 წლის პერიოდისთვის, რაც იყო აღნიშნული ღონისძიების ერთ-ერთი ძირითადი მიზანი.

სემინარის მონაწილე მკვლევარები ასევე შეთანხმდნენ ქვეყანაში სამეცნიერო-კვლევითი პროცესის სისტემური მიდგომის დამკვიდრების Seminari Satkeo 4აუცილებლობაზე IUFRO-ს საერთაშორისო კლასიფიკატორის შესაბამისად და სატყეო კვლევების ერთიანი მონაცემთა ბაზის საჭიროებაზე, რაც იქნება ერთგვარი პლატფორმა მკვლევარებს შორის მუდმივი კოორდინაციისთვის. ამავდროულად სატყეო პოლიტიკის გამტარებელ სახელმწფო უწყებებს მისცემს საშუალებას მიმდინარე სამეცნიერო სიახლეების შესახებ ფლობდნენ ინფორმაციას, რაც მათ დაეხმარება გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

ონლაინ სემინარის დასასრულს აკად. გივი ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ ამ ფორმატის შეხვედრა ძალიან დროული და საჭირო იყო, რადგან ემთხვევა სექტორში მიმდინარე რეფორმირების ეტაპს, რამაც ბუნებრივად უნდა გაზარდოს კვალიფიციური სამეცნიერო მხარდაჭერის საჭიროება მომავალში, რისთვისაც აუცილებელია სამეცნიერო პოტენციალის გაძლიერება და ამ მიმართულებით სისტემური მიდგომების დამკვიდრება. აღინიშნა აგრეთვე, რომ პროცესს კოორდინაციას გაუწევს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილება.

ინფორმაცია

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრები
საინფორმაციო სივრცეში

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია აგრძელებს იმ მნიშვნელოვანი სტატიების გამოქვეყნებას, რომელიც კორონავირუსის COVID-19-ის პანდემიის მიერ ქვეყანაში და მთელ მსოფლიოში შექმნილ პრობლემებსა და სამომავლო პერსპექტივებს ეხება. დღეს ისევ გთავაზობთ აკადემიკოს ნოდარ ჭითანავას ინტერვიუს, რომელიც გამოქვეყნდა საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტოს „ივერიონი“ ვებ-გვერდზე 2020 წლის 26 აპრილს.

წარმოდგენილ ინტერვიუში აკად. ნ. ჭითანავა ეხმაურება საქართველოს მთავრობის ეკონომიკური ანტიკრიზისული გეგმის მიზნობრივ სოციალურ და ბიზნესის დახმარების ღონისძიებებს, რომელიც უნდა განხორციელდეს საქართველოში კორონავირუსის პანდემიის პირობებში და შემდგომ ეტაპებზე. ავტორი აღნიშნავს, რომ დღეს საქართველოს სამი სტრატეგიული რესურსი აქვს: მიწა და სხვა ბუნებრივი რესურსები, გეოეკონომიკური უპირატესობა, ინტელექტუალური პოტენციალი. ამ რესურსების კომპლექსურად გამოყენების გარეშე, წინსვლა წარმოუდგენელია და ამასთან დაკავშირებით მიზანშეწონილია მომავალი პროგრამის შედგენის კოორდინაცია განახორციელოს პრემიერთან არსებულმა ანტიკრიზისულმა საბჭომ, აგრეთვე პრემიერთან უნდა შეიქნას ანალიტიკური ცენტრი, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის განვითარების კომპლექსურ ანალიზს, მოამზადებს შესაბამის პროგნოზებსა და რეკომენდაციებს. აღნიშნულ ცენტრს მჭიდრო ურთიერთობები უნდა ჰქონდეს ქართველ მეცნიერებთან, რომელთაც არა ერთი საინტერესო საკითხები აქვთ მომზადებული.

(აკად. ნოდარ ჭითანავას ახალი ინტერვიუ, რომელიც გამოქვეყნებულია საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტოს - „ივერიონი“ ვებ-გვერდზე, იხილეთ ბმულზე).

 

ინფორმაცია

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის

სამეცნიერო საბჭოს სხდომის შესახებ

2020 წლის 27 აპრილს, 13 საათზე, დისტანციურად, ონლაინ რეჟიმში ჩატარდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო საბჭოს სხდომა. სხდომის მუშაობაში მონაწილეობდნენ სამეცნიერო საბჭოს წევრები - აკადემიკოსები ნ. ქარქაშაძე, გ. ტყემალაძე, ზ. ჩანქსელიანი, გ. გაგოშიძე, ჯ. კაციტაძე, ს. მ. დოქტორები - რ. კიკვიძე, მ. კერესელიძე, მ. მაწკეპლაძე, ო. ვაშაკიძე, ნ. მამუკელაშილი, ჯ. სადაღაშვილი, ი. სარჯველაძე, ვ. ქვაჭრელიშვილი, ჯ. ქიტიაშვილი, ს. ლომიძე.

დღის წესრიგი:

1.მებოცვრეობის განვითარების პერსპექტივები საქართველოში.

     მომხსენებელი: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მეცხოველეობისა და ვეტერინარიის სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს - მდივანი, აკადემიკოსი ჯემალ გუგუშვილი (მოხსენების მოკლე შინაარსი იხილეთ ბმულზე).

2. მიმდინარე საკითხები.

სამეცნიერო საბჭოს სხდომაზე მომხსენებელმა ძირითადი აქცენტი გააკეთა ქვეყანაში მიმდინარე კორონავიარუსის COVID-19 პანდემიის შემდგომ პერიოდში მებოცვრეობის დარგის განვითარების პერსპექტივებზე და ამ მიმართულებით საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მეცნიერების როლის შესახებ.

სამეცნიეrო საბჭოს სხდომაზე აღნიშნული საკითხის განხილვის შედეგად საბჭომ ყურადღება გაამახვილა იმ საკითხებაზე, რომლის გადაწყვეტა აუცილებელია აღნიშნული პანდემიის შემდგომ პეიოდში:

  1. 1.უნდა შემუშავდეს სტრატეგიული მიზანი, თუ რა მიმართულებით განვითარდეს   დარგი კორონავირუსის პანდემიის შემდგომ პერიოდში;
  2. 2.მოქმედებაში უნდა შევიდეს კანონი „სანაშენო საქმის შესახებ“, რისთვისაც ეთხოვოს პარლამენტს ამ მიმართულებით საქმიანობის დროულად წარმართვა;
  3. 3.ბოცვერი ბალახისმჭამელი ცხოველია, ამიტომ უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს ბუნებრივ საკვებ - სავარგულებს, რისთვისაც საჭიროა ამ მიმართულებით განსაკუთრებული ღონისძიებების მიღება;
  4. 4.მებოცვრეობის დარგის არსებული მდგომარეობის განვითარებისათვის ფართო გზა უნდა მიეცეს კოოპერირებას;
  5. 5.მებოცვრეობის დარგის განვითარებაში და კორონავირუსის პანდემიის შემდგომ პერიოდში გადამჭრელი სიტყვა ეკუთვნის მეცნიერებას;
  6. 6.მეცხოველეობა და ვეტერინარია განიცდის საკადრო შიმშილს, ამ მიმართულებით საჭიროა ქმედითი ღონისძიებების გატარება და რაც შეიძლება უახლოეს პერიოდში.

 

აგროინჟინერიის სამეცნიერო განყოფილების სხდომა

ინფორმაცია

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის

აგროინჟინერიის სამეცნიერო განყოფილების

სხდომის შესახებ.

 

          2020 წლის 23 აპრილს, 12 საათზე, დისტანციურად, ონლაინ რეჟიმში ჩატარდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აგროინჟინერიის სამეცნიერო განყოფილების სხდომა. სხდომის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს სამეცნიერო განყოფილების წევრებმა, როგორც თბილისიდან, ისე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკიდან - ქ. ბათუმიდან (აკად. ზ. ფუტკარაძე).

დღის წესრიგი:

1. აკადემიკოს ალექსანდრე დიდებულიძის ანგარიში 2019 წელს და 2020 წლის პირველ კვარტალში ჩატარებული სამეცნიერო, პედაგოგიური და საზოგადოებრივი საქმიანობის შესახებ (აკად. ა. დიდებულიძის მოკლე ანგარიში იხილეთ ბმულზე);

2. აკადემიკოს ჯემალ კაციტაძის ანგარიში 2019 წელს და 2020 წლის პირველ კვარტალში ჩატარებული სამეცნიერო, პედაგოგიური და საზოგადოებრივი საქმიანობის შესახე (აკად. ჯ. კაციტაძის მოკლე ანგარიში იხილეთ ბმულზე);

3. აკადემიკოს ელგუჯა შაფაქიძის ანგარიში 2019 წელს და 2020 წლის პირველ კვარტალში ჩატარებული სამეცნიერო, პედაგოგიური და საზოგადოებრივი საქმიანობის შესახებ (აკად. ე. შაფაქიძის მოკლე ანგარიში იხილეთ ბმულზე);

4. მიმდინარე საკითხები.

       აკად. ა. დიდებულიძის, აკად. ჯ. კაციტაძის და აკად. ე. შაფაქიძის ინფორმაციების მოსმენის შემდეგ გაიმართა დისკუსია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს აგოინჟინერიის სამეცნიერო განყოფილების წევრებმა - აკადემიკოსებმა ა. ვაშაკიძემ, ზ. ფუტკარაძემ, აკადემიის სტიპენდიატმა, გ. ქუთელიამ.                 

       აგროინჟინერიის სამეცნიერო განყოფილების სხდომაზე აღინიშნა, რომ მიუხედავად მსოფლიოში არსებული კორონავირუსის პანდემიის და ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობისა, საქართველოს სოფლის მეურენეობის მეცნიერებათა აკადემია და აგროინჟინერიის სამეცნიერო განყოფილება მზად უნდა იყოს ევროპის (UEAA) სოფლის მეურნეობის, სურსათისა და ბუნებათსარგებლობის აკადემიების კავშირის მიერ 2020 წლის შემოდგომაზე დაგეგმილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის თემაზე „სოფლის მეურნეობის მექანიზაცია და ტექნოლოგიები ევროპაში და პერსპექტივები“ ჩატარებისათვის, რომლის მასპინძლობა UEAA-ს გადაწყვეტილებით დაევალა საქართველოს სოფლის მეურენეობის მეცნიერებათა აკადემიას. ამასთან დაკავშირებით აგროინჟინერიის სამეცნიერო განყოფილებამ უნდა მოიძიოს ან დაამზადებინოს თვალსაჩინო მასალები ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების მოვლა-მოყვანის, აგრეთვე სამთო მიწათმოქმედების სამანქანო ტექნოლოგიებისა და ტექნიკური საშუალებების შესახებ, შეარჩიოს მოხსენებების თემატიკა და მომხსენებელები, დაგეგმოს კონფერენციის მონაწილეებისათვის თემატური ექსკურსიების ობიექტები და ა.შ.

სამეცნიერო განყოფილების სხდომის მუშაობა შეაჯამა აკადემიკოს-მდივანმა აკად. რევაზ მახაობლიძემ, რომელმაც შეაფასა აკადემიის წევრების მიერ სხდომაზე წარმოდგენილი მოხსენებები. მანვე ჩამოაყალიბა იმ ღონისძიებების ნუსხა, რომელიც უნდა განხორციელდეს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის წარმატებით და ორგანიზებულად ჩატარებისათვის.

სამეცნიერო განყოფილების სხდომამ დაადგინა, რომ აკად. რ. მახარობლიძის მიერ წარმოდგენილი ღონისძიებების ნუსხა განხილვისათვის უნდა გადაეცეს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმს განსახილველად.

ქვეკატეგორიები

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : info.gaas.georgia@gmail.com